დარგებიმეცხოველეობა

საკვების მნიშვნელობა და ნორმირებული კვება მეცხოველეობაში

კვება და საკვები ბევრად მეტ გავლენას ახდენს ცხოველის ორგანიზმზე, ვიდრე ჯიში და წარმოშობა. უხვი, სრულყოფილი და მიზანშეწონილი კვება უზრუნველყოფს ცხოველის ჯანმრთელობას, ნორმალურ ზრდა-განვითარებას, დიდი რაოდენობისა და მაღალხარისხოვანი პროდუქციის მოცემას, ჯანმრთელი თაობის მიღებას, მრავალი ავადმყოფობისა და ცუდი პირობების ადვილად ატანის შესაძლებლობებს. მეცხოველეობის წარმატებით განვითარება, როგორც არსებულ ჯიშობრივ შედგენილობაზე დაყრდნობით, ისე ახალი ჯიშობრივი შედგენილობის წარმოქმნის გზით, ბევრად არის დამოკიდებული მყარი საკვები ბაზისაგან, რომელიც უზრუნველყოფს მთელი წლის განმავლობაში პირუტყვის ნორმალურ კვებას.
მაღალპროდუქტიული საქონლის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია პირუტყვის საკვების სრულფასოვანი გამოყენება. ცხოველი შეიძლება იკვებოს ნებაზე და ნორმებით. ნებაზე კვება ძველი წესია და მას მიმართავს ფერმერების უმრავლესობა. კვების ეს წესი ვერ უზრუნველყოფს ცხოველის ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, საკვების საჭირო რაოდენობით დამზადებასა და მის წესიერად ხარჯვა-გამოყენებას. ამიტომ ნებაზე კვება თანამედროვე მეცხოველეობაში სრულიად შეუფერებელია.

ნორმებით კვების წესი ითვალისწინებს ცხოველისათვის დღე-ღამის განმავლობაში იმდენი საზრდო ნივთიერებების მიცემას, რაც მისი არსებობისათვის (შინაგანი ორგანოების მუშაობისათვის) და პროდუქციის (ხორცი, რძე, სამუშაო ენერგია, გასუქება, მაკეობის ნაყოფის განვითარება) წარმოქმნისათვის სჭირდება. საზრდო ნივთიერებათა ამ რაოდენობას საკვების ნორმა ეწოდება.

 ნორმის სიდიდე საკვებ ერთეულებში, მონელებად პროტეინებსა და მინერალურ ნივთიერებათა (კალციუმი, ფოსფორი) გარკვეულ რაოდენობაში გამოისახება. სპეციალური ცხრილების საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი პირუტყვისათვის იმ საზრდო ნივთიერებების რაოდენობის დადგენა, რომელიც ამ ცხოველს დღე-ღამეშის ჭირდება.

ძალიან დაბალია ფერმერთა ინფორმირებულობა და ცოდნა კომბინირებული საკვების შემადგენლობისა და გამოყენების შესახებ, ამიტომ სიმინდის ჩალასთან, ბოსტნეულ კულტურებთან ერთად დამატებით საკვებს წარმოადგენს ხორბლის ქატო. კომბინირებული საკვებისადმი ფერმერთა ნდობა დაბალია შედარებით მაღალი ფასების გამო, მიუხედავად იმისა, რომ კომბინირებული საკვების კვებითი ღირებულება გაცილებით მაღალია. ყოველი ამის გამო, რეგიონში არ ფუნქციონირებს კომბინირებული საკვების მწარმოებელი საწარმოები.

მეწველი ფურის სრულფასოვანი კომბინირებული საკვების რეცეპტი (ცხრილი)

Untitled-2

 

წყარო: .თოდუა, .ჭკუასელი, .ჩაგელიშვილი, . მაისურაძე, .ცინცაძე– ,,კომბინირებული საკვების დამზადება და შენახვა“ _თბილისი 2009

 რეგიონის მეცხოველე ფერმერთა უმრავლესობა ვერ იყენებს კვების თანამედროვე ტექნოლოგიებს. ამ პრობლემების ნაწილობრივი აღმოფხვრის მიზნით, სამინისტროს 2015 წლის ქვეპროგრამით 70 ფერმერსა და აგრომეწარმეს თანადაფინანსების პრინციპით გადაეცათ მარცვლეულისა და უხეში საკვების საფქვავი დანადგარი, რომელსაც იყენებენ მარცვლეულის, ძირითადად სიმინდის, ძირხვენებისა და ჩალის ღეროების დასაქუცმაცებლად და შესაბამისად კომბინირებული საკვების დასამზადებლად.

ზემოთ წარმოდგენილი მეწველი ფურის სრულფასოვანი კომბინირებული საკვების რეცეპტის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ფერმერს, ვინაიდან შემადგენელი კომპონენტები ხელმისაწვდომია ყველასათვის და შესაძლებელია დაბალი კვებითი ღირებულების ხორბლის ქატოს ჩანაცვლება, რაც გაზრდის პროდუქტიულობას.

მეცხოველეობის პროდუქტიულობის ამაღლების, კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო სურსათის წარმოებისათვის მნიშვნელოვანია მყარი საკვები ბაზის არსებობა. მეცხოველეობის პროდუქციის თვითღირებულების 60-70 % საკვებზე მოდის. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ადგილას საქართველოში, აჭარაშიც პირუტყვის მთავარი საკვები არის ბალახი, თივა და ქატო. ზამთრის პერიოდში პირუტყვის გამოსაკვებად გამოყენებული თივის 30% ადგილობრივი წარმოებისაა, ხოლო 70 % საქართველოს სხვა რეგიონები დან არის შემოტანილი.

უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა საკვები ბაზისა და საკვებთა ბალანსის სტრუქტურა, მკვეთრად შემცირდა საკვების წარმოება სახნავ მიწაზე. 2003 წლის მდგომარეობით აჭარის მიწის ფონდის მიხედვით სახნავი მიწების რაოდენობა 10309 ჰა-შეადგენს (სასოფლო-სამეურნეო სავრგულების თანაფარდობა სახეობების მიხედვით). რეგიონში ძირითად საკვებ ერთწლიან კულტურას სიმინდი წარმოადგენს, რომლს მარცვლის ღირსება 1,34 საკვებე რთეულში ფასდება. სიმინდი სღეროებისა და ფოთლებისაგან მზადდება მაღალ ხარისხოვანი სილოსი (0,16 ს.ე.), ხოლო ჩალა დაჭრა-დაქუცმაცებისა და წვნიან საკვებთან შერევით აუმჯობესებს პირუტყვის მიერ შეთვისებას. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა, ყოველწლიურად მცირდება სიმინდის ნათესი ფართობები და ის აჭარაში 5000 ჰა-ზე დაბლა დავიდა.

ბოლო პერიოდში ძალიან სწრაფად ვითარდება სასოფლო-სამეურნეო წარმოება უნიადაგო გარემოში წყლის კულტურაზე ანუ ჰიდროპონიკზე. ჰიდროპონიკის საშუალებით შესაძლებელია მწვანე საკვები მასის მიღება მეცხოველეობისათვის, რისთვისაც ძირითადად გამოიყენება მარცვლეული და პარკოსანი კულტურები. ამ მიზნისათვის ძირითადად გამოიყენებამ ხოლოდ წყალი, ქერის, შვრიის, ბარდის, სოიოს მარცვალი. არახელსაყრელ კლიმატურ პირობებშიც კი ამ ტექნოლოგიის გამოყენება საშუალებას იძლევა, რომ მეურნეებმა ყოველდღიურად მიიღონ სტაბილურად მწვანე საკვები. ჰიდროპონიკული მწვანე მასის გამოყენებამ სხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვების რაციონში უზრუნველყოფს წველადობის გაზრდას, ახალშობილის ცოცხალი წონისა და ხორცის გამოსავლიანობის გაზრდას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თავმჯდომარის ომარ ნაკაიძის განმარტებით, რომელსაც 2015 წელს (ა)იპ ,,აგროსერვისცენტრმა“ ,,ENPARD AJARAS”-ის პროგრამის ფარგლებში გადასცა ჰიდროპონიკის დანადგარი, ზამთრის პერიოდში კვების რაციონში დილით და საღამოს 7-10 კგ ჰიდროპონული საკვების დამატების შედეგად წველადობა გაუზარდა 3 ლიტრით, მაშინ როცა 1 კგ საკვების თვითღირებულებამ შეადგინა 0,1 ლარი. ასეთივე დანადგარი გადაეცა დაბა ჩაქვში ზვიად დარჩიძესაც.

ასევე ა(ა)იპ ,,აგროსერვისცენტრმა“ ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ ცხოველთა ჯამრთელობის პროგრამის ფარგლებში დაბა ჩაქვში ცოტნე დარჩიძეს, სამინისტროს 2015 წლის პროგრამით შესყიდული „ჯერსის“ ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოსაკვებად კომბინირებული საკვები და ლოკიბლოკი (ვიტამინიზირებული და იოდიზირებული პირუტყვის საკვები მარილი) გადასცა. პროგრამის მიზანია ფერმერებისათვის ჩვენება, თუ რა მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან და სწორ კვებას წველადობისა და ცხიმიანობის გაზრდის საქმეში. 

წყარო: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია