აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

ძმარი (ჰერბიციდების ნაცლად) სარეველების წინააღმდეგ

სარეველების საწინააღმდეგო ხსნარის დამზადება ძალიან მარტივია.
წყალში ზავდება ჩვეულებრივი  (9%-იანი) ძმარი  1:1 პროპორციით, ესხურება სპეციალური ან კუსტარული შემასხურებლით სარეველებს.

გაითვალისწინეთ, რომ ძმარი უარყოფითად მოქმედებს კულტურულ მცენარეებზეც, ამიტომ იმუშავეთ ძალიან ფრთხილად და არც ნიადაგზე უნდა დაისხას.

ძმრიანი ხსნარი უნდა გამოიყენოთ მშრალ და უქარო ამინდში, რათა შესხურების შემდეგ სარეველების ფოთლებმა და ღეროებმა მოასწროს ძმრის შეწოვა- მხოლოდ მაშინა ის ეფექტის მომცემი.

მზიან ამინდში, ეს პროცესი საკმაოდ ჩქარდება. შედეგს შეუიარაღებელი თვალითაც შენიშნავთ. ერთ-ორ დღეში- სარეველები გაყვითლდება და ხმობას დაიწყებს.

თუ გსურთ მოსპოთ სარეველები ტროტუარის ფილებს შორის, ღობის გასწვრივ, ან ისეთ ადგილას, სადაც არ დარგული ან დათესილი არ გაქვთ კულტურული მცენარეები, ეფექტის გასაძლიერებლად, ცხელ ამინდში ხსნარს დაამატეთ მარილიც.

ზოგჯერ ძმრისა და მარილის წყლხსნარს თხევად ან გახეხილ ე.წ. სარეცხის საპონს უმატებენ.

გთავაზობთ სამუშაო ხსნარის მომზადების რამდენიმე მეთოდსა და ინგრედიენტებს: 

წყალი — 10 ლ;
ძმარი (9%) — 2 ჭიქა 250-300მლ.;
გახეხილი საპონი ან თხევადი საპონი— 2 სუფრის კოვზი;
მარილი (ფხვიერი) — 2 სუფრის კოვზი.
ყველა ნივთიერება კარგად უნდა გაიხსნას ერთმანეთში და შეესხუროს სარეველებს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ხსნარიც:
წყალი— 2 ჭიქა _ 250-300მლ.;
არაყი — 50 მლ;
თხევადი საპონი — 2 სუფრის კოვზი

თუ ექსტრემალური ვითარება შეგექმნათ:
ძმარი (9%) — 2 ჭიქა;
ლიმონის მჟავა — 2 სუფრის კოვზი;
ჭურჭლის სარეცხი საშუალება — 2 სუფრის კოვზი;
არაყი — 50 მლ;
წყალი — 3 ჭიქა.

ლია მღვდელაძე