როგორ შევინახოთ კარტოფილი თუ სარდაფი ან სათანადო სათავსო არ გაქვთ
კარტოფილს სწორად თუ არ შეინახავთ, ის დაჭკნება, გაღივდება გამოღებს ყლორტებს, დაკარგავს გემოს და სასარგებლო თვისებებს.
კარტოფილი კარგად ინახება სარდაფში, თუმცა, თუ სარდაფი არ გაქვთ, სხვა სათავსოც გამოგადგებათ თუ დაიცავთ შენახვის წესებს.
კარტოფილის შესანახად უმჯობესია გრილი, ბნელი და მშრალი ადგილი. ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება +2-დან +4℃-მდე.
თუ სარდაფი არ გაქვთ კარტოფილი შეიძლება შეინახოთ ჩვეულებრივ კარადაში ან აივანზე. მნიშვნელოვანია, რომ კატოფილის ტუბერებს არ მოხვდეს პირდაპირი მზის სხივები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ყლორტების გამოტანას დაიწყებს.
თუ კარტოფილი ბადეებშია, უმჯობესია ის ხის ან მუყაოს ყუთში გადაალაგოთ, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება და უზრუნველყოთ ვენტილაცია. პოლიეთილენის პარკებში კარტოფილის შენახვა არ შეიძლება, რადგან იქ გროვდება ტენი, რაც ლპობას იწვევს.
თუ საჭიროა კარტოფილის სინათლისგან დაცვა, შეგიძლიათ იგი ქაღალდით, გაზეთით დაფაროთ.
ხალხში გამოცდილი მეთოდებიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება წაბლების, მუხის ან კაკლის ნაყოფის გამოყენება.
კარტოფილთან ერთად თუ კონტეინერში რამდენიმე წაბლს, კაკალს ან რკოს ჩადებთ, მათ მიერ გამოყოფილი ნივთიერებები მნიშვნელოვნად შეანელებს ყლორტების გამოტანის პროცესს.
ასეთ პირობებში შენახული კარტოფილი დიდხანს შეინარჩუნებს სასაქონლო თვისებებს და გემოს.