დარგებივეტერინარია

როგორ დავიცვათ პირუტყვი ბორა ბუზისგან

განსაკუთრებით ზაფხულში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კანქვეშა ბორა უდიდეს ზარალს აყენებს მეცხოველეობას. იწვევს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტყავის საუკეთესო ნაწილის მატლებით დაზიანებას, ხორცის და რძის დიდ დანაკარგებს.

ბორა ბუზის მატლებით ინტენსიური დაავადების შემთხვევაში ცოცხალი წონის დანაკარგები საშუალოდ ერთ სულ პირუტყვზე 20-30 კილოგრამს შეადგენს. 

ბორა ბუზის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სიახლოვეს ფრენის დროს ცხოველები მოუსვენრად არიან, ფეხებს მიწაზე ურტყამენ და საძოვრიდან გარბიან, თავშესაფარს ეძებენ, ამიტო პირუტყვი საძოვრიდან ნახევრად მშიერი ბრუნდება. განსაკუთრებით დიდია პროდუქტიულობის დაცემა მეწველ პირუტყვში, რაც მარტო პარაზიტის მატლების ცხოველის ორგანიზმში მოხვედრით არი გამოწვეულია არამედ, როგორც ვთქვით ბორა ბუზის ცხოველთა სიახლოვის ფრენითაც. ასეთ შემთხვევაში რძის დანაკარგები ყოველდღიურად შეადგენს 25%-ს, რაც გრძელდება 3-4 თვის განმავლობაში.

ორგანიზმში მოხვედრილი მატლის მოძრაობის შესახებ აზრთა სხვაობაა. ფიქრობენ, რომ მისი მოძრაობა დაკავშირებულია მატლის მიერ გამოყოფილ ფერმენტთან, რომელიც შლის ცხოველის ორგანიზმის შემაერთებელ ქსოვილს, იკვებება დაშლილი ქსოვილით და ამავე დროს ხდება მისი გადაადგილება. მატლს დღე-ღამის განმავლობაში 5 სანტიმეტრით გადაადგილება შეუძლია.

კანქვეშა ბორა ბუზის საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიების გატარება საერთო პროფილაქტიკურ ღონისძიებას მოიცავს. საზაფხულო პროფილაქტიკური ღონისძიებაა აკარიციდების შესხურება, ინვაზირებული პირუტყვის გარეგანი დამუშავება.

საერთო პროფილაქტიკური ღონისძიება გულისხმობს იმას, რომ არ დავუშვათ დაუმუშავებელი პირუტყვის საზაფხულო საძოვრებზე გარეკვა.

ბორა ბუზის მასობრივი ფრენის დროს პირუტყვი უნდა გავაჩეროთ ჩრდილში, თავშესაფარში და საძოვარზე უნდა გამოვიყვანოთ ღამით.

როგორ უნდა მოვახდინოთ აკარიციდებით პირუტყვის საზაფხულო პროფილაქტიკური დამუშავება?

ეს უნდა მოხდეს ბორა ბუზის ფრენის დროს. ცხოველი უნდა დავამუშაოთ სადეზინფექციო დანადგარების საშუალებით. შესხურების ჩასატარებლად უნდა მოეწყოს პირუტყვის შესარეკი ბაგები, სადაც მოხდება პირუტყვის დამუშავება.

ვეტერინარის მითითებით, შესასხურებელი პრეპარატს იყენებენ ყველა ასაკის პირუტყვზე, გარდა მაკეობის უკანასკნელ პერიოდში მყოფი ფურებისა და სამი თვის ასაკის ხბორებისა.

 საზაფხულო შესხურების შედეგად დამუშავებულ ფურებს წველის წინ აუცილებლად უნდა მოვბანოთ ცური. ამ მეთოდის გამოყენება სხვამხრვაც ხელსაყრელია, რადგან ამ დროს მარტო ბორა ბუზის ინვაზიას კი არა,  არამედ სხვა სისხლისმწოვ პარაზიტებსაც ვებრძვით.

კანქვეშა ბორა ბუზის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების დროს ცხოველების ამ პრეპარატებით დამუშავებას შორის შუალედი 15-20 დღეს შეადგენს, ხოლო როდესაც ერთდროულად ვატარებთ ტკიპების საწინააღმდეგო ღონისძიებებსაც, დამუშავება ყოველ შვიდ დღეში ერთხელ უნდა მოხდეს.

 თამაზ კილაძე, ვეტექიმი,

წყარო: gurianews.com