აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმებაღეობა

საბაღე ადგილის შერჩევა და ხეხილის ბაღის გაშენება

სამრეწველო მიზნით ბაღების გაშენებისას ერთ-ერთი მთავარი როლი საბაღე ადგილის შერჩევას და გაშენების წესების დაცვას ენიჭება. სწორად შერჩეული საბაღე ადგილი, გაშენების წესების დაცვა მცენარეთა დროული განვითარებისა და მაღალხარისხიანი, სტაბილური მოსავლის წინაპირობაა.

ადგილის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია: კლიმატური პირობები, ნიადაგური მახასიათებლები, სიმაღლე ზღვის დონიდან, რელიეფი, გრუნტის წყლების დგომის დონე, მოცემულ ზონაში გავრცე-ლებული ქარების მიმართულება და სიძლიერე.

დადგენილია, რომ განსხვავებული ექსპოზიციის ფერდობებზე დღეღამური ტემპერატურული რეჟიმი სხვადასხვაა. შედარებით თბილია სამხრეთის ფერდობები, აქედან გამომდინარე, ბაღების გაშენებისას სასურველია, სამხრეთის ან სამხრეთ-დასავლეთის მხარის ფერდობის შერჩევა. ხშირ შემთხვევაში, მასივების ცალკეულ მონაკვეთზე შეიმჩნევა ტემპერატურის რყევა, რისი გათვალისწინებაც მეტად მნიშ-ვნელოვანია.

ცნობილია, რომ ფართობის ზედა და ქვედა ნაწილზე ტენიანობა განსხვავებულია და ამ მომენტის გათვალისწინებაც ბაღის გაშენების დროს აუცილებელია.

რელიეფის მიხედვით, საქართველოს მეხილეობის სხვადასხვა ზონაში ხეხილის გასაშენებლად რეკომენდებულია:

* მთიან რაიონებში, სადაც ხეხილის განვითარებისათვის სითბო არასაკმარისია, უპირატესობა სამხრეთის დაქანების მთის კალთებს უნდა მიეცეს.ამასთან, ნიადაგის ჭარბი ტენიანობის პირობებში, ყველაზე ხელსაყრელია ფერდობების შუა და ზედა მესამედი ნაწილი.

* აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალური მეხილეობის ზონებში ბაღის გაშენება ყველაზე ოპტიმალური მცირე დაქანების (3-50) ფერდობებზეა. სამხრეთაღმოსავლეთისა და დასავლეთის კალთები უფრო ტენიანია და საუკეთესოდ ითვლება. ასევე უპირატესობა ეძლევა მთის კალთების შუა ნაწილსაც.

* დასავლეთ საქართველოში, სადაც ტენის და სითბოს ნაკლებობა არ შეინიშნება, გასაშენებლად გა-მოდგება ყველა მიმართულების დაქანება, თუმცა, უფრო ხელსაყრელი დასავლეთის, სამხრეთ-დასავ-ლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ფერდობებია.

ბაღის გაშენება შესაძლებელია 10-120 მეტი დაქანების პირობებშიც, თუმცა მხოლოდ ტერასების მოწყობისა და სპეციალური ღონისძიებების (ხელოვნური დაკორდება, ნარგაობის სქემებისა და კონფი-გურაციის შესაბამისი შერჩევა) გამოყენების გზით, რაც ხელს შეუწყობს ნიადაგში ეროზიული პროცესე-ბის შეჩერებას.

საბაღე ფართობის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს გრუნტის წყლის დგომის დონის შესწავლა სხვადასხვა კულტურის ფესვთა სისტემის ნიადაგში გავრცელების ინტენსივობიდან გამომდინარე. 1,5-3,0 მეტრზე მაღლა დგომის შემთხვევაში, რომელსაც ადგენენ ყველაზე დიდი ნალექების მოსვლის დროს სპეციალური ჭრილების გაკეთებით, აუცილებელია მოეწყოს სადრენაჟე ქსელი. იმ შემთხვევაში თუ გრუნტის წყლები გამდინარეა, იქ შესაძლებელია, კულტურათა შერჩევით, 60-70სმ სიმაღლეზე ამო-სავლის დროსაც, ბაღების გაშენება.

ხეხილოვანი კულტურებისათვის საუკეთესოა კარგი ფიზიკური, თბური ტენიანი, კარგი აერაციის, ღრმა სტრუქტურიანი ნიადაგები. რაც შეეხება ქვენიადაგებს, მათ ხელი უნდა შეუწყონ მცენარის ფესვ-თა სისტემის ნორმალურ განვითარებას და უნდა ხასიათდებოდნენ ტენშეკავებისა და წყალგამტარია-ნობის უნარით, რაც უნდა დადგინდეს ნიადაგის სპეციალური ანალიზის ჩატარების შედეგად.

საბაღე ნიადაგის სწორად შესარჩევად აუცილებელია მისი დეტალური გამოკვლევა. ხეხილოვანი კულტურების გაშენება უმჯობესია მდელოს ყავისფერ ტყის ყომრალ, რუხ ყავისფერ, შავმიწისებრ და შავმიწა ნიადაგებზე.

საბაღე ფართობის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია ზონის ეკოკლიმატური პირობები: ტემპე-რატურის მინიმუმი და მაქსიმუმი, წლის ცალკეული თვეების მიხედვით ნალექების რაოდენობა, უყინვო ამინდების ხანგრძლივობა, ქარების ინტენსივობა, სიძლიერე და მიმართულება.

ზღვის დონიდან სიმაღლე დიდ გავლენას ახდენს ხეხილის მცენარეთა გავრცელებაზე. ხშირ შემთხვე-ვაში, ვერტიკალური ზონალობის მიხედვით ნაყოფის მომცემი კულტურული მცენარეები 2000 მეტრ სი-მაღლემდეც აღწევს. მეხილეობის კლასიკურ ზონად მიღებულია ზღვის დონიდან 400-დან 800 მეტრამდე სიმაღლე. თუმცა სამრეწველო მიზნით ბაღების გაშენება შესაძლებელია 1200 მეტრამდეც.

საბაღე ფართობის შერჩევის დროს აუცილებელია სარწყავი წყლით წლიური უზრუნველყოფა, რისთ-ვისაც, მორწყვის თანამედროვე წესების გათვალისწინებით უნდა მოეწყოს სპეციალური სარწყავი სისტემა.

მნიშვნელოვანია რეგიონში გავრცელებული ქარების მოქმედების გათვანლისწინება, ვინაიდან ეს შე-იძლება უარყოფითად აისახოს ნიადაგში ტენიანობის დაგროვება-შენარჩუნებაზე, ბაღში ნარგავების დგომის სისწორეზე, ინტენსივობაზე და აგროტექნიკური მოვლის ისეთ სახეებზე, როგორიცაა მავნე-ბელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.

ამიტომ, საბაღე ფართობი უმჯობესია შეირჩეს ქარებისგან შედარებით დაცულ ადგილებზე. ასეთი ად-გილები არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, სპეციალურ ბაღსაცავ ზოლებს აშენებენ, რაც მნიშვ-ნელოვნად არეგულირებს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების უარყოფით ზემოქმედებას და ხელს უწყობს რეგულარულად მაღალი და ხარისხოვანი მოსავლის მიღებას.

ბაღის გასაშენებლად ტერიტორიის ორგანიზაცია

ტერიტორიის ორგანიზაცია გულისხმობს საბაღედ შერჩეული ფართობის მაქსიმალურად ათვისებას. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია ტერიტორიის მოწყობის საწარმოო და სამეურნეო ორგანიზაციული საკითხების მიზან+მიმართულად გადაწყვეტა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, დაშვებული შეცდომების გა-მოსწორება შემდგომ დიდ კაპიტალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

საბაღე ფართობის ორგანიზაცია გულისხმობს მთლიანი ფართობის კვარტლებად დაყოფას და შესაბამისად საგზაო, სამელიპრაციო ქსელებისა და ბაღსაცავი ნარგაობების მოწყობას.

დიდ სამრეწველო ბაღებში, ფართობის სიდიდის მიხედვით, კვარტლები შეიძლება იყოს 10 ჰექტრამ-დე, ამ შემთხვევაში, სასურველია კვარტლის სიგრძე სიგანესთან იყოს 1\1.5 %-ით მეტი, ანუ ბაღის სიგრძე თუ 400 მეტრია, სასურველია, სიგანე 250მ. იყოს. ამ პარამეტრების რეგულირება შესაძლებელია ად-გილობრივი პირობების გათვალისწინებით. ინტენსიურ ბაღებში სანერგეებსა და კენკროვანთა პლანტა-ციებში კვარტალი იყოფა 100 მეტრიან უჯრედებად, რომელთა, შორის 3-4 მეტრის სიგანის გზებს ტოვებენ.

ტერიტორიის ორგანიზაციის დროს გასათვალისწინებელია შემდეგი პირობები: ა)კვარტლები უმჯობე-სია განლაგდეს გავრცელებული ქარების პერპენდიკულარულად (საქართველოს პირობებისათვის ეს არის ჩრდილო-სამხრეთის განლაგება); ბ) ფართობის 40 -ზე მეტი დაქანების შემთხვევაში კვარტლები უნდა განლაგდეს სიგანეზე ისე, რომ ნიადაგის დამუშავება და სხვა სახის ღონისძიებები ჩატარდეს დახ-რილობის გარდიგარდმო მიმართულებით.

თუ საბაღედ შერჩეული ტერიტორია მოიცავს დიდ მასივებს, ფართობზე გაჰყავთ მთავარი ანუ მაგის-ტრალური გზები, რომლებიც მთელ ტერიტორიას ჰყოფს თანაბარ თარგებად. ამ შემთხვევაში, მთავარი გზები გაჰყავთ მისი მოხაზულობის მიხედვით და მათი სიგანე 8-10 მეტრს შეადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ საწარმოო ძალების უკეთ გამოყენებისა და აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ბაღში კულტურების და ჯიშების სიჭრელე გამოირეცხოს და გათვალისწინ-დეს მათი მოვლისა და მოსავლის აღების ოპტიმალური პირობები.

ქარსაფრების გასაშენებლად უნდა შეირჩეს ადგილობრივ პირობებს კარგად შეგუებული ხე-მცენარე-ები. ამ დროს გასათვალისწინებელია გაბატონებული ქარების სიძლიერე და ხასიათი, რის მიხედვითაც შეირჩევა ოპტიმალური დაშორება ქარსაფრებს შორის: ძლიერი ქარების შემთხვევაში მოეწყობა 200 მეტრის დაშორებით, ხოლო სუსტი ქარების არსებობის შემთხვევაში — 300 მეტრის დაშორებით. საჭირო-ების შემთხვევაში მანძილი ქარსაფრებს შორის შეიძლება 150 მეტრამდეც შემცირდეს.

ქარსაფრების ზოლების დაშორება ძირითადი ნარგაობიდან უნდა იყოს ისეთი, რომ არ გამოიწვიოს დაჩ-რდილვა. ეს მანძილი საშუალოდ 12-15 მეტრით განისაზღვრება. გასაშენებლად გამოიყენება ძირითადი დამცავი ზოლებისათვის 4-6 რიგი. რიგებს შორის მანძილი უნდა იყოს 2-2.5 მეტრი, ხოლო რიგში მცენა-რეთა შორის მანძილი 1-1.5 მეტრი. გაშენების სქემად ირჩევა ჭადრაკული წესი. ბაღსაცავ ზოლებში, აღ-მოსავლეთ საქართველოს ზონებში, რეკომენდებულია ხისა და ბუჩქნარი მცენარეების შემდეგი ჯიშები: ალვის ხე, კანადური ვერხვი, შავი ფიჭვი. დამატებით შეიძლება გამოვიყენოთ ტყემალი, თუთა, კომში, შინდი. წიწვიანი მცენარეები უნდა დაირგოს გაზაფხულზე, ხოლო ფოთლოვანის დარგვა შემოდგომითაც შეიძლება .

ხეხილის ძირითადი ტიპები და გაშენების სქემები

ხეხილოვანი მცენარეების მსხმოიარობის დაწყების დრო, მოსავლის რაოდენობა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობა, აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად დამოკიდებულია ნარგაობის ტიპებზე, ფორმი-რების წესზე, ჯიშზე და საძირეზე.

ხეხილის ნარგაობა რამდენიმე ტიპის შეიძლება იყოს:

სტანდარტული ტიპის ბაღი – ბაღი შენდება ძლიერ საძირეზე დამყნილი ნამყენი ნერგებისგან. მცენა-რეთა რაოდენობა ჰექტარზე 250-300 ხე/ჰა არ აღემატება, თესლოვანი ხეხილი მსხმოიარობაში შედის გვიან, დარგვიდან მე-7-8 წელს. კურკოვანი ხეხილი — დარგვიდან მე 4-5 წელს. ხე-მცენარეების ფორმი-რების გავრცელებული ტიპი ჯამისებრია, ან ლიდერული, ხეების საშუალო სიმაღლე აღწევს 4-5 მეტრს. ასეთი ტიპის ბაღში, მოსავლის აღებისას, აუცილებელია კიბის გამოყენება. ექსპლუატაციის პერიოდი ხანგრძლივია 35 -40 წელი. დადებით მხარეს წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ ძლიერი საძირის გამოყენე-ბის გამო ასეთი ტიპის ბაღი გვალვისადმი შედარებით გამძლეა. ამგვარი ბაღები მსოფლიოში გვხვდება მხოლოდ კურკოვანი ხეხილის შემთხვევაში. საქართველოში კი ამ ტიპის ბაღების გაშენება ჯერ კიდევ გრძელდება.

ინტენსიური ტიპის ნაგალა ბაღი

ა) ნახევრად ინტენსიური ნაგალა ბაღი

ბაღი შენდება საშუალო სიძლიერის საძირეზე დამყნილი ნამყენი ნერგებისაგან. ვაშლის ბაღებში საძირეებად გამოიყენება M7,MM106,M26. მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე აღწევს 700 -800 ხე/ჰა. თეს-ლოვანი ხეხილი მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მე-4-5 წელს. ფორმირების გავრცელებული ტიპია – ცენტრალურ-ლიდერული და გაუმჯობესებული იარუსიანი. ხეების საშუალო სიმაღლე 3-3.5 მეტრს აღწევს. ექსპლუატაციის პერიოდი ხანგრძლივია – 20-25 წელი. საშუალო საძირეები გვალვისადმი შედარებით გამძლეა, თუმცა ჩამორჩება ამ ნიშნით ძლიერ საძირეზე დამყნილ ნარგაობას. ძირითადად არ მოითხოვს საყრდენი სისტემის მოწყობას. რეკომენდებულია წვეთოვანი მორწყვის გამოყენება. ასეთ ტი-პის ბაღები მსოფლიოში გავრცელებული იყო გასული საუკუნის 70-80 -იან წლებში, ამჟამად ისინი წარ-მატებით გამოიყენება კურკოვანი კულტურების, ნაკლებად თესლოვანი კულტურების წარმოებისათვის.

) ინტენსიური (მოკლე ციკლის ბაღი)

ინტენსიური (“მოკლე ციკლის”) ბაღი თესლოვანი და კურკოვანი კულტურებისათვის მსოფლიოში ყვე-ლაზე გავრცელებული ტიპის ბაღია. ბაღი შენდება მხოლოდ ნაგალა ძირებზე დამყნილი ნამყენი ნერგი-საგან. ვაშლისთვის საძირეებად გამოიყენება M9-ს სხვადასხვა კლონი pa­jam,EMLA, T337ან 26 და სხვა ბლისთვის (გიზელა 5 და სხვა) და ა.შ. მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე გაზრდილია და აღწევს 1250-2000 ხე/ჰა. ბაღი შენდება კარგად განვითარებული ერთწლიანი ან ორწლიანი ფორმირებულ ჯვრიანი ნერგით. მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან მე-2-3 წელს. ფორმირების გავრცელებული ტიპია – შპინდე-ლი, სლენდერ-შპინდელი, ფრანგული თითისტარისები, ჰაიტეკი და სხვა. ხეების საშუალო სიმაღლე აღ-წევს 2-2.5 მეტრს. ექსპლუატაციის პერიოდი მოკლე — 10-15 წელია. აქედან გამომდინარეობს დასახე-ლება — „მოკლე ციკლის” ბაღი. აუცილებელია საყრდენი სისტემის მოწყობა, რადგან მცენარეებს აქვთ ნიადაგთან ნაკლები მოჭიდება, გვალვის მიმართ მგრძნობიარეა და ამიტომ მონტაჟდება წვეთოვანი მორწყვის სისტემა. მოსავლის აღება ხდება კიბის გარეშე.

) სუპერ ინტენსიური ტიპის ბაღი

გამოიყენება ძირითადად თესლოვანი კულტურებისათვის. ბაღი შენდება მხოლოდ ნაგალა საძირეზე დამყნილი ნამყენი ნერგისაგან. საძირეებად გამოიყენება M9-ს სხვადასხვა კლონი Pajam, Emla, T337 და სხვა. მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე აღწევს 3500-8000 ხე/ჰა. ბაღი შენდება კარგად განვითარებუ-ლი ერთწლიანი ან ორწლიანი ფორმირებულჯვარიანი ნერგით. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან 1 ან 2 წელს. ფორმირების გავრცელებული ტიპია- შპინდელი ან სლედერ-შპინდელი. ხეების საშუალო სიმაღ-ლე აღწევს 2-2.5 მეტრს. გამოიყენება ძირითადად ახალი ჯიშების მოსავლის სწრაფად მისაღებად, თუმ-ცა დარგვიდან მე-7-8 წელს თავს იჩენს განათების შემცირება ბაღში, რაც პროდუქტიულობის შემცირე-ბას იწვევს.

) მდელო ბაღი

მდელო ბაღის გაშენების რამდენიმე წესი არსებობს, რომელთაგან ყველაზე უფრო გავრცელებულია საძირის მუდმივ ადგილზე დარგვა. ბაღი შენდება საშუალო, ან ნაგალა საძირეზე დამყნილი ნამყენი ნერგისგან 1 X 0,35, 1 X 0,8 X 0,35, 0,8 X 0,3. მეტრი კვების არეზე. მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე 3000-45000 აღწევს. მოსავალი კი 150-200 ტონას. ბაღი მოსავალს იძლევა ყოველ მეორე წელს, მოთიბ-ვის პრინციპზე. ასეთი ტიპის ბაღების გაშენებას უფრო ექსპერიმენტული ხასიათი ჰქონდა და გავრცე-ლებული იყო გასული საუკუნის 80-იან წლებში. ამჟამად ამ მიმართულებით ბაღის გაშენება გამოწვეუ-ლია საწარმოო ციკლის სირთულით და ნაკლებ ეფექტიანია.

ფართობის მომზადება და დარგვა

ხეხილის დარგვისას, ჯიშების შერჩევა ხდება იმ რაიონის ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით, სადაც ბაღი შენდება და რეალიზაციის დანიშნულების მიხედვით (საადერო, საშუალო სიმწიფის პერიო-დის, საგვიანო პერიოდის ხილის წარმოება). გაშენებისას უპირატესობა უნდა მივანიჭოთ უკეთ გამოც-დილ, დარაიონებულ და პერსექტიულ ჯიშებს. მსხვილ სამრეწველო ბაღში აუცილებელია გავაშენოთ 3-4 კულტურა და თითოეული კულტურის 4-8 ჯიში. მცირე ზომის ბაღებში უკეთესია აქცენტი გაკეთდეს 1-2 კულტურაზე, თითოეული ჯურისათვის 2-4 ჯიშის შემადგენლობით.

მცენარეთა განლაგების სისტემა

ბაღში მცენარეთა განლაგების სწორი სისტემის შერჩევა საშუალებას იძლევა ფართობის ერთეულზე განლაგდეს მცენარეთა მიერ კვების არის მაქსიმალური ათვისების სინათლის ეფექტური გამოყენება, ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაციის გაზარდოს შრომის ნაყოფიერება. მეხილეობაში გამოყენე-ბულია ბაღში მცენარეთა განლაგების შემდეგი წესები: კვადრატული, სწორკუთხოვანი, ჭადრაკული და კონტურული.

ამჟამად ყველაზე ფართოდ გამოიყენება მცენარეთა სწორკუთხოვანი განლაგება (8 x 6, 7 x 5, 4 x 2 და ა.შ.). თითოეულ კულტურას საძირისა და ჯიშის თვისებების, ასევე ბაღის ტიპიდან გამომდინარე,. ახასიათებს კვების განსხვავებული არეები.

ვაშლი

ძიერ საძირეზე (კულტურული ნათესი, მაჟალო) 8x8;

ნახევრად ნაგალა საძირეზე (M7, MM106) — 5x3;

ნაგალა საძირეზე (M9 EMLA, Pajaml. 2 M. Pajaml 2 M26) 4.X1,5.; 4M.X12.; 4.x2,5. 3.X1,5.; 3.X1,5.; 3.X1. აუცილებელია საყრდენი სისტემა.

მსხალი:

ძიერ საძირეზე (კულტურული ნათესი, პანტა) 7X5;

ნახევრად ნაგალა საძირეზე (კომში A, კომში BA-29) — 3X5, 43;4X2;

ნაგალა საძირეზე (კომში C) — 4.X1,5.; 4.X2.; 4.X1.;

კომში (კომშზე) 6.X4.; 6.X5.;

ზღმარტლი (ზღმარტლზე) 5.X4.

ატამი (ატმის საძირე, ნუში, ტყემალი) 5.X4.;

გარგარი (ჭერმის საძირე) 7X6.; 8.X6.;

ქლიავი (ევროპული) 7.X6.; 6.X5.;

ქლიავი (ჩინურიაპონური) 6.X5.; 6.X4.; 5.X4.

ძლიერ საძირეზე (კულტურული ნათესი, ბალამწარა, ბალღოჯი) 8x6; 7x5.

ნახევრად ნაგალა საძირეზე (კოლტი) 6.X4.; 5.X3;

ნაგალა საძირეზე (გიზელა 5, ვიქტორი) 4.X2.5.; 4X2;

ალუბალი (ალუბალზე) 5.X5.; 6მX.5.;

ტყემალი (ტყემალზე) 6X5.;

თხილი 6.x4.; 6.3; 5.4.; 5.3.;

კაკალი:

ჩვეულებრი ჯიშები (10.X10.; 10.X8.);

ლატერალური ჯიშები (8.X5. 8.X6. 7.X5.)

კივი 4.X4.;

ნუში 6.x5; 5.x4.;

ლეღვი 8.X7.; 8.X6; 5.X4.; 7.X5.;

ბროწეული 5.X4.; 5.X3.;

აღმოსავლური ხურმა 6.X4.; 6.X3; 5.X2,5.;

მოცხარი 3.X1.; 2,5.X1;

ჟოლო 3.X0,75.; 2,5.X0,75;

ხურტკმელი 3.X1.; 3.X12;

ნიადაგის დარგვის წინა მომზადება

საბაღედ გამოყოფილი ნაკვეთის გაკულტურება უნდა ჩატარდეს წინამორბედი კულტურების (ტყე, ბუჩქნარი, საძოვარი, სათოხნი კულტურები) თავისებურებების გათვალისწინებით.

ამისათვის აუცილებელია ბუჩქებისა და ხეების ამოძირკვა, ნაკვეთის მოსწორება-მოშანდაკება, მარც-ვლოვანი კულტურების ან ბალახების თესვა, ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა და პლანტაჟის ჩატარება.

ნაკვეთის გაკულტურების რამდენიმე მეთოდი არსებობს; მთლიანი მეთოდი მთელი ფართობის ღრმა საპლანტაჟო მოხვნასა და სასუქების ერთდროულ ჩაკეთებას გულისხმობს. ზოლებრივი მეთოდი -პლანტაჟი და სასუქების შეტანა ხორციელდება მომავალი რიგების ადგილზე; ადგილობრივი მეთოდი (იხვნება ჩვეულებრივი გუთნით, ხოლო ნერგები ირგვება ღრმა ორმოებში). დაპლანტაჟებულ ფენებში უმჯობესდება აერაცია, წყლის რეჟიმი, ძლიერდება ნიადაგის მიკრობიოლოგიური აქტივობა.

საპლანტაჟე მოხვნა

უნდა ჩატარდეს ბაღის გაშენებამდე წლინახევრით ადრე, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება ხშირად დარგვამდე ნახევარი წლით ადრე ხდება. ხვნის სიღრმე შეადგენს 40სმ-ს ნაკლებად ნაყოფიერ და 70სმ-ს ნაყოფიერ მიწებზე. ღრმა პლანტაჟს არ იყენებენ 7-100 დახრილობის ფერდობებზე, ძლიერ კარბონატულ ნიადაგებზე, ძლიერი თიხნარი ქვენიადაგის მქონე ფართობებზე. პლანტაჟის ჩატარების რეკომენდებული პერიოდია აგვისტო-სექტემბერი. საპლანტაჟე ხვნის მიმართ მოთხოვნა შეცვლილია ნაგალა ინტენსიური ბაღების გაშენების შემთხვევაში. თანამედროვე კვლევების თანახმად, ინტენსიური ტიპის ბაღის ფესვთა სისტემა განლაგებულია ზედაპირულად, ამიტომ მოხვნის სიღრმე ნაკლებ გავლენას ახდენს მოსავლიანობასა და პროდუქტიულობაზე, აქედან გამომდინარე ამ შემთხვევაში მიღებულია 20-25 სმ-ზე მოხვნა.

ბაღის გაშენებისას აკეთებენ პლანტაჟს, ხოლო პლანტაჟის პარალელურად ანოყიერებენ ნიადაგს, შეაქვთ ორგანული სასუქები (ნაკელი, კომპოსტი), ფოსფორიანი, კალიუმიანი ან კომპლექსური სასუქები. სასუქების შეტანის დოზები განისაზღვრება ანალიზის საფუძველზე, ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით .

პლანტაჟის დროს შესატანი ორგანული და მინერალური სასუქების დოზები

დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგებზე, მჟავიანობის გასანეიტრალებლად, აუცილებელია კირის შეტანა.

საქართველოში დარგვა შემოდგომაზე იწყება – ნოემბრის დასაწყისიდან და გრძელდება იმ დრომდე, ვიდრე კლიმატური პირობები ამის შესაძლებლობას იძლევა. ხეხილის დარგვა შეიძლება მთელი ზამთ-რის განმავლობაში, თუ ნიადაგი გაყინული არ არის და ამის საშუალებას იძლევა კლიმატური პირობები. გაზაფხულზე ხეხილის დარგვა ვეგეტაციის დაწყებამდე უნდა დამთავრდეს.

სარგავი მასალის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ მის შერჩევას დიდი ყუ-რადღება უნდა მიექცეს. ნერგი უნდა იყოს ერთწლიანი ან ორწლიანი, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით, სწორი ღეროთი და არანაკლებ 140-160 სმ-ის სიგრძის .შტამბის დიამეტრიც ფესვის ყელიდან 10-15 სმ-ის სიმაღლეზე არა ნაკლებ 12-15 მმ. უნდა იყოს.

დარგვის წინ აუცილებელია ნაკვეთის დაგეგმვა, რომელიც შეიძლება ჩატარდეს თვალზომით, ანუ ვი-ზუალურად, ნიშნულებიანი მავთულით და მექანიზებული წესით (მარკირებით).

სამრეწველო ხეხილის ბაღის გასაშენებლად გამოყოფილი ფართობი ჩვეულებრივ აიგეგმება ზუსტი გეოდეზიური ხელსაწყოს, თეოდოლიტის გამოყენებით. დაგეგმვის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი მოი-ცავს ნაკვეთის ფუძეზე მართი კუთხის შეუცდომლად აგებას. თეოდოლიტის უქონლობის შემთხვევაში სწორი კუთხის აგება პითაგორას თეორემის თანახმად ხდება.

ბაღის გაშენების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვარტლის ჯიშობრივ სტრუქტუ-რას. როგორც წესი, კვარტალი ერთი კულტურით უნდა იყოს გაშენებული. ზოგადად, აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებისათვის უმჯობესია, რომ ბაღის კვარტალი გაშენებული იყოს ერთი ჯიშით, მაგრამ გამომდინარე იმ ფაქტორიდან, რომ ჯიშების დიდი უმრავლესობა საჭიროებს ჯვარედინ დამტვ-რევას, მიზანშეწონილია, თითოეულ ჯიშს ჰქონდეს ორი დამამტვერიანებელი ჯიში მაინც. დამამტვერი-ანებელი ჯიშის შერჩევისას ყურადღება ექცევა: ერთდროულ ყვავილობას, ურთიერთგანაყოფიერების მაღალ ხარისხს, ზრდის სიძლიერისა და სიმწიფის პერიოდების ურთიერთ დამთხვევას.

დამამტვერიანებელი ჯიშები არ სჭირდება ატამს, როგორც თვითდამმტვერავ კულტურას.

დამამტვერიანებელი ჯიშები ბაღში შესაძლებელია განლაგდეს  ყოველი მეოთხე, მე-10 რიგში ხე რიგ-ში, კვარტლის გარშემო, ფართო ერთ ჯიშიან ზოლებად და სხვა.

საქართველოს პირობებში გავრცელებული ჯიშებისათვის რეკომენდებულია შემდეგი დამამტვერია-ნებლების გამოყენება:

ვაშლის სამრეწველო ინტენსიურ ბაღებში უკანასკნელ პერიოდში ფართოდ დაიწყეს სპეციალური ვაშ-ლის სახეობების „კრაბების” დარგვა. დამამტვერიანებლებად (ევერესტი და სხვა), რომლებიც ხასიათ-დებიან მთელი რიგი დადებითი თვისებებით:

ყვავილობს ხანგრძლივად და ინტენსიურად;

ბაღში იკავებს მცირე ფართს;

ბაღის გაშენება შესაძლებელია ერთი სამრეწველო ჯიშით.

ორმოს ამოღება

ნერგის დარგვის წინ, სასურველია სარგავი ორმო გავთხაროთ რამდენიმე დღით ადრე, ორმოს დიამეტ-რი უნდა იყოს 50-60სმ-ია, ხოლო სიღრმე — 30-40 სმ.

დარგვა

დარგვის წინ ნერგები მიაქვთ ფართობში, ათავსებენ მზისგან დაცულ ადგილზე და ფესვების გამოშ-რობის თავიდან ასაცილებლად, აფარებენ სველ ტილოს.

დარგვის წინ ნერგი უნდა შემოწმდეს და დაზიანებული ფესვის ბოლოები ზომიერად წაეკვეცოს. ორ-მოს შუაგულში ყრიან მიწის ბორცვს, რომელზეც ათავსებენ ნერგს, ხოლო ფესვებს ორმოში კარგად შლიან. ფესვებს შორის სიცარიელე რომ შეივსოს, საჭიროა მიეყაროს ფხვიერი მიწა და მიეტკეპნოს. მი-წის მიყრისას ნერგს უნდა გავუფრთხილდეთ, უმჯობესია გარშემო ჯამის გაკეთება.

ნამყენი ირგვება იმ ვარაუდით, რომ ნიადაგის დაჯდომის შემდეგ ნერგის ნამყენი ადგილი მიწის ზედა-პირიდან 4-5 სმ-ის სიმაღლეზე მაინც უნდა განთავსდეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი ,რომ ნაგალა საძირეებზე დამყნილი ვაშლის ნერგის ნამყენი ადგილი, რაც უფრო ზემოთ იქნება განთავსებული ნია-დაგის ზედაპირიდან, მცენარე მით უფრო შეზღუდული ზრდის გამოვა და მალე დაიწყებს მოსხმას.

დარგვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს ნერგის ვერტიკალურ მდგომარეობას, დაუტოტავი ნერგი გადაიჭრება 60-80სმ. სიმაღლეზე დატოტვილი ნერგი კი შემდეგ ფორმირდება გასხვლა- ფორმირების წესების შესაბამისად.

დარგვის შემდეგ ნერგი აუცილებლად უნდა მოირწყას მოღვრით ან წვეთოვანი ირიგაციის მეშვეობით თუ მორწყვა მაშინვე არ ხერხდება აუცილებელია წყლის დასხმა ერთ ნერგზე 25-30 ლიტრი წყლის გათ-ვლით. ამ დროს მორწყვა გამეორდება დარგვიდან მეორე, მეოთხე და მეშვიდე დღეს.

ნამყენის დარგვის შემდეგ ნამყენს აკრავენ სარზე კანაფით,ციფრი რვიანის მსგავსად. ნაგალა ბაღის გაშენების დროს კი-შპალერის პირველ მავთულზე ან ინდივიდუალურ სარზე.

 ახალგაზრდა ბაღის მოვლის თავისებურებები

ახალგაზრდა ბაღში აგროტექნიკურ ღონისძიებათა დანიშნულებაა უზრუნველყონ მცენარეების ფეს-ვთა სისტემის სწრაფი განვითარება, მათი დაბალანსებული კვება, ვარჯის შესაბამისად ფორმირება და მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების გატარება. განსაკუთრებული ყუ-რადღება ექცევა სარწყავი წყლით მცენარეების მომარაგებას და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან ახალგაზრდა მცენარე გვალვისგან გამოწვეული სტრესების და სარეველების კონკურენციის მიმართ უფრო მგრძნობიარეა.

მსხმოიარე ხეხილის ბაღის მოვლა

გაშენებულ ბაღში ტარდება აგროტექნიკური ღონისძიებები, რაც აუცილებელია ხარისხიანი მოსავლის მისაღებად. კერძოდ: ნიადაგის დამუშავება რიგთაშორისებში, ძირების გარშემო ნიადაგის გაფხვიერება, განოყიერება, გასხვლა, მორწყვა, მავნებელ დაავადებებისაგან დაცვა, ნაკვეთის სარეველებისაგან გაწ-მენდა.

მსხმოიარე ბაღში ყოველწლიურად ტარდება ნარგაობის შემოწმება გამხმარ-დაზიანებული მცენარეე-ბის აღრიცხვა, გაცდენილი მცენარეების ადგილზე ახალის გამორგავა. ამ დროს გასათვალისწინებელია, რომ გამორგული მცენარე იყოს იმავე სახის საძირის და ჯიშის. გამოსარგავად გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კარგად განვითარებული ნამყენი ნერგი ,დარგვისას მიზანშეწონილია 1.2 დიამეტ-რიანი ღრმა ორმოში დარგვა ვიდრე ჩვეულებრივ, ბაღის გაშენებისას. რადგან, როგორც წესი გამორგვა ბაღის გაშენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ხორციელდება, როცა პლანტაჟით გამოწვეული ეფექტი შემცირებულია.

ზვიად ბობოქაშვილი, კუკური ძერია