საკვები კულტურები (სათესლე მასალები)
სამყურა
(ლათ. Trifolium) პარკოსანთა ოჯახის ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. სახეობის მიხედვით ყვავილი ძირითადად წითელი, თეთრი, ყვითელი ან ვარდისფერია, სამყურა კარგი თაფლოვანი მცენარეა და შესაძლებელია შეგროვდეს ნექტარი 100 კგ-მდე – 1 ჰ-ზე.
ფესვები მთავარღერძიანია, რომლის მეშვეობითაც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, გარდა ამისა მათზე დიდი რაოდენობით ვითარდება აზოტის შემთვისებელი ბაქტერიები (Rhizobium leguminosorum ან Bacillus radicicola), რომლებიც ჰაერში არსებულ აზოტს აწვდიან მცენარეს ადვილად შესათვისებელი ფორმით და ამდიდრებენ ნიადაგს აზოტოვანი შენაერთებით. სწორედ ამ თვისების გამო სამყურა შეუცვლელია ორგანულ სოფლის მეურნეობაში და აზოტის ორგანული ფორმის მთავარ წყაროდ გვევლინება.
სამყურის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობაში, მისი მწვანე მასა მაღალი ყუათიანობით გამოირჩევა, შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინს (12-15%) და საუკეთესო საკვებია ყველა სახის ცხოველისთვის,
წითელი სამყურა (Trifolium pretense)
თესვის ნორმა 25 კგ. ჰა, შერეულად თესვისას 12 კგ. ჰა.
თესვის დრო _ გაზაფხული- შემოდგომა;
თესვის სიღრმე 1-2 სმ.
თეთრი სამყურა (Trifolium repens)
თესვის ნორმა _ 12-15 კგ, შერეულად თესვისას 10 კგ;
თესვის დრო _ გაზაფხული-შემოდგომა;
თესვის სიღრე _ 1-2 სმ.
ლურჯი იონჯა (Mediacgo sativa)
პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი, მრავალწლოვანი ბალახია, არსებობს რამოდენიმე სახეობის, თუმცა სამეურნეო მნიშვნელობით გამოირჩევენ ლურჯ იონჯას, რომელიც შეიცავს საკვები პროტეინის დიდ რაოდენობას, მონელებადი საკვები ნივთიერებების შემცველობით მას ვერ შეედრება ვერცერთ სხვა საკვები კულტურა. იონჯა ძირითადად გამოიყენება, მწვანე საკვების ან თივის სახით.
ასევე მისი საშუალებით შესაძლებელია ნიადაგის ორგანული აზოტით გამდიდრება
დასახელება _ „ვერკო“
გამოირჩევა დიდი ფოთლოვანი მასით და ღეროს ნაკლები ხვედრითი წილით ნათიბში. შეიცავს დიდი რაოდენობით მონელებად პროტეინს. ახასიათებს თიბვის შემდეგ სწრაფი ჩამოყალიბების უნარი, ჩაწოლისა და დაავადებებისადმი მედეგობა. გამოიყენება, თივის, მწვანე საკვების ან სილოსის დასამზადებლად.
თესვის ნორმა
25-30 კგ.
თესვის სიღრმე _ 1-2 სმ.
მრავალწლიანი კოინდარი (Lolium perenne)
80 სმ-მდე სიმაღლის მეჩხერ ბუჩქიანი მცენარეა, ვერ ეგუება მჟავე და მძიმე ნიადაგებს. არ უყვარს გვალვა. ის ძვირფასი საკვები ბალახია, კარგად უძლებს დატკეპნას და გაძოვებას ამ მახასიათებლების გამო მრავალწიანი საძოვრების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს.
ძოვების პერიოში მისი ყუათიანობა მაღალია, შეიცავს 12.7% პროტეინს11/6%ცილას 29.1 უჯრედისს და 42.2 % უაზოტო ექსტრაქტულ ნივთერებას.
100 კგ თივა შეიცავს 55,2 % საკვებ ერთეულს და 4,4 კგ მნელებად ცილას.
დასახელება _ „სორაია“
საშუალო საგვიანო მაღალმოსავლიანი ტეტრაპლოიდური ჯიშია, გაოირჩევა მდგრადობით გამოიყენება საძოვრად და ასევე თივის დასამზადებლად, რეკომენდირებულია როგორც სუფთა ისე ნარევების სახით თესვა. ბალახნარევებში სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-4 წელს შეადგენს.
მრავალსათიბი კოინდარი (Lolium multiflorum)
მრავალსათიბი კოინდარი საუკეთესო საკვები ბალახია, თივა გამოირჩევა მაღალი ყუათიანობით, მზადდება საუკეთესო სილოსი და ამასთანავე შესაძლებელია მისი მწვანე საკვებადაც გამოყენება.
მოცემული კულტურა გამოირჩევა საუკეთესო პროდუქტიულობით, ოპტიმალურ პიროებებში შესაძლებელია 3 ჯერ გათიბვა. სიცოცხლის ხანგრძლივობას 2 წელი შეადგენს მესამე წლიდან მცირდება მოსავლიანობა და უკვე ხელახალ გადათესვას საჭიროებს.
დასახელება _ „მელკუატრო“
ტეტრაპლოიდური ჯიშია, გამოირჩევა მოსავლის თანაბარი განაწილებით, შაქრების მაღალი შემცველობითა და კარგი ათვისების უნარით, ამ თვისებების გამო მისგან მზადდება საუკეთესო ხარისხის სილოსი. მელკუატრო გამოიყენება თივის დასამზადებლად, სასილოსედ ან მწვანე საკვების სახით. რეკომენდირებულია როგორც სუფთა ისე ნარევების სახით თესვა.
თესვის სქემა _ მარცვლოვანი კულტურების( ხორბალი, ქერი) მსგავსად
თესვის ნორმა
40-45 კგ/ჰა, სუფთა თესვისას, 20-25 კგ/ჰა ბალახნარევებში.
თესვის სიღრმე _ 1-2 სმ.
მდელოს წივანა (Festuca pratensis)
მარცვლოვანი, მრავალწლიანი ბალახია, ივითარებს 120 სმ მდე სიმაღლის ბუჩქს, აქვს ძლიერი ფუნჯა ფესვთა სისტემა. გაზაფხულზე ვეგეტაციას იწყებს ადრე. სრულ განვითარებას აღწევს დათესვიდან მეორე წელს, სიცოცხლი ხანგრძლივობნა 7-8 წელი.
მდელოს წივანა საუკეთესო საკვები ბალახია და დიდი ყუათიანობით გამოირჩევა, ყვავილობის ფაზაში 100 კგ ბალახი შეიცავს 26, 3 საკვებ ერთეულს და 2,2 კგ მონელებად პროტეინს, გამოიყენება როგორც საძოვრად ისე თივის დასამზადებლად.
დასახელება _ „პარადუსი“
ძალიან მაღალმოსავლიანი, როგორც გათიბვისას ისე გაძოვებისას, ახასიათებს სწრაფი განვითარება, ძალიან კარგად იტანს დაბალ ტემპერატურებს და ადვილად გადააქვს ზამთარი, არის დაავადებებისადმი გამძლე.
თესვის ნორმა _ 25კგ/ჰა.
თესვის დრო _ აგვისტოს ბოლო.
თესვის სიღრმე _ 1-2 სმ
წითელი წივანა ( Festuca rubra)
მარცვლოვანი, მრავალწლიანი ბალახია, ივითარებს 70 სმ მდე სიმაღლის ბუჩქს, აქვს ძლიერი ფუნჯა ფესვთა სისტემა. სრულ განვითარებას აღწევს დათესვიდან მეორე -მესამე წელს, სიცოცხლი ხანგრძლივობა 4-6 წელი. კარგად იტანს გაზაფხულის ყინვებს, ეგუება ხანმოკლე დატბორვას.ბალახნარევებში ძლებს 10 წელს.
წითელი წივანა დიდი ყუათიანობით გამოირჩევა, ყვავილობის ფაზაში 100 კგ ბალახი შეიცავს 31 საკვებ ერთეულს და 2,4 კგ მონელებად პროტეინს, ტიპიური საძოვარი მცენარეა, კარგად იტანს გაძოვებას, იძლევა უხვ და ნაზ წაონაზარდებს, რომელიც მწვანედ რჩება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
დახასიათება რევერენტი, გამოირჩევა სწრაფი ზრდით და დაბალი ტემპერატურებისადმი გამძლეობით
თესვის ნორმა
25კგ/ჰა.
თესვის დრო
აგვისტოს ბოლომდე.
თესვის სიღრმე _ 1-2 სმ.
მდელოს თივაქასრა (poa pratensis)
საძოვრის ტიპის დაბლარი 90 სმ მდე ბალახია, ივითარებს კარგად შეფოთლილ ყლორტებს, ვერ ეგუება მჟავე ნიადაგებს, არის გვალვაგამძლე.
კარგა ვითარდება ნეიტრალურ ან ოდნავ ტუტე ნადაგებზე, ვეგეტაციას აგრძელებს გვან შემოდგომამადე,სრული განვითარებას აღწევს 2-3 წელს, ბალახნარევევბში ძლებს დიდხანს. საუკეთესო კომპონეეთრ სამყურასთან ერთად.
მდელოს თივაქასრა მაღალყუათიანი ბალახია 100 კგ შეიცავს 3.8 კგ მონელებად პროტეინს და 50 საკვებ ერთეულს.
დასახელება _ „სელისტა“
თესვის ნორმა
15კგ/ჰა.
თესვის დრო
აგვისტოს ბოლომდე.
თესვის სიღრმე _ 1-2 სმ.
(Ornithopus sativus)
ერთწლიანი ბალახია, ეგუება ყველა სახის ნიადაგს, არაა მომთხოვნი გარემო პირობების მიმართ. ამტანია დაჩრდილვის მიმართ.
დასახელება _ „სერადელა“
შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც ცხოველთა საკვებად ისე მფარავ კულტურადაც.
თესვის წესი
15-25 სმ რიგებს შორის.
თესვის ნორმა
40კგ/ჰა.
თესვის დრო
ივლისისდა აგვისტოს ბოლომდე.
თესვის სიღრმე _ 1-2 სმ.
სუდანურა (Sorghym sudanense)
პერსპექტიული კულტურაა საქართველოს გვალვიანი რაიონებისათვის და საქონლის საკვები ბაზის უზრუნველყოფის კარგი საშუალებაა.
სუდანურა ხასიათდება გვალვაგამძლეობით მაღალი ტემპერატურების მიმართ გამძლეობით და მწვანე მასის სწრაფი ფორმირების უნარით.
თივა საუკეთესო საკვებია, შეიცავს 9-10 % და 80 მგ კაროტინს, მასში მონელებადი პროტეინის რაოდენობა 61%, ცხიმი 46% უჯრედანა კი 69% ია.
სრული სავეგეტაციო პერიოდი 120 დღეს არ აღემატება, ხოლო გასათიბი მასის პერიოდი 55 დღეს შეადგენს.
სუდანურა შეიძლება გამოყენებულ იქნას თივის ან მწვანე საკვების სახით.
ჯიში _ „სერიმი“
გამძლეა დაბალი ტემპერატურებისა და გვალვის მიმართ, გააჩნია სწრაფი რეგენერაციისა და დიდი რაოდენობით მწვანე მასის ჩამოყალიბების უნარი, რის ხარჯზეც შესაძლებელია სეზონზე 3-4 ჯერ ნათიბის მიღება.
მაქსიმალური მოსავლიანობა მწვანე მასის სახით 80-100ტ/ჰა, ხოლო თივის შემთხვევაში 20 ტ/ჰ-ია.
თესვის ნორმა _ 25-40კგ/ჰა.
თესვის სიღრმე _ 3-5 სმ.
ესპარცეთი (Onobrychis)
მრავალწლოვანი პარკოსანია, ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას, ღერო სწორმდგომია, გვალვაგამძლეა, არ უყვარს ცივი კლიმატი,
კვებითი მაჩვენებლებით უთანაბრდება იონჯას. 100 კგ მწვანე მასა შეიცავს 24,8 კგ საკვებ ერთეულს და 4 კგ მონელებად პროტეინს, თივაში ეს მაჩვენებლები შეადგენს 55,7 და 11,9-ს. საუკეთესოა ყველა სახის ცხოველისათვის.
საქართველოს პირობებში იძლევა ორ განათიბს. ესპარცეთი დამატებით შესაძლოა გამოყენებულ იქნას ეროზიასთან ბრძოლასა და თაფლის წარმოებაში.
დასახელება _ „მატრა“
ძალიან მდიდარია ცილებით, განკუთვნილია მრავალწლიანი კულტივაციისათვის, რეკომენდირებულია მარცვლოვანებთან ერთად შეთესვა(მრავალწლიანი კოინდარი)
თესვის ნორმა
200კგ/ჰა, სუფთად თესვისას, სხვა კულტურებთან ნარევში 120-კგ/ჰა.
თესვის სიღრმე _ 2-3სმ.
კურდღლისფჩხილა (Lotus corniculatus)
მრავალწლიანი პარკოსანი ბალახია ზომით 80 სმ მდე, ნიადაგის მიმართ ნაკლებად მომთხოვნია. ადვილად გადააქვს დაბალი ტემპერატურები, გაზაფხულზე ყველაზე ადრე იწყებს ვეგეტაციას და გვიან შემომდგომამდე მწვანედ რჩება. სრულ განვითარებას აღწევს 2 წელს. ბალახნარევებში ძლებს 8-10 წელს. კარგად იტანს ძოვებას.
კურდღლისფრჩხილა საუკეთესო საკვბი ბლახია, 100 კგ თივა შეიცავს 25.5 საკვებ ერთეულს და 4, 7 მონელებად პროტეინს.
დასახელება _ „ლეო“.
საუკეთესოა ცხოველების საკვებად. გამოიყენება ასევე ეროზიის საწინააღმდეგოდ
თესვის ნორმა _ 10-15 კგ/ჰა.
თესვის სიღრმე _ 3-5სმ.
საკვები ჭარხალი (Beta vulgaris v crases)
საკვები ჭარხალს პირუტყვის კვებაში უდიდესი ადგილი უკავია, მისი საშუალებით შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ცხოველებში უხეში და კონცენტრირებული საკვების მონელება, წველადობა, დავაჩქაროთ წონის მატება და შევამციროთ ავადობა.
დიდი რაოდენობითაა მასში ადვილად შესათვისებელ ნახშირწყლები, მინერალურ მარილები და ვიტამინები. მოცემული კულტურის უპირატესობას წარმოადგენს მაღალი მოსავლიანობა,
ძირხვენა შეიცავს 100 კილოგრამზე 10 საკვებ ერთეულს, გარდა ამისა ვარგისია მცენარის მიწისზედა ნაწილიც, რაის ხარჯზეც შეგვიძლია ორმაგი სარგებლის მიღება.
ყოველდღიურად საკვებში 8-9 კგ ჭარხლის ჩართვა ცვლის 1 კგ კონცენტრირებულ საკვებ დანამატს, რაც მკვეთრად ამცირებს დანახარჯებს.
დასახელება _ „ბრიგადირი“
პოლიპლოიდური ჯიში, გამოირჩევა მაღალმოსავლიანობით და ოპტიმალურ პირობებში შესაძლებელია ჰექტარზე 120-150 ტონა ძირხვენის მიღება (საქართველოს პირობებში მსგავსი შედეგის მიღება სირთულეებთანაა დაკავშირებული). გამოირჩევა გლუვი, ფორთოხლისფერი ნაყოფით, ივითარებს დიდი ზომის ფოთლებს, რომელიც რჩება მწვანე და ჯანსაღი მოსავლის აღების ბოლომდე. გამოირჩევა საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, ნაყოფში შაქრებისა და მშრალი მასისი დიდი შემცველობით.
თესვის ნორმა _ 10-15 კგ/ჰა.
თესვის სიღრმე _ 3-5სმ.
საკვები გოგრა
საუკეთესო წვნიანი საკვებია ცხოველებისათვის. 100 კგ შეიცავს 10 საკვებ ერთეულს და 90 გ მონელებად პროტეინს.
გოგრით ცხოველების კვება ამაღლებს მათ პროდუქტიულობას, ზრდის წველადობას, აჩქარებს წონის მატებას და გამძლეობას სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
დასახელება „ნიუ მუნ“
არის ჰოლარ სიდის საშუალო-საგვიანო ვეგეტაციის ახალი ჰიბრიდული გოგრა,რომელიც გამოირჩევა ძლიერი ზრდის ბარდით, დიდი ზომის სქელი რბილობის მქონე ნაყოფით რომლიც წონაც მერყეობს 15-30 კგ მდე.
გამოირჩევა ძალინ მაღალი მოსავლიანობით და კარგი შენახვის უნარით.
ბიოფუმიგანტები და ნემატოციდები
დღეს დღეისობით სულ უფრო დიდი ყურადღება ექცევა ნიადაგის სიჯანსაღეს, ამასთან ერთად ერთ ერთ მთავარ ფაქტორად რჩება ჰუმუსის დონის კონტროლი, რომლის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს თესლბრუნვაში ისეთი კულტურების ჩართვამ როგორებიცაა ძირხვენები ან ტუბერიანი მცენარეები, ამ პროცესების თავიდან ასაცილებლად საუკეთესოა ძლიერმოყვავილე ბალახების ნარევების გამოყენება.
ნიადაგის ბუნებრივი ციკლის აღდგენაში, სხვა მექანიზმებთან ერთად მოიაზრება ,ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდების გამოყენება ისეთი მავნე ორგანზმების მიმართ, როგორებიცაა ჭარხლის და გალიანი ნემატოდა, რომლებიც წარმოადგენენ ძირითადი ეკონომიკური ზიანის მომტან მწერებს დღეს დღეისობით. გარდა ამისა ბიოფუმიგატორების გამოყენებით შეგვიძლია ნიადაგის მიკროფლორის გაუმჯობესება და სოკოვანი დაავადებების გამომწვევების რიცხოვნობის შემცირება. ამ პლიუსებთან ერთად მოცემული ბალახების მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებით ნიადაგი მიდრდება ორგანული მასით, რაც დადებითად მოქმედებს ჰუმუსის დონეზე, ებრძვის ქარისმიერ და წყლისმიერ ეროზიას, ადიდებს ნიადაგის ტენტევადობის უნარს.
TG5 _ ბიოფუმიგატორი
ნარევი შეიცავს სპეციალურად გამოყვანილ ჯიშებს , რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს გოგირდს, აზოტსა და გლუკოზას, მოცემული ნარევის ეფექტურად ებრძვის ნიადაგის მავნე ორგანიზმებს.
შემადგენლობა:
ზეთოვანი ბოლოკი;
თეთრი მდოგვი;
შავი მდოგვი;
რაფსი.
თესვის ნორმა _ 15 კგ/ჰა.
თესვის დრო _ აგვისტოს ბოლომდე.
TG9 _ ნიადაგის გამაფხვიერებელი
ნარევი შეიცავს ღრმაფესვიან მცენარეთა ჯიშებს , რომელებიც ფესვის ძლიერი ზრდის ხარჯზე შლიან ნიადაგის გამაგრებულ, წყალგაუმტარ ფენას( ე.წ ქუსლს) და აღრმავებენ სახნავ ფენას, ზრდიან მასში ჟანგბადისა და წყლის შეღწევადობის უნარს.
შემადგენლობა:
10% ბოლოკი;
35% წიწიბურა;
5% ფაცელია;
15% აბისინიური მზესუმზირა;
35% ზეთოვანი ბოლოკი;
20% ლუპინი/ცერცვი.
თესვის ნორმა _ 20-25 კგ/ჰა.
თესვის დრო _ აგვისტოს დასაწყისი- სექტემბრის ბოლომდე.
ზეთოვანი ბოლოკი ( Raphanus sativus)
კომბოსტოსებრთა ოჯახის ერთწლოვანი მცენარეა, სიმაღლე 50 სმ-მდე, მივითარებს არსრულ ძირნაყოფს რომელიც ადამიანის საკევებად არ უვარგისია მიუხედავად ამისია სოფლის მეურნეობაში მას ნემატოციდური თვისებებისა, მწვანე მასის სწრაფი ფორმირების უნარის და ფუმგაციური თვისებების გამო.
მაქსიმუსი
მიეკუთვნება ნემატოციდების 1 ჯგუფს, აქვს ძალიან ძლიერი და ეფექტური მოქმედება, ანადგურებს ნიადაგში არსებული ჭარხლის ნემატოდების 90 % ზე მეტს. ამასთანავე გააჩნია მწვანე მასის უსწრაფესი ჩამოყალიბების უნარი, რის ხარჯზეც მალე ფარავს ნიადაგს. მაქსიმუსი გამოირჩევა სიმტკიცით და ჩაწოლისადმი გამძლეობით.
მაქსიმუსი შეგვიძლია გამოვიყენოთ სიდერაციისათივის მისი საშუალებით შესაძლებელია ნიადაგის საკვები ელემენტებით უზრუნველყოფა. ასევევ საკვებ კულტურადაც ვინაიდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ხალისით მიირთმევს ახალგაზრდა ნათესის მწვანე მასას.
თესვის ნორმა – 20-25 კგ/ჰა.
თესვის დრო _ აგვისტოს მეორე დეკადის ჩათვლით.
TG-8
დასახელება_ ფერმერი
ზეთოვანი ბოლოკი (Raphanus sativus)
გამოიყენება, როგორც წინამორბედი კარტოფილისა და სხვა ბოსტნეული კულტურებისათის.
აქვს ორმაგი მოქმედება ებრძვის როგორც ჭარხლის ასევე თავისუფალად არსებულ ნემატოდებს, შესაძლებელია მისი სიდერაციისათვის გამოყენებაც.
თესვის ნორმა _ 20-25 კგ/ჰა.
თესვის დრო _ აგვისტოს მეორე დეკადის ჩათვლით
მდოგვი
ჯვაროსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარე (გვარები: Sinapis და Brassica), მისი როლი ორგანული სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდია, კერძოდ ის საუკეთესო მფარავი კულტურაა, იცავს ნიადაგს ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისგან, შესაძლებელია მწვანე მულჩად გამოყენებაც. ფესვებსა და ღეროში აზოტის მაღალი და კალიუმის საშუალო შემცველობის გამო (ჰექტარზე 100 კგ აზოტი და 25-30 კგ კალიუმი) საუკეთესო სიდერატია, ყვავილობის პერიოდში მისი ჩაკეპვა ნიადაგს ამდიდრებს საკვები ნივთიერებებითა და ორგანული მასით. მდოგვის ფესვთა სისტემას მცენარესათვის შეუთვისებელი ძნელად ხსნადი ნივთიერებები გადაჰყავს ადვილად შესათვისებელ ფორმაში და გადაადგილებს მათ ნიადაგის ღრმა ფენებიდან ზედა სახნავ ფენაში. ფიტონციდური თვისებების გამო გამოიყენება ნემატოდებისა და სხვა მავნე ორგანიზმებთან ბრძოლაში, თრგუნავს ნიადაგში ფიტოფტორისა და სხვა სოკოვანი დაავადებების გამომწვევ პათოგენურ ორგანიზმებს. შესაძლებელია მისი როგორც თაფლოვან მცენარის კულტივაციაც.
დასახელება _ „ასტა“
თესვის ნორმა
20-25 კგ/ჰა.
თესვის დრო
გაზაფხულიდან-შემოდგომის ჩათვლით.
თესვის სიღრმე _ 2-3 სმ.
ხანჭკოლა (Lupinus)
ცნობილია მისი ერთი და მრავალწლიანი ჯიშები, თუმცა სოფლის მეურნეობაში ძირითადი გამოყენება რამოდენიმე მათგანს აქვს, რომლებიც უმეტესად ერთწლიანია და გამოიყენება სიდერაციისათვის. კარგად ეგუება ღარიბ ნიადაგებს, ისევე როგორც ყველა პარკოსანს მასაც აქვს ნიადაგში აზოტის დაგროვების უნარი.
ლურჯი ხანჭკოლა
დასახელება _ „აზურო“
ლურჯი ხანჭკოლა უკეთ ვითარდება მსუბუქმ სუსტად მჟავე ნიადაგებზე, გააჩნია ძლიერი, ღრმად განვითარებადი ფესვთა სისტემა, რის ხარჯზეც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას,ხდის მას უფრო ფხვერს და ამუჯობესებს აერაციას.
თესვის ნორმა
180 კგ/ჰა,
თესვის დრო
ივნისი-ივლისი,
თესვის სიღრმე
3-5 სმ,
ყვითელი ხანჭკოლა
დასახელება _ „მაისტერ“
არაა მომთხოვნი ნიადაგური პირობებეის მიმართ.
თესვის დრო
ივნისი-ივლისი.
თესვის სიღრმე _ 3-5 სმ.