აგროსიახლეები

საგრანტო კონკურსი ტურიზმის განვითარების ინიციატივებისათვის

პროექტი “მწვანე ეკონომიკა – მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)”, რომელსაც ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა აფინანსებენ და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) ახორციელებს, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას და შემოსავლების ახალი შესაძლებლობების შექმნას. პროექტის მიერ შერჩეული სამიზნე არეალია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები.

ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) პროექტ გრეტას ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს მდგრადი მთის ტურიზმის განვითარების ინიციატივების (TDI) ხელშესაწყობად.

განიხილება მხოლოდ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან მიღებული საპროექტო განაცხადები.

კონკურსი მოიცავს მხოლოდ პროექტ GRETA-ს მდგრადი სამთო ტურიზმის კომპონენტს.

კრიტერიუმები – ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა?

** ინდივიდუალური მეწარმეები; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები; კოოპერატივები და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში დაფუძნებული მოგებაზე ორიენტირებული სხვა იურიდიული პირები.
** არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში დაფუძნებული სხვა არაკომერციული იურიდიული პირები.
** კერძო პირი ან პირთა ჯგუფი, რომელიც საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემთხვევვაში ან მის შედეგად დარეგისტრირდება იურიდიულ პირად.

პროექტის აქტივობების განხორციელების არეალი:

პროექტის აქტივობების 75% უნდა განხორციელდეს სამიზნე მუნიციპალიტეტებში (მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური, საჩხერე, ჭიათურა).

საზოგადოებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტივობები, ასევე ორგანიზაციის ინსტიტუციური გაძლიერება უნდა უკავშირდებოდეს პროექტის სამიზნე რეგიონების მარკეტინგს და ემსახურებოდეს მდგრადი ტურიზმის განვითარებას.

აპლიკანტის თანამონაწილეობა შეადგენს მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს და თითოეულ აპლიკანტს აქვს 5 000 დან 50 000 ევროს ოდენობის გრანტის მიღების საშუალება.

მიღებული გრანტით პროექტის განხორციელების შესაძლებელია 6 თვიდან 24 თვემდე. ტურიზმის განვითარების ინიციატივის დასრულების თარიღია 2022 წლის 30 სექტემბერი.

სააპლიკაციო ფორმები და ვადები:

სააპლიკაციო ფორმის შესავსებათ მიყევით ბმულს Expression of Interest (EoI) form online [LINK].

ინტერესის გამოხატვის შესახებ კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ 20.07.2020 18:00-მდე (თბილისის დროით) შემდეგ მეილზე  greta@ada.gv.at სათაურით “ტურიზმის განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა”.

აპლიკანტის  მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები გამოქვეყნდება 24.07.2020 18:00 -დე (თბილისის დროით) ან მიმართეთ ტურიზმის კომპონენტის მენეჯერს თამარ ჭელიძეს 591 44 83 02 (ორშაბათი-ხუთშაბათი 09.00-13.00).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 3.08.2020 18:00 (თბილისის დროით) საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ შემოტანილი განაცხადები არ მიიღება.

მომწოდებელი: ავსტრიის განვითარების სააგენტო