საქართველოს მიწებით ყველაზე მეტად რუსეთის მოქალაქეები ინტერესდებიან
რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახმეტ მალსაგოვმა ერთ-ერთი მათგანია, ვინც სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონში გაიმარჯვა და თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ ტაბახმელაში მდებარე 9275 კვ.მ. არასასოფლო მიწის ნაკვეთი 808 000 ლარად იყიდა. როგორც ირკვევა მის მსგავსად, კიდევ ათასობით რუსეთის მოქალაქე ინტერესდება ადგილობრივი უძრავი მიწებით.
ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე აქტიურად ირეგისტრირებენ უძრავ ქონებას. მეტიც, შესყიდული მიწებით საქართველოში სწორედ რუსეთი ლიდერობს. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველს სასოფლო-სამეურნეო მიწებიის შესყიდვა კონსტიტუციით აეკრძალათ, ეს შეზღუდვა არასასოფლო სამეურნეო მიწებზე არ ვრცელდება. ამიტომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არჩევანს სწორედ ამ მიმართულებით აკეთებენ.
რატომ ინტერესდებიან რუსეთის მოქალაქეები ასე ინტესიურად საქართველოს მიწებით, პასუხის გაცემა რთულია. მანამდე კი მათ შესახებ ყველა არსებულ ინფორმაციას გაგაცნობთ.
კერძოდ, მიგრაციის სამთავრობო კომისიის ანგარიშის მიხედვით რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში საკუთრებაში სულ 18 041 უძრავი ქონება დაირეგისტრირეს (მათ შორის 7 835 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, 2364 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 7842 ბინა/სახლი). ამ ციფრებით კი ჩვენი ჩრდილოეთ მეზობელი რეიტინგში პირველია, რუსეთის შემდეგ მოდის უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი.
რაც შეეხება წინა წლებს, 2012-2016 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონება დაფიქსირდა.მათ შორის ნახევარზე მეტი, ანუ 53%- ით ყველა ქვეყანას უსწრებენ რუსეთის მოქალაქეები.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებს შორის, რომლებიცსაქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტიციებს ახორციელებენ, შესაძლოა იყვნენსაქართველოს ყოფილი მოქალაქეებიც, რომლებმაც თავის დროზე დატოვეს საქართველო დასხვა ქვეყნებში გადავიდნენ საცხოვრებლად, ახლა კი სურვილი აქვთ, უძრავ ქონებაშიინვესტირების მეშვეობით შეინარჩუნონ საქართველოსთან კავშირები. იგივე შეიძლება ითქვასაშშ–ს და ისრაელის მოქალაქეთა შესახებაც.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რასაც ანგარიშში გაეცნობით, ეს არაბული ქვეყნების შესახებ ინფორმაციაა. როგორც ირკვევა, 2012-2016 წლებში თურქეთის, ირანისა და ერაყისმოქალაქეებმა საკუთრებაში ყველაზე ნაკლები – ჯამში 2067 უძრავი ქონება დაირეგისტრირეს.
სალომე ლემონჯავა
წყარო: https://commersant.ge