საქართველოს სარეწაო მნიშვნელობის თევზები

გამოთქმაში – სარეწაო თევზები, ადამიანთა უმრავლესობას, თევზი, საკვები, ხორცეული პროდუქტის სახით, წარმოუდგება. გარკვეულ წილად მართალიც არის. როგორც უკვე შესავალში ითქვა, ადამიანი თევზებს უხსოვარი დროიდან იყენებენ, საკვებად. თევზის ხორცი არა მხოლოდ შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია ადამიანის სიცოცხლისათვის, არამედ თბილსისხლიანი ცხოველების ხორცთან შედარებით, ერთგვარი უპირატესობითაც ხასიათდება, რადგანაც ადამიანის ორგანიზმი მას უფრო ადვილად ინელებს და ითვისებს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს საჭირო ვიტამინებს, ამინომჟავებს, მაკრო და მიკროელემენტებს.
თევზის ხორცის ქიმიური შედგენილობა და მისი კვებითი ღირებულება დამოკიდებულია, როგორც სახეობის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე, ასევე წყალსატევის საკვებ ბაზაზე და გარემოს სხვა ფაქტორებზე.

თევზის სხეული ძირითადად შედგება ცილების, ცხიმების, მინერალური მარილებისა და წყლისაგან. ჩამოთვლილ ნივთიერებათაგან მთავარია ცილები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო და აუცილებელ ელემენტს – აზოტს შეიცავს. დიდი მნიშვნელობისაა ადამიანისათვის თევზის ცხიმიც, განსაკუთრებით ბავშვებისათვის.

საკვები ღირებულების გარდა თევზისაგან მიღებული სასარგებლო პროდუქტების ჩამონათვალი მრავალფეროვანია: თევზის საცურაო ბუშტიდან მზადდება წებო, ქერცლისგან _ გუანინი, რასაც ხელოვნური მარგალიტის მისაღებად იყენებენ. ზოგიერთი თევზისაგან მზადდება სხვადასხვა სახის საგალანტერიო ნაწარმი, ფეხსაცმელებიც კი. ე. წ. „სარეველა თევზებს“ და თევზის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენებისგან მზადდება თევზის ზეთი და ფქვილი, რომელიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის ცხოველების, კომბინირებული საკვებისა და ნიადაგის სასუქების დასამზადებლად.

აქვე არ უნდა დავივიწყოთ, ადამიანების ისეთი ჰობი, როგორიცაა დეკორატიული მეთევზეობა. დეკორატიული მეთევზეობის, ობიექტების მოშენება და ექსპორტი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ნაციონალური შემოსავლის ერთ–ერთ წყაროდ იქცა. საკმარისია ითქვას, რომ მარტო აშშ–ი ყოველ წლიურად 80 მილიონ. დოლარზე მეტი ღირებულების დეკორატიული თევზი შეჰყავთ.

მსოფლიოში თევზის პროდუქტებზე უდიდესი მოთხოვნილებაა, მათ შორის ჩვენშიც. უდავოა, რაც უფრო მეტი ცოდნა გვექნება თევზების ცხოვრების შესახებ, მით უფრო გეგმაზომიერად და სრულყოფილად მოვახდენთ მათ მოშენება-მომრავლებას.

თევზის მოშენების სამეწარმეო საქმიანობა მოიცავს – სხვადასხვა სახეობების თევზების მოშენებას და სოფლის მეურნეობის წამყვან დარგს წარმოადგენს, მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ამა თუ იმ სახეობის რეგულარებად გარემოში, ხელოვნურად მომრავლებული თევზის მეშვეობით გადაჭრას სასურსათო პრობლემა, გამოყვანილი იქნენ ახალი, ხელოვნურად მოსაშენებელი ჯიშები. მოამრავლოს ბუნებაში გადაშენების მისული თევზის სახეობები. როგორც ხელოვნურ რეზერვუარებში (ტბორებში, აუზებსა და ოჩხებში), ასევე ბუნენებრივ წყალსატევებში (ტბებში, სხვადასხვა სახის წყალსატევებში).

გავეცნოთ, ჩვენში გავრცელებულ სარეწაო თევზებს, მათ ბიოლოგიას და ცხოვრწების ნირს.

კლასი – ცეფალასპედომორფები -Cephalaspidomorphi (monorhina)

საქართველოს წყლებში ეს კლასი წარმოდგენილი იყო 1 რიგით – სალამურასნაირნი 2 გვარითა და 2 სახეობით.
უკრაინული სალამურა (Eudontomyzon Regan). როგორც ყველა ამ კლასის ყველა წარმომადგენელს სხეული შიშველი, გველისებრ წაგრძელებული აქვს. კანი ლორწოთია დაფარული. მათი ჩონჩხი ხტილოვანია. არ გააჩნია წყვილი ფარფლები. გააჩნია წყვილი ნესტოები. თვალებს უკან ლაყუჩების 7-7 ხვრელია. პირი მრგვალი და მისაწოვარია, კბილები რქოვანია, ყბები არ გააჩნია, ღია ყავისფერი შეფერილობითა და გვერდზე სიგრძეზე განლაგებული ლაქებით, მართლაც სალამურს მოგვაგონებს. მტკნარი წყლის ბინადარია, სხეულის სიგრძე 21 სმ–ს აღწევს. ჩვენთან მცირე რაოდენობით ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი, ჩაქვისწყალი, ხობი, ენგური, კოდორში, ბზიფში. მრავლდება აპრილიდან ივნისამდე. ნაყოფიერება 2000-3000 ქვირითამდეა.

იკვებება უმთავრესად თევზებით. ჩვენთან რაოდენობის სიმცირის გამო სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.

გარდა უკრაინული სალამურასი აღმოსავლეთ საქართველოს წყლებში მდ. მტკვრის აუზით კასპიის ზღვიდან შემოდიოდა კასპიის სალამურა(Caspiomyzon wagneri). რომელიც აქვე მრავლდებოდა. მინგეჩაურის კაშხალის აგებამ, მას გზა გადაუკეტა და იგი ამჟამად აღმოსავლეთ საქართველოში ვეღარ ხვდება.

კლასი ხტილოვანი თევზები – Chondrichthyes.

ქიცვიანი ზვიგენი კატრანი,ზღვის ძაღლი– Squalus acanthias. ჩვენს წყლებში ზვიგენების ზერიგის ერთადერთი წარმომადგენელია. მისი თითისტარისებრი, პლაკოიდური ქერცლით დაფარული სხეულის მაქსიმალური სიგრძე 2-მეტრამდეა. ზურგის ფარფლის წინ თითო მჩხვლეტავი ეკალი გააჩნიათ, ზურგის პირველი ფარფლი მეორეზე დიდია. ანალური ფარფლი არ გააჩნიათ. ლაყუჩის ხვრელების რაოდენობა 5-ია. უფრო ხშირად გვხდება 105–140სმ. წონა 15-კგ-მდე. შავ ზღვაში გვხდებიან 3-20 წლამდე ასაკის ინდივიდები. ცოცხალმშობია. შობადობა ხდება თებერვალ-მაისში, ზღვის 55-90 მეტრ სიღრმეზე. უმთავრესად შობს 12-15 ლიფსიტას.

შეფერილობით, ზურგი და გვერდები მუქი რუხი გააჩნია, ხოლო მუცელი მოთეთრო-რუხი. იკვებება უმთავრესად თევზით.

შავი ზღვის გარდა ბინადრობს ბერინგის, ოხოტისა და იაპონიის ზღვებში, ატლანტის და წყნარ ოკეანეებში.
სარეწაო მნიშვნელობის თევზია. ფარფლებიდან კარგი ხარისხის წებო მზადდება. კუჭისგან იღებენ პეპსინს, ხოლო ტყავისგან სხვადასხვა ნაკეთობებს ამზადებენ.

ზერიგი სკაროსისებრნი. (Batoidei) ზერიგის წარმომადგენლებს ლაყუჩის ხვრელები აქვთ მუცლის მხარეზე. თავთან შეზრდილი მკერდის ფარფლები, სხეულის გვერდებზეა განლაგებული. ანალური ფარფლი არ გააჩნიათ.

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ამ ზერიგის ორი წარმომადგენელი გვხდება. ზღვის მელიების გვარის წარმომადგენელი ზღვის მელა ანუ ქიცვიანი სკაროსი (Raja clavata). მათი, მაქსიმალური სიგრძეა–125 სმ. წონა 18 კგ. მამლები მდედრებზე მცირე ზომის არიან. გამოირჩევიან რომბისებრი ბრტყელი სხეულით. თვალები განლაგებულია სხეულის ზედა მხარეზე, ხოლო ქვედა მხარეზე გააჩნიათ 5 წყვილი სალაყუჩე ხვრელი, წამახვილებული დინგი წინაა წამოწეული, კბილები მსხვილია და ბლაგვი, გრძელი კუდი სიგრძით სხეულს უტოლდება. შავი ზღვის გარდა, გავრცელებულია ატლანტიის ოკეანეში, ბალტიისა და ხმელთა შუა ზღვებში.

ფსკერული თევზია, ხშირად ეფლობა ქვიშაში მრავლდება მარტიდან ივლისამდე. ამ პერიოდში მდედრი დებს 30–550-მდე განაყოფიერებულ რქოვანგარსიან კვერცხს. იკვებება თევზებით, კიბოსნაირებით, მოლუსკებით. სამეურნეო მნიშვნელობის თევზია. ღვიძლიდან ადნობენ ცხიმს, ხორცი იხმარება საჭმელად ან თევზის ფქვილის დასამზადებლად. კანიდან ამზადებენ ტყავს. შავ ზღვაში იჭერენ ბადით, ფსკერსათრევი ბადით და ჩანგლებით. 

მეორე წარმომადგენელი მიკუთვნება ზღვის კატების გვარს (Dasyatis).

ზღვის კატა-Dasyatis pastinaca. შიშველი სხეულის სიგრზე 1–2,5 –მდეა. ამ შემთხვევაშიც მდედრები დიდი ზომით გამოირჩევიან. მდედრების წონა 7,5 კგ, მამრების 4,5კგ. მოგრძო კუდის ზედა მხარეს გრძელი დაკბილული ქიცვი (სადგისი) გააჩნია. მისი მეშვეობით ძალუძს მცურავებისთვის და მეთევზეებისათვის ძნელად მოსაშუშებელი ჭრილობის მიყენება. ზურგი ნაცრისფერი აქვს, მუცელი თეთრი. ცოცხალმშობია ბადებს 12-44 ლიფსიტას. ახალშობილი ლიფსიტა 33 სმ სიგრძისაა. ფსკერის მცხოვრებია და ხშირად ქვიშაში ეფლობა.

იკვებება თევზებითა და ფსკერის ორგანიზმებით. შავი ზღვის გარდა გვხდება აზოვის, ხმელთაშუა ზღვებში, ატლანტიის ოკეანის ჩრდილო–აღმოსავლეთით. სარეწაო თევზია – მისი ღვიძლიდან ადნობენ ცხიმს, ასევე ამზადებენ თევზის ფქვილს. იჭერენ სხვადა- სხვა სახის ბადეებით.

ზუთხისნაირნი (Acipenseriformes). ზუთხისებრთა (Acipenseridae) ოჯახის წარმომადგენლები მიე-კუ-თვნებიან ასი მილიონი წლის უკან წარმოშობილ, გარემო პირობების არახელსაყრელ ცვლილებებთან კარგად შეგუებულ, უძველეს თევზებს რელიქტებს. თავისი გასტრონომიული თვისებებით, ისინი უძველესი დროიდან ფასობდნენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რაზეც მიუთითებენ არა მხოლოდ არქეოლოგირი აღმოჩენები, არამედ მოგზაურების ჩანაწერებიც. მსოფლიოში, ზუთხისებრთა სახეობების შემცირებამ, ჯერ კიდევ წინა საუკუნის 60 წლებში განაპირობა მათი ბიოლოგიის უკეთესი შესწავლის აუცილებლობა და ხელოვნური მომრავლება–მოშენების ნორმატივების შემუშავება.

ოჯახისათვის დამახასიათებელი ნიშნებია, თითისტარისებრ წაგრძელებული სხეული ან ტიტველია, ან დაფარულია 5 რიგი ძვლოვანი ფარეკლებით. თავს ზემოდან ძვლოვანი ფირფიტები იცავს. კუდის ფარფლი ჰეტეროცერკალური. დინგი წაგრძელებული, კონუსური ან ნიჩბის ფორმის. პირი თავის ქვედა მხარეზეა, ნახევრადმთვარისებური ან განივიხვრელის ფორმა აქვს. პირთან ახლოს გააჩნიათ 4 ულვაში. საქართველოში გვხდება 2 გვარი, 7 სახეობით.

სვია – Huso huso. თავისი გვარის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში. გამსვლელი თევზია. თავისი ზომით, იგი გამსვლელი თევზებიდან ერთ–ერთი უდიდესია. მისი მაქსიმალური სიგრძე 5მ. წონა 800კგ- 1500კგ–მდე აღწევს. საშუალო სიგრძე 215 სმ–ია. მას გააჩნია რბილი, მოკლე და წვეტიანი დინგი. ქვედა ტუჩი გაყოფილია. დიდი ზომის პირი, ფართო და ნახევარმთვარისებურია. ზურგი ნაცრისფერის, მუცელი-მოთეთრო. პირველი ფარეკლები, მცირე ზომისაა, მომდევნოებთან შედარებით, მათ შორი სგაბნეულია ძვლოვანი მარცვლები.

გავრცელებულია შავ, აზოვის, კასპიის და ადრეატიკის ზღვებში. ზღვიდან ჩვენს მდინარეებში ტოფობისას შემოდის: ჭოროხში, სუფსაში, რიონში, ხობში, ცივში, ენგურში, კოდორში, ბზიფში. ასევე გავრცელებულია პალიასტომის ტბაში. საქართველოს ფარგლებს გარდა გვხდება მდინარეეში: დონში, ყუბანში, დნეპრში, დნესტრში, დუნაიში, ვოლგაში, მტკვარში.

სვია ქვირითობისთვის გაზახულზე, ტოფობისას მდ. რიონში ქუთაისამდე ადის. მისი ნაყოფიერება, მდედრის ზომიდან გამომდინარე, 200 ათასიდან 5 მილიონ ცალ ქვირითამდე აღწევს, ქვირითი წებოვანია. ინკუბაციის პერიოდი 12,6–13,8°C-ზე, 8 დღე/ღამე გრძელდება. აქტიურ კვებაზე გადასვლის შემდგომ ლიფსიტები უხერხემლოებით იკვებებიან, თანდათან ეშვებიან ზღვისკენ. მოზრდილისა და ზრდასრულის ძირითადი საკვებია თევზები: ღორჯო, ქაფშია, ქაშაყი, ხონთქარა, ფსკერის კიბოსნაირები და მოლუსკებია.

ფორეჯი (ჯარღალა)– Acipenser nudiventris. მაქსი მალური ზომა 2 მეტრია, ხოლო წონა 70კგ–მდეა. ფორეჯის ოდნავ ამოკვეთილი ქვედა ტუჩი მთლიანია. ასევე გააჩნია 2 წყვილი ფოჩვისებური ულვაში, მათი წვეროები პირის ხვრელის წინა კიდემდე აღწევს. ზურგის ფარეკალი სვიასგან განსხვავებით, ყველაზე მსხვილია. ზურგის მხარე მუქიფერისაა, ხოლო მუცლის-მოთეთრო.

საქართველოში გვხდება პალიასტომის ტბაში და მდ. რიონში. მინგეჩაურის კაშხლის აგებამდე ფორეჯი მდ. მტკვარის გავლით ალაზნისა და ივრის შესართავამდე აღწევდა. ცნობილია როგორც გამსვლელი, ასევე მტკნარი წყლის ფორმა. მდ. რიონში გვხდება ადგილობრივი ფორმა. სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ფსკერზე, შლამიან გრუნტზე ატარებს. ტოფობს მარტიდან მაისამდე წყლის 12-20°C – სას. ნაყოფიერება 200000 ათასიდან – 1მილიონ ქვირითამდე აღწევს. ინკუბაცია 6-7 დღე/ღამე გრძელდება.

კოლხური ზუთხი-Acipenser Colchicus. მისი სიგრძე 2მეტრს, ხოლო წონა 180კგ. აღემატება. გვხდება ჩვეულებრივ უფრო მცირე ზომების. გააჩნია მოკლე და ბლაგვი დინგი, ქვედა ტუჩი გაყოფილია, ულვაშები მოკლე და უფოჩო. ისინი პირამდე ვერ წვდებიან, ხოლო წინ დინგის წვერომდე აღწევენ. თავის ზედა ფარებზე რადიალურად გაწყობილი მარცვლები ააქვს, ხოლო ფარეკლების რიგებს შორის სხეული დაფარულია რამდენიმე მწკრივად განლაგებული ვარსკვლავისებრი ფირფიტებით. შეფერილობით შეიძლება იყვეს, როგორც რუხი, ასევე შავიფერის, ბინადრობს შავი ზღვის სანაპიროებთან. გამსვლელი თევზია. მრავლდება მაისიდან–აგვისტომდე. საქართველოს მდინარეებიდან უმთავრესად შედის რიონში, ენგურში, სუფსაში, ოკუმში, ერისწყალში, ხობსა და ჭოროხში.

აქართველოს გარდა თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის სანაპირო ზოლებში, აზოვის ზღვაში, მდინარეებში: დონში, ყუბანში, დნეპრში, დუნაიში. ნაყოფიერება საკმაოდ დიდია და მდედრის ზომიდან გამომდინარე შეადგენს 250000–260000 ათასს ქვირითს. ინკუბაციის პერიოდი 3-5 დღე/ღამეს გრძელდება. საკვებად ლიფსიტები კიბოსნაირებს იყენებენ, ხოლო მოზრდილები: თევზებს, კიბორჩხალებს, მოლუსკებს და სხვა ბენთოსურ ორგანიზმებს. ტოფობის შემდეგ ზუთხი სანასუქოდ ზღვაში ეშვება და მომავალ გამრავლებამდე იქ რჩება.
ნ.ნინუას მიერ ბოლო წლებში, პოპულაციის აღდგენის მიზნით, ხელოვნურად გამრავლებული და ბუნებაში დაბრუნებული იქნა კოლხური ზუთხი სრამდენიმე ათასი ლიფსიტა.

ატლანტური ზუთხი (ფორონჯი)–Acipenser sturio. მისი მაქსიმალური ზომა 3,5 მეტრი, ხოლო წონა 300 კგ–საღწევს. მას გააჩნია წაგრძელებული, მახვილი, მსხვილი დინგი. ქვედა ტუჩი შუაზე გაყოფილია. ულვაშები განლაგებულია პირსა და დინგის წვეროს შორის. მკერდის ფარფლის პირველი სხივეკალი ძლიერია. ფარეკლებზე რადიალურად განლაგებული, ნათლად გამოსახული მარცვლებია. ფარეკლებს შორის მანძილი დაფარულია 10-12 მწკრივად განლაგებული რომბული ფირფიტებით. ზურგის ძირითადი შეფერილობა მოცისფრო- მოლურჯოა, ზოგჯერ ოქროსფერი ბზინვარებით. გვერდები ღია ხოლო მუცელი თეთრი.

ატლანტური ზუთხი (ფორონჯი) მაის–აგვისტოში ტოფობისათვის შემოდის რიონში (სოფ. აბაშამდე), სადაც წყლის ტემმპერატურის 17–22°C ქვა–კენჭოვან ფსკერზე ყრის 250000 ცალამდე ქვირითს. 4–13 დღე/ღამური ინკუბაციის შემდეგ, იჩეკება 9,3–11მმ. ლარვები, რომლებიც ყვითრის გაწოვის შემდეგ, რაც დაახლოებით ორი კვირას გრძელდება გადადიან მცირე ზომის კიბოსნაირებითა და სხვა უხერმლოებით აქტიურ კვებაზე. შემოდგომამდე მდინარეში რჩებიან და შემდგომ სანასუქოდ ეშვებიან ზღვაში. მწარმოებლები ტოფობის დასრულების თანავე უბრუნდებიან ზღვას. მტაცებელია, მათ ძირითად საკვებს თევზები წარმოადგენენ.

მისი მსოფლიოში გავრცელების ბუნებრივი არეალი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ არასწორი რეწვის შედეგად, მისი პოპულაცია, გადაშენების პირას არის მისული. დღეისათვის გავრცელებულია აღმოსავლეთ ატლანდიდაში: მდ. ჟირონდა–გარონე–დორდონეს აუზში, ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო სანაპიროზე, მაროკოში. ჩვენში შემორჩენილია მდ. რიონის აუზში. ე.წ. ენგურის პოპულაციის სახით. ნ.ნინუას, ლ.ბოლკვაძის; რ. შავერდაშვილის 1986 წლის მონაცემებით მდ. რიონში ფორონჯი ყველა ასაკობრივი კატეგორიით იყო წარმოდგენილი.
ძვირფასი თევზია, ამჟამად მისი ყოველგვარი რეწვა აკრძალულია.

ტარაღანა– Acipenser stellatus – გააჩნია მეტად გრძელი,(თავის ზომის 60%-ს შეადგენს) ვიწრო და შებრტყელებული დინგი. ულვაშები სადა და მოკლეა. გვერდებზე ფარეკლებს შორის გაბნეულია ვარსკვლავისებური ფირფიტები და წვრილი სავარცხელა მარცვლები. მკერდის ფარფლის პირველი ქიცვი სუსტია. მამრები მდედრებზე მცირე ზომისანი არიან.

უმთავრესად, ზურგი მოშავო-ყავისფერია, გვერდები ღია,ხოლო მუცელი თეთრი ფერისაა.
ეს ძვირფასი სარეწაო თევზი გავრცელებულია შავ, აზოვისა და კასპიის ზღვებში. საქართველოს წყლებში მდ. ჭოროხიდან მდ. გუმისტამდე, მოზარდი ტარაღანები საკვებისათვის შედიან პალიასტომის ტბაშიც. საკვებად იყენებენ მცირე ზომის თევზებს ( ღორჯო; ქაფშია და ა.შ.), ასევე ბენთოსურ ორგანიზმებს. მდედრი მამრზე დიდი ზომისაა. (მაქს. ზომა 220სმ. წონა 80კგ–მდე). გასამრავლებლად შემოდის საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი, რიონი, კოდორი, გუმისტა. ტოფობის პერიოდი აპრილიდან–აგვისტომდეა. ნაყოფიერება 20–360 ათას ცალამდეამდეა. იკუბაციის პერიოდი 44–80 საათამდე გრძელდება. გამოჩეკილი ლარვის ზომა 6–9 მმ–ია. აქტიურ კვებაზე გადადიან 10 დღის შემდეგ, 17–20 მმ–ის ლიფსიტები თანდათანობით ზღვაში ეშვებიან.

რუსული ზუთხი – Acipenser gueldenstaedtii -მაქსიმალური სიგრზე-235 სმ. წონა–115 კგ–მდეა. მიეკუთვნება გამსვლელ თევზების რიცხვს. სქესობრივ სიმწიფეს ბუნებრივ პირობებში, მამრები აღწევენ 9–10 წლის ასაკში, მდედრები 12–16 წლისა. ქვირითობს მტკნარ წყლებში, მარტიდან–სექტემბრამდე; ნაყოფიერება 80–400 ათასი ქვირითია. ინკუბაციის პერიოდი წყლის ტემპერატურიდან გამომდინარე 2–12 დღე/ღამემდეა.

რუსული ზუთხის თითისტარისებრ წაგრძელებული სხეულის შეფერილობა ძლიერ ცვალებადია. ზურგი უმთავრეს შემთხვევაში მორუხო-შავია, გვერდები მორუხო-ყავისფერი, მუცლის არე თეთრი. დინგი მოკლე და ბლაგვია. ულვაშები განლაგებულია დრუნჩის სიახლოვეს. ფარიკულებს შორის გაბნეულია ვარსკვლავისებრი ფირფიტები, აქვე ზოგიერთ შემთხვევაში გხდება მცირე ზომის ძვლოვანი ფირფიტები.

შავ ზღვაში იკვებება უმთავრესად მოლუსკებით, კიბოსნაირებით, მცირე რაოდენობით ჭიებით.

სპარსული ზუთხი–Acipenser persicus – ეს სახეობა თავდაპირველად, რუსული ზუთხის ქვესახეობად მიიჩნევოდა (ამჟამად გამოყოფილია ცალკე სახეობად). ამ სახეობის მამრების მაქსიმალური სიგრძე – 230 სმ, მდედრებისა –176 სმ, წონა 70 კგ. ბინადრობს, როგორც მტკნარ, ასევე მარილიან წყლებში. ქვირითობს აპრილიდან–სექტემბრამდე; ნაყოფიერება 210–250 ათასი ქვირითია.

გარეგნობით, ძლიერ წააგავს რუსულ ზუთხს. მისგან განსხვავებით გააჩნია უფრო მეტად წაგრძელებული, მასიური, ქვემოთკენ ჩაზნექილი დინგი. მოგრძო, დაბალი სხეული და ღია შეფერილობით: ზურგი ფერფლის ფერი ან მორუხო – ცისფერია, გვერდები ფოლადისებრი ბზინვარებით, მუცელი მოყვითალო – თეთრი. ქვედა ტუჩი გაყოფილია. ულვაშები დინგის სიახლოვეს არიან განლაგებული. ბუნებაში იკვებება მოლუსკებით, თევზის ლიფსიტებით, ბენთოსური ორგანიზმებით. გავრცელებულია შავი ზღვის სამხრეთ– აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ენგურში, რიონში, სუფსასა და ხობში, კასპიის ზღვის აუზში.

ძვლოვანი თევზები. გველთევზისნაირნი (Anguilliformes)

ამ გვარში გაერთიანებული ათამდე სახეობიდან. საქართველოში გვხდება ერთი სახეობა–მდინარის გველთევზა, რომელსაც სიმცირის გამო ჩვენში სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. სარეწაო და ეკოლოგიური მიზით. საჭიროა ვიზრუნოთ, მის ხელოვნურ გამოზრდაზე.

მდინარის გველთევზა. (Anguilla anguilla). ცილინდრისებული, წაგრძელებული, უკანა ნაწილში შებრტყელებული სხეულის სიგრძე 1,5 მეტრია, იშვიათად 2მ. თავი თითქმის კონუსებურია და რამდენადმე შეზნექილი. თვალები მომცროა და მოთავსებულია პირის უკანა კიდის ზემოთ. პირი შეიარაღებულია მრავალი ბასრი კბილებით. ზურგის, კუდის და ანალური ფარფლები გაერთიანებულია. ზურგი მომწვანო მოყავისფრო აქვს, მუცელი თეთრი ან ყვითელი.გამრავლების პერიოდში ზერგი თითქმის უშავდებათ გვერდები და მუცელი მოვერცლისფრო მეტალისებურ ფერს იღებს. სქესობრივად მომწიფებული მამრების სიგრძე 29-სმ-ია, ხოლო მდედრების – 42სმ. მტკნარი და მარილიანი წყლის ბინადარია. მრავლდება ადრეული გაზაფხულიდან ზაფხულამდე, ქვირითობს დასავლეთ ატლანტიკაში, სარგასის ზღაში, რის შემდეგაც იღუპება. მათი ლიფსიტა სრულიად გამჭვირვალეა. საქართველოში, გვხდება ჭოროხში, კინტრიში, სუფსაში, ცივში, ენგურში, პალიასტომში.

გავრცელებულია ევროპის სანაპიროებთან – შავი ზღვიდან თეთრ ზღამდე; ატლანტიდის ოკეანეში– სკანდინავიის სანაპიროებიდან მაროკომდე და ჩრდილო ატლანტიკის მდინარეებში; ბალტისა და ხმეთა შუა ზღვებში.

იკვებება უმთავრესად თევზებით, ბაყაყებით, კიბოსნაირებით, მოლუსკებით. მათ, მეორე ნაირად ევროპულ გველთევზებსაც უწოდებენ.ძვირფასი სარეწაო თევზია.

ქაშაყისნაირნი – Clupeiformes. ამ რიგის თევზებიდან, ყველა ამა თუ იმ სახის სარეწაო თევზად გვევლინება. ჩვენ განვიხილავთ, ჩვენში გავრცელებულ მნიშვნელოვან სარეწაო სახეობებს.

შავი ზღვის ქაფშია, ქამსა (Engraulis encrasichohus ponticus). 12-20 სმ–იანი სხეული, გარდა თავისა, დაფარულია წვრილი ადვილად ცვენადი, ციკლოიდური ქერცლით. ტანი სიგარისებრად წაგრძელებული და დაბალია. გვერდებიდან შებრტყელებულ თავზე, საკმაოდ დიდი ზომის, ნახევრად ქვედა პირია განთავსებული, რომლის ზედა ყბის ძვლის ბოლო ლაყუჩის წინა სახურავს ცილდება. დინგი წინ წამოშვერილია. ყბებზე გააჩნია წვრილი კბილები. თვალები საკმაოდ დიდი. ზურგი მუქი ლურჟი, თითქმის შავია.

გავრცელებულია ატლანტიდის ოკეანეს ევროპის სანაპიროებთან, ხმელთა შუა და შავ ზღვაში. საქართველოს სანაპიროებთან გავრცელებულია ყველგან. ძირითადად იკვებება პლანქტონით. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 1 წლის ასაკში. მრავდება მაისიდან სექტემბრამდე. პელაგიური ქვირითის რაოდენობა 9000-25000 ცალია.

ქაფშიას დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს, შავ და აზოვის ზღვაში. როგორც მის უახლოეს ნათესავს აზოვის ქაფშიას (Engraulis encrasicholusmaeoticus). რომელიც, წინამორბედისგან გამოირჩევა, როგორც მორფოლოგიით, ასევე შეფერილობით. გავრცელებულია აზოვის ზღვასა და შავი ზღვის არმოსავლეთ ნაწილამდე სევასტოპოლიდან – ბათუმამდე. ჩვენს სანაპირო ზოლში იჭერენ წინამორბედთან ერთად. ამავე რიგს, მიეკუთვნებიან ქაშაყები, რომლებიც საქართველოს 3 სახეობით არიან წარმოდგენილნი: პალიასტომის ქაშაყი (Alosa caspia palaeostlomi); აზოვის ზღვის ქაშაყი( Alosa tanaica) და შავი ზღვის ქაშყი (Alosa immaculate). სამეურნეო მნიშვნელობის თევზებია.

შავი ზღვის სარდელი, ქარსალა (Clupeonella cultriventris) _ მაქსიმალური სიგრძე 10სმ–მდეა, ჩვეულებრივ გვხრება 4–7 სმ. მტკნარი და მარილიანი წყლის პელაგიური თევზია პელაგიური თევზია. ბინადრობს 10-13 მ სიღერმეზე. შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა გავრცელებულია პალიასტომის ტბაშიც.

სარეწაო მნიშვნელობის თევზია. ასევე სარეწაო მნიოშვნელობისაა, შავი ზღვის ქარსალა, შპროტი (Sprattus sprattus). მაქსიმალური სიგრძე 16 სმ. , ჩვეულებრივ 6-13სმ. შავ ზღვაში გავრცელებულია ყველგან. ზღვის პელაგიური თევზია. იკვებება წვრილი კიბოსნაირებით.

ორაგულისნაირნი (Salmoniformes). ორაგულისებრნი. (salmonidae) ამ ოჯახის წარმომადგენლები ფართოდ გამოიყენებიან აქვკულტურის ობიექტებად. ამჟამად საქართველოში ორაგულისებრთა ოჯახის ორი გვარი გვხდება. გვარი ორაგულბი ( Salmo ) და სიგები (Coregonus ).

ოჯახის წარმომადგენლებს სხეული მკვრივი ქერცლით აქვთ დაფარული. თავი შიშველია. გვერდითი ხაზი მთლიანია, გააჩნიათ ცხიმოვანი ფარლი. მოკლე ზურგის ფარფლში არა უმეტესი 16 სხივია. თავის დასაწყისში გააჩნიათ, დიდი, ირიბი, კბილებით აღჭურვილი კარგად განვითარებული. პირი, ლაყუჩების რაოდენობა 4-ია. ასევე დიდია საცურაო ბუშტი. კუჭი მოხრილი მილის ფორმისაა და ბრმა ტოპრაკს მოკლებულია. ქვირითს მტკნარ წყლებში ყრიან.

ბუნებრივად საქართველოს წყლებში ორაგულისებრთა ოჯახის ერთმანეთში იოლად გარდამავალი 4 ფორმა გვხდებოდა: მდინარის კალმახი (Salmo trutta fario); ტბის კალმახი (Salmo trutta lacustris); შავი ზღვის ორაგული (Salmo labrax) და კასპიის ზღვის ორაგული (Salmo trutta caspius). ეს უკანასკნელი მტკვარსა და მის შენაკადებში, სადაც ქვირითობისთვის ამოდიოდა, 1953 წლის შემდეგ, მინგეჩაურის კაშხალის აშენების გამო საქართველოში აღარ გვხდება.

მდინარის კალმახი (Salmo trutta fario)_  საქართველოში ბინადრობს მთის ცივ, ჩქარ, მდინარეებში, სუბალპურ და ზოგჯერ ალპურ ზონაშიც, იშვითად ბარის მდინარეებშიც. მტკვარში, ტაშისკარიდან მდ. ოკუმამდე და ზევით. მდ. მტკვრის შენაკადებში: ხრამში, არაგვში საგურამოდან ქსნამდე, ლიახვში, ბორჯომულაში, ფოცხოვში, ახალქალაქის წყალში. ალაზანსა და მის შენაკადებში, ჭოროხში; წყალსაცავებში: ხრამის, თბილისის, სიონის. საქართველოს გარეთ გავრცელებულია ამიერკავკასიის და ჩრდილო კავკასიის მდინარეებში, შავი, აზოვის, კასპიის, ბალტიის, თეთრი ზღვების აუზებში. დასავლეთ ევროპაში, მურმანსკიდან – ხმელთა შუა ზღვამდე, ბალკანეთში, ირანში, მცირე აზიაში, ალჟირში, მაროკოში. მდ. კალმახი ყველგან ცნობილია, როგორც თავისი გასტრონომიული თვისებებით, ასევე სილამაზით. კალმახის შეფერილობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და დიდ ცვალებადობას განიცდის გამომდინარე საარსებო პირობებიდან, სქესიდან, წელიწადის დროიდან, საკვების შედგენილობიდან და სხვა. მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 14-18 °C-ია. მისი სიგრძე 20-40 სმ-მდეა, წონა 100-200 გრ. გამრავლების პერიოდი სხვადასხვა წყალსატევებში სხვადასხვაა და სექტემბრიდან თებერვლამდე გრძელდება, წყლის ტემპერატურის 3-10°C–ის დროს. ტოფობისათვის ქვა–ქვიშიან ჩქარი დინების ადგილებს ირჩევს, ქვირითს ყრის თავისივე მომზადებულ ორმოში და დაყრილ ქვირითს ქვიშის საფარველით ფარავს. ნაყოფიერება საშუალოდ 200-2000 ცალი ქვირითია, ინკუბაციის პერიოდი 38-41 დღე გრძელდება 15-20 დღის შემდეგ ხდება ყვითრის შეწოვა და აქტიურ კვებაზე გადასვლა.

ტბის კალმახი –Salmo trutta lacustris. იგი თავის წარმოშობას მდინარის კალმახს უნდა უმადლოდეს, უკანასკნელისგან იგი განსხვავდება, სხეულის დიდი ზომით (სიგრძე 50-120 სმ, წონა 4-20კგ.) და შეფერილობით უმეტეს შემთხვევაში შავი ლაქებით. გავრცელებულია ყველგან მთის მდინარეებთან დაკავშირებულ ტბებში: ტაბაწყურის, ფარავნის, საღამოს ტბებში, ხრამის, სიონის და შაორის წყალსაცავებში, მაგრამ ამავე წყალსატევებში სიგისა და ჭაფალის მოშენებამ გამოიწვია ამ ძვირფასი თევზის რაოდენობის საგრძნობლად შემცირება. მაშინ როცა, მათ გასტრონომიულ თვისებებზე, ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილი საუბრობდა და კავრაისკის არც თუ ისე დიდი ხნის მონაცემებით ჩვენი ტბის კალმახის წონა 8-10 კგ-ს. აღწევდა.

შავი ზღვის ორაგული– Salmo labrax. სახელიდან გამომდინარე ბინადრობს შავ ზღვაში. მისი სიგრძე 115 სმ-მდეა, წონა-24 კგ-მდე.ზურგი მუქი ნაცრისფერი აქვს. გვერდები და მუცლის მხარე მოვერცხლისფერო თეთრი. სხეულზე განლაგებული ლაქების რაოდენობა მეტად ცვალებადია. ზოგს ლაქები მრავლად ააქვს, ზოგს სრულად არ გააჩნიათ. ყბებზე, ენაზე, სასაზე, სახნისის ძვალზე კბილები აქვთ განლაგებული. ზურგის გფარფლზე მცირე მუქი ლაქების რამდენიმე მწკრივია. ყბებზე კი მეჩხერი და მსხვილი მრგვალი მუქი ლაქები. წყვილი ფარფლები და ანალური ფარფლის ფუძეები მოვარდისფეროა. კუდის ფარფლი ოდნავ ამოკვეთილი ან სწორი აქვს.

საქართველოს სანაპიროებთან გვხდება ყველგან ტოფობისათვის შედის შემდეგ მდინარეებში: ჭოროხში, მაჭახელაში, კინტრიშში, ენგურში, კოდორში, შავწყალაში, ბზიფში. ქვირითის დაყრა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ბოლომდე გრძელდება, ამ პერიოდში წყლის ტემპერატურა 8-დან 18°C-მდე მერყეობს. ქვირითის დასაყრელად ორაგული ეტანება ქვა – ქვიშიან ჩქერებს, სადაც თავდაპირველად მდედრები შედიან, მხოლოდ შემდგომში მამლები ამზადებენ საქვირითე ორმოს. ბუდის ზომა საკმაოდ დიდია სიგრძით 1,5 მ სიგანით 1მ-მდე, ხოლო სიღმით 0.4 მ-მდე. 1კგ..მდედრის წონაზე, საშუალოდ 1000 ცალი 4-6 მმ ქვირითი მოდის. (ერთ ზრდასრულ მდედრზე 4-6 ათასი); ტოფობისას წყლის ტემპერატურა 9-10°C. ტოლია. ქვირითობის შემდგომ მდედრი მდინარის დინების მეშვეობით უბრუნდება ზღვას, ხოლო მამრი 2-3 დღე ბუდესთან რჩება და ქვირითს კალმახებისგან იცავს, როდესაც ორაგულს მამრი არ ახლავს ქვირითის განაყოფიერება კალმახების მიერ ხდება. თუმცა ამ დროს ბევრი გაუნაყოფიერებელი ქვირითი რჩება. ქვირითის ინკუბაციის პერიოდი წყლის ტემპერატურიდან გამომდინარე. 9-10°C-ზე 47-50 დღეში, ხოლო 2–3°C-ზე 90–120 დღე გრძელდება.

სევანის კალმახი „იშხანი“–Salmo ischchan. 1960 წლებში აკლიმატიზირებული იქნა ტაბაწყურის ტბაში სადაც ვ. შარვაშიძის მონაცემებით 1962 წელს, მისი ჯგუფის მიერ დაჭერილი და აღწერილი იქნა იშხანისა და ადგილობრივი კალმახის ჰიბრიდი.

ცისარტყელა კალმახი – Oncorhynchus mykiss. ბუნებაში გავრცელებულია წყნარი ოკიანის ამერიკის ჩრდილო–დასავლათ მხარეს საიდანაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს აკლიმატიზირებული იქნა ევროპაში და შემდგომ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. საბჭოთა კავშირში შემოყვანილი იქნა 1940 წელს. მას შემდგომ კლიმატიზირებული იქნა საქართველოში, მდ. შავწყალას სატბორე მეურნეობაში, თბილისის ზღვაში, კუმისის, შაორის, ტყიბულის წყალსაცავებსა და რუისის საკალმახე მეურნეობაში. 1982 წლამდე ამ მეურნეობებში აწარმოებდნენ 5 ტონა კალმახს წელიწადში. 1982-85 წლებში, რევაზ ხითარიშვილის უშუალო მონაწილეობით,დაპროექტდა და გაეშვა ექსპლუოტაციაში საირმის, გორის ,კვარხეთის და ლაგოდეხის საკალმახე მეურნეობები. 1989 წლისათვის ამ მეურნეობებში,რუისის მეურნეობის ჩათვლით წარმოებული იქნა 200 ტონა ცისარტკელა კალმახი. დღეისათვის საქართველოში 200-მდე საკალმახე მეურნეობაა რომელთა საერთო სიმძლავრე შეადგენს დაახლოებით 2500 ტონას.

ცისარტყელა კალმახის სიგრძე 50-90 სმ, წონა 2კგ-მდე. (იშვიათად 6კგ.). მდინარის კალმახისგან განსხვავდება მოგძო სხეულით. ამოკვეთილი კუდის ფარფლით,გვერდითი ხაზის გასწვრივ, ფართო ცისარტყელისებრი სარტყელით. რამაც განაპირობა მისი სახელწოდება.

სიგები. ამ გვარის თევზები საქართველოში შემოყვანილია აკლიმატიზაციის მიზნით, ლენინგრადის ოლქიდან (ვოლხოვის თევზსაშინიდან) 1930–1934 წლებში. ეს სახეობებებია: ჭაფალა (Coregonus albula); პელიადი (Coregonus peled); ლადოგური სიგი (Coregonus lavaretus ).

სიგები – მტკნარი, ცივი, ჟანგბადით მდიდარი, უპირატესად, ღრმა წყალსატევების ბინადრებია, მათი უმრავლესობა ძირითადად პლანქტოფაგებს წარმოადგენენ, თუმცა მოზრდილები ქვირითსაც და ხმელეთის მწერებსაც ეტანებიან. მათ მოშენებას ცივ რეგიონებში განთავსებულ წყალსატევებში ახდენენ, ამიტომ მოხდა მათი გაშვება საღამოს, ტაბაწყურის, ფარავნის ტბებში.

ჭაფალა მომწვანო ფერის ზურგით გამოირჩევა, მისი ზომა 20-26 სმ; რიპუსს ჭაფალასგან განსხვავებით, მომწვანო ფერის ზურგზე გააჩნია მუქი ფერის წინწკლები. პირი ზედაა. ქვედა ყბა ზედა ყბაზე შედარებით შესამჩნევლად გრძელია. თვალები დიდი ზომისაა. ჭაფალას ზომა 20-43 სმ. მისი ნაყოფიერება 0,8-20 ათასს ცალ ქვირითს აღწევს ქვირითისგან შესაძლებელია ხიზილალის დამზადებაც, ჩვენში ოქტომბერ–დეკემბერში მრავლდება. ლიფსიტები აქტიურ კვებაზე 10 დღის შემდეგ გადადიან.

პელიადი. ანსხვავებენ სამ ფორმას: მდინარის, მდინარე-ტბის (ჯუჯა) და ტბის ფორმას. მისი ზომა 40-55 სმ. აღწევს. წონა 2,5-3 კგ. პირი თავის ბოლოზეა, ზედა ყბა ქვედაზე ოდნავ გრძელია, წაგრძელებული, მაღალი სხეული დაფარულია შედარებით მსხვილი ქერცლით, გააჩნიათ ცხიმოვანი ფარფლი.

ოპტიმალური ტემპერტურა 15-16°C, თუმცა საკმაოდ კარგად იტანს 20°C. ოჩხებში, კარგად ეგუება ხელოვნურ საკვებს, თუმცა სიგებზე რთულად. მრავლდება ნოემბერ–დეკემბერში წყლის 4°C-ის დროს ქვირითის რაოდენობა 29-დან 105 ათასამდე მერყეობს.

ლადოგური სიგი – ჩვენში მოშენებული იქნა ტაბაწყურის ტბაში. ნ. ნინუას მონაცემებით ზრდასრული სიგის საკვებს ზოოპლანქტონთან ერთად, წარმოადგენენ ბენთოსური ორგანიზმები: გვერდულები, წურბლები, ლოკოკინები, ასევე თევზის ქვირითი და ბაყაყები.

ქარიყლაპიისმაგვარნი-Esociformes ამ რიგის მხოლოდ ერთადერთი სახეობა – ჩვეულებრივი ქარიყლაპია ანუ წერი (Esox Lucius) გვხდება დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და ტბებში. ეს მტაცებელი თევზი ძირითადად მტკნარი წყლის ბინადარია, თუმცა ზოგჯერ მომლაშო წყლებშიც შედის. მისი სიგრძე – 1-1,5 მ; წონა – 16- 24 კგ. ჩვენში ბევრად უფრო პატარა ზომების გვხდებიან. სხეული წაგრძელებულია, დიდ თავზე განთავსებული პირი მის ნახევარს შეადგენს, ქვედა ყბა ოდნავ წაგრძელებულია, მასზე განლაგებული კბილები ეშვისნაერია. ზედა ყბაზე, სასის ძვლებზე, ენაზე მრავალრიცხოვანი კბილებია.

წერის შეფერილობა უმთავრესად მომწვანო – ნაცრისფერია, ზურგი უფრო მუქია, გვერდები ღია. გვერდებზე მუქი მომწვანო ან შავი ლაქებია განთავსებული, რომლებიც ზოგჯერ ზოლებს წარმოქმნიან. ზურგის ფარფლი საკმაოდ უკანაა განთავსებული, იგი, როგორც ანალური ფარფლი მოყვითალოა.

იკვებება, თევზებით, ამფიბიებით, წვრილი ძუძუმწოვრებითა და წყლის ფრინველებით. ლიფსიტები იკვებებიან წვრილი პლანქტონური და ბენთოსური ოგანიზმებით. ქვირითის რაოდენობა 400000 აღწევს.

კობრისნაირნი -Cypriniformes. ამ ფართოდ გავრცელებული რიგის, თევზები, ძირითადად მტკნარი წყლი ბინადრევბათ გვევლინებიან. მათი სხეული ციკლოიდური ქერცლითაა დაფარული, ზოგჯერ მცირე ზომის იშვიათად შიშველია.პირის კუთხეში არა უმეტეს 2 წყვილი ულვაში,ან საერთოდ არა აქვთ. ყბებზე კბილები არააქვთ, კარგად განვითარებული ხახის კბილები, ნამგლის ფორმისაა 1, 2 ან 3 მწრივადაა განლაგებული.საცურაო ბუშტი 2 ან 3 ნაწილისაგან შედგება. უმრავლესობას (მამრებს) ტოფობისას თავი ეპითელიალური ბოცვაკებით ეფარებათ. გააჩნიათ ვებერის აპარატი, პატარა ძვლების მწკრივი, რომელიც საცურაო ბუშტს აკავშირებს სმენის ორგანოებთან. საცურაო ბუშტი ჩვეულებრივ შეერთებულია ნაწლავთან.

კობრისებრთა (Cyprinidae) ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი კობრი, გოჭა (Cyprinus carpio), ჯერ კიდევ XII-XIV საუკუნეებში, მოშინაურებული ფორმების სელეექციის შედეგად მიღებულ სახეობას წარმოადგენს. ველური ფორმის გოჭას (საზანი)წაგრძელებული, საკმაოდ მაღალი სხეული, დაფარულია მსხვლი, მოყვითალო – ოქროსფერი ქერცლით. შეფერილობა ზურგის მხარეს მუქდება და გადაკრავს ცისფერი, ხოლო მუცლის მხარეს ღიაა.

პირი პატარა და ქვედაა, ორი წყვილი ულვაშით. ფარფლები მუქია, კუდის ფარფლს მოწითალო ფერი გადკრავს. მისი მაქსიმალური სიგრძე 1 მეტრამდეა, წონა-20 კგ-მდეა.უმთავრესად ბენთოფაგია. (იკვებება ფსკერზე მცხოვრები ობიექტებით). გავრცელებულია და ბინადრობს საქართველოს ყველა ძირითად მდინარეებსა და ტბებში, უმთავრესად მტკნარი წყლის ბინადარია, თუმცა ზღვის მომლაშო უბნებშიც გვხდება. მოიპოვება ხრამის, თბილისის, ტყიბულის, შაორის წყავსაცავებში. შავი, აზოვის, კასპიის და არალის ზღვის აუზებში. ინტროდუცირებუილია ჩრ. ამერიკაში და ინდომალაის არქიპელაგზე. ეტანება წყლის მცენარეებით მდიდარ, მდორე ადგილებს. თბილ წყლებში ბევრად აქტიურია, თუმცა იტანს ტემპერატურის დიდ ცვალებადობას. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-5 წლის ასაკში, ნაყოფიერება 100000-დან 1,5 მილიონამდე ქვირითია, ბუნებაში ტოფობს აპრილიდან –სექტემბრამდე.

გოჭას მოშინაურებულ ფორმა კობრი, მთელ მსოფლიოში ტბორული მეთევზეობის ყველაზე მეტად გავრცელებული ობიექტია, მათ შორის ჩვეშიც.საუკუნეების მანძილზე კობრის მრავალი ჯიში იქნა გამოყვნილი. ამ მონაცემით, მას პირველი ადგილი უკავია აქვაკულტურაში თევზებს შორის. ეს ჯიშებია: ქერცლიანი, სარკისებრი, სარკისებრ–ხაზოვანი, უქერცლო, კობრ x გოჭას ნაჯვარი, დეკორატიული კოი და ა.შ.

ბალახისმჭამელ თევზებში, სატბორე მურნეობაში მოიხსენიებენ, ჩინეთის მდინარეების ოთხი სახეობის თევზს: შავი ამური (Mylopharyngodon piceus), თეთრი ამური (Ctenopharyngodon idella), ჩვეულებრივი სქელშუბლა (Hypophthalmichthys molitrix), ჭრელი სქელშუბლა (Hypophthalmichthys nobilis). ამჟამად ისინი ფართოდ არიან აკლიმატიზირებულები ევრაზიის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ბოლო სამი სახეობა ჩვენთანაც, მე-20 საუკუნის 60 წლებში.

თეთრი ამური–საქართველოში აკლიმატიზირებულია 1962 წლიდან, ჯანდარის, კუმისის, ლისის, მარაბდის და სხვა. წყალსაცავებში. მწიფდება 4 წლის ასაკიდან, ტოფობს მდინარის ჩქარ დინებიან ადგილებში, წყლის ტემპერატურა 26–30°C. ნაყოფიერება აღწევს 100-820 ათას ქვირითამდე. ტოფობს აპრილიდან–ოქტომბრამდე. ჩვენში ამრავლებენ ხელოვნურად. ლიფსიტა ერთი თვის ასაკამდე პლანქტოფაგია, შემდეგ გადადის მცენარეულ საკვებზე, იკვებება წყლისა და ხმელეთის მცენარეებით, ასევე თევზის ლიფსიტებით, ჭიებით, მწერებით. თევზის ზომა 1 მ-ს აღემატება, წონით 32 კგ. ზოგიერთი მონაცემით 50 კგ-საც აღწევს.

სქელშუბლები. როგორც თეთრი ამური, ჩვეულებრივი (თეთრი) და ჭრელი სქელშუბლაც საქართველოში შემოყვანილი და მის ძირითად წყალსატევებში გაშვებული იქნენ 1962 წელს. სატბორე მეურნეობებისათვის ორივე წარმოადგენს დიდ ინტერესს, არა მხოლოდ იმით, რომ საკვების მხრივ არ არიან კობრის კონკურენტები და არ მოითხოვენ სპეციალური საკვების მიწოდებას, არამედ იკვებდებიან ბუნებრივად ტბორში მომრავლებული ორგანიზმებით. კერძოდ ჩვეულებრივი სქელშუბლა ფიტოპლანქტონით, მცირე ზომის ბენთოსური ორგანიზმებითა და დიატომიტური წყალ- მცენარეებით, ხოლო ჭრელი სქელშუბლა ზოოპლანქტონითა და ნაწილობრივ ფიტოპლანქტონით. სქესობრრივად მწიფდებიან 5-6 წლის ასაკიდან, ტოფობენ მაისის ბოლოდან აგვისტოს პირველ ნახევრამდე, ნაყოფიერება 400-600 ათასს აღწევს. ორივე სახეობა 1 მეტრზე მეტი იზრდება წონით ჩვეულებრივი 12-16 კგ, ჭრელი 30-32 კგ-მდე. ლიფსიტები პირველ ხანებში იკვებებიან ინფუზორიებით და ციბრუტელებით. საკვების ათვისება და ზრდის ტემპი ამ შემთხვევაშიც უშუალოდ დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე, მაგრამ მიუხედავად ოპტიმალური გარემო პირობებისა თეთრი სქელშუბლა ზრდის ტემპით ჩამორჩება ჭრელს.

ხრამული. (ფიჩხული, ლურჯა, კაპუეტა, ცოცხალი)–Capoeta capoeta. ჩვეულებრივი ხრამულის გარდა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული მტკვარსა და მის შენაკადებში. მტკვრის ზემოწელში, ფარავნისა, საღამოს, ასევე ტაბაწყურისა და ხრამის წყალსაცავში გვხდება სევანის ხრამული – Capoeta capoeta sevangi. დასავლეთ საქართველოში მდ.ჭოროხის ქვემო წელსა და მის შენაკადებში გავრცელებულია მცირეაზიური
ხრამულები წარმოადგენენ ტიპიურ ფიტოფაგებს, თუმცა რაციონში დეტრიტსაც იყენებენ. ბუნებრივ პირობებში სქესობრივად სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა ასაკისანი მწიფდებიან.

წვერები. ამ გვარიდან საქართველოს წყლებში გავრცელებული ოთხივე სახეობა:

მტკვრის წვერა (Barbus lacerta cyri). წაგრძელებული სხეულისმაქსიმალური სიგრძე – 50 სმ; წონა – 1კგ. ჩვეულებრივ გვხდება უფრო პატარები. თავის სიგრძე მეტია სხეულის სიმაღლეზე. გააჩნიათ ორი წყვილი ულვაში. სხეული დაფარულია მრავალი მუქი ლაქებით. მდედრი 3 -4 ჯერ დიდია მამრზე. ნაყოფირება 24000 ქვირითამდეა. იკვებება ბენთოსით და ნაწილობრივ – წყალმცენარეებით. გვხდება აღმოსავლეთ საქართველოს წყლებში.

კოლხური წვერა (Barbus tauricus escherichia). სიგრძე – 55 სმ; წონა 1,5 კგ. ჩვეულებრივ უფრო პატარები გვხდება.ბინადრობს დასავლეთ საქართველოს წყალსატევებში, ამასთანავე ტბებსა და წყალსაცავებში იზრდებიან უფრო სწრაფად ვიდრე მდინარეებში. ქვირითი გამრავლების პერიოდში, ხრამულის ქვირითის მსგავსად შხამიანია, მისი რაოდენობა 3-50 ათასს აღწევს.იკვებება ბენთოსით, კიბოსნაირებით,წყალმცენარეებით.

ჭანარი _ (Luciobarbus capito). სიგრძე 105სმ; წონა 6-7კგ. წინამორბედების მსგავსად გააჩნია, ორი წყვილი ულვაში. ზედა ულვაში ნესტომდე წვდება, ქვედა ულვაში თვალის უკანა კიდემდე წვდება. თავი ზემოდან ბრტყელია, შუბლი ფართე. ზურგი კეფასთან ამობურცული და გვერდებიდან შებრტყელებულია. მტკნარი წყლის მობინადრე თევზია, უყვარს ჩქარი დინება. მდედრები დიდებია. ქვირითის რაოდენობა 24000-ს აღწევს.

აღმოსავლეთ, საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ხრამული – Capoeta tinca, ხოლო მდინარე რიონში და მის შენაკადებში, კოლხური ხრამული – Capoeta sieboldii.

მურწა (Luciobarbus mursa). 40 სმ-ანი სხეული წაგრძელებულია, თავი გრძელი და მომრგვალებულია, შუბლი – მოზნექილი, დინგი მოგრძო, ტუჩები-ძლიერ განვითარებული. ქვედა ტუჩი სამად გაყოფილია, თვალები მომცრო. ულვაშების უკანა წყვილი, წინებთან შედარებით გრძელია. ფარფლები ნაცრისფერია, მოზარდს სხეულზე ლაქები უნვითარდებათ, რომლებიც ზრდასრულებს უქრებათ.

მურწა ამიერკავკასიის ენდემური ფორმა. საქართველოში გვხდება მტკვარში და მის შენაკადებში, ასევე თბილისის წყალსატევსა და ჯანდარის ტბაში.

ჩვეულებრივი კარჩხანა (კარასი) – (Carassius carassius). მაქსიმალური სიგრძე – 45 სმ; საშუალო სიგრძე – 15 -20 სმ; წონა – 500-600 გრ. ბინადრობს მტკნარ და მარილიან წყლებში, 5 მ. სიღრმემდე. ნაყოფიერება 300000 ქვირითია; ტოფობს მრავალჯერ.

მოზრდილი იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. მოზარდი პლანქტონით.

საქართველოში შემოყვანილია 19 საუკუნეში. სამეურნეო მნიშვნელობა მცირე აქვს. უარყოფით ზეგავლენას ახდენს წყლის ეკოსისტემეზე (ძვირფასი სახეობების კონკურენტია კვებასა და გამრავლების ადგილებში).

კაპარჭინები. ამ გვარის ორი წარმომადგენელი გვხდება საქართველოში. ესენია: კაპარჭინა (Abramis brama) და აღმოსავლური კაპარჭინა (Abramis brama orientalis). ორივე მათგანი მტკნარი წყლის თევზებია. პირველი მათგანი, რომლის საშუალო სიგრძე 45 სმ-ია, მაქსიმალური – 75 სმ. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ მდინარეებში (სუფსა, რიონი, ტეხურა, ჭურია, ენგურის ქვემო დინება) და ტბებში (პალიასტომო, ნაბადა). მეორე მათგანის მაქსიმალური სიგრძეა მაქსიმალური 40 სმ-ია, ჩვეულებრივ გვხდება უფრო პატარები. აღმოსავლეთ, საქართველოში შემოიჭრა მინგეჩაურის წყალსაცავის აგების შემდეგ. ძირითადად იკვებებიან კიბოსნაირებით, ჭიებით, მოლუსკებით, წყალმცენარეებით. ორივე მათგანი კარგი ხარისხის სარეწაო თევზია.

ბლიკები. ისინი გამოირჩევიან, მაღალი, გვერდებიდან ძლიერ შებტყელებული სხეულით. პირი პატარა, ირიბი და ნახევრად ქვედაა. მკერდის ფარფლები მუცლის ფარფლებამდე ვერ აღწევს, ყველა ფარფლის ბოლო ნაცრისფერია. ზურგის ფარფლი ირიბად წაკვეთილია. მკერდისა და მუცლის ფარფლების ფუძეები ზოგჯერ მოწითალოა. საქართველოში ბლიკების ორი წარმომადგენელი გვხდება.

ჩვეულებრივი ბლიკა, (Blicca bjoerkna). მისი სიგრძე – 35 სმ; წონა – 1 კგ. საქართველოში გვხდება შავი ზღვის სანაპირო მტკნარ წყლებში.ტოფობს 2-3-ჯერ აპრილიდან ივლისამდე. გამრავლების დროს მამრებს ქერცლებზე და ლაყუჩის სახურავებზე ეპითელური ბორცვაკები უნვითარდებათ. წყვილი ფარფლები წითელ შეფერილობას იძენენ.

აღმოსავლეთ საქართველოში, მტკნარ წყლებში, გვხდება პირველის ქვესახეობა ამიერკავკასიური ბლიკა (Blicca bjoerkna transcaucasica). სიგრძე – 21 სმ; წონა – 300გრ. იგი საქართველოს წყლებში მომრავლდა მინგეჩაურის წყალსაცავის აგების შემდეგ.

თრისა (შამაია). ამ გვარის წარმომადგენლებიდან, აღმოსავლეთ საქართველოში ბინადრობს ერთი სახეობა თრისა, შამაია – (Chalcalburnus chalcoides), გვხდება, როგორც გამსვლელი ისე ადგილობრივი ფორმა. დასავლეთ საქართველოში არსებობს, მისი ქვესახეობა, მტკნარი წყლის ბინადარი ბათუმის შამაია, ელავი – (Chalcalburnus chalcoides derjugini).

თრისას მაქსიმალური ზომა 39-სმ-მდეა; წონა 600 გრ-მდე. მისი პირი ოდნავ ზევითაა მიმართული; ქვედა ყბა ზედაზე გრძელია. მუცეცლი გვერდებიდან შებრტყელებულია და ერთგვარ წიბოს წარმოქმნის, რომელიც ანალურ ხვრელთან ქერცლით დაუფარავია. ქერცლი მოვერცხლისფრო, ზურგი – მუქი მომწვანო, მუცელი ღია ფერისაა, ფარფლები უფერული. მრავლდება მაისიდან ოქტომბრამდე; ნაყოფიერება აღწევს 10000-55000 ქვირითს.

საქართველოში გავრცელებულია მტკვარში (მცხეთამდე), ხრამსა და მის შენაკადებში, ალგეთში, ალაზანში; თბილისის წყალსატევში, ჯანდარის ტბაში. გამსვლელი ფორმა ზღვის სანაპიროებზე ცხოვრობს მდინარეების შესართავებთან. გამრავლებისათვის მდინარეებში შესვლისას ქმნის მცირე ქარავნებს და ირჩევს სწრაფ დინებას. უმთავრესად ტოფობს მდინარის შუა და ზემო დინებაში. ბათუმის შამაიას გამსვლელი ფორმა არ გააჩნია, იგი ტიპიური მტკნარი წყლის ბინადარია, შესაბამისად ბინადრობს მდინარეებში: რიონში, ჭოროხში, ნატანებში, სუფსაში, ენგურში და ა. შ. ბესლეთის, პალიასტომის და ინკიტის ტბებში. გარდა იმისა , რომ მტკნარი წყლის ფორმაა,იგი ტიპიურისაგან განსხვავდება გარეგნულადაც, კერძოდ გამოირჩევა მუქი შეფერილობით, მცირე ზომით (სიგრძე 10-12 სმ,წონა 100-300 გრ.); დიდი თვალებით, ნაკლებად ამოკვეთილი კუდის ფარფლით და შედარებით მაღალი ზურგის ფარფლით.

ორივე სახეობა უმთავრესდ იკვებება პლანქტონით, მწერებით ნაწილობრივ ბენთოსითა და ლიფსიტებით.

ჭერეხები – დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია ერთი სახეობა, ჩვეულებრივი ჭერეხი –Aspius aspius და აღმოსავლეთში მისი ქვესახეობა წითელტუჩა ჭერეხი, ხაშამი – Aspius aspius taeniatus, როგორც ჩვეულებრივი სახეობის ჭერეხი, ასევე წითელტუჩა ჭერეხი, ტიპიური მტაცებელია, თევზით, ამფიბიებით და სხვა ცხოვლებით კვებაზე პირველსავე წელს გადადის. ჩვეულებრივი ჭერეხის ზომა 40-80 სმ-ია. ხოლო წონა –3,5 კგ. წითელტუჩა გამსვლელ ფორმას მიეკუთვნება. მისი ზომა აღემატება წინა მორბედისას და 60-70 სმ აღწევს, წონით 4-6 კგ.

ბინადრობენ უმთავრესად მდინარეებში, ტბებსა და წყალსატებებში, თუმცა კარგად იტანენ მომლაშო წყლებსაც.

ჭერეხების სხეული წაგრძელებული და გვერდებიდან ძლიერ შეზნექილია. დიდი ზომის პირი თავის ბოლოზეა განთავსებული. სხეული მჭიდროდ მსხდომი ქერცლითაა დაფარული. გვერდები ვერცხლისფერია, ზურგისა და კუდის ფარფლები ნაცრისფერია, მუქი ბოლოებით, დანარჩენი ფარფლები მოწითალო.

წითელტუჩა ჭერეხს, ხაშამს ჩვეულებრივისგან განსხვავებით, გააჩნია შედარებით წვრილი ქერცლი, ტუჩები, ფარფლები და თვალის ფერადი გარსი მოწითალოა.

ორივე მათგანი მრავდება მარტ – აპრილში. სწრაფად გამდინარე მდინარეების, ქვა- ქვიშიან ფსკერზე. პირველის ნაყოფიერება 40-140 ათას ქვირითამდე აღწევს. მეორისა 40-480 ათასამდე.

ტობები. საქართველოში ამგვარის ორი სახეობა გვხდება:

კოლხური ტობი (Chondrostoma coichicus) სხეული ზომიერად წაგრძელებული, ზომიერად შებრტყელებული, პირი ქვედა, განივი, ქვედა ტუჩი რქოვანი შალითით დაფარული – მჭრელი, თვალები პატარა, შუბლი ამობურცული. გვერდითი ხაზის ზევით და ქვევით მიჰყვება წერტილებისგან შემდგარი ორი მუქი ზოლი. ზურგისა და კუდის ფარფლების ბოლოები შავია. სიგრძით 30 სმ-ს, ხოლო წონით 200 გრ-მდეა.

შავი ზღვის სანაპიროს ენდემური ფორმაა.გვხდება დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარეში, პალიასტომის ტბაში.

ხრამულის მსგავსად იკვებება წყლის ფსკერზე არსებულ საგნებზე გაზრდილი წყალმცენარეებით, წყალმცენარეებთან ერთად საკვებად იყენებს ბენთოსურ ორგანიზმებსაც.

მტკვრის ტობი (Chondrostoma cyri) სხეულის ფორმითა და აგებულებით წინამორბედს მოგვაგონებს. კოლხური ტობის მსგავსად წყალმცენარეებით და ბენთოსური ორგანიზმებით იკვებება. ზურგისა და კუდის ფარფლის ბოლოები შავია, დანარჩენი ფარფლები ნარინჯისფერი. სიგრძით 25 – სმ-მდეა. წონა – 160 გრ-მდე.

მრავლდებიან მარტის შუა რიცხვებიდან ივლისის ბოლომდე. პირველის ნაყოფიერება 2 – 10 ათასამდეა, მეორისა 1- 7 ათასამდე.

ტარანები. ამ გვარიდან საქართველოში გავრცელებულია 3 სახეობა:

ნაფოტა (Rutilus rutilus). სიგრძე 30 სმ.; წონა 830 გრ. ზურგისა და კუდის ფარფლები ნათელია, დანარჩენი ნარინჯისფერი ან მოწითალო. თვალის ფერადი გარსი ზოგჯერ ყვითელია, ზოგჯერ წითელი. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს მდინარეებში და ტბებში: ნაბადის, ბებესერის, ნარიონალის, პალიასტომის.

ეს მტკნარი წყლის ქარავნული თევზი, იკვებება უმთავრესად კიბოსნაირებით, ბენტოსით და წყალმცენარეებით.

მრავლდება აპრილ – მაისში. გამრავლებისას მამრებს უჩნდებათ ეპითელური ბორცვაკები. ქვირითის რაოდენობა 100 ათასამდეა.

მტკვრის ნაფოტა. (Rutilus rutilus caspius). გარეგნულიძირითად წააგავს წინამორბედს. მისგან განსხვავდება, შედარებით მაღალი სხეულით, ნახევრად ქვედა პირით, ფარფლები ძირითადად ნაცრისფერი აქვთ. მისი სიგრძე 30-37 სმ. წონა- 550 გრ.

გამსვლელი, ქარავნული თევზებია. მოზრდილები იკვებებიან ლოკოკინებით, კიბოებით, ჭიებით. ლიფსიტები პლანქტონური კიბოსნაირებით.

მრავლდება მარტ-აპრილში. ქვირითის რაოდენობა 10-55 ათასია. ქვირითის დაყრის შემდგომ, მდედრები ტოვებენ ტოფობის ადგილს, ხოლო მამრები რამდენიმე ხანი რჩებიან იქ.

მორევის ნაფოტა. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებთან მცირე რაოდენობით გვხდება. სიგრძე – 60 სმ; წონა – 6 კგ. გამსვლელი თევზია; გასამრავლებლად და სანასუქოდ შედის მდინარეებში. ქვირითის რაოდენობა 90000 – 100000 ცალია. იკვებება კიბოსნაირებით, მოლუსკებით, წყალმცენარეებით. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.

ფრთაწითელა (Scardinius erytrophthaimus). მაქსიმალური სიგრძე – 36 სმ. წონა – 600გრ. საკმაოდ მაღალი სხეული, გვერდებიდან შებრტყელებულია. პირი მიმართულია ზევით. შეფერილობა, განსაკუთრებით ქვირითობისას ღია წითელია, ფარფლები წითელი.

იკვებება ფიტოპლანქტონით, წყალმცენარეებით, გვერდულებით, კიბოსნაირებით და ა.შ. გვხდება დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხში, ენგურში, თიქორში, ჭურიაში; ტბებში: ბებესირში, პალიასტომში.

ეს მტკნარი წყლის თევზი, ტოფობს აპრილიდან – ივლისამდე; ნაყოფიერება 40 – 160 ათასი ქვირითია.

ვიმბები. ამ გვარის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი მცირე ვიმბა Vimba vimba tenella გვხვდება საქართველოში. იგი გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი, ნატანები, სუფსა, რიონი, ცივი, ენგური, ბზიფი, გუმისტა; ბზიფი. პალისტომის ტბაში. მაქსიმალური სიგრძე 19 სმ – ია წონა 120 გრ. პირი ქვედა ნახევარმთვარისებური. ზურგისა და კუდის ფარფლებს შორის ააქვს კარგად გამოხატული ქედი. გამრავლების პერიოდში, მამლებს ზურგი უშავდებათ, მუცელი მოვარდისფრო ხდება, მკერდის, მუცლისა და ანალური ფარფლი მოწითალოა. იკვებება ბენთოსური ოგანიზმებითა და წყალმცენარეებით. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში რამდენჟერმე მრავლდება. ნაყოფიერება აღწევს 25000 ქვირითს.

გუწუ (ლოქორია)–Tinca tinca _  კობრისნაირთა რიგის ეს წარმომადგენელი, ჩვენში გავრცელებულია მდინარეებში: რიონში, სუფსაში, აგრეთვე პალიასტომის, ჯანდარისა და ჯაპანის ტბებში. გუწუს საკმაოდ მოკლე, მაღალი და საკმაოდ მსხვილი სხეული,ბაქტერიოციდულილორწოს სქელი ფენით და წვრილი, მჭიდროდ განთავსებული ქერცლითაა დაფარული. სხეულის სიგრძე – 20 – 40 სმ. იშვიათად – 70 სმ. შეფერილობა დამოკიდებულია გარემო პირობებზე: მომწვანო – ვერცხლისფერი (გამჭვირვალე, სუფთა წყლებში) ან მუქი წაბლისფერი – ბრონზეს ბზინვარებით (მღვრიე წყლებში); ასევე ხელოვნურად დეკორატიული მიზნით გამოყვანილია ოქროსფერი ფორმა. მომცრო თვალები მოწითალო – ფორთოხლის ფერია. საკმაოდ, პატარა, ზევით მიმაერთული პირის კუთხეებში წყვილი მოკლე ულვაშები გააჩნიათ. ზურგისა და ანალური ფარფლები საკმაოდ მოკლეებია. კუდის ფარფლი მთლიანია. მამრებს მკერდის ფარფლები მდედრებზე გრძელი აქვთ, ამავე დროს მათი მეორე სხივი გამსხვილებულია. ზრდასრულები 2-4 წლის ასაკში ხდებიან. ტოფობენ წყლის ტემპერატურისას 18 – 20°C. ნაყოფიერება 300 -400 ათასი ქვირითია. იკვებება ცხოველური და ნაწილობრივ მცენარეული ორგანიზმებით, ის გრუნტში ღრამდ ჩაფლულ ცხოველებს პოულობს და ჭამს, რომელთა საკვებად გამოყენება ტბორის სხვა მობინადრეებს არ ძალულთ. მასალის სიდიდის გამო, ჩვენში გავრცელებულ კობრისნაერთა ჩამონათვალში არ შევრჩერებულვართ, ე.წ. „სარეველა“ თევზებზე და იმ სახეობებზე რომლებიც ჩვენში ერთეულების სახით გვხდება.

ლოქოსნაირნი (Siluriformes) ოჯახის წარმომადგენლები ფართოდ არიან გავრცელებული მსოფლიოს მრავალ კუთხეში. მაგრამ ბუნებრივად საქართველოში ერთი სახეობა ჩვეულებრივი ლოქო, ღლავი (Silurus glanis) არსებობს. ამჟამად საქართველოში, კერძოდ წნორში შემოყვანილი და ხელოვნურად მოშენებული იქნა ე.წ. აფრიკული ლოქო, კლარიასი (Clarias gariepinus), რომლის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ. ჩვეულებრივი ლოქო, ღლავი (Silurus glanis).

ერთ-ერთი უდიდესი მტკნარი წყლის თევზია მსოფლიოში, მისი სიგრძე 5-მდეა; წონა 300 კგ. საქართველოში ასეთი გიგანტები არ გვხდება. ო. ბურჭულაძის მონაცემებით (1959 წ), საქართველოში ყველაზე დიდი მოპოვებული ეგზემპლიარის სიგრძე შეადგენდა 228 სმ-ს, წონა 67 კგ-ს , შეადგენდა. ჩვ. ლოქოს წაგრძელებული სხეული ქერცლს მოკლებულია – ტიტველია.ძლიერ დიდი პირი ბასრი კბილებით შეიარაღებულია. ზედა ყბაზე ერთი წყვილი გრძელი ულვაშია, ქვედა ყბაზე ორი წყვილი – მოკლე. ადგილსამყოფელოდან გამომდინარე შეფერილობა ცვალებადია. უმთავრესად ზურგი მოყავისფრო-მომწვანოა, მუცლის მხარე – თეთრი. გვერდებზე უფორმო ლაქები აქვს. კენტი ფარფლები მუქია, წყვილ ფარფლებს მუქი ზოლი გასდევთ.

ზურგის ფარფლი საკმაოდ პატარაა. ცნობილია ლოქოს ორი ტიპი: ა) ნახევრად გამსვლელი , რომელიც ბინადრობს ზღვის გამტკნარებულ ნაწილში, მდინარის შესართავებში და გასამრავლებლად შედის მდინარეებში. ბ) მტკნარი წყლის ბინადარი. სითბოს მოყვარული სახეობაა. მტაცებელია, იკვებება თევზებით, ამფიბიებით, ფრინველებითა და ძუძუმწოვრებით. ტოფობს მაისიდან -აგვისტომდე. ნაყოფიერება 11000 – 500000 ქვირითია. მამრი იცავს განაყოფიერებულ ქვირითს.

აფრიკული ლოქო, კლარიასი (Clarias gariepinus). სხეულის საერთო ფორმით, წინამორბედს მოგვაგონებს, თუმცა გააჩნია გამასხვავებელი ნიშნებიც. კერძოდ, პირის მიდამოებში გააჩნია ოთხი წყვილი ულვაში, ზურგის ფარფლი გრძელია და თითქმის თავის დაბოლოებიდან იწყება. შეფერილობით ზურგის მხარე მოლურჯო – მოშავოა, მუცელი ღია, გვერდებზე გააჩნია ლაქები. ტროპიკების წარმომადგენელი, სიბოს მოყვარული სახეეობაა, წყლის ტემპერატურა 8°C-ს ქვევით მისთვის სასიკვდილოა. შესაბამისად, მოშენება – გამოზრდისათვის საჭიროებს თბილ წყალს (25-30)°C-ს. უმთავრესად მტაცებელია, თუმცა ეტანება მცენარეულსაც. მისი მაქსიმალური ზომა 170 სმ-ია; წონა 60 კგ.

ვირთევზისნაირნი – Gadiformes. სამულვაშა, ზღვის ვირთევზა- Gaidropsorus mediterraneus. შავი ზღვის სამულვაშას სხეულის სიგრძე 25- 50 სმ; მაქსიმალური წონა – 5 კგ. სხეულის შეფერილობა გარემოპირობებიდან გამომდინარე, ცვალებადია. უმთავრესად ყავისფერ სხეულზე გაბნეულია დიდი რაოდენობის შედარებით ღია ფერის, წრიული ლაქები და წერტილები. გააჩნია სამი ულვაში. ორი მათგანი ნესტოებთანაა განთავსებული, ერთი კი უფრო მოგრძო ნიკაპზე. ზურგს ორი ფარფლი უმშვენებს. ანალური ფარფლი საკმაო სიგრძისაა. ცივი წყლების მოყვარული სახეობაა, შესაბამისად მრავლდება სექტემბრიდან მარტამდე. ახასიათებთ პორციული ქვირითის ყრა. ნაყოფიერება 137000 – 434000 ქვირითია. მტაცებელია, იკვებება წვრილი თევზებით, კიბოსნაირებით, კრევეტებით, ჭიებით.

თეთრი ღლაბუტა – Merluccius merluccius. წინამორბედის მსგავსად ორი ზურგის ფარფლი გააჩნია. ყბები მახვილი კბილებითაა შეიარაღებული, ქვედა ყბა ოდნავ წინაა წამოწეული. შეფერილობით მოვერცხლისფრო – ნაცრისფერია,ზურგი მუქი ნაცრისფერი, მუცელი თეთრი. მკერდის ფარფლები გრძელია და ანალური ფარფლის საწყისამდე აღწევს. ამ მტაცებელი, ზღვის ფსკერზე მობინადრე თევზის სიგრძე 100-140 სმ-ია; წონა – 15 კგ. იკვებება მცირეზომის თევზებით, კიბოსნაირებით, მოლუსკებით. მოზრდილები ზღვის სიღრმეებში ბინადრობენ. ქვირითის ყრა გახანგძლივებული აქვთ,იწყება მარტიდან და თითქმის მთელი წელი გრძელდება; ნაყოფიერება 134000 – 433000 ქვირითია.

შავი ზღვის მერლანგი, პიშკა – Merlangius merlangius გვხდებიან შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლში. სიგრძე – 50 სმ; ამ ზღვის, მტაცებელ თევზს გააჩნია ერთმანეთისგან გამოყოფილი სამი ზურგის ფარფლი, და ურთიერთ დაკავშირებული ორი ანალური ფარფლი. ნიკაპზე ერთი ულვაში აქვს. იკვებება უმთავრესად თევზებითა და კიბოსნაირებით. ქვირითს ყრის მრავალგზის. ნაყოფიერება 90000 – 600000 ქვირითია.

კეფალისნაირნი –Mugiliformes შავ ზღვაში 4 სახეობა ბინადრობს, რომელთაგანაც საქართველოს ნაპირებთან გვარის შემდეგი წარმომადგენლები გვხდებიან: ლობანი, კეფალი-Mugil cephalus, სინგილი, ოქროსფერი კეფალი-Liza aurata, მახვილცხვირა კეფალი, ცხვირმახვილა – Liza saliens და პილენგასი – Liza haematocheilus. ეს უკანასნელი შავ ზღვაში აკლიმატიზირებული იქნა წინა საუკუნის 70-80 წლებში შორეული აღმოსავლეთიდან, რის შემდგომ იგი საკმაოდ დიდი რაოდენობით მომრავლდა. ოთხივე მათგანი სამეურნეო მნიშვნელობისაა.

ლობანი, კეფალი _ Mugil cephalus. მისი წაგრძელებული, წინა ნაწილში რამდენადმე შებრტყელებული და მსხვილი ციკლოიდური ქერცლით დაფარული სხეულის სიგრძე 70 სმ-მდეა, წონა კი 3,5 კგ-მდე. პირი პატარაა, განივი; ყბებზე წვრილი კბილებით. თვალებზე აქვს ფართო ცხიმოვანი ქუთუთოები. არა აქვს გვერდის ხაზი. ზურგი მუქი – ნაცრისფერია. გვერდებზე გასდევს 6-12-მდე მუქი ზოლი. ორი ზურგის ფარფლი.

ზღვის ქარავნული თევზია, თუმცა კარგად იტანს წყლის მარილიანობის ცვალებადობას, შესაბამისად მდინარეებშიც ხშირად შედის. შავ ზღვაში მრავლდება მაისიდან სექტემბრამდე. პელაგიური ქვირითის რაოდენობა 2- 8 მილიონია. იკვებება შლამსა და ქვა-ქვიშაზე წარმოქმნილი ორგანული ნივთიერებებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, წვრილი მოლუსკებით. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან გავრცელებულია ყველგან. შედის მდინარეებში: ჭოროხში, რიონში, სუფსაში და სხვა; კახაბრის, პალიასტომის ტბებში.

სინგილი, ოქროსფერი კეფალი-Liza aurata. მისი მაქსიმალური სიგრძე – 50 სმ. უმეტესად 15-42 სმ. სხეული მსხვილი ქერცლითაა დაფარული. ცხიმიანი ქუთუთოები სუსტადაა განვითარებული. თავი უკანა ან წინა ნესტოებამდე დაფარულია ქერცლით.ზურგის ქერცლზე აქვს ღარები. პირი პატარაა. გვერდებზე ოქროსფერ ფონზე გასდევს 6-7 მოყვითალო ზოლი. ლაყუჩის სარქველის უკანა ნაწილზე ოქროსფერი ლაქა აჩნია.

ზღვის ქარავნული, ნახევრად გამსვლელი თევზია. მრავლდება ივნისიდან ოქტომბრამდე. ნაყოფიერება 140 ათასიდან 4 მილიონ ქვირითამდეა. უმთავრესად იკვებება დეტრიტითა და პლანქტონით. საკვებად შედის დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და ტბებში. კეფალების უმრავლესობა სითბოს მოყვარული თევზებია, მათ შორის შავი ზღვის ბინადრებიც ლობანი, ოქროსფერი კეფალი და მახვილცხვირა იღუპებიან წლის 4–5°С-ისას.

მახვილცხვირა კეფალი, ცხვირმახვილა – Liza saliens. სიგრძე-35-40 სმ-მდე. ტუჩები შედარებით წვრილი ააქვთ. ქუთუთოებს მოკლებულია. კარგად იტანს როგორც ზღვის, ასევე მტკნარ წყლებს. საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში გავრცელებულია ყველგან. ტოფობს ივლისიდან ოქტომბრამდე. ნაყოფიერება 50000- 2100000 ქვირითია. წინა მორბედების მსგავსად ხშირად შედის დასავლეთ საქართველოს მტკარ წყლებში. საკვები: დეტრიტი,ჭიები,მოლუსკები.

პილენგასი – Liza haematocheilus. ეს ნახევრად გამსვლელი, ქარავნული თევზი იაპონიის ზღვიდან აზოვის ზღვაში XX- საუკუნეში იქნა აკლიმატიზებული, საიდანაც გავრცელდა ჩვენს სანაპირო ზოლშიც. სიგრძე – 40-55 სმ, წონა – 1,5 -2,5 კგ. მრავლდება მაისიდან ივლისამდე. ნაყოფიერება 2-4 მილიონ ქვირითამდეა. წინამორბედების მსგავსად გააჩნია მოგრძო, სხეული ორი ზურგის ფარფლით. სხეული მათ შორის თავიც, დაფარულია მსხვილი ქერცლით. ქეცლის ნაწიბურებზე არსებული მუქი ლაქები, გრძივ წინწკლოვან ზოლებს ქმნიან. სხეული რუხი – მოვერცხლისფეროა, ზურგის მხარეს უფრო მუქი.

სარღანისნაირნი – Beloniformes. სარღანი, ზღვის ქარიყლაპია – Belone belone. შავ ზღვაში, მათ შორის საქართველოს სანაპირო ზოლში, ბინადრობს ერთი სახეობა – სარღანი. მას გააჩნია წაგრძელებული, ცილინდრული სხეული. ანალური ფარფლის საწყისიდან კუდის ფუძემდე ოდნავ შებრტყელებულია. გვერდითი ხაზი იწყება ყელიდან და კუდის ფუძემდე აღწევს. სხეული დაფარულია წვრილი, ციკლოიდური ქერცლით. ზურგისა და ანალური ფარფლები განლაგებულია საკმაოდ უკან. სხეულზე გასდევს საკმაოდ ფართე, მომწვანო, გასწვრივი ზოლი, რომელიც თავზეც ვრცელდება. წაგრძელებული ყბები წინაა წამოწეული, ნისკატისებრი ფორმისაა და აღჭურვილია მრავალრიცხოვანი კბილებით. საშუალო სიგრძე 30- 50 სმ. (მაქსიმალური – 93 სმ.). ტოფობის პერიოდი ხანგძლივია – აპრილიდან ოქტომბრამდე. ნაყოფიერება 1100-35500 ქვირითია. ზღვის ქარავნული, მტაცებელი თევზია. უმთავრესად იკვებება წვრილი თევზით.

ქორჭილისნაირნი – Perciformes. მდინარის ქორჭილა-Perca fluviatilis. სხეული აქვს მაღალი გვერდებიდან შებრტყელებული, დაფარული წვრილი კტენოიდური ქერცლით. ყბებზე რამდენიმე რიგად გაწყობილი აქვთ წვრილი კბილები. ლოყები ქერცლითაა დაფარული. ზურგის ფარფლი ორი აქვს, პირველი ფარფლი ნაცრისფერია, ბოლოში შავი ლაქით, მეორე – მომწვანო – ყვითელი, დანარჩენი ფარფლებიც მოყვითალოებია. შეფერილობა მომწვანო – ყვითელია, გვერდებზე 5-9 განივი შავი ზოლით. სხეულის სიგრძე 50 სმ-მდეა, წონა – 5კგ-მდე, ჩვეულებრივ, გვხდება უფრო პატარა. არჩევენ ბიოლოგიურად განსხვაბულ წვრილსა და მსხვილ რასას. ქორჭილები ერიდებიან მდინარის ჩქარ დინებას, ამიტომ უფრო ხშირად გვხდებიან ტბებში, შედიან ზღვის გამტკნარებულ ადგილებში – მდინარის შესართავებში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს შემდეგ მდინარეებში: სუფსა, რიონი, ტეხურა, აბაშა, ჭურია. ტბებში: პალიასტომი, ნაბადა, ბებესირი. მრავლდება მარტიდან ივლისამდე. ნაყოფიერება 12000-900000 ქვირითია.

ჩვეულებრივი ფარგა – Sander lucioperca. მაქსიმალური სიგრძე – 1,3 მ;წონა – 12 კგ ჩვეულებრივ გვხდებაუფრო პატარები. მისი წაგრძელებული, გვერდებიდან შებრტყელებული სხეული წვრილი ქერცლითაა დაფარული. ზურგის ფარფლი ორი აქვს. კბილები განლაგებულია ყბებზე, სასაზე და სახნისის ძვალზე. ზურგი მომწვანო – ნაცრისფერია, გვერდებზე 8-12 მურა – მოშაო განივი ზოლი გასდევთ. ზურგისა და კუდის ფარფლებზე მუქი ლაქები გააჩნიათ, სხვა ფარფლები მოყვითალოა. ძირითადად ბინადრობს საქართველოს ზოგიერთ მდინარეებში: რიონი, ხობი, ჭურია, ენგურში. მინგეჩაურის აგების შემდეგ შეაღწია ალაზნის ქვედა წელში. ასევე გვხდება პალიასტომის ტბაში. არსებობს ორი ფორმა: მტკნარი წყლის და ნახევრად გამსვლელი ფორმა. მრავლდება აპრილიდან აგვისტომდე. ნაყოფიერება 13000-1000000 – მდე ქვირითია. ზრდასრული მტაცებელია.

ლუფარი – Pomatomus seltatrix. მაქსიმალური სიგრძე 130 სმ.; წონა – 15 კგ. საშუალო სიგრძე – 60 – სმ. სხეული აქვს წაგრძელებული, ოდნავ შებრტყელებული, პირი დიდი ზომისაა,აღჭურვილია ძლიერი კბილებით. პირველი ზურგის ფარფლი სუსტადაა განვითარებული. შეფერილობით ზურგი მომწვანო ან მომწვანო-მოლურჯო ფერისაა. გვერდები და მუცელი მოვერცხლისფერო. ზღვის სანაპირო ზოლის, მტაცებელი, ქარავნული თევზია. ტოფობს ორჯერ – ივნისიდან სექტემბრამდე. შავ ზღვაში გვხდება მთელ სანაპირო ზოლში. იკვებება უმთავრესად თევზებით: სკუმბრია, შპროტი, ხონთქარი, ქაფშია; ასევე კიბოსნაირებით, მოლუსკებით, კრევეტებით.

შავი ზღვის სტავრიდა -Trachurus mediterraneus ponticus. გვხდება 2 ფორმა: წვრილი და მსხვილი. წვრილის ზომები არ აღემატება 20 სმ -ა, ხოლო მსხვილის – 55 სმ – მდეა. ორივე მათგანის წაგრძელებული სხეული დაფარულია წვრილი ციკლოიდური ქერცლით. გვერდის ხაზი შუა ადგილზე ძლიერ გაღუნულია, დაფარულია ეკლიანი ფარუკებით. პირი დიდია -ყბებზე, ენაზე, სასასა და სახნის ძვალზე წვრილი კბილებით.ზურგი მოლურჯო ან მომწვანო -ნაცრისფერი; სხეულის ქვედა ნაწილი მოვერცხისფრო – თეთრი, ლაყუჩის სახურავის ზედა, უკანა კიდეზე მუქი ლაქაა. ეს ზღვის ქარავნული თევზი.

საქართველოს სანაპირო ზოლში გვხდება ყველგან. წვრილი სტავრიდა იკვებება წვრილი თევზებითა და კიბოსნაირებით. მსხვილი თევზებით. ქვირითს ყრის ორჯერ, მაისიდან აგვისტომდე. შავი ზღვის მთელი სანაპიროს გასწვრივ, გამტკნარებული ადგილების გარდა. ნაყოფიერება აღწევს 150000-200000 ქვირითს, მსხვილის – 200000 ქვირითია. მნიშვნელოვანი რაოდენბით იჭერენ საქართველოს ნაპირებთან. ჩვენა სანაპირო ზოლში, იშვიათად შემოდის ატლანტიდური სტავრიდაც – Trachurus trachurus. სიგრძით – 70 სმ; წონა – 2 კგ.

მუქი სციენა, გორბილი – Sciaena umbra.საკმაოდ მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული, სხეულის ზურგი ჩვეულებრივ ლურჯია, იისა და ოქროსფერით, გვერდები ოქრო-ვერცხლისფერი, სპილენძის ბზინვარებით, მუცელი მოვერცხლისფრო – თეთრი. სიგრძე 70 – სმ-მდე, წონა – 3 -4 კგ – მდე. პირი ქვედა. გააჩნია ერთმანეთან დაკავშირებული ორი ზურგის ფარფლი, კუდი მომრგვალებულია. ზღვის ქარავნული თევზია, ბინადრობს კლდე – ლოდიან და შლამიან ადგილებში. უმთავრესად იკვებება კიბოსნაირებით და თევზებით. საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში გვხდება ყველგან. მრავლდება აპრილიდან მაისამდე. პელაგიური ქვირითის რაოდენობა – 6000 -51000 ცალია.

ღია სციენა, ღია გორბილი – სხეული მაღალი და გვერდებიდან შებრტყელებულია, ზურგის ფარფლები ერთმანეთან დაკავშირებულია. კუდის ფარფლი ბოლოზე მოკვეთილი ან ოდნავ მოკვეთილია. სხეულის შეფერილობა ბაცია. ზურგი მოყავისფროა და ირიბად განლაგებული მუქი ზოლებითაა დაფარული. ნიკაპზე მოკლე და მსხვილი ულვაში ააქვს. სიგრძე 1,5- მ-დეა, წონა 32 კგ-მდე. საქართველოს ზრვის პირეთში გავრცელებულია ყველგან. ფსკერული თევზია, იკვებება თევზებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით. ტოფობს სანაპიროების ქვების ნაპრალებში, ნაყოფიერება 3000 ქვირითამდეა.

ხონთქარი, ბარაბული – Mulus barbatus ponticus. სხეული აქვს წაგრძელებული, დაბალი. თავი მაღალია, გვერდებიდან შებრტყელებული, თვალების წინ დაქანებული. ნიკაპზე ორი დიდი ულვაშით.ზურგზე გააჩნია ორი ფარფლი. ძირითადი შეფერილობა წითელი, ალაგ-ალაგ ღია ფერის, მუცელი მოვერცხლისფრო,ფარფლები ყვითელი. მაქსიმალური სიგრძე – 33 სმ. უფრო ხშირად 20 სმ-მდე.

საქართველოს სანაპირო ზოლში გვხდება ყველგან. იკვებება წვრილი თევზებით, კიბოსნაირებით, ნაწილობრივ ლოკოკინებითა და ჭიებით. მდედრი დიდია მამალზე. ტოფობს მაისიდან ივლისის ბოლომდე. ქვირითის რაოდენობა 3600-88000 ცალამდეა. გაურბის გამტკნარებულ წყალს (17-18 °/00 ქვევით) და წყლის ტემპერატურას 8°C – ზე ქვევით.

შავ პირა ღორჯო-Neogobius melanostomus. საქართველოს როგორც მტკნარ, ასევე ზღვის წყლებში გავრცელებული ღორჯოებიდან ყველაზე მეტად სამეურნეო მნიშვნელობის თევზია. მისი მაქსიმალური სიგრძე – 25 სმ. მომლაშო წყლის ბინადარია. მისი სხეული მოყავისფრო-რუხი ან ღია წაბლისფერია. გვერდებზე დიდი წაბლისფერი ლაქებით.თავი სხეულთან შედარებით მუქია.

ფარფლები მუქი ნაცრისფერი. ღორჯოების მუცლის ფარფლები მისაწოვარ დისკოს ქმნიან.ზურგზე ორი ფარფლი აქვთ. მამლები გამრავლებისას შავდებიან. გვერდითი ხაზის ორგანო არა აქვთ. ბინადრობს საქართველოს შავი ზღვისპირეთში ყველგან, საიდანაც შედის როგორც მდინარეებში, ასევე პალიასტომისა და ნურიის ტბებში. ეს ზღვის სანაპიროს მომლაშო წყლის ფსკერული თევზი იკვებება ლოკოკინებით,ჭიებით, კიბოსნაირებით, თევზებით. ქვირითს ყრის ქვის ქვედა მხარეზე, ცარიელ ნიჟარაში, ან სხვა საგნებზე. ერთ ბუდეში ქვირითს 2-3 მდედრი ყრის. ლარვების აცურებამდე ბუდეს მამრი უვლის და იცავს.

თინუსი -Thunnus thunnus. ზომიერად წაგრძელებული სხეული, დაფარულია ქერცლით, რომელიც მკერდის ფარფლების არეში სუსტად გამოხატულ ჯავშანს ქმნის. გვერდითი ხაზი ტალღისებურად მიუყვება. გვარში არსებული 6 სახეობებიდან, შავ ზღვაში მხოლოდ ერთი გვხდება. გააჩნია ორი ზურგის ფარფლი. ანალური ფარფლისა და მეორე ზურგის ფარფლის უკან 9-10 დამატებითი პატარა ფარფლია. ზურგი მუქი – ცისფერია – გვერდები ნაცრისფერი.

სიგრძე 3 მეტრზე მეტია, იშვიატად 4,5 მეტრი; წონა 600 კგ. გვხდება ბათუმის, სოხუმის მიდამოებში. 1957 წელს აფხაზეთის სანაპიროებთან დაჭერილი იქნა, 303 კილოგრამიანი თინუსი. თინუსი სითბოს მოყვარული, პელაგიური, ქარავნული თევზია. მისი ტემპერატურა წყლის ტემპერატურასთან შედარებით რამდენიმე გარადუსით მეტია. ტოფობა შავ ზღვაში ივლის აგვისტოში ხდება. მნიშვნელოვნი სარეწაო თევზია, სამწუხაროდ ჩვენში ერთეულების სახით გვხდება.

პელამიდა – Sarda sarda. თითისტარისებრი სხეული წვრილი ქერცლითაა დაფარული.გვარში არსებული 3 სახეობიდან, შავ ზღვაში, მხოლოდ ერთი სახეობა გვხდება, მათ შორის საქართველოს ნაპირებთან.

პელამიდას ზურგი მუქი მწვანეა,გვერდები და ზურგი ვერცხლისფერი – თეთრი. სიგრძე 60 -65 სმ -მდეა; წონა 2-4კგ შავ ზღვაში მრავლდება მაისიდან აგვისტოს ბოლომდე. ნაყოფიერება დიდია და 4 მილიონ ქვირითამდე აღწევს. ახალგაზრდა თაობა იკვებება წვრილი მცირე ზომის კიბოსნაირებით. მოზრდილი თევზებით.

სკუმბრია – Skomber scombrus. სხეული თითისტარისებულია, მთლიანად ქერცლითაა დაფარული. ცხიმოვანი ქუთუთოები კარგადაა განვითარებული. თავი მომცროა; ყბებზე განლაგებულია მცირე ზომის წვრილი კბილები. ზურგი მოცისფეროა, გვერდითი ხაზის ზევით მოხრილი შავი ზოლებია.

გვედები მოვეცხლისფეროა, მუცელი მოწითალო ოქროსფერია. მაქსიმალური სიგრძე 60 – სმ. შავ ზღვაში – 38 სმმდე, წონა – 265 გ-მდე. საქართველოს ზღვისპირეთში ნაპოვნია სოხუმის და ბათუმის ყურეებთან. სამეურნეო მნიშვნელობა აქვს.

მდინარის ქამბალა, გლოსა – Platichthys flesus lussus. თვალები სხეულის მარჯვენა მხარესაა გალაგებული. სხეული ასიმეტრიულია, ბრტყელი და ქერცლით დაფარული. სხეული გარდა კუდის ღეროსი, მცირე რაოდენობის ფარეკლებითაა დაფარული.

მამრებს ზურგსა და ანალური ფარფლის სხივებზე მცირე ზომის ქიცვები აქვთ. სხეული მონაცრისფრო-მწვანეა ვარსკვლავი სებრი ლაქებითაა დაფარული. საშუალო სიგრძე 25-25 სმ; .წონა-14 კგ. გავრცელებულია საქართველოს ზღვის პირეთში, საიდანაც შედის ზოგიერთი მდინარის შესართავებში. მდ . რიონში; ხობში, ჭურიაში, პალიასტომის ტბაში. ქვირითს ყრის იანვრიდან სექტემბრამდე, რამდენჯერმე, ნაყოფიერება 80 – 2800 ქვირითია. იკვებება მრავალჯაგრიანი ჭიებით,კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, თევზებით. სამეურნეო მნიშვნელობის თევზია.

შავი ზრვის ქამბალა, კალკანი – Scophthalmus maeoticus. სხეული მაღალი აქვს, დაფარული ციკლოიდური ქერცლით და ძირბორცვიანი ძვლოვანი ქიცვებით. გვერდითი ხაზი სხეულის ორივე მხარეზე აქვს, თვალები მხოლოდ მარცხენაზე.

შეფერილობა ფსკერის ფერზეა დამოკიდებული და მეტად ცვალებადია.ზღვის ფსკერის ბინადარია, ეფლობა შლამში. სიგრძე – 87 სმ-მდე , წონა -11კგ-მდე. მტაცებელია: იკვებება უმთავრესად თევზებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით. მრავლდება მარტ – ივლისში. ნაყოფიერება 3-12 მილიონამდეა. დღეისათვის მისი მარაგი ძლიერ შემცირებულია.

ოთარ ობოლაძე,

რევაზ ხითარიშვილი,

„თევზის მომშენებელ-ოპერატორი“