აგრარული განათლებამედია ფერმერებისთვის TVრუბრიკები

საქართველოში რძისა და თაფლის მწარმოებელი ფერმერების მიერ წარმოების გაუმჯობესებული სტანდარტების დანერგვის ქცევის მამოძრავებელი ფაქტორები

თაფლისა და რძის წარმოებაში გაუმჯობესებული პრაქტიკის დანერგვა უკავშირდება როგორც ფერმერებში არსებული წარმოდგენებისა და შეხედულებების, ისე უშუალოდ ქცევის ცვლილებას.
ქცევის ცვლილება კომპლექსური პროცესია და მის ხელშესაწყობად შესაძლოა, როგორც სხვადასხვა მიდგომის და ინსტრუმენტის გამოყენება, ასევე სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა. თუმცა იმისათვის, რომ ამა თუ იმ ძალისხმევამ რეალურად შეუწყოს ხელი ადამიანების ქცევის ცვლილებას, მნიშვნელოვანია შევისწავლოთ, რა არის არსებული პრაქტიკის საფუძველი და რა შეიძლება იყოს გაუმჯობესებული ქცევის მამოძრავებლები.სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქცევის მეცნიერებაზე დაფუძნებული თვისებრივი კვლევა – „საქართველოში არსებული რძისა და თაფლის მწარმოებელი ფერმერების მიერ წარმოების გაუმჯობესებული სტანდარტების დანერგვის ქცევის მამოძრავებელი ფაქტორები“, რომელიც ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდის (BISC Partners) მიერ განხორციელდა.

კვლევა მიზნად ისახავს, ქცევის მეცნიერების ჭრილში შეაფასოს და გამოავლინოს, თუ რა ღია და ფარული წამახალისებლები და წინაღობები ახდენს გავლენას:

ა) რძის მწარმოებელი ფერმერების ქცევაზე, ერთი მხრივ დანერგონ გეოგაპი საკუთარ ფერმაში, ხოლო მეორე მხრივ შეაფასონ ის საფრთხეები და შესაძლებლობები, რაც მის განხორციელებას უკავშირდება;

ბ) მეფუტკრეების ქცევის მამოძრავებლები, თუ რა აფერხებთ ან რა მოტივატორები აქვთ, დანერგონ წარმოებაში ევროპული სტანდარტები. კვლევაში წარმოდგენილია ფერმერებთან ჩატარებულ სიღრმისეული ინტერვიუების და ეთნოგრაფიული მონაცემების გაერთიანებული ანალიზი. ეთნოგრაფიული დაკვირვებით მიღებული მონაცემები ზედმიწევნით ადასტურებდა სიღრმისეული ინტერვიუებით მიღებულ ინფორმაციას.

კვლევის სრულად ნახვას შეძლებთ თანდართულ ბმულზე: https://gfa.org.ge