დარგებიმეცხოველეობაფერმერი ფერმერს

სამახსოვრო მერძეული მიმართულების ფერმერებისთვის

ძროხის მოწველიდან რძის მიმღებ პუნქტამდე (გამოყენებამდე), რძის მინარევებისგან გასასუფთავებლად და ბაქტერიული თვისებების შესანარჩუნებლად, საჭიროა ახალმოწველილი რძის პირველადი დამუშავება, რომელიც შედგება გაფილტვრისა და გაცივებისაგან:

ა) ფურის მოწველისთანავე რძე დაუყოვნებლივ უნდა გაიფილტროს.

ბ) რძის გაფილტვრისას ყველაზე გავრცელებული და მარტივი წესია მისი გატარება სპეციალურ საცერ-ბადეში. საფილტრე მასალად ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ბამბის რგოლები, რომლებსაც აფენენ ლითონის ორ ბადეს შორის. ბამბის შეცვლა შეიძლება მარლით.

გ) მაღალხარისხიანი რძის მისაღებად აუცილებელ პირობაა მისი დაუყოვნებლივი, მოწველისთანავე გაცივება. რძის გაცივება განსაზღვრავს მის შემდგომ ხარისხობრივ გამოყენებას ტექნოლოგიური დამუშავების ყველა პროცესში.

დ) ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს რძე გავაცივოთ 2-30C ტემპერატურამდე, მოწველიდან არა უგვიანეს ერთი საათის შემდეგ.

ე) რძის 2-30C ტემპერატურამდე გაცივებისას, თითქმის მთლიანად შეჩერებულია მიკრობების გამრავლება. რძე ასეთ ტემპერატურაზე გაცივებისას შეიძლება შევინახოთ 2-3 დღე.

ვ) ჩვეულებრივ ახალმოწველილ რძეს აცივებენ არაუმტეს 100C ტემპერატურამდე, სამაცივრო დანადგარებში ასეთ პირობებში რძე ინახება დაახლ. 20სთ.

ზ) გაუცივებელი, ახალგამოწველილი რძე ბაქტერიოციდულ თვისებებს ინარჩუნებს  2-3 სთ. ამ დროის გავლის შემდეგ რძეში იწყება ბაქტერიების გამრავლება და იზრდება რძის მჟავიანობა.

თ) 100C მაღალ ტემპერატურაზე რძის შენახვისას შეიძლება მასში გამრავლდეს სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირები და სხვა მიკროორგანიზმები.

ი) რძის ბაქტერიოციდულობა განპირობებულია მასში დამცავ ნივთიერებათა არსებობით, როგორიცაა: ლაქტენინები, ანტიტოქსინები, ბაქტერიოლიზინები, აგლუტინინები, იმუნური სხეულები და ა.შ.

კ) საწარმოში რძე მიიტანება ბიდონებით (ან ავტოცისტერნებით). ბიდონებით რძის ტრანსპორტირებისას რძე უნდა დავიცვათ ზაფხულში გაცხელებისა და ზამთარში გაყინვისაგან, აგრეთვე გზაში დაჭუჭყიანებისაგან. ამის გამო ბიდონებს მაღლიდან შეიძლება დავაფაროთ ბრეზენტი ან სპეციალური ნაჭერი.

ლ) რძის ტრანსპორტირებისას უნდა დავიცვათ შემდეგი მკაცრი პირობა!

          არ უნდა შეიცვალოს:

  • რძის შემადგენლობა;
  • თვისებები;
  • ხარისხი.

         ამ პირობების შესასრულებლად კი აუცილებელია:

  1. რძის ტემპერატურა ტრანსპორტირების დროს არ იზრდებოდეს 0,5-10C გრადუსზე მეტად;
  2. რძის სტრუქტურის შეცვლის (ცხიმის ბურთულების აგრეგაცია ან დაქუცმაცება) თავიდან ასაცილებლად ბიდონები, განსაკუთრებით ცისტერნები პირთამდე უნდა იყოს სავსე, ამ შემთხვევაში რძე არ შეინჯღრევა და თავიდან ავიცილებთ რძის სტრუქტურის შეცვლას, ცხიმის კოშტების წარმოშობას, რძის ჰაერით გაჯერებას და აქაფებას.

 რძის შენახვის ხანგრძლივობის ცხრილი ტემპერატურის მიხედვით

რძის შენახვის ხანგრძლივობა (საათები)

რძის გაცივების ტემპერატურა (C0)
6-12 10-8
12-18 8-6
18-24 6-5
24-36 5-4
36-48 2-1

 

მიხეილ ჭიჭაყუა,

აგროექსპერტთა ასოციაცია