საქართველოს ნიადაგები
საქართველო ხასიათდება დიდი ნიადაგური სიჭრელით. საქართველოს ნიადაგების ძირითადი ტიპებია:
თ. ურუშაძის მონაცემებით საქართველოში გავრცელებულია ნიადაგის შემდეგი ძირითადი ტიპები: მთა_მდელოს კორდიანი, მთა-მდელოს კორდიან-კარბონატული, მთა_მდელოს კორდიანი შავმიწები, მთა_მდელოს ტორფიანი და ლებიანი, მთის შავმიწისებრნი, მთის შავმიწა, მთა_ტყე მდელოს, ყომრალი ტიპიური, რენძინო ყომრალი, ყვითელი ყომრალი, ნეშომპალა კარბონატული, ყვითელმიწა, ყვითელმიწა_ეწერი, ყვითელმიწა_ეწერ ლებიანი, წითელმიწა ტიპიური, წითელმიწა გაეწერებული, წითელმიწა_ეწერ ლებიანი, მინერალურ ჭაობიანი და ლამიან ჭაობიანი, მდელოს ჭაობიანი, ყავისფერი და რენძინო ყავისფერი, რუხი ყავისფერი, გაჯიანი მდელოს რუხი ყავისფერი, ბარის შავმიწები, ბიცობი, ბიცის კომპლექსი, ალუვიური ნიადაგები.
დასავლეთ საქართველო. ურუშაძის მონაცემებით საქართველოში გავრცელებულია ნიადაგის შემდეგი ძირითადი ტიპები: მთა_მდელოს კორდიანი, მთა-მდელოს კორდიან-კარბონატული, მთა_მდელოს კორდიანი შავმიწები, მთა_მდელოს ტორფიანი და ლებიანი, მთის შავმიწისებრნი, მთის შავმიწა, მთა_ტყე მდელოს, ყომრალი ტიპიური, რენძინო ყომრალი, ყვითელი ყომრალი, ნეშომპალა კარბონატული, ყვითელმიწა, ყვითელმიწა_ეწერი, ყვითელმიწა_ეწერ ლებიანი, წითელმიწა ტიპიური, წითელმიწა გაეწერებული, წითელმიწა_ეწერ ლებიანი, მინერალურ ჭაობიანი და ლამიან ჭაობიანი, მდელოს ჭაობიანი, ყავისფერი და რენძინო ყავისფერი, რუხი ყავისფერი, გაჯიანი მდელოს რუხი ყავისფერი, ბარის შავმიწები, ბიცობი, ბიცის კომპლექსი, ალუვიური ნიადაგები.
დასავლეთ საქართველოს ნიადაგების ოლქი:
- დაბლობის ჭაობიანი და ეწერი ნიადაგების ზონა;
- გორაკიანი მთისწინების წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგების ზონა;
- მთა-ტყეთა ნიადაგების ზონა;
- მთა-მდელოთა ნიადაგების ზონა.
დაბლობის ჭაობიანი და ეწერი ნიადაგების ზონა.
ამ ზონაში ნიადაგების დაჭაობება გამოწვეულია ჭარბი ატმოსფერული ნალექებით, ვაკე რელიეფით, ალაგალაგ გრუნტის წყლებით, ნიადაგების მძიმე მექანიკური შედგენილობით და უსტრუქტურობით. ჭაობის ნიადაგებიდან აქ გავრცელებულია ჭაობიანი, ტორფიანი, ჭაობისლამიანი და მდელოს ჭაობიანი ნიადაგები.
დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის ჭაობიანი ნიადაგების სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა მეტად დიდია. სუბტროპიკული კლიმატი და მიწების მელიორაცია, რომელიც დიდი მასშტაბით იქნა განხორციელებული კოლხეთის დაბლობზე, ფართო შესაძლებლობას ქმნის სუბტროპიკული მეურნეობის განვითარებისათვის. ამასთან, ფართოდაა განვითარებული ერთწლიანი კულტურები და მეცხოველეობა. ჭაობის ტორფიანი ნიადაგები დაშრობას არ ექვემდებარებიან და გამოყენებულია ორგანული და ორგანულ-მინერალური სასუქების დასამზადებლად.
გორაკიანი მთისწინების წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგების ზონა. წითელმიწა ნიადაგები გავრცელებულია ბორცვიან-გორაკიანი რელიეფის პირობებში, ზღვის დონიდან 50-300 მეტრის სიმაღლეზე.
წითელმიწები, მექანიკური შედგენილობის მიხედვით, უმეტესად მძიმე თიხნარ და თიხებს წარმოადგენენ. ახასიათებთ სტრუქტურული აგრეგატების სიმტკიცე და მჟავე რეაქცია (-5,2-5,5) და მათი ზედა ჰორიზონტი საკმაოდ მდიდარია ჰუმუსით (6- -8). წითელმიწებს და ყვითელმიწებს დიდი სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვთ. ამ ნიადაგებზე კარგად ხარობენ სუბტროპიკული კულტურები, ციტრუსები, ეთერზეთები, თამბაქო, და სხვ.
მთა-ტყეთა ნიადაგების ზონა. მთა_ტყეთა ზონისათვის დამახასიათებელია ტყის ყომრალი ნიადაგები. ტყის ყომრალი ნიადაგები გამოირჩევიან საკმაოდ დიდი სისქით, თიხნარი და თიხა მექანიკური შედგენილობით, კარგად გამოსახული ჰუმუსიანი ჰორიზონტით. ჰუმუსის შემცველობა 8-10, ზოგჯერ 15-20%-მდე აღწევს; ამ ნიადაგებს სუსტი მჟავე რეაქცია აქვთ.
ტყის ყომრალი ნიადაგების დიდი მასივი ტყეების ქვეშ იმყოფება. მაგრამ მთა ტყის ზონის ქვედა სარტყელში, ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე, გამოყენებულია მიწათმოქმედებაში.
მთა-მდელოთა ნიადაგების ზონა. ამ ზონაში ყველაზე მეტად გავრცელებულია ნეშომპალა–კარბონატული ნიადაგები.
ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები ჩვეულებრივ მდიდარია ჰუმუსით, რომლის რაოდენობა ზოგან 10% აღწევს, მაგრამ იქ, სადაც ეროზიის პროცესი გაძლიერებით მიმდინარეობს, ნიადაგები მცირე სისქით და ჰუმუსის ბევრად ნაკლები რაოდენობით ხასიათდებიან, რომლის შემცველობა ზედა ჰორიზონტში 3%-ს არ აღემატება.
მექანიკური შედგენილობის მიხედვით ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები უმეტესად მძიმე თიხნარებს და თიხებს წარმოადგენენ. აქვთ კარგი სტრუქტურა, რის გამოც მიუხედავად მძიმე მექანიკური შედგენილობისა, ეს ნიადაგები დადებითი ფიზიკური და წყლოვანი თვისებებით გამოირჩევიან.
ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები ფართოდ გამოიყენება მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად. თუმცა, ასეთი ტიპის ნიადაგებზე აუცილებელია ეროზია საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, როგორებიცაა მელიორაციული და აგროტექნიკური ღონისძიებები.
შავმიწები საკმაოდაა გავრცელებული საქართველოში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. შავმიწა ნიადაგებისათვის დამახასიათებელია ჰუმუსოვანი ჰორიზონტის დიდი სისქე და ჰუმუსის დიდი შემცველობა.
შავმიწა ნიადაგები საკმაოდ მდიდარია კარბონატებით. შავმიწა ნიადაგები ხასიათდებიან შთანთქმის დიდი ტევადობით. შავმიწა ნიადაგები უმთავრესად თიხა და თიხნარი მექანიკური შედგენილობისაა.
შავმიწებს აქვს კარგი სტრუქტურა, რის გამოც მიუხედავად მძიმე მექანიკური შედგენილობისა, ეს ნიადაგები დადებითი ფიზიკური და წყლოვანი თვისებებით გამოირჩევიან. შავმიწა ნიადაგები მაღალი ნაყოფიერებით ხასიათდებიან და ინტენსიურად არიან გამოყენებული მრავალწლიანი კულტურებისა და სხვადასხვა სასოფლო_ სამეურნეო მინდვრის კულტურების მოსაყვანად.
აღმოსავლეთ საქართველო.
აღმოსავლეთ საქართველოში გამოყოფილია ნიადაგების 4 ზონა.
- ველების შავმიწა, წაბლა და ნახევრად უდაბნოს რუხი-მურა ნიადაგების ზონა;
- ვაკეთა და მთისწინების გარდამავალი სახის ტყე-ველისა და ტყის ნიადაგების ზონა;
- მთა-ტყეთა ნიადაგების ზონა;
- მთა-მდელოთა ნიადაგების ზონა;
აღმოსავლეთ საქართველოს შავმიწა, წაბლა, რუხი-მურა ნიადაგების ზონა. წაბლა ნიადაგები თავისი შეფერილობით ემსგავსებიან მწიფე წაბლის ფერს, ამიტომ მიიღეს ასეთი სახელწოდება. წაბლა ნიადაგები უფრო ღარიბია ჰუმუსით, ვიდრე შავმიწა ნიადაგები. ჰუმუსის შედგენილობის მიხედვით ეს ნიადაგები იყოფიან ღია და მუქწაბლა ნიადაგებად. უკანასკნელი უფრო მდიდარია ჰუმუსით და წარმოადგენს გარდამავალ სტადიას შავმიწა და წაბლა ნიადაგებს შორის.
წაბლა ნიადაგების მექანიკური შედგენილობა საშუალო თიხნარია. ეს ნიადაგები, უმთავრესად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მარცვლეული კულტურების დასათესად.
რუხი – მურა ნიადაგები წაბლა ნიადაგებისაგან განსხვავდება ჰუმუსის უფრო მცირე შემცველობით და ამიტომაც მათ ღია შეფერვა ახასიათებთ. რუხი მურა ნიადაგები ტენის ნაკლებობას განიცდიან, ამიტომ, პირველ რიგში აუცილებელია მოწესრიგდეს ნიადაგის ტენის საკითხი. მორწყვასთან ერთად საჭიროა ორგანულ_მინერალური სასუქების შეტანა.
დამლაშებული ნიადაგები. დამლაშების ხარისხის მიხედვით ნიადაგები იყოფა დამლაშებულ, სუსტად დამლაშებულ, საშუალოდ, ძლიერ დამლაშებულ და ბიცობად, რასაც საფუძვლად უდევს ნიადაგში ადვილად ხსნადი მარილებისა და ქლორის შემცველობა. რაც უფრო ნაკლებია ნიადაგში ადვილად ხსნადი მარილების რაოდენობა, მით უკეთესია ნიადაგის აგრონომიული ღირებულება და პირიქით_რაც მეტია მარილთა რაოდენობა მით ნაკლები ღირებულებისაა ნიადაგი.
ალუვიური ნიადაგები ანუ მერეს ნიადაგებს საქართველოს დაბლობ ზონაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მერეს უწოდებენ ხეობის იმ ფართობს, რომელიც პერიოდულად იფარება წყალდიდობის დროს მდინარის კალაპოტიდან გადმოსული წყლით. ეს ნიადაგები გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მდინარეების და შენაკადების სანაპიროებზე. ასეთი ტიპის ნიადაგებს, ქიმიური და მექანიკური შედგენილობისა და სხვა თვისებების მიხედვით, დიდი მრავალგვარობა ახასიათებთ.
დასავლეთ საქართველოს ალუვიურ ნიადაგებს დაჭაობება ახასიათებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს სტეპური ნაწილის ამავე ნიადაგებს_ზოგჯერ სუსტი დამლაშება.
ალუვიური ნიადაგები ძირითადად გამოიყენება მარცვლოვანი და ბოსტნეული კულტურებისათვის, ქართლის რაიონებში_შაქრის ჭარხლისა და ხეხილისათვის.
ვაკეთა და მთისწინების გარდამავალი სახის ტყე-ველისა და ტყის ნიადაგების ზონა. ამ ზონას მიეკუთვნება აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეებისა და მთისწინების დიდი ნაწილი_შუა ქართლის ბარი, მოსაზღვრე კავკასიის მთისწინები, თრიალეთისა და სომხეთის მთების მთისწინები, კახეთისა და გარე კახეთის მთისწინები, ალაზნის ვაკე.
ალაზნის ველის ორივე ნაპირზე ფართოდ მისდევენ როგორც მარცვლეულის, ისე ვაზის, თამბაქოს და სხვა კულტურების წარმოებას. მთა-ტყეთა ნიადაგების ზონა.
მთა-ტყეთა ნიადაგებს აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ნაწილში მნიშვნელოვანი ფართობი უკავია. ყველაზე მეტი მთა-მდელოთა ნიადაგების ხვედრითი წილი მოდის ქართლის, თიანეთის, კახეთისა და კავკასიონის სხვა ქედებზე, სამხრეთ მთიანეთში, თრიალეთსა და მთებზე.
ტყისა და ტყე-ველიანი ზონების გარდამავალ ნაწილში უმთავრესად გავრცელებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები.
ტყის ზოლის ქვემო ნაწილში, რიყე-ველიანი ზონის საზღვრებზე, გავრცელებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები _ შიდა ქართლში, თბილისის მიდამოებში, გარე და შიგა კახეთის, თეთრწყაროში, ბოლნისის, დმანისისა და სხვა რაიონებში.
აღმოსავლეთ საქართველოს მთა-მდელოთა ნიადაგების ზონა. მთა-მდელოთა ნიადაგები აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულია შიდა ქართლის, დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, თელავის რაიონებში, კახეთის კავკასიონის მაღალმთიან ზონაში.
სამხრეთ საქართველო. სამხრეთ საქართველოს ნიადაგურ ოლქს ახასიათებს მნიშვნელოვანი სხვადასხვაობანი და ნიადაგების გარკვეული ზონალური გავრცელებები, რომელიც აკად მ. აბაშვილის მიერ დარაიონებულია შემდეგი სქემით:
- სამხრეთ საქართველოს (ახალციხის, ქვაბულის) ვაკეთა და მთისწინების გარდამავალი სახის (რუხი ყავისფერი) და ტყის ყავისფერი ნიადაგების ზონა;
- მთა-ტყეთა ნიადაგების ზონა;
- სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნების, მთის შავმიწებისა და მდელოთა ნიადაგების ზონა;
- მთა-მდელოთა ნიადაგების ზონა.
სამხრეთ საქართველოს (ახალციხის, ქვაბულის) ვაკეთა და მთისწინების გარდამავალი სახის (რუხი ყავისფერი) და ტყის ყავისფერი ნიადაგების ზონა. ზონის ნიადაგურ საფარს გარდამავალი ტყე-ველის სახე აქვს. ქვაბობის მთისწინებში და ვაკეზე უმეტესად გავრცელებულია გარდამავალი სახის რუხი-ყავისფერი და ტყის ყავისფერი ნიადაგები.
აღნიშნული ზონა მთლიანად გამოიყენება მარცვლეულის, ხეხილის, კარტოფილისა და ბოსტნეულის საწარმოებლად.
სამხრეთ საქართველოს მთა-ტყეთა ნიადაგების ზონა. აღნიშნულ ზონაში გავრცელებულია დიდი რაოდენობით ქვიშა, ქვები, მერგელები, ვულკანური ქანები_ანდეზიტებისა და ბაზალტების სახით. ტყის შედგენილობაში ძირითადად წარმოდგენილია_ნაძვი, ფიჭვი, სოჭი.
სამხრეთ საქართველოს მთის შავმიწების ზონა. სამხრეთ საქართველოში შავმიწები ძირითადად გავრცელებულია ზეგნების ვაკეებზე. შავმიწა ნიადაგები, უმთავრესად თიხა და თიხნარი, მექანიკური შედგენილობისაა. შავმიწებს აქვთ კარგი სტრუქტურა, რის გამოც მიუხედავად მძიმე მექანიკური შედგენილობისა, ეს ნიადაგები დადებითი ფიზიკური და წყლოვანი თვისებებით გამოირჩევიან და ძირითადად გამოიყენებიან მარცვლეული კულტურებისა და საკვები ბალახების მოსაყვანად.
სამხრეთ საქართველოს მთა-მდელოთა ნიადაგების ზონა. მთა-მდელოთა ნიადაგები სამხრეთ საქართველოში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა გავრცელებული. ამ ნიადაგებს აქვთ საშუალო სისქე, მძიმე თიხიანი შედგენილობა, კარგად გამოხატული სტრუქტურა და ჰუმუსის დიდი შემცველობა. მცირე სისქის ნიადაგები ძირითადად სათიბ-საძოვრადაა გამოყენებული.
რუსუდან ძიძიშვილი,
სოფლსი მეურნეობის მეცინერების დოქტორი