აგროსიახლეები

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ღია წერილი საზოგადოებრივ მაუწყებელს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ლი არხის თვითრეგულირების საბჭოს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსსაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას:

 საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ შოუში, „მასტერშეფი“, 2020 წლის 20 სექტემბერს, ჟიურის წევრის ლუკა ნაჭყებიას მიერ თაფლის ინდუსტრიის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფიორების ინდუსტრიაა მსოფლიოში“ და თაფლის „არასასარგებლო და ღირებულების არმქონე“ პროდუქტად და „ყველაზე დიდ ალერგენად“ მოხსენიებამ, თაფლის მწარმოებლებისა და მისი მომხმარებლების დიდი აღშფოთება გამოიწვია. ვიდეოს, სადაც ზემოთხსენებული კომენტარია, 300 ათასამდე ნახვა და ასეულობით აღშფოთებული ადამიანის კომენტარი აქვს. ეთერში გასულმა ამ განცხადებამ დარტყმის ქვეშ დააყენა ის 8000 ოჯახი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელთა შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო მეფუტკრეობაა.

ნანუ მაცაბერიძე

გაიცანით 🤩 ფიტნესის, აერობიკის და იოგის ინსტრუქტორი, ნანუ მაცაბერიძე 🔥

Gepostet von მასტერშეფი • MasterChef Georgia am Donnerstag, 17. September 2020

ქართული თაფლს 7000 წლიანი ისტორია აქვს; ქართული ფუტკარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა; მეფუტკრეობა ჩვენი სოფლის მეურნეობის ის დარგია, რომლის გადარჩენისთვის სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების მიერ დიდი რაოდენობით თანხები იხარჯება; თაფლი (თევზთან ერთად) ის პირველი პროდუქტია, რომლის ევროპაში ექსპორტის უფლებაც საქართველომ მიიღო; თაფლის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებზე უამრავი სამეცნიერო კვლევაა გაკეთებული და ამის მტკიცება ჩვენი მხრიდან „ღია კარის მტვრევად“ მიგვაჩნია, რადგან ამაზე არავინ დავობს;  მაშ, რატომ გამოიწვია ასეთი აღშფოთება ერთი ადამიანის ნახევარწუთიანმა განცხადებამ? იმიტომ, რომ ახალა, COVID19-ის გამო დაპაუზებული ექსპორტის პირობებში, ქართული თაფლის ერთადერთი ბაზარი შიდა ბაზარია, ანუ ის ადამიანები, რომლებიც საზმაუს და მის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემას „მასტერშეფს“ უყურებენ და უჯერებენ.

 საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია შინაარსობრივი ვალდებულებები (მუხლი 16), მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები (მუხლი 52), საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია ასევე მთელი რიგი პროგრამული შეზღუდვები (მუხლი 56),  რომ დისკრიმინაცია არ მოხდეს ამა თუ იმ საზოგადოების ნაწილის და მისი საქმიანობის. ასევე დაუშვებელია ადამიანის ქვეცნობიერებაზე ზემოქმედება, რაც გადაცემაში ჟიურის მიერ გაკეთდა (მუხლი 57).

ჩვენი მოთხოვნაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის შესაბამისად, მოხდეს რეაგირება და გასწორდეს დაშვებული შეცდომა, კერძოდ, ჩვენ ვთვლით, რომ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ზიანი მიაყენა მეფუტკრეობის დარგს, ამიტომ მაუწყებლის 1-ლი არხის მხრიდან თანაზომადი იქნება შემდეგი:

  1. „მასტერშეფის“ ეთერში გასვლისას, სარეკლამო ჭრებში, სოციალური რეკლამისთვის განკუთვნილი დრო დაეთმოს ქართული თაფლის და ქართული მეფუტკრეობის დარგის პოპულარიზაციას.

  2. „მასტერშეფის“ ამ სეზონის ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთდეს „თაფლის ტური“, რაც ამ გადაცემის ფორმატში სრულიად ჯდება, რადგან გაკეთებული აქვთ ტარხუნის, მწვადის, ხინკლის, ბურგერის და ა.შ. ტურები.

 „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“, რომლის ქოლგის ქვეშ 13 დარგობრივი ორგანიზაცია/ასოციაცია  და ათასობით მეფუტკრეა გაერთიანებული, მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან: მიაწოდოს მას ლაბორატორიულად შემოწმებული ნამდვილი ქართული თაფლი და დაეხმაროს სოციალური სარეკლამო ვიდეო რგოლის შექმნაში (ვიდეო რგოლი მზადაა და შეგვიძლია გადმოგცეთ).  

 პატივისცემით,

 საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების

აღმასრულებელი დირექტორი

ავქსენტი პაპავა,

 22 სექტემბერი 2020 წელი