თევზნიჩაბა _ უნიკალური ქმნილება, რომელიც ოკეანის ფსკერზე ფეხებით გადაადგილდება

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ოკეანის სიღრმეში უნიკალური არსებები აღმოაჩინეს.

ზოგიერთი სინათლეს ასხივებს, როგრც თევზი-ნათურა, ხოლო სხვები ოკეანეს სიღრმეში, მარიანის ღრმულში იმალებიან.

ერთ ასეთ მოკრძალებულ ქმნილებას ეკუთნის წითელი თევზნიჩაბა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ აღმოაჩინეს აკვალანგებმა.

ოკეანის უჩვეულო და უნიკალური ბინადარი ავსტრალიის ტასმანიის სანაპიროსთან შენიშნეს, Guardian-ზე დაყრდნობით წერს პორტალი oane.ws .

თევზნიჩაბა ოკეანის ფსკერზე გადასაადგილებლად, ფეხების მსგავს ფართო ფარფლებს იყენებს.

ადრე სპეციალისტები ამტკიცებდნენ, რომ პლანეტაზე მსგავსი თევზების მხოლოდ 20 ინდივიდი იყო შემორჩენილი და მკვლევარებმა სიხარული ვერ დაფარეს, როცა 8 ასეთივე უნიკალური არსება აღმოაჩინეს.

წყარო: oane.ws