საქართველოში ფსტის პირველ მოსავალს იწევევნ
_ 2005 წელს ფერეიდანში პირველად ვიყავი, დავით რევაზიშვილის ოჯახში, რომელთანაც გავიცანი საიდ მულიანი, მისი მეზობელი, ღვაწლმოსილი კაცი, რომელსაც იქ ილია ჭავჭავაძეს ეძახიან. უდიდესი ღვაწლი მიუძღვის იქაური ქართველების წინაშე. მოკლედ, მეორე დღეს, როცა გამომაცილეს, საიდის მეუღლემ, ქალბატონმა ირანამ, პარკით ფისტა გამომატანა, გზაზე თავს შეიქცევთო. მოხალულ-დამარილებული მარცვლები იყო, მათ შორის 9 მარცვალი გაღივებული აღმოჩნდა. თბილისში ჩამოვიტანე და ვარკეთილში, ჩემი კორპუსის წინ, პატარა
2016 წლის შემოდგომაზე 1 ნერგისთვის ხმელი ფოთლები უნდა მომეცილებინა და როცა ფოთოლს ხელი მოვკიდე, ხელში მკვრივი მარცვალი მომყვა, რაც ფისტის 2 ცალი ნაყოფი (პირველი ნიშანი) აღმოჩნდა.
_ დიახ, ასე იყო. მომდევნო წელს კი, 2017-ში, 95 მარცვალი მივიღე, აქედან 35 ცალი მეგობრებს დავურიგე.
_ დიახ, ოღონდ ყველა არ გაღივდა. წნორში, ჩემს მამულში, 27 ცალი ამოვიდა და იქიდან ამჟამად 23 ძირი მაქვს. ეტყობა, დათესვა ღრმად მომივიდა. მერე წავიკითხე, 2-3 სანტიმეტრის სიღრმეში უნდა იყოს მიწის ზედაპირიდანო. დათესვის წინ 1 დღე-ღამე წყალში უნდა დალბეს, ხოლო, თუ თესლი გასკდა და კვირტი გამოვიდა, უკვე მიწაში უნდა დაბინავდეს.
მოგვიანებით, 2013 წელს, ფერეიდნიდან ფისტის მარცვლები ჩამომიტანეს და 5 ძირი წნორში კიდევ გავახარე, ჯერ 5-წლიანებია და ნაყოფი არა აქვთ.
_ ნაყოფს სექტემბერში ან აგვისტოს ბოლოს აგროვებენ. ფისტა ძალიან ძვირფასი მცენარეა, ფარმაკოლოგიაში თხილზე, კაკალსა და ნუშზე მეტად გამოიყენება, იყენებენ კულინარიაშიც.
_ საქართველოში ფისტის ნერგები სხვებსაც აქვთ, მაგრამ ნაყოფი ჯერ არავის მიუღია, რადგანაც 2-3-წლიანებია. ეს მცენარე კი ნაყოფსა და ნიშანს მეთერთმეტე-მეთორმეტე წელს იძლევა.
სხვათა შორის, 2005 წელს ირანიდან რომ დავბრუნდი, 2 მარცვალი ჩვენი ცნობილი მამულიშვილის, ლოტბარ ლადო აღნიაშვილის საფლავზე სიმბოლურად დავთესე (მისი საფლავი კუკიის ძველ სასაფლაოზე მოვძებნეM). ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც 1895 წელს ფერეიდანში ცხენით იმოგზაურა.
_ მორწყვა დიდად არ უყვარს, არც ჩრდილი. მზიან და გაშლილ ადგილას მშვენივრად ხარობს. არც სასუქი და შეწამვლა სჭირდება.
თავიდან ამ საქმეში უცოდინარი ვიყავი, მაგრამ ყველაფერი ეტაპობრივად ვისწავლე, ნერგმა თვითონ მასწავლა.
_საქართველოში შესანიშნავი ნიადაგი გვაქვს ამა თუ იმ კულტურის მოსაყვანად, მაგრამ ცოტა ზარმაცები ვართ. ვისაც ნაკვეთი აქვს კახეთში, ფისტის ნერგები კარგად გაიხარებს. თუ მიჰყვები, ეს საქმე დიდ მოგებას მოიტანს. ფისტის ხე თურმე 700 წელიწადს ცხოვრობს. მოდი, გავახაროთ ფისტა.
ძვირფასი კაკლოვანი
რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ფსტა ხარობდა ავღანეთში, სირიაში, დასავლეთ აზიაში, კავკასიაში (მათ შორის საქართველოში). ფსტა იტალიასა და საბერძნეთში სირიიდან შეუტანიათ.
იზრდება 5-7 მეტრი, ბუნებრივი გავრცელების ადგილებში მეტი რაოდენობით გვხვდება მამრობითი მცენარეები; ფსტა სინათლის მოყვარულია, უძლებს -25 გრადუს ყინვასა და 50 გრადუს გვალვას.