აგრარული განათლებადარგებივეტერინარია

საქართველოში თევზის სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზი დადასტურდა

თევზის სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზი (IHN) ინფექციური ვირუსული დაავადებაა. ავადდება როგორც მტკნარი ისე ზღვის წყალში ბინადარი თევზი. ხასიათდება ხსენებული ქსოვილის გარდაქმნით, ნერვული სისტემის აშლილობით და მაღალი სიკვდილიანობით. დაავადება მიმდინარეობს ეპიზოტიის სახით და ხასიათდება სეპტიკური პროცესის განვითარებით.
დაავადების გაჩენა, მიმდინარეობის სიმძიმე და ხარისხი დამოკიდებულია არა მარტო ვირუსის სპეციფიკურ ვირულენტობასა და იმუნოგენურობის თვისებაზე არამედ იმ გარემო ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენს თევზის ორგანიზმზე (წყლის დაბინძურება, ტემპერატურა, ტექნიკური სტრესფაქტორები და სხვა). ყოველივე წარმოადგენს მნიშვნელოვან საშიშროებას, რომელიც თევზის ხელოვნურად გამოზრდისას უფრო მკვეთრად აისახება ვიდრე ბუნებრივ პირობებში.

 დაავადების ისტორიულ გეოგრაფიული ცნობა

დაავადების აღმძვრელი ..მ-ის შემცველი ვირუსია, რომელიც ერთი სეროტიპის სახითაა წარმოდგენილი. ინფექცია ფართოდაა გავრცელებული, როგორც სამხრეთ ისე ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში (აშშ, კანადა, ჩილე) ევროპის რიგ ქვეყნებში (ნორვეგია, შვეიცარია, ფინეთი და სხვა) სამხრეთ აღმოსავლეთ ქვეყნებში (ჩინეთი, იაპონია, კორეა, ტაივანი, ლაოსი) სამხრეთ აფრიკასა და რუსეთში.

დაავადება დაფიქსირებულია კეტაშიღურიკანაში, ორაგულში და სხვა, მაგრამ დაავადების სპონტანური შემთხვევები მსგავსად ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემიისა აღწერილია კალმახში, ქარიყლაპიასა და პალიაში.  დაავადების განვითარებას ადგილი ააქვს წყლის 3 – 150C პირობებში, ხოლო ტემპერატურის მატებასთან ერთად იგი ქრება.

ვირუსის გადაცემა ხდება წყლით, ლამით, სამეთევზეო ინვენტარით, ორალური გზით (კანიბალიზმს შემთხვევაში) და სხვა. ვირუსის მექანიკურ გადამტანად შეიძლება მოგვევლინოს სისხლისმწოველი პარაზიტები, (წურბელა და სხვა.) ასევე თევზის მჭამელი ფრინველი.

 დაავადების მიმდინარეობა და სადიაგნოსტიკო სამუშაოები

თევზის დახოცვის შესახებ შეტყობინება დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის საკალმახე მეურნეობაში. აღნიშნული შეტყობინების მოსაკვლევად გამოყენებული იქნა ეპიზოოტიური, კლინიკური და პათანატომიური კვლევები.

საკალმახე მეურნეობა სადაც მიმდინარეობდა თევზის დახოცვა მდებარეობს გორის მუნციპალიტეტიდან ჩრდილო აღმოსავლეთით მდინარე ლიახვის მიმდებარე ტერიტორიაზე. თევზის დაავადების გამოვლინების წინ, რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმიანი ამინდების გავლენით აიმღვრა სათევზე მეურნეობის მკვებავი წყალი. საკალმახე მეურნეობაში შემავალი წყლის გამჭვირვალობა ნაცვლად 1,5 მეტრისა, აუზის სარკის ზედაპირიდან შეადგენდა 25-30 სანტიმეტრს.

ჩვენი აზრით ასეთმა საარსებო არემ შეამოკლა თევზის დაავადების საინკუბაციო პერიოდი და დააჩქარა დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გამოვლინება.

დაკვირვების პერიოდში ადგილი ჰქონდა დაავადების როგორც მწვავე ისე ქრონიკული ფორმით გამოვლინებას, რომელიც გამოხატულებას პოულობდა 200 გრამიან და ერთ წლამდე ასაკის თევზებში. დაავადებულ თევზს ეტყობოდა ანორექსიისა და დათრგუნვის ნიშნები, უჭირდათ წონასწორობის შენარჩუნება, მუცლის არე ჰქონდათ შებერილი (მუქი შავი ფერის) ცურავდნენ ორიენტაციის დარღვევით, კარგად ჰქონდათ გამოხატული ეგზოფთალმია.

პათანატომიური კვლევებისთვის გაკვეთილი იქნა 12 თევზი, რომელთა მუცლის ღრუში შეინიშნებოდა მოყვითალო ფერის ექსუდატი. მუცლის არეზე ცხიმოვან ქსოვილზე ნაწლავის კედელზე და საცურაო ბუშტზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები. ღვიძლი, თირკმელები და ელენთა ფერმკრთალი, შეშუპებული, ადგილებზე წერტილოვანი ნეკროზული კერებით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ცარიელი. დაავადების მწვავე ფორმით მიმდინარე თევზებში აღინიშნებოდა ორმხრივი ეგზოფთალმია და სისხლდენა.

არსებული მონაცემების საფუძველზე ჩვენს მიერ დასმული იქნა პირველადი დიაგნოზი თევზის სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზი.

ვინაიდან სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზი და ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია ხასიათდება მსგავსი კლინიკური და პათანატომიური ნიშნების მიმდინარეობით დაავადების დიფერენცირებისა და პირველადი დიაგნოზის დადასტურების მიზნით, პათოლოგიური მასალა გაგზავნილი იქნა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში.

ლაბორატორიის მიერ დადასტურებული იქნა ჩვენ მიერ დასმული პირველადი დიაგნოზი: თევზის სისხლმბადი ქსოვილის ინფექციური ნეკროზი, რომლის შესახებაც შეტყობინება გაგზავნილი იქნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WOAH).

. გავაშელი, . ხელაია, ხარგალაძე