აგროსიახლეები

საქართველოში ნივრის წარმოება მცირდება, იმპორტი კი იზრდება

საქართველომ 2025 წლის დასაწყისში   116 ტონა ნიორი ($142 000) შეიძინა. 2024 წელს, ანალოგიურ პერიოდში კი 93 ტონა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ნივრის იმპორტი გაიზარდა.
რაც შეეხება 2024 წელს, ქვეყანაში ნივრის წარმოება შემცირდა, ხოლო იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ბაზარზე უცხოური პროდუქციის დომინირებას და ადგილობრივი წარმოების ნაკლებ კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველომ 434 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 692 ტონა ნიორი შეიძინა.

ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ:

  • ჩინეთი– $213 ათასი ტონა;
  • ირანი– $172 ათასი ტონა;
  • თურქეთი– $36 ათასი ტონა;
  • ყაზახეთი– $12 ათასი ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის იანვარიდან ივლისის ჩათვლით საქართველოდან 236 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 300 ტონა ნიორი გავიდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება აღინიშნება.

იმის მიუხედავად, რომ DCFTA-ს ფარგლებში ევროკავშირში 220 ტონამდე ნივრის ექსპორტი საბაჟო გადასახადისგან განთავისუფლებულია, რეალურად საქართველოდან ევროკავშირში ნივრის ექსპორტი თითქმის არ ხორციელდება.

ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში ნივრის წარმოების ზრდა და ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა აუცილებელია, რათა შემცირდეს  იმპორტზე დამოკიდებულება და ბაზარზე ქართული პროდუქციის წილი გაიზარდოს.