აგროსიახლეები

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა ახალი იმპულსი აჭარის აგრარული განვითარებისათვის

სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში სულ უფრო მეტად ეფუძნება ცოდნაზე, კვლევაზე და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია რეგიონული და ცენტრალური სტრუქტურების თანამშრომლობა, რომლის მიზანია ფერმერთა მხარდაჭერა, აგროწარმოების ხარისხის გაუმჯობესება და ადგილობრივი აგრარული პოტენციალის სრულად გამოყენება.

სწორედ ამ ჭრილში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების უნიკალური კოლექციები, საძირეთა და სანამყენეთა სადედეები, ეკრანული სათბურები და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე დაათვალიერა.

მინისტრი დეტალურად გაეცნო ცენტრის საქმიანობის კვლევით მიმართულებებსა და იმ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც ნერგის წარმოების ხარისხის ამაღლებას და სერტიფიცირებული ნერგების გამრავლების ხელშეწყობას ემსახურება.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, განსაკუთრებით კი ყურადღება გამახვილდა აჭარის რეგიონში სერტიფიცირებული ნერგების წარმოების განვითარების, ფერმერთა გადამზადებისა და ტრენინგების სისტემური განხორციელების გეგმებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა სტურმრებს გააცნებს კონკრეტული კვლევითი და ტექნოლოგიური სამუშაოთა მიმართულებები, რომელთა ინტეგრაციაც აჭარის რეგიონში უკვე უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი.

აღნიშნული შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს რეგიონულ და ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.

აჭარაში სერტიფიცირებული ნერგების წარმოება, ფერმერთა სწქვლება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ წარმოებული სარგავი მასალის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ მთლიანად აგროსექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და  განვითარებას.