აგროსიახლეები

აი, ასეთი მეგობრობა იციან ფერმერებმა!

ლეინ უნხეიმს ამერიკის შტატ ჩრდილოეთ დაკოტაში საკუთარი ფერმა აქვს და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები მოჰყავს.  ფერმერი ხორბლის ყანის ასაღებად ემზადებოდა, როცა კომბაინს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. გადატანილი სტრესის გამო კაცს გული ცუდად გაუხდა და ინფარქტგადატანილი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ეს რომ მეზობელმა ფერმერებმა გაიგეს, გადაწყვიტეს დახმარება აღმოეჩინათ და მისთვის ხორბლის მოსავალი აეღოთ. 60 კაცი მოვიდა თავიანთი ტექნიკით: 11 კომბაინით და 15 ძარიანი ტრაქტორით  ლეინ უნხეიმის პურის ყანის გალეწვას შეუდგნენ. მეგობრებს 400 ჰექტარი ხორბლის ყანის ასაღებად და მოსავლის დასაბინავებლად 7 საათი დასჭირდათ.

აი, ასეთი მეგობრობა იციან ფერმერებმა, რაც განსაცდელში ჩავარდნილი თანამოძმის ოჯახის მხარში ამოდგომის კარგი მაგალითია.

წყარო: ამერიკის ხმა