აგროსიახლეები

„საქმის მცოდნე ხალხია და იმიტომ ვაფასებ „ბარაქას” – ფერმერი კახეთიდან, რომელიც თხილის მსხვილი მწარმოებელი გახდა

ნოდარ კირკიტაძემ თხილის წარმოება 12 წლის წინ, კახეთში გადაწყვიტა და დღეს უკვე 43 ჰექტარ თხილის ბაღებს ფლობს. როგორც თავად ამბობს, მარტივი არაფერია, თუმცა, თუ მოინდომებ, აუცილებლად გამოგივა.

 პოლიტიკიდან ფერმერობამდე საკმაოდ გრძელი გზა განვლო, თხილის წარმოება ჯერ თეორიულად შეისწალა, შემდეგ კი პრაქტიკაში განახორციელა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე გამოცდილი ფერმერია, ნოდარ კირკიტაძის თქმით, სწავლების პროცესი ახლაც გრძელდება, რა დროსაც “ბარაქა” მისი აღმოჩენა გახდა. როგორც ფერმერი ამბობს, კარგი პრეპარატების გარდა, კომპანიაში საქმის მცოდნე გუნდს გადააწყდა.

shida (2)

„თხილის წარმოება 12 წლის წინ, ყვარლის რაიონში დავიწყე. კერძოდ, მდინარე ალაზნის ნაპირზე მაქვს გაშენებული. ნელ-ნელა გავაფართოე წარმოება, ზოგიერთი ძირი 12 წლის არის, ზოგი – 2 წლის. 50 ჰექტარზე მქონდა თხილის პლანტაციები, მაგრამ შარშან სეტყვამ დაგვაზარალა და 7 ჰექტრამდე თხილის გადაჭრა მომიწია, გაახმო. შედეგად, ამ დროისთვის 43 ჰექტარი მაქვს.

რაც შეეხება საქმის დაწყების პროცესში სირთულეებს, მარტივი არაფერია, თუმცა, თუ სწორად მიუდგები, ყველაფერი გამოგივა. ამ ეტაპზე, უკვე სირთულეს მხოლოდ ბუნება და მისგან გამოწვეული სტიქია წარმოადგენს, რომლის წინაშეც ყველა უძლური ვართ. ფერმერობამდე იყავი ყვარლის გამგებელი. შემდეგ მივყავი ხელი აგრო საქმიანობას. ჯერ ერთი ჰექტარი შევიძინე, შემდეგ კრედიტი გამოვიტანე და საქმიანობა გავაფართოე. 300 000 ლარი მქონდა ბანკიდან სესხი, თუმცა უკვე 5 წელია ვალი აღარ მაქვს. ფერმერობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მიყვარს მიწასთან ურთიერთობა”,- გვიყვება ნოდარ კირკიტაძე.

კომპანია “ბარაქა” ფერმერის საქმიანობაში 1 წლის წინ გამოჩნდა. როგორც ნოდარ კირკიტაძე ამბობს, მანამდე სხვა მაღაზიასთან თანამშრომლობდა, რომლის პრეპარატებიც სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა. მას შემდეგ კი, რაც “ბარაქას” წარმომადგენელმა კონკრეტული დაავადების საწინააღმდეგო საშუალება ურჩია, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

“სანამ ბარაქა გამოჩნდებოდა, სხვა მაღაზიასთან ვთანამშრომლობდი, მაგრამ ძალიან ბევრჯერ შეეშალათ საქმიან ურთიერთობაში. ერთხელ მომცეს წამალი, არ გამოდგა, ორჯერ, სამჯერ… და უკვე უთანხმოება მოგვივიდა. ამის შემდეგ გამოჩნდა “ბარაქა”, რომლის წარმომადგენლები პირადად გავიცანი. მოკლედ რომ გითხრათ, საქმის მცოდნე ხალხია და ამიტომ ვაფასებ “ბარაქას”.

მართალია, ჩემს საქმეში ცოდნა არ მაკლია, სულ ვკითხულობდი და ვეცნობოდი ამ სფეროში ყველა დეტალს, მაგრამ ამ კომპანიაში ჰყავთ პროფესიონალები და რაც არ ვიცი, არ მერიდება, რომ ვკითხო. მაგალითად, ამერიკული პეპელა გაჩნდა, კომპანიიდან მოვიდნენ, წამლები მოიტანეს, ადგილზე გამოსცადეს თავიანთი პრეპარატები და რომელიც უკეთ მუშაობდა ის გამოვიყენეთ და რამდენიმე საათში მთლიანად გააქრო ეს მავნებელი. ამით იმის თქმა მინდა, რომ გარდა პრეპარატების ეფექტურობისა, კომპანიის ყველა წარმომადგენელი დაინტერესებულია შენი საქმიანობით. მე სხვა ფერმერებს არა მარტო ვურჩევ “ბარაქასთან” თანამშრომლობას, ბევრს პირადადაც ვაძლევ კონტაქტებს. ძალიან მიყვარს მცოდნე ადამიანები და ზუსტად ეს დავინახე ამ კომპანიაში”,- ამბობს ნოდარ კირკიტაძე.

ბარაქა _ გამოცდილება უხვი მოსავლისთვის | WWW.BARAKA.GE