აგროსიახლეებიდარგებიმეცხოველეობა

როგორ შევქმნათ და ვმართოთ ეფექტიანად მებოცვრეობის ფერმა 

  მე მებოცვრეობის მიმართულების ახალგაზრდა სპეციალისტი ზვიად ქლიბაძე ვარ. დღეს მსურს გესაუბროთ ინტენსიური მებოცვრეობაზე, ოღონდ, არა იმ მეთოდსა და მიდგომებზე, რაც, დღეს ძირითადად გამოიყენება მეურნეობებში, არამედ, მცირე თუ საშუალო ფერმაში თანამედრვე სამრეწველო წარმოების დანერგვაზე,  ბაჭიების ეფექტიანად გამოზრდასა და ხელოვნური განაყოფიერების მეთოდზე.

ზვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვვიააააააააააააააა

ვიცი, ამ მეთოდს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ შევეცდები,  დაგარწმუნოთ  მის უპირატესობაზე.

პირველი და მთავარი არის ის, რომ თავს ვიზღვევთ ბოცვრებში სხვადასხვა, მათ შორის ვენერიული დაავადებების გავრცელებისგან, რადგან ყოველი დედა ინდივიდუალური, სტერილური შალითით ნაყოფიერდება.

მეორე, მამალ ბოცვრის ხარჯზე ეკონომიური ეფექტის მიღება, დანახარჯის შემცირება, რადგან ვინც მებოცვრეობას ეწევა, იცის, რომ მამალ ბოცვერს ერთ ჯერზე მაქსიმუმ ორი დედის მიღება შეუძლია. ასევე, ზოგ დედა ბოცვერს უჭირს შეწყვილება და იმის მიუხედავათ, რომ ახურებულია, გაურბის მამალს, რის შედეგადაც მომავალ ახურებამდე დედა ცდება, ფაქტობრივად, ამ პერიოდში მის მოვლა-შენახვაზე გაწეული ხარჯი ზარალია, რადგან არ გვაძლევს ნამატს.

ხელოვნური განაყოფიერება, საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ერთი თაობის სასურველი რაოდენობით საკლავი ბაჭია, რაც ბაზრის ახალი ხორცით უწყვეტად მომარაგების გარანტიას ქმნის.

როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

ვთქვათ, საბოცვრეში 100 დედა ბოცვერი ჰყავთ, მათ ჰყოფენ სამ ჯგუფად, ყოველ ჯგუფში 35 დედა ბოცვრია გაერთიანებული და ყოველ ჯგუფში მორიგეობით, გარკვეული დროის ინტერვალით, ერთდროულად, ერთ დღეს ხდება 35 დედა ბოცვრის ხელოვნურად​ ახურება და მესამე დღეს _ განაყოფიერება. ყოველი 35 დედიანი ჯგუფი ორ-ორი კვირის ინტერვალით ნაყოფიერდება, რაც შესაძლებლობას ქმნის უწყვეტად გამოვზარდოთ ბაჭიები და ბაზარს შეუფერხებლად მივაწოდოთ ახალი, ჯანსაღი ხორცი.

ე.ი. ამ მეთოდის გამოყენების შედეგად, როცა პირველ ჯგუფში იწურება საკლავი ბაჭიის რაოდენობა, მესამე ჯგუფის ბაჭიები უკვე დასაკლავია და ა.შ.

ხელოვნური განაყოფიერების დროს, განაყოფიერებიდან მე-14 დღეს ​პალპაციის მეთოდით​ მაკეობაზე ხდება დედა ბოცვრის შემოწმება და შედეგად გამოვლენილი გაუნაყოფიერებელი დედები მომდევნო გასანაყოფიერებელ ჯგუფში გადადიან, ანუ, მაგალითად, პირველი ჯგუფის გაუნაყოფიერებელი დედები გადავლენ მესამე გასანაყოფიერებელ ჯგუფში. მეორე ჯგუფის გაუნაყოფიერებელი დედები  კი _პირველ ჯგუფში და ასე შემდეგ.

როგორც ვიცი, ბევრი თავს ანებებს ბოცვრების მოშენებას, რისი მიზეზი ძირითადად ბოცვრების დაცემის, როგორც ახალშობილი, ასევე ძუძუდან ასხლეტილი ბაჭიების, დიდი რაოდენობა. ამის გამოსწორება შესაძლებელია.

როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ ბაჭიების გამოზრდის პროცესში პირველი ერთი კვირაა კრიზისული, როცა ბაჭიები ჯერ კიდევ შეუმოსავია და კარგად ეტყობა, რძე მიღებული აქვს თუ არა. თუ ბაჭიას მუცელზე თეთრი  ლაქები აქვს, ე.ი. ბაჭია ნაჭამია, თუ _ არა, დედა 10 წუთით უნდა დავტოვოთ, ჩავკეტოთ ​ბაჭიებთან ბუდეში, რომ მან კარგად გამოკვებოს ბაჭიები.

მშობიარობის დასრულების შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს კალიბრაციას. ე.ი ამ მეთოდით ბაჭიები უნდა გადანაწილდეს დედებთან, ანუ ერთ დედასთან უნდა ჩაისვას მეტ-ნაკლებად ერთი ზომის ბაჭიები.

კალიფორნიული ბოცვრის შემთხვევაში ერთ ბუდეში _8-9 ბაჭია, რადგან წოვების დროს სუსტი ძლიერმა არ დაჩაგროს, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ეს საშუალებას მოგვცემს ვაკონტროლოთ ძლიერი ჯგუფის ძუძუდან ასხლეტის შემდეგ ბაჭიების გარდაუვალი დაცემის დონე, რაც საშუალოდ,  რაც არ უნდა ვეცადოთ მის აღმოფხვრას, 25 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

ისეთი მანიპულაციებით კი, როგორიცაა ასხლეტილი ბაჭიის დოზირებული კვება, ავადმყოფი ბაჭიების ძირითადი ჯგუფიდან გამოყოფა, კარანტინში გადაყვანა და სასმელ წყალში გახსნილი ოლიგოფოსის გამოყენება, შეგვინარჩუნებს დაცემის ამ დონეს.

იმისთვის, რომ შევქმნათ ინტენსიური მებოცვრეობის მსგავსი სისტემა, საჭიროა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კერძოდ, კაპიტალური შენობა და შესაბამისი გალიები, პირველ რიგში ისეთი გალიები, სადაც დედის გალია და საბაჭიე ყუთი გამოყოფილი იქნება ერთმანეთისგან, რათა შეუფერხებლად წარმოებდეს, როგორც სრულყოფილი განაყოფიერება, ასევე ჯანსაღი ბაჭიების გამოზრდა.

ზვიად ქლიბაძე