დარგებიმეფუტკრეობა

სანექტრე კონვეიერი – უწყვეტი ღალიანობა

მაღალპროდუქტიული და რენტაბელური მეფუტკრეობის არსებობას თაფლოვანი მცენარეებით მდიდარი ადგილსამყოფელი წარმოადგენს. სწორედ ასეთი ადგილების შერჩევაა საჭირო, რომელიც უზრუნველყოფს ფუტკარს ღალით სეზონის განმავლობაში.

ღალიანობის შეწყვეტის შემთხვევაში საჭიროა ფუტკარი სასწრაფოდ გადავიყვანოთ განმეორებითი ღალის ასათვისებლად (სამთაბაროდ). დღეისათვის ფუტკრის მთაბარობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც საგრძნობლად ამცირებს მეფუტკრეობიდან მიღებულ შემოსავალს.

ჩვენ ვთავაზობთ მეფუტკრეობის მსხვილ ფერმერულ მეურნეობებს, კოოპერატივებსა და კერძო მეფუტკრეებს მთელი სეზონის განმავლობაში უწყვეტი სანექტრე კონვეიერის გამოყენებით, ფუტკრის მთაბარობის გარეშე, უზრუნველყონ ფუტკრის ოჯახები თაფლოვანი მცენარეების ნექტრითა და ყვავილის მტვრით.

სანექტრე კონვეიერის მოსაწყობად საჭირო მცენარეები

მეფუტკრეობა-194

ამ ღონისძიების განსახორციელებლად საჭიროა არანაკლებ 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

სანექტრე კონვეიერის მოწყობითა და გამოყენებით ფერმერები და კერძო მეფუტკრეები ნაკლები დანახარჯებით მიიღებენ დიდ მოგებას.

გირჩევთ დანერგოთ ეს ღონისძიება თქვენს საფუტკრეებში.

ნაკვეთის დაგეგმარება მოხდება თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის პერიოდების მიხედვით.

სანექტრე კონვეიერის დაგეგმარება

ხეები

ნეკერჩხალი, თეთრი აკაცია, ხებუერა (პავლოვნია), წყავი, წაბლი, ცაცხვი, კვიდო ევოდეა, იაპონური სფორა.

ბუჩქები

 კუნელი, ფუჭფუჭა, ამორფა, დეიცია, ტყის ცოცხი, თეთრეკალა, ძეძვი, კაპარი, მასტაკანთი.

ბალახები

რაფსი, ფაცელია, ქინძი, წიწიბურა, ეპარცეტი, კურდღლისფრჩხილა, თეთრი ძიძო, ყვითელი ძიძო, ლურჯი ძირწითელა, შავბალახა, თეთრი სამყურა, ბეგქონდარა, მზესუმზირა, იონჯა, სილფია, ოქროწკეპლა

საქართველოს თაფლოვანი მცენარეები იყოფა ნექტრისა და მტვრის მომცემ მცენარეებად. თაფლოვანები შეიძლება დავყოთ გარეული ან ველური და კულტურული.

ყვავილობის მიხედვით:

გაზაფხულის,ზაფხულის და შემოდგომის.

გავრცელების მიხედვით:

  1. ტყისა და ბუჩქების (ქარსაფარი ზოლები);
  2. ხეხილის, კენკროვნები;
  3. საკარმიდამოს;
  4. სასოფლო-სამეურნეო მინდვრის კულტურების;
  5. სპეციალურად ფუტკრისთვის დათესილი;
  6. სათიბ-საძოვრის;
  7. ზეთოვანი და ტექნიკური კულტურების;
  8. სარეველების.

საკვები ბაზის შესწავლის დროს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საკონტროლო სკის მონაცემებს. ამ მონაცემის საშუალებით შეიძლება დავადგინოთ მცენარის მიერ გამოყოფილი ნექტრის ათვისების ხარისხი (რაოდენობა). საკონტროლო სკის მონაცემები ყოველდღიურად შეაქვთ ჟურნალში. დაკვირვებიდან ირკვევა, რომ თაფლოვანი მცენარეები ყვავილობის პერიოდში ნექტარს არ გამოყოფენ ან ფუტკრის მიერ აუთვისებელია. ამით ვადგენთ, რომ აღნიშნული ადგილი უსარგებლოა.

„მეფუტკრეობა“

სახელმძღვანელო