აგროსიახლეები

საქართველოს ბანკის შეღავათიანი აგროკრედიტი ვაშლისა და ლურჯი მოცვის ბაღებისთვის

ვაშლის ინტენსიური ბაღები და ლურჯი მოცვის გაშენება, რომელიც შედარებით ახალი კულტურაა საქართველოსთვის, ფერმერებისთვის ეკონომიკურად მომგებიანი და სტაბილური შემოსავლის წყაროა. შესაბამისად, ასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო ფართობები ამ კულტურების ნათესი ფართობებით კვლავ აქტიურად იცვლება.

პერსპექტიული ბიზნესის მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკი ახალ პროექტს იწყებს და მომხმარებელს შეღავათიან აგროკრედიტს სთავაზობს.

მათ ვისაც აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და სურს მასზე ლურჯი მოცვის და ინტენსიური ვაშლის ბაღი გააშენოს, ბანკი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.  აღსანიშნავია, რომ სესხი ითვალისწინებს შესაბამისი წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობასაც.

→ სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში, როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისთვის.
→ სესხის მინიმალური მოცულობა – 20,000 ლარს, ხოლო მაქსიმალური კი 500,000 ლარს შეადგენს.
→ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისთვის კი ბანკი მათ 48 თვემდე საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: 

„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რათა ხელი შევუწყოთ აგრომიმართულების განვითარებას, წავახალისოთ სექტორში უკვე დასაქმებული თუ პოტენციური მეწარმეები. ამას კი ვახორციელებთ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებით.

ამჯერად მომხმარებელს, რომელსაც სურს ლურჯი მოცვის ან ინტენსიური ვაშლის ბაღი გააშენოს და საკუთარი ბიზნესი დაიწყოს, ვთავაზობთ საჭირო ფინანსებზე წვდომას მათზე მორგებული პირობებით.

ვფიქრობთ, ეს შეთავაზება დაეხმარება მათ, წამოიწყონ მათთვის საინტერესო საქმე, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.