როგორ განსაზღვროთ შეძენილი თესლის ვარგისიანობა?

მცენარის აღმოცენების უნარი სტატისტიკური მაჩვენებელია. განისაზღვრება პროცენტებში. მაგალითად თუ 10 თესლიდან მხოლოდ 6 ამოვიდა, მაშინ აღმოცენების პროცენტული მაჩვენებელი 60%-ია. თუ მცენარეთა თესლის აღმოცენების მაჩვენებელი 30 %-ზე დაბალია, მაშინ თესლის ეს პარტია უნდა წუნდებულია და აღარ გამოიყენოთ.

თესლის ვარგისიანობის შესამოწმებლად ლამბაქზე რამდენიმე ფენა ხელსახოცი ქაღალდი, დაასველეთ, აიღეთ სასურველი კულტურის 10 ცალის თესლი დაალაგეთ ლამბაქზე მოთავსებულ დამბალ ქაღალდზე, ზევიდან ისევ გადააფარეთ ზემოდან 2 ფენა მსგავსი ქაღალდი და შეფუთეთ პოლიეთილენის ფირით (პარკით) და დადეთ  თბილ ადგილას. ლამბაქზე დაფენილი ქაღალდი არ უნდა გამოშრეს, არც ძალიან სველი, ტენიანი უნდა იყო. 4-8 დღის შემდეგ თესლი უნდა გაღივდეს. სწორედ ამის მიხედვით გამოთვლით პროცენტულ მაჩვენებელს!

ფალსიფიცირებული თესლის გამოვლენის ასეთი პრაქტიკაც არსებობს..
შალის ნაჭერს პლასტმასის ღერო რამდენჯერმე უნდა გაუსვათ (დამუხტოთ) და გადაატაროთ მაგიდაზე გაშლილი თესლის ფენას, ფუჭ თესლს პლასტმასის ღერო მიიკრავს.

აუცილებლად გადაამოწმეთ შეძენილი თესლი, რომ სეზონზე იმედი არ გაგიცრუვდეთ და სეზონზე ნაკვეთი არ მოაცდინოთ.

წყარო:www.facebook.com/tkvenibagi/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.