აგროსიახლეები

სასურსათო პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა SIAL Paris 2022-ში 28 ქართული კომპანია მონაწილეობს

2022 წლის 15-19 ოქტომბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ევროპის მასშტაბით სასურსათო პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა SIAL Paris 2022 იმართება.

პარიზი პარიზი

გამოფენაში 200 ქვეყნის 6 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობს. გამოფენა ტრადიციულად ათიათასობით დამთვალიერებელს მასპინძლობს.

მსგავსი გამოფენები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან  ბიზნესკავშირების დასამყარებლად, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისთვის კარგი საშუალებაა.

პარიზი 12222222222222

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელშეწყობით წლეულს 28 ქართულმა კომპანიამ  შეძლო ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და თავიანთი პროდუქტის გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული: ჩირი, თხილი, ნუში, კაკალი, სხვადასხვა სახეობის ჯემი, თაფლი, სუნელები, კენკროვანი კულტურები, ნატურალური წვენები, ჩაი, მინერალური წყლები, ლიმონათი და ლუდი.

პარიზი 44444444444444444

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით მოეწყო კულინარიული სივრცე, სადაც წარმოდგენილი პროდუქციის გამოყენებით დამზადდა ქართული კერძები.

პარიზი პარიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

ასეთი ფორმატით გამოფენებში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზებას.