აგროსიახლეები

საქართველო წყლის რესურსების მართვაში ევროპულ გამოცდილებას ნერგავს: შეხვედრა Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებთან

წყლის რესურსების მდგრადი მართვა და საირიგაციო სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ლიდერების გამოცდილების გაზიარებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

სწორედ ამ მიზნით, მინისტრი დავით სონღულაშვილი წყლის მართვის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, ესპანური „Aqualia“-სა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა სექტორში თანამედროვე მიდგომების დანერგვა და ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანობის გაზრდა იყო.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს წყლის რესურსების მდგრადი მართვის, საირიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები და სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები.

დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ წყლის რესურსების მდგრადი მართვა და რაციონალური გამოყენება სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად მნიშვნელოვანია სექტორში ინვესტირება. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა კი, შესაძლებლობას ქმნის, საქართველოში დაინერგოს თანამედროვე მიდგომები და გაუმჯობესდეს წყლის რესურსების მართვის პრაქტიკა.

საუბარი შეეხო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს სექტორის გაძლიერებას და წყლის რესურსების მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევების ეფექტიან მართვას.

აღსანიშნავია, რომ Aqualia ევროპის მასშტაბით წყლის მართვის სფეროში მეოთხე უმსხვილესი კომპანიაა, ხოლო Global Water Intelligence-ის რეიტინგის მიხედვით, მომსახურებული მოსახლეობის რაოდენობით, მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებს.

ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ ისეთი გლობალური მოთამაშეების ჩართულობა, როგორიცაა „Aqualia“, საქართველოს აძლევს უნიკალურ შნსს, სექტორში არსებული გამოწვევები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაძლიოს.

თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება და რესურსების რაციონალური გამოყენება არა მხოლოდ წყალმომარაგების ხარისხს გააუმჯობესებს, არამედ მყარ საფუძველს ჩაუყრის სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების გრძელვადიან განვითარებას.

საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა სექტორის გაძლიერებისა და ინოვაციური მართვის პრაქტიკის დამკვიდრების საწინდარია.