აგროტექნოლოგიებიდარგები

როგორ მივიღოთ უხვი მოსავალი

„აგროტექსი-უქსოვი მასალები” – უნივერსალური დაცვა გარემოს არახელსაყრელი ფაქტორებისგან

ჩითილების ღია გრუნტში გადატანა ყოველი მებაღის განსაკუთრებული საზრუნავია. როგორ შეეგუება მცენარე გარემოს შეცვლას? როგორ დავიცვათ ისინი სტრესისგან, შესაძლო წაყინვისგან, მავნებლებისა და სხვა მრავალგვარი უსიამოვნებისგან?

მოდით, ტრადიციული ფირი გავწიოთ გვერდზე!

დიდი ხნის განმავლობაში ბოსტანში ყველა უსიამოვნების  პანაცეად პოლიეთილენის ფირი ითვლებოდა, მაგრამ, ეფექტიანობის მიუხედავად, მას საკმაოდ ბევრი ნაკლოვანება აქვს, რომელთა შორის ძირითადია ის, რომ პოლიეთილენის ფირი არ სუნთქავს და ნაზი ჩითილების “ჩახარშვის” საფრთხე დიდია. ასევე, ცნობილია, რომ სათბურის ჭარბი ეფექტი იძლევა უხვ კონდენსატს და იმის გარდა რომ ფირზე დაგროვილი წვეთები ლინზის ეფექტს იძენს, ფირის კედლებიდან ჩამოვარდნილი წვეთები მუდმივად ეცემა ნიადაგს, რაც თოთო მცენარეებისთვის ასევე სასარგებლო არ არი.

ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ მცენარის დაცვის ეფექტიანობა და ბევრ შემთხვევაში აღმოვფხვრათ ფირის მიერ წარმოქმნილი ნაკლოვანებები. მაშ რა მასალა შეიძლება გამოვიყენოთ დამცავ ბადედ, რომ ჩვენმა მცენარეებმა საკმარისი რაოდენობით სინათლეც მიიღოს, სითბოც, წყალიც და ჰაერიც? და რაც მთავარია, იყოს ეკონომიურიც?

პასუხი მარტივია _ უქსოვი მასალები.

ახალი აგროტექნიკური მეთოდების მოწინავე მოყვარულები უკვე დიდი ხანია, რაც ნაკვეთებში უქსოვ მასალებს იყენებენ, როგორც სათბურების დასაცავად, ასევე ნიადაგის მულჩირებისთვის.

ფირთან შედარებით კი უქსოვ მასალებს ბევრი უპირატესობა აქვს, მაგალითად:

♦ სუნთქავს და ატარებს წყალს, მცენარეები უფრო სწრაფად ძლიერდება და იზრდება – ვიღებთ ადრეულ და ჯანსაღ მოსავალს;

♦ იგი არ არის ერთჯერადი, მისი გამოყენება რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძლება.  არ შლის მზის სხივები (მის შემადგენლობაში არის ულტრაიისფერი სხივების სტაბილიზატორი) – ეკონომიურია, რადგან ყოველწლიურად ახალი დამცავის/საფარის ყიდვა აღარ გვჭირდება;

♦ უნივერსალურია: სიმკვრივის მიხედვით ვიყენებთ მცენარეების ქარისა და მწერებისგან დსაცავად, ჩარჩოიანი სათბურების გადასაფარებლად, შავი ფერის ქსოვილს _ მულჩირებისთვის. 

♦ მასალები სხვადასხვა ფერისაა: ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით – ვიცავთ მცენარეებს და ვზრდით მოსავლიანობას;

♦ გამოიყენება მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხა დანიშნულებით: ადრეული მოსავლის მისაღებად, არახელსაყრელი გარემო პირობებისგან ზემოქმედებისგან მცენარეების დასაცვად, მულჩირებისთვის, ფაქიზი კულტურების ზრდა-განვითრებისთვის,  ნათესებისა და ნარგაობის  გაზაფხულის წაყინვებისგან დასაცავად.

რატომ უნდა დავხარჯოთ ამდენი ძალა გამარგვლაზე?!

უქსოვი მასალების უპირატესობა, ზოგადად, ის არის, რომ ის ნამდვილად უწყობს ხელს ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრას და, ამავდროულად, მინიმუმამდე ამცირებს ფიზიკური შრომის და ფინანსურ დანახარჯებს. „სპანბოდი“ შედარებით მცირე საკარმიდამო ნაკვეთზეც კი გაქანებას აძლევს ჩვენს ფანტაზიას, რომ მეტი შემოსავალი მივიღოთ. დამცავი და სამულჩე მასალა მრავალფეროვანი და სხვადასხვა სიმკვრივისაა, ამიტომ მათი გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება.

ჩვენი სამულჩე მასალა განსაკუთრებით შეიყვარეს მათ, ვისაც ბევრისთვის საყვარელი კენკრა – მარწყვი მოჰყავს. ამ, მოსავლელად საკმაოდ ჭირვეულ კულტურას, ძალიან მოუხდა შავ-თეთრი უქსოვი მასალით მულჩირება. ორ ფენის მქონე სპანბონდის შავი ფერი ზღუდავს სარეველების ზრდას, ხოლო ზედა, თეთრი ფენა სუფთად ინახავს კენკრას და იცავს გადახურებისგან. ასეთი მულჩით ჩვენ არსებითად გაიოლებულია მარწყვის მოვლას – არ გვიხდება გამარგვლა, იოლდება ზედმეტი წანაზადების შეჭრა, ვიღებთ ტკბილ, სუფთა კენკრის მოსავალს.

ა ზოგადადაც, უქსოვი მასალით მულჩირება ნებისმიერი მებაღეს ორი მუდმივი პრობლემისგან სარეველების და მავნებლებისგან ათავისუფლებს, თუმცა, მისი საუკეთესო თვისებები ამით არ მთავრდება:

           ჩვენი სამულჩე მასალით მულჩირება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუ რაიმე მიზეზის გამო ეს გაზაფხულზე ჩითილების დარგვის დარგვამდე არ გაგიკეთებიათ;

             მავნებლები ვერ ეკარებიან მცენარეს;

            სპობს სარეველებს;

             სრულაიად გამორიცხავს მავნებლების და დაავადებების გამრავლებას;

             საფარ მასალებთან კომბინაციაში იძლევა ახალგაზრდა ნერგის სარეველებისგან, მავნებლებისა და გარემოს არახელსაყრელი პირობებისგან დაცვის კომპლექსურ ეფექტს;

             თავიდან გვაცილებს გასამარგლად დროისა და ძალების ხარჯვას;

             ინახავს მცენარისთვის აუცილებელ ტენს;

             მულჩის ქვეშ არ წარმოიქმნება ნიადაგის ქერქი;

             შეიძლება მორწყვა და დამატებითი საკვების შეტანა თხევადი სახით;

             თავიდან გვაცილებს ბოსტნეულისა და კენკრის კონტაქტს ნიადაგთან (მოსავალი სუფთაა და არ ლპება).

ყველანი საფარქვეშ!

დაბალი სიმკვრივის დამცავი მასალა, ვთქვათ 17-30 გ/კვ.მ, საშუალებას იძლევა ნაზ მცენარეებს ისინი პირდაპირ კვლებზე გადავაფაროთ. წარმოიდგინეთ, როგორ გაიზრდება კომბოსტოს კვალის “მწარმოებლობა” თუ ჩვენ თხელი უქსოვი მასალის გადაფარებით, მას ყველზე დიდ ჭირს – კომბოსტოს თეთრულას მოვაშორებთ?!  და ამავდროულად წყნარად მოვრწყავთ კვალს და მცენარის ზრდის შესაბამისად ავწევთ დამცავ ბადეს.

უფრო დიდი სიმკვრივის მასალები (42-60  გ/კვ.მ) უკვე შეიძლება გამოვიყენოთ კარკასულ საფარად: კვლებისთვის რკალებზე და სათბურებისთვის. ბევრ მებაღეს აწუხებს მასალის მიერ სინათლის გამტარობის საკითხი: ბნელი იქნება, ის ხომ გაუმჭვირვალეა? მაგრამ პოლიეთილენის ფირთან შედარებით, რომელსაც კონდენსატისა და მტვრის გამო აშკარად აქვს სინათლის გამტარობის პრობლემა, თეთრი ფერის უქსოვი მასალა სინათლეს მცენარეთა განვითარებისთვის საკმაო რაოდენობით უშვებს – დღესავით ნათელია.

მეცნიერება გვეხმარება

ამის გარდა, დღეს მოსავლის გაზრდა წითელი ფერის ქვეშა შეიძლება; მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სპექტრის სხვადასხვა ფერები სხვადასხვაგვარ ზეგავლენას ახდენს მცენარეების ზრდისა და განვითარების პროცესებზე. წითელი ფერი აჩქარებს ფოტოსინთეზის პროცესს, ანელებს დღის განმავლობაში დაგროვილი სითბოს ატმოსფეროში გაბნევას, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს ნაყოფის ზრდას და დამწიფებას. ყვითელი ფერი კი ერთგვარი ხაფანგის როლს ასრულებს, იზიდავს მავნებლებს მცენარეების ღეროებიდან და ნაყოფიდან. ამჟამად კლასიკური შავი უქსოვი მულჩაც კი არის ყვითელ-შავ ვარიანტში: შავი იცავს სარეველებისგან, ათბობს ნიადაგს ადრეულ გაზაფხულზე, ხოლო ზედა – ყვითელი ფენა – “სუსანინი” – თავისკენ იზიდავს დაუპატიჟებელ მავნებლებს.

მაგრამ მულჩირების სფეროში ყველაზე საინტერესო სიახლე მაინც მასალის შემადგენლობაში ფოლგის არსებობაა. თუ ადრე ფოლგას კარგად იყენებდნენ ჩითილების ზრდის ეტაპზე, ახლა კიდევ უფრო შორს შეგვიძლია წავიდეთ და შევიარაღდეთ მისი თბოსაიზოლაციო და სინათლის ამრეკლი თვისებებით მცენარეთა შემდგომი ზრდისთვის. გარე ვერცხლისფერი ფენა ირეკლავს სინათლეს მცენარეზე, ადიდებს მცენარის ზრდისა და განვითარების სიჩქარეს.

სუპერ-დაცვა: არმირება და ლამინირება

და, ალბათ, დამდეგი სასოფლო-სამეურნეო სეზონის ყველაზე ეფექტურ სიახლედ დამსახურებულად უნდა ვაღიაროთ არმირებული და ლამინირებული (წყალგაუმტარი) დამცავი მასალები. ზემტკიცე მასალები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ზედიზედ რამდენიმე სეზონზე, თანაც მთელი წლის განმავლობაში მოუხსენელად.

წყალგაუმტარი ლამინირებული დამცავი მასალა სათბურებისთვის, ისევე, როგორც პოლიეთილენის ფირი, არ უშვებს წყალს (წვიმის წყალი ყოველთვის არ არის გამოსადეგი მოსარწყავად, ეს განსაკუთრებით, ეკოლოგიურად პრობლემურ რაიონებს ეხება), მაგრამ, ამასთან ერთად არ აგროვებს კონდენსატს და იცავს ნარგავებს გადახურებისგან.

ყოველივე ზემონათქვამის შესაჯამებლად მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, როდესაც იმპორტული ბოსტნეულის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციით ჩანაცვლება სასიცოცხლოდ აქტუალური გახდა, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ასეთი ტიპის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას უნდა მივაქციოთ.

გისურვებთ უხვ მოსავალს!

თამაზ მიქაძე,

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

დაგვიკავშირდით, ტელ: 599 52 95 29

იხილეთ ვიდეფილმი