ბანანის სამრეწველო პლანტაციების გაშენება რუსეთში სათბურებში დაიწყეს
სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის გენერალური დირექტორის, ანდრეი პლატონოვის განცხადებით, რუსეთში, სათბურში ბანანის სამრეწველო პლანტაციების გაშენება უკვე დაწყებულია.
სავარაუდოდ რუსეთში, სათბურებში მოყვანილი ბანანი ბაზარზე 2025 წლის ბოლოს გამოჩნდება
ამის შესახებ რუსეთის მცირე აგრობიზნესის განვითარების ფორუმზე ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პლატონოვმა განაცხადა.
ბანანის და სხვა სუბტროპიკული კულტურების მოყვანას სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რუსეთის ფერმერთა ასოციაცია უწევს ორგანიზებას.
ფორუმზე რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოქსანა ლუტმა დაადასტურა სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის გენერალური დირექტორის
მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო მზად არის, უფრო აქტიურად ჩაერთოს ტროპიკული ხილის ინდუსტრიული მასშტაბით, მათ შორის ბანანის, წარმოებაში და ხელი შეუწყოს ფერმერებს.
ბანანის წარმოება თუ ეკონომიკურად ეფექტიანი იქნება და დააკმაყოფილებს, როგორც ქვეყნის ისე ფერმერების და მომხმარებლისთვის ინტერესებს, ჩვენ ამ აგრობიზნესების განვითარებას მხარში ამოვუდგებით და ყოველმხრივ წავახალისებთ.
„დიახ, ბანანი რუსეთში საკმაოდ პოპულარული ხილია, რომელიც დიდი რაოდენობით შემოდის და იყიდება კიდეც.
თუ ქვეყანაში დაიწყება მისი წარმოება და ადგილობრივი წარმოების ტროპიკული ხილი გამოჩნდება ჩვენს ბაზარზე, რატომაც არა _ „ვფიქრობ, ჩვენ ამას შევძლებთ”, _ დასძინა მინისტრმა.