აგროსიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და მისი შესაძლებლობების წარდგენა საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანიში მეცხოველეობის 32-ე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე

3 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქ Clermont-Ferrand -ში მეცხოველეობის 32-ე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი და შოუ – SOMMET DE L’ELEVAGE – World’s №1 Sustainable Livestock Showი მართება.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ SOMMET-ზე საქართველო ღონისძიების საპატიო სტუმარია და წარმოდგენილია როგორც მთავარი თემა მეცხოველეობის მდგრადობის თვალსაზრისით.

საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, აღმიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობენ ,,კავკასიის გენეტიკისა’’ და „საქართველოს სანაშენე საქმეთა ასოციაციის წარმომადგენლები’’.

აღიარებულ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმიზე SOMMET, სადაც მსოფლიოს 85 ქვეყნიდან 1500- მდე კომპანია/ორგანიზაცია მონაწილეობს, ელიან 100000-ზე მეტ ვიზიტორს.

ამასგარდა SOMMET DE L’ELEVAGE-ზე გაიმართება ასამდე კონფერენცია, სადაც იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით სოფლის მეურნეობის ყველა დარგში დანერგილ ძირითად სიახლეებზე.

ფორუმზე საგანგებოდ გაიმართება კონფერენცია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და მისი შესაძლებლობების შესახებ.