სამი წელიწადი ზაფხულის გარეშე და მდგრადი ბიოეკონომიკა
„წელი ზაფხულის გარეშე“, ეს არის 1816 წლის მეტსახელი. ამ წელს წელს მცირე გამყინვარების პერიოდსაც უწოდებენ ვინაიდან დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ზაფხულის პერიოდის უჩვეულოდ ცივმა ამინდებმა, წვიმებმა, სეტყვამ, ქარიშხლებმა, თოვლმა, წყლის ზედაპირების ძლიერმა გაყინვამ და კლიმატურმა კატაკლიზმებმა მოსახლეობას, გარემოს, ეკონომიკას არნახული ზიანი მიაყენეს.
მეცნიერთა მიერ ჩატარებული გამოკვლევებით, დამტკიცდა, რომ დღემდე, ეს წელი არის ყველაზე ცივი წელი მეტეოროლოგიური დაკვირვებების დოკუმენტაციის დაწყებიდან. შეერთებულ შტატებში მას ასევე შეარქვეს „სიკვდილამდე გაყინული”ათას რვაასი.
სურათი 1: გაყინული ოკეანის ნაპირი ჰამბურგის მიდამოებში 1816 წლის ივლისში.
მეტეოროლოგიური დოკუმენტების მრავალწლიანი მონაცემების ანალიზები ასევე ცხადყოფენ, რომ 1816 წლის მარტში ცა მუქმა ღრუბლებმა დაფარეს, მზე „დაიმალა“, ღრუბლების სქელი ფენის მიღმა და გამოჩენისას მას ძალა არ ჰქონდა. გაზაფხულზეც კვლავ ზამთრის ამინდები იდგა. აპრილსა და მაისში იყო არაბუნებრივი სიბნელე, ქარბუქი, წვიმა და სეტყვაც განუწყვეტლივ მოდიოდა.
ივნისსა და ივლისში ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში მთელი ზაფხულის განმავლოში ყოველ ღამე ყინავდა. გაიყინა მდინარეები, ტბები, სანაპიროები, კანალიზაცია, სასმელი წყლის წყაროები. იფეთქა ქოლერის, ტიფის, ვირუსული და სხვა დაავადებების პანდემიებმა. მიცვალებეულები ქუჩაში უპატრონოდ ეყარნენ.
სურათი 2: გაყინული მდინარე ტემზა, 1816 წლის ივლისი.
ნიუ-იორკსა და აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ზაფხულში მეტრამდე თოვლი მოვიდა. გერმანია იტანჯებოდა ძლიერი ქარიშხლებით, ბევრი მდინარე (მათ შორის რაინი) ადიდდა და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა, დაიხრჩო უამრავი პირუტყვი და ფრინველი. შვეიცარიაში განუწყვეტლივ თოვდა. უჩვეულო სიცივეს, დაბალ ტემპერატურას ხეების გაყინვა და მოსავლის კატასტროფული უკმარისობა მოჰყვა. ყოველივე ამის გამო, სურსათის და საარსებო საშუალებების მძაფრი დეფიციტი შეიქმნა.
სურათი 3: გაყინული სიმინდის ნათესები ევროპაში ივლისში
1817 წლის გაზაფხულზე მარცვლეულის ფასი ათჯერ გაიზარდა და მოსახლეობაში შიმშილობა დაიწყო. არა თუ ცხოველთა საკვები, არამედ ადამიანთა სურსათიც არ იშოვებოდა. ქვეყნებში დაიწყო მასობრივი უწესრიგობები, ქურდობა, ყაჩაღობა, მიტინგები, მსვლელობები ხელისუფლების წინააღმდეგ და შეტაკებები პოლიციასთან, რაც ხშირად მშიერი და დაუძლურებული ხალხის სიკვდილით მთავრდებოდა.
სურათი 4: 2017 წლის ზაფხული ლონდონის ქუჩებში.
ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონმა, 1816 წლის მოვლენებს ,,სიკვდილის ქაოსი“ უწოდა, ამავე პერიოდში ინგლისელმა მწერალმა მერი შელიმ თავის ვილაში შვეიცარიაში ჟენევის ტბის მახლობლად დაწერა თავისი ცნობილი მოთხრობა „ფრანკენშტეინი“, ლორდ ბაირონის ექიმმა ჯონ პოლიდორმა კი დაწერა მოთხრობა. „ვამპირი”- პირველი ვამპირის ისტორია, ბრემ სტოკერის დრაკულამდე დიდი ხნით ადრე.
სურათი 5: უწესრიგობები ლონდონში 1917 წელს.
ამ პერიოდში გაყინული და დაუძლურებული ფრინველები მიწაზე ცვიოდნენ, შინაური პირუტყვი – ფრინველი პრაქტიკულად კატასტროფულად შემცირდა (ყინვისა და შიმშილისაგან დაიღუპა) და თითქმის სრულად გაწყდა, საფოსტო, ტვირთმზიდი ცხენებიც კი სახორცედ იკვლებოდა. თითქმის აღარ დარჩა ცოცხალი გამწევი ძალა, სატრანსპორტო საშუალებები და სწორედ ამ პერიოდში გერმანელმა გამომგონებელმა კარლ ფონ დრეზმა 1817 წელს შექმნა ტრანსპორტის ახალი საშუალება – ველოსიპედის წინამორბედი. კერძოდ ორი ბორბალი, ჩარჩო სავარძლით და T ფორმის სახელურით (იხილეთ სურათი). ფონ დრეზის ,,ველოსიპედს“ არ ჰქონდა პედლები. მძღოლს, შეეძლო დაეძრა თავისი ტრანსპორტი და მოძრაობა ფეხებით შეანელებინა. დღეს კარლ ფონ დრეზი ცნობილია, როგორც სარკინიგზო ვაგონის გამომგონებელი.
სურათი 6: კარლ ფონ დრეზის გამოგონებული ხის სატრანსპორტო საშუალება.
ათიათასობით ევროპელი, რომელიც ჯერ კიდევ ნაპოლეონის ომების გამანადგურებელი შედეგებით იტანჯებოდა, საარსებო საშუალების საშოვნელად ემიგრაციაში ამერიკაში წავიდა.
სურათი 7: ,,ცივი ზაფხულის ემიგრანტები“
1920 წელს ამერიკელმა კლიმატის მკვლევარმა უილიამ ჰამფრისმა იპოვა ამ ანომალური მოვლენების ახსნა. მან კლიმატის ცვლილება დაუკავშირა ტამბორას სტრატო ვულკანის ამოფრქვევას ინდონეზიის კუნძულ სუმბავაზე.
1815 წლის მარტსა და აპრილში 6 000 – მდე მეტრის სიმაღლის ტამბორას სტრატო ვულკანმა დაიწყო ფორმების ცვლა და 5 აპრილს ვულკანი დიდი ძალით შვიდი ბალიანი ვულკანური ამოფრქვევის შკალაზე (VEI )- ტამბორას ვულკანი 170. 000 ხიროსიმას ძალით ამოიფრქვა. ამოფრქვევის სიმაღლემ 43 კილომეტრს მიაღწია და ვულკანური ფერფლი სტრატოსფეროში გავრცელდა.
სურათი 8: სტრატო ვულკანის ამოფრქვევის შედეგები
უკვე მეორე დღეს, ამოფრქვეულმა პიროპლასტიკურმა მასამ 30 კუბიკურ კილომეტრს მიაღწია, მან დაფარა ტერიტორია 1300 კილომეტრის რადიუსით. ვულკანმა თავისი ჩვეული სიმაღლე დაკარგა. კერძოდ ტამბორას მთის სიმაღლე 4 300 მეტრიდან 2 850 მეტრამდე შემცირდა. 150 კმ3 ვულკანური ფერფლი ატმოსფეროშიც გავრცელდა დაფარა მზე და ვულკანური ზამთრის კატასტროფული ეფექტი გამოიწვია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა.
ეს იყო დედამიწის ისტორიაში ერთ – ერთი ყველაზე სასტიკი ამოფრქვევა, რომელმაც რამდენიმე დღეში 100 000-მდე ადამიანი ცეცხლოვანი ლავის ქვეშ დაფერფლა და მომწამვლელი აირებით გაგუდა. მომდევნო პერიოდში კი შიმშილით, დაავადებებით, ყაჩაღობებით, უწესრიგობებით, პოლიციასთან შეტაკებებით და ა.შ. მილიონ ადამიანამდე დაიღუპა.
1818 წლის 20 ნოემბერს გერმანიაში ვუტენბერგის მიწის მეფემ ვილჰელმ I-მა და დედოფალმა კატრინა პავლოვნამ დამშეული მოსახლეობის სურსათით მდგრადი უზრუველყოფისთვის გადაწყვიტეს პირველ რიგში მოსახლეობისათვის მიეწოდებინათ სასოფლო სამეურნეო სურსათის წარმოების მოწინავე ტექნოლოგიების ცოდნა, კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დემონსტრირების გზით. ამ მიზნით მათ ჰოჰენჰაიმში დააარსეს სასოფლო-სამეურნეო სასწავლო, საცდელი და დემონსტრირებების ნაკვეთი. შემდეგ დაარსდა ჯერ ჰოჰენჰაიმის ინსტიტუტი და შემდეგ ჰოჰენჰაიმის უნივერსიტეტი. ეს უნივერსიტეტი დღეს ევროპაში ავტორიტეტული უნივერსიტეტი და ბიოეკონომიკის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ერთ-ერთი პირველი ავტორია. ბიოეკონომიკის, რომელიც დღეს დედამიწის მოსახლეობის ზრდის, სურსათის მძაფრი დეფიციტის, გლობალური შიმშილობის, პანდემიების კლიმატის გლობალური ცვლილებების, სათბურის ეფექტის, გარემოს გლობალური დაბინძურებისა და ამოწურვადი ენერგორესურსების უსისტემო, ხარბი მოპოვება-ექსპლუოტაციის პირობებში დედამიწის ეკონომიკის გადარჩენის ერთ-ერთ N პირველ შანსად არის მიჩნეული.
სურათი 9: ვუტენბერგის მიწის დედოფალი კატერინა პავლოვნა და მეფე ვილჰელმ I
დღეს ბიოეკონომიკა არის ეკონომიკა, რომელიც დაფუძნებულია წარმოებისათვის განახლებადი ბიოლოგიური ნედლეულის და ბიოტექნოლოგიების გამოყენებაზე, ამასთან მისი მთავარი მიზანია, რომ მეწარმეებმა გარემოს არ მიაყენონ ზიანი და ამასთან სასიცოცხლო რესურსები საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეთ მომავალ თაობებს.
სურათი 10: ჰოჰენჰაიმის უნივერსიტეტი
ბიოეკონომიკის განვითარება ჩვეულებრივ ორიენტირებულია სოციალურ და ეკოლოგიის დაცვის მიზნებთან. ბიოეკონომიკამ ხელი უნდა შეუწყოს მდგრად განვითარებას და მწვანე ზრდას. ბიოეკონომიკა პირდაპირ კავშირშია გაეროს გლობალური მდგრადობის მიზნების მიღწევასთან სასურსათო უსაფრთხოების, კლიმატის დაცვის, მდგრადი მოხმარების. წარმოების პირობების, ისეთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსები შენარჩუნებისათვის, როგორებიცაა ჯანსაღი სასმელი წყალი, ნაყოფიერი ნიადაგი, სუფთა ჰაერი და ბიომრავალფეროვნება.
სურათი 11. გლობალური მდგრადი განვითარების მიზნები
ბიოეკონომიკური ინდუსტრიის განვითარება მოიცავს, ენერგოეფექტურობის გაზრდას, ნარჩენების ეფექტურ გამოყენებას, ბიომასაზე დაფუძნებულ განახლებადი ენერგიის განვითარებას, სამრეწველო სექტორის გამწვანებას, სოფლის მეურნეობის მდგრადობის გაზრდას, ახალი ჯანსაღი ორგანული პროდუქტების წარმოებას, სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებას და ა.შ.
ნოე ხოზრევანიძე,
კობა კობალაძე,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი
განვითარების ფაკულტეტის პროფესორები