სარეველებისგან შესანიშნავი სასუქი მზადდება
როგორ მივიღოთ ორგანული, მინერალური, აზოტოვანი სასუქი, პრაქტიკულად ყველა კულტურისთვის, პომიდვრიდან – მარწყვამდე, ყოველგვარი ფინანსური დანახარჯების გარეშე.
აღნიშნული სასუქის დასამზადებლად (სხვანაირად თხევად სასუქსაც უწოდებენ), ყველაზე ხშირად ჭინჭარს იყენებენ, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ სიდერატები, ნებისმიერი სარეველა, რომელიც თქვენს ნაკვეთზე იზრდება, მოთხაროთ ან უბრალოდ, გათიბოთ.
როგორ კეთდება თხევადი სასუქის ნაყენი ბალახებისგან
• სარეველას, დარწმუნდით რომ არ აქვს თესლი შეყოლილი და დააქუცმაცეთ;
• მოათავსეთ ჭურჭელში (დაახლოებით 2/3 – მჭიდროდ ჩატკეპნეთ);
• დაასხით წყალი;
• დააფარეთ სახურავი (შეგიძლიათ ჭურჭელში ჩადოთ ნაგვის პოლიეთილინის პაკეტი და შემდეგ თავი მოუკრათ);
• პროცესის დასაჩქარებლად სახურავს დაადეთ სიმძიმე;
• დადეთ თბილ ადგილას;
• შეგიძლიათ დაუმატოთ ქათმის სკორე, ნაკელი, ნაცარი, ხახვის ფუჩეჩი, ნივრის ფოჩები (1 კგ-მდე).
დუღილის დროს, ეს მასა არასასიამოვნო სუნს გამოყოფს, ამიტომ უნდა იყოს მჭიდროდ დახურული.
მასას ყოველდღე უნდა მოურიოთ. მზადყოფნას შეატყობთ ქაფის წარმოქმნით და ჭაობისფრად შეფერვით (დაახლოებით 10-12 დღე).
გამოყენების წინ კვლები უნდა მოირწყას წინასწარ. მომზადებული სასუქი გახსენით წყალში პროპორციით 1:10 ან 1:20 (თუ ქათმის სკორე აქვს დამატებული) და კარგად აურიეთ, შემდეგ შეგიძლიათ მოასხათ კვლებს.
გაუზავებელი სახით, ეს მასა შეგიძლიათ შეასხუროთ მცენარეებს მავნებლებისგან დასაცავად.
იმისათვის, რომ გააძლიეროთ თხევადი სასუქის მოქმედება, შეიძლება დაამატოთ საფუარი- 1კგ საფუარი+10ლ წყალი+სასუქი (ზევით მოყვანილი პროპორციით).
მწვანე სასუქი უნდა გამოიყენოთ დამზადებისთანავე, რადგან შენახვის შემთხვევაში ეფექტიანობას კარგავს, ამიტომ დაამზადეთ მხოლოდ იმდენი, რამდენის გამოყენებასაც ერთ ჯერზე შეძლებთ. მაშინვე დაიწყეთ მეორე ეტაპის მომზადება და ა.შ.
1კვ/მ-ზე გამოიყენება 3-4 ლ ნაზავი. რეკომენდებულია მწვანე სასუქი გამოიყენოთ 7-10 დღეში ერთხელ.
სასუქი ნიადაგში შეაქვთ მცენარეთა ინტენსიური ზრდისას, გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში, მაშინ როდესაც ითხოვს აზოტს. სხვა შემთხვევაში მცენარეს განუვითარდება მწვანე მასა და მოსავალი შემცირდება.
დარჩენილი მწვანე მასა მოაბნიეთ კვლებზე.
სასუქი შეგიძლიათ შეიტანოთ ხეების და ბუჩქოვნების ძირებშიც- 50-60 სმ-ის სიღრმეზე.
გამოიყენეთ ზომიერი რაოდენობით, თორემ აზოტის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება უკუეფექტი მოგცეთ!
Ps
ბალახეული ნაყენით კვების ეს მეთოდი იაფი, უსაფრთხო და რაც მთავარია, ეფექტიანი საშუალებაა, რომელიც მთელი ზაფხულის პერიოდში სწრაფად აკმაყოფილებს მცენარის მოთხოვნილებას კვების ძირითადი ელემენტების მიმართ.