საქართველოს ეკონომიკა 6 თვეში 9%-ით გაიზარდა
წინასწარი შეფასებით 2024 წლის ივნისში შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკაში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0 პროცენტით განისაზღვრა.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, 2024 წელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (%)
2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.
წყარო:https://www.geostat.ge