საქართველოს აგრარული ექსპორტის ლიდერი კვლავ სასმელებია
2025 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში ლიდერის პოზიციას კვლავ სასმელები ინარჩუნებს.
სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ბაზარზე ყველაზე მეტი შემოსავალი სწორედ ალკოჰოლიან და უალკოჰოლო სასმელებზე მოდის.
სპირტიანი სასმელების ექსპორტმა 172.6 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტმა – 165.6 მილიონ დოლარს. მნიშვნელოვანი წილი უკავია მინერალურ და მტკნარ წყლებს, რომლებმაც 114.8 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა. უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტმა კი 112.9 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
სატატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ქართული სასმელები კვლავ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და მოთხოვნადი ექსპორტის მიმართულებაა, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის სტაბილურ შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება.