დარგებიმედია ფერმერებისთვის TVმემცენარეობა

რესურსდამზოგი სამანქანო ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში

სოფლის მეურნეობა სამანქანო ტექნოლოგიების  განვითარების დონით სახალხო მეურნეობის არცერთ დარგს არ ჩამორჩება, შეიძლება ითქვას, მოწინავე პოზიციებიც კი უჭირავს. მძიმე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად დღითიდღე სულ უფრო ნაკლები მუშახელია საჭირო, ხელით შრომას თანდათან თანამედროვე სამანქანო ტექნოლოგიები ანაცვლებს. ზუსტი მიწათმოქმედება რესურსების დაზოგვის და მინიმალური დანახარჯებით მოსავლის მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობას ქმნის. 

როგორი ვითარდება ამ მხრივ საქართველოში, რა ტექნოლოგიები ინერგება ქვეყანაში  დღეს „ჟურნალ ახალი აგრარული საქართვლოს“ და ტელეკომპანია საფერავი ტვ-ს ერთობლივ გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ექსპერტ, პროფესორ ოთარ ქარჩავასთან ერთად ვისაუბრებთ.

გადაცემის ავტორია ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი