აგროსიახლეები

როგორ შეუძლიათ ქალ ფერმერებს რძის საწარმო დანადგარების 70%-იანი თანადაფინანსებით შეძენა?

დღეს, როდესაც სოფლის მეურნეობაში ქალების როლი სულ უფრო მეტად აღიარებული და მხარდაჭერილია, ახალი შესაძლებლობები იხსნება მათთვის, ვინც მერძეული მიმართულებით საქმიანობს. უკვე 700-ზე მეტმა ქალმა ფერმერმა მიიღო ფინანსური მხარდაჭერა რძის საწარმო დანადგარების შესაძენად და რეალურად გააძლიერა საკუთარი ფერმა.
ახლა კი კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობა იხსნება! FAO, ევროკავშირის დაფინანსებით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს თანამონაწილეობრივი საგრანტო კომპონენტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც ქალი ფერმერებს შეუძლიათ რძის საწარმო ტექნიკაზე 70%-იანი თანადაფინანსება მიიღონ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

რძის წარმოება საქართველოში მჭიდროდაა დაკავშირებული საოჯახო ფერმერულ მეურნეობებთან. საოჯახო მეურნეობებში მეწველი ძროხების სიმცირის გამო, ხშირად რთულდება თანამედროვე სტანდარტების დაკმაყოფილება. სწორედ ამიტომ:
• პროდუქტიულობის გასაზრდელად;
• რძის ხარისხისა და უვნებლობის დასაცავად;
• ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად
საჭიროა ტექნიკური მხარდაჭერა და მეურნეობის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვა.

ვინ შეუძლია მონაწილეობა?

ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი განკუთვნილია მერძეული ფერმერობით დაკავებული ქალებისთვის:

✅ ვისაც ჰყავს 6-დან 20-მდე მეწველ ფური;
✅ გავლილი აქვს FAO-ს სურსათის უვნებლობის ტრენინგი;
✅ სურს საწარმო დონეზე მუშაობის გაუმჯობესება.

რა ფინანსდება?

ქალი ფერმერები, რომლებიც პროექტში ჩაერთვებიან, შეძლებენ მხოლოდ 30%-იანი თანამონაწილეობით შეიძინონ ისეთი ტექნიკა, რომელიც მათ მეურნეობას მეწარმეობის ახალ დონეზე აყვანაში დაეხმარება.

70%-იანი თანადაფინანსება ვრცელდება შემდეგ დანადგარებზე:

🔹 პორტატული საწველი აპარატი;
🔹 უჟანგავი ფოლადის რძის ბიდონი;
🔹 რძის გამაგრილებელი ავზი (ტევადობა – 500 ლიტრამდე);
🔹 პასტერიზატორი (ტევადობა – 500 ლიტრამდე);
🔹 რძის პორტატული ანალიზატორი;
🔹 ვაკუუმის შესაფუთი აპარატი.

ამ ტექნიკის დახმარებით ფერმერები შეძლებენ რძის მოწველას, შენახვას, გადამუშავებასა და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შეფუთვას, რაც მათ პროდუქციას როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებზე კონკურენტუნარიანს გახდის.

როგორ უნდა მიიღოთ კონკურსში მონაწილეობა?

განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს და გაგრძელდება 30 სექტემბრის ჩათვლით.

პროექტს ახორციელებს FAO ევროკავშირის მხარდაჭერით, შვედეთის ფინანსური მონაწილეობით — ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.

დამატებითი დეტალებისა და განაცხადის ფორმის მისაღებად უნდა შეხვიდეთ ბმულში მითითებულ გვერდზე: https://eu4georgia.eu/ka/mkhardacheris-paketi-5/

თუ ხართ ქალი ფერმერი, რომელსაც სურს გაზარდოს რძის წარმოება და გაიუმჯობესოს მიღებული პროდუქციის ხარისხი და, შესაბამისად, შედეგები ბაზარზე — ამ პროექტში მონაწილეობა სწორედ თქვენთვისაა ზედგამოჭრილი! პროექტის დახმარებით შეიძენთ სასურველ დანადგარებს, რომლებიც რეალურად დაგეხმარებათ და გაზრდის თქვენი საქმიანობის ეფექტიანობას.

ნუ გადადებთ! განაცხადების მიღება უკვე დაიწყო, ბოლო ვადაა — 30 სექტემბერი.