როგორ გადავარჩინოთ ხე თუ გაუჩნდა ფუღურო?
ხეს თუ ფუღურო გაუჩნდა, აუცილებლად უმკურნალეთ, რათა გავუგრძელოთ სიცოცხლის ხანგრძლივობა, შევუნარჩუნოთ მაქსიმალური მსხმოიარობის უნარი და დავიცვათ ინფექციებისგან!
ფუღუროს დამუშავება შეიძლება შუა ზაფხულში ან შემოდგომით- ფოთოლცევნის შემდეგ, მაშინ, როდესაც ხეში წვენის მოძრაობა მცირდება, მოწმენდილ, თბილ ამინდში.
ფუღუროს გასაწმენდად და დსასმუშავებლად საჭიროა შემდეგი პროცედურები გავლა:
1. მექანიკური გაწმენდა რკინის ჯაგრისის, დანის და კოვზის მეშვეობით- ფუღუროს გაწმენდა შიგ დაგროვილი ნაგვისგან, დამპალი მერქნისგან,.
ა) ფუღუროში ჭიანჭველები ბუდის აღმოჩენის შემთხვევაში ის უნდა დამუშავდეს რიმელიმე ჭიანჭველების საწინააღმდეგო პრეპარატით;
ბ) თუ ფუღუროში აღმოჩნდა ჩიტის ბუდე – პროცედურა შემოდგომისთვის გადადეთ;
გ) თუ ფუღუროს გარე პერიმეტრი ხის შტამბს სცილდება სიმაღლეში, შემოაჭერით და გაათანაბრეთ ერთმანეთთან.
2. გაწმენდილი ფუღუროს დეზინფექცია უნდა ჩატარდეს რომელიმე ქვევით ჩამოთვლილი საშუალებით:
ა) კალიუმის პერმანგანატი (მარგანიცოვკა) _ მუქი ფერის ნაზავი (შეასხურეთ ფუღუროს კედლებს შიგნიდან);
ბ) შაბიამანი_ 200 გრ. გაიხსნას 10 ლ. წყალში (შეასხურეთ ფუღუროს კედლებს შიგნიდან);
გ) ნაცარი _ გაცრილი, გახსნილი წყალში სქელი არაჟნის კოცენტრაციამდე (შეაზილეთ ფუღუროს კედლებს შიგნიდან);
დ) სტრეპტოციდი _ დანაყილი, გახსნილი წყალში სქელი არაჟნის კოცენტრაციამდე (შეაზილეთ ფუღუროს კედლებს შიგნიდან);
ე) სხვადასხვა ფუნგიციდები.
დამუშავების შემდეგ, მიეცით საშუალება ფუღუროს კელდები გამოშრეს. თუ ფუღურო გამომპალი იყო, შემდეგი (ამოვსების, დალუქვის) პროცედურები რამდენიმე დღით გადადეთ.
3. ფუღუროს ამოვსება:
თუ ფუღურო მცირე ზომისაა, ამოავსეთ ბაღის მალამოთი (Садовый вар);
დიდი ზომის ფუღუროს ამოსავსებად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ნაზავები:
ა) ცემენტის ნაზავი _ ცემენტი, ქვიშა და კირი შეურიეთ შედეგი პროპორციით 2:6:1. გახსენით არაჟნის სისქემდე და შემავსებლად შეგიძლიათ დაუმატოთ ხრეში, დამტვრეული აგური ან ნახშირის ნატეხები;
ბ) ებოქსიდის წებოში შერეული ნახერხით _ ნახერხს შეურიეთ ეპოქსიდის წებო ცომის კონსისტენციის მიღებამდე.
4. ამოვსებული ფუღური გადალესეთ ხის შტაბპის დონეზე (ნაპირებს არ ცილდებოდეს) და შეღებეთ ზეთოვანი საღებავით (შეგიძლიათ მოხატოთ კიდეც.
ლია მღვდელაძე,
„თქვენი ბაღი“