აგრარული განათლებამედია ფერმერებისთვის TV

საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობის ძირითადი მოთხოვნები

აქ ჩამოთვლილია საქართველოში მოქმედი ის ძირითადი საკანონმდებლო მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც მეფუტკრეობისა და თაფლის გადამუშავების სექტორებისთვის სავალდებულოა. ამ საქმიანობით დაკავებული პირები, როგორც ოჯახური წარმოების სუბიექტები, აგრეთვე ბიზნესოპერატორები, უნდა ფლობდნენ არსებული კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციას.
  1. საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“:

მიზანი: ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

ბაზარზე განთავსებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს უვნებლობის პარამეტრებს!

სურსათის მწარმოებელი პირი უნდა იყოს რეგისტრირებული ბიზნესოპერატორად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა აკრძალულია და გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას და საქმიანობის შეჩერებას.

რეგისტრაციის განახლება სავალდებულოა ყოველწლიურად ან საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში – პირის დაჯარიმებას.

სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან. ეს მოთხოვნა არ ეხება გარკვეული კატეგორიის მწარმოებლებს, მათ შორის, ოჯახურ და პირველად წარმოებებს. შესაბამისად, თაფლის გადამამუშავებელი საწარმო ექვემდებარება აღიარების მოთხოვნას. აღიარებას ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების შედეგების საფუძველზე. აკრძალულია აღიარების გარეშე იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც აღიარებას ექვემდებარება. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას და საქმიანობის შეჩერებას.

ბიზნესოპერატორი მისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს მიკვლევადობა (სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, ვეტერინარული პრეპარატის, ა.შ.). მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

მიკვლევადობის განსახორციელებლად აუცილებელია სათანადო ჩანაწერების წარმოება.

სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული.

დაუშვებელია მომხმარებლის მოტყუება და შეცდომაში შეყვანა. ბიზნესოპერატორის მიერ პროდუქტის შესახებ დეკლარირებული ინფორმაცია უნდა  იყოს რეალური და შეესაბამებოდეს პროდუქტის შიგთავსს;

ეტიკეტზე დაუშვებელია ტერმინების – „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ – ნებისმიერი კომბინაციის მითითება, თუ ეს შესაბამისობა არ დასტურდება შესაბამისობის სერტიფიკატით.

მავნე სურსათის ბაზარზე მოხვედრის შემთხვევაში უნდა მოხდეს პროდუქტის ამოღება ან გამოწვევა, მომხმარებლების ინფორმირება და სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ წერილობითი შეტყობინების გაგზავნა – პასუხისმგებლობა ეკისრება ბიზნესოპერატორს.

სურსათის ბიზნესოპერატორს დანერგილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად:

არ არის სავალდებულო პირველადი წარმოებისთვის;

სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებისა და გადამუშავების სახეები, რომელთათვისაც სავალდებულოა სისტემის დანერგვა და ვადები განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.

ბიზნესოპერატორის ვალდებულებები ვეტერინარიის სფეროში (მათ შორის – საფუტკრეებისთვის):

« განახორციელოს გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებები, მათ შორის, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მკურნალობა და გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები;

« შეასრულოს სააგენტოს მითითებები გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;

« ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას;

« არ დაუშვას დაინფიცირებული/დაავადებული ან/ და ისეთი ცხოველის გადაადგილება, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ იგი დაინფიცირებულია/დაავადებულია.

სურსათის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში.

განსაზღვრულია სახელმწიფო კონტროლის სახეები და განხორციელების მექანიზმები.

  1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილება „სურსათის/ ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე:

დანართი 1 – ჰიგიენის ზოგადი წესი ადგენს ჰიგიენურ მოთხოვნებს სურსათის მიმართ, ვრცელდება სურსათის წარმოების, მათ შორის, პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე და სავალდებულოა ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ახორციელებს სურსათის წარმოებას, მათ შორის, პირველად წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას.

დანართი 2 – ჰიგიენის გამარტივებული წესი ადგენს ჰიგიენურ მოთხოვნებს სურსათის მიმართ სურსათის წარმოების, მათ შორის, პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე და სავალდებულოა:

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისთვის, რომელიც ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს;

ბიზნესოპერატორისთვის, რომელიც იყენებს ტრადიციულ მეთოდებს;

ბიზნესოპერატორისთვის, რომელიც ახორციელებს სურსათის არაქარხნული წესით წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას მაღალმთიან რეგიონში;

წინა ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბიზნესოპერატორისთვის, თუ იგი ახორციელებს გეოგრაფიული აღნიშვნით ან/და ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული სურსათის წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას.

ჰიგიენის წესებით განსაზღვრულია მოთხოვნები შემდეგი საკითხების მიმართ:

♦ პირველადი წარმოება და მასთან დაკავშირებული პროცედურები;

♦ საწარმოს შენობა და ტერიტორია;

♦ სათავსი, რომელშიც ხდება სურსათის წარმოება და გადამუშავება;

♦ მოძრავი ან/და დროებითი შენობები;

♦ თერმული დამუშავება;

♦ წყალმომარაგება და კანალიზაცია აღჭურვილობა და მოწყობილობები;

♦ სურსათი;

♦ სურსათის შეფუთვა;

♦ ნარჩენების შეგროვება და გატანა;

♦ დეზინფექცია;

♦ სურსათის ტრანსპორტირება;

♦ პერსონალის პირადი ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა;

♦ პერსონალის სწავლება.

სახელმწიფო ინსპექტირებისას ბიზნესოპერატორის წარმოების შესაბამისობის შეფასება მიმდინარეობს ამ მოთხოვნების მიხედვით.

  1. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის N14 დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე:

არაორგანიზებული წარმოება (მეფუტკრეობისთვის/თაფლის წარმოებისთვის) – ოჯახური წარმოების სუბიექტის საკუთრებაშია არაუმეტეს 10 ფუტკრის სკა და მისგან წარმოებული თაფლი.

ოჯახური წარმოების სუბიექტზე არ ვრცელდება სახელმწიფო კონტროლი, აღიარების მოთხოვნა, ჰიგიენის ზოგადი/გამარტივებული წესები და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.

ოჯახური წარმოების სუბიექტი უნდა იყოს რეგისტრირებული სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

  1. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის N714 დადგენილება „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“:

განსაზღვრავს თაფლის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიან პრინციპებს;

 განსაზღვრავს მოთხოვნებს:

თაფლის მიმართ;

თაფლის მარკირებისა და ეტიკეტირების შესახებ;

თაფლის ბაზარზე განთავსების პირობების შესახებ;

მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართ;

თაფლის შესაბამისობის კონტროლის შესახებ.

  1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის N301 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის – „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ – დამტკიცების შესახებ:

ადგენს სურსათის ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს, მოთხოვნებს და ინფორმაციის წარდგენის პროცედურებს;

ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის  მოთხოვნები.

  1. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილება „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“:  

განსაზღვრავს მოთხოვნებს სასმელი წყლის პარამეტრების შესახებ.

  1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანება „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“:

განსაზღვრავს სურსათის უვნებლობის სხვადასხვა პარამეტრს.

  1. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 მაისის N236 დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“:

განსაზღვრავს დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამო ან/და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების სამართლებრივ საფუძვლებს და არეგულირებს სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების პროცესში მონაწილე პირთა (სურსათის ეროვნული სააგენტოს, ბიზნესოპერატორის) ურთიერთობებს.

  1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N577 დადგენილება „სურსათის/ ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“:

ადგენს მიკვლევადობის სისტემის დანერგვის პირობებს და აწესრიგებს ამ პროცესში წარმოქმნილ ურთიერთობებს;

ბიზნესოპერატორის მიერ მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების მიკვლევადობის საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს შეუსაბამო პროდუქციის წარმოქმნის მიზეზის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში, ასეთი პროდუქციის ბაზარზე განთავსების შეზღუდვასთან/აკრძალვასთან ან ბაზრიდან მის ამოღებასთან დაკავშირებით სათანადო ზომების გატარება ბიზნესოპერატორის მიერ;

პროდუქციის მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს შესაბამისი ჩანაწერები და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს;

წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე ბიზნესოპერატორს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მოახდინოს უშუალო მიმწოდებლისა და უშუალო მომხმარებლის იდენტიფიცირება, გარდა საბოლოო მომხმარებლისა;

ბიზნესოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს მიკვლევადობაზე პასუხისმგებელი პირი.

  1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის N533 დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“.

განსაზღვრავს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესს, კერძოდ:

გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების შემთხვევები;

კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების დადგენისას განსახორციელებელი ქმედებები;

შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატის გაცემის პირობა.

– მონიტორინგი,

– ზედამხედველობა,

– დოკუმენტური შემოწმება,

– ნიმუშების აღება,

– აუდიტი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2021 წლის 17 დეკემბრის N 218-9 ბრძანება „სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლის აქტების ფორმების დამტკიცების თაობაზე“.

  1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის N623 დადგენილება „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
  2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის N639 დადგენილება „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე:

განსაზღვრავს ცხოველური წარმოშობის სურსათში გამოყენებისთვის ნებადართულ და აკრძალულ ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ნარჩენების მაქსიმალურ ზღვრებს.

  1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის N2-422 ბრძანება „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“:

განსაზღვრავს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებს სხვადასხვა პროდუქტისა და საექსპორტო ბაზრისთვის.

  1. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის N483 დადგენილება „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის 26 წესების“ დამტკიცების შესახებ :

განსაზღვრავს საფუტკრე მეურნეობის რეგისტრაციისა და ფუტკრის იდენტიფიკაციის წესს;

სააგენტო ყოველწლიურად განახორციელებს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული საფუტკრე მეურნეობების არანაკლებ 1%-ის სახელმწიფო კონტროლს, რომლის დროსაც მოწმდება საფუტკრე მეურნეობაში არსებული ყველა სკა.

  1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის N348 დადგენილება „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების“ დამტკიცების შესახებ.