აგროსიახლეები

საფერავის და ქარვისფერი ღვინოების მასშტაბური დეგუსტაცია ნიუ-იორკში

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და კორპორაციის #საფერიკა ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში საფერავის და ქარვისფერი ღვინოების მასშტაბური დეგუსტაცია #SaperaviandAmberWineGrandTasting გაიმართა.

44444444444444444444444444444444444 ღვნო

ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები, კომერციული და მედია სექტორის წარმომადგენლები, ჯამში, 200-მდე სტუმარი დაესწრო. მონაწილეებმა დააგემოვნეს #ქართულიღვინო და ქართული კერძები, მიიღეს ინფორმაცია როგორც ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორპორაცია „საფერიკა“ 2022 წელს, აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანია ვაზის ქართული ჯიშების და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია.

444444444444444444444 ჟურნალები

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2023 წელს, აშშ-ში, პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია #CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა #CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები დაიბეჭდა სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში: (#CNN, #TheWallStreetJournal, #MensJournal, #Imbibe, #WineSearcher, #SOMM TV, #Forbes, #WineEnthusiast ).