დარგებიმექანიზაცია

სასოფლო-სამეურნეო მანქანების ტექნიკური სერვისი

ტრაქტორების, კომბაინების, ავტომობილების, მოტობლოკებისა და სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო მანქანების ტექნიკური სერვისის საერთო სისტემაში შედის:
  • ტექნიკური დათვალიერება;
  • გამოსახმარისების ტექნიკური მომსახურება;
  • ყოველი ცვლის ტექნიკური მომსახურება;
  • პერიოდული ტექნიკური მომსახურება;
  • სეზონური ტექნიკური მომსახურება;
  • მანქანათა ტექნიკური დიაგნოსტიკა;
  • ტექნიკის შენახვაზე დაყენება;
  • ტექნიკის შენახვიდან მოხსნა.

სხვადასხვა ფირმის მიერ გამოშვებულ ტექნიკური საშუალებისთვის მწარმოებელი ქარხანა ამუშავებს მისი ტექნიკური სერვისის ინსტრუქციას, რომელიც მოიცავს იმ ძირითად ოპერაციებს, რომლის ჩატარებაც აუცილებელია მოცემული ტექნიკური საშუალების გამართულ მდგომარეობაში ყოფნისთვის. ეს ოპერაციები შეიძლება ჩატარების ვადით და ტექნოლოგიით ერთმანეთისგან მცირედ განსხვავდებოდნენ, მაგრამ მათი ზოგადი სქემა დაახლოებით ერთნაირია.

  1. ტრაქტორების, კომბაინებისა და ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება
  • ტრაქტორების, კომბაინებისა და ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებს წლის განმავლობაში ერთხელ, ან რამოდენიმეჯერ მათი დანიშნულებიდან გამომდინარე მიმდინარეობს შემდეგი კვანძებისა და მექანიზმების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება:
  • მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, უპირველეს ყოვლისა მოწმდება ძარის, შასის, ძრავისა და სანომრე ნიშნების საბუთებთან შესაბამისობა;
  • სდექსიგნალის, გაბარიტული მაშუქების, მოხვევის მაჩვენებლების, ახლო ნათების ფარების მდგომარეობის, საქარე მინის მდგომარეობის, კაბინის შიდა და გარე უკანა ხედვის სარკეების ტექნიკური მდგომარეობა;

საჭის თავისუფალი სვლის, მიმმართველი თვლების გვერდცდენის და დახრილობის შემოწმება, საბურავებში წნევის, პროტექტორების ტიპისა და ცვეთის ხარისხის, ხელის მუხრუჭის თავისუფალი სვლის და მდგომარეობის, უსაფრთხოების ღვედების, მინების დაბურვის სიდიდის, სამუხრუჭე სისტემის, ჩაჭიდების ქუროს მუშაუნარიანობის, გამონაბოლქვ აირებში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის, ცეცხლმაქრის და სამედიცინო აფთიაქის ტექნიკური მდგომარეობა;

  • სამუხრუჭე ვაკუუმის, საჭის მექანიზმის ჰიდროგამაძლიერებლის, ავტომატური ბლოკირების სისტემის და ა.შ. მდგომარეობა;
  • ამწევი ჰიდროცილინდრების; წინა და უკანა ძალამრთმევი ლილვის მუშაუნარიანობის და დამცავი სისტემის, წინა და უკანა სამწერტილოვანი ჩასაბმელი მოწყობილობების, გადასაბმელი მოწყობილობის, გადამცემი მექანიზმის და სხვა სპეციალური დანადგარების მდგომარეობა;
  • დაუშვებელია სატრაქტორო აგრეგატზე და ავტომობილებზე სპეციალური სიგნალების, ანტენების, დამატებითი ფარების და სხვა სპეც. დანიშნულების ხელსაწყო-დანადგარების დაყენება სათანადო ნებართვის გარეშე.
  1. ტრაქტორების ტექნიკური მომსახურება
    • ტრაქტორების ტექნიკური მომსახურება 50 ძრავ.საათის მუშაობის შემდეგ:

 ჩატარების პროცედურა:

  • ტრაქტორი უნდა დადგეს ჰორიზონტალურ ზედაპირზე;
  • ტექნიკური მომსახურების დაწყებამდე ანანაკლებ 5 წუთით ადრე გამოირთოს ძრავა და ჩაირთოს ხელის მუხრუჭი;
  • წინა და უკანა საკიდი სისტემა უნდა იყოს დაწეულ მდგომარეობაში;
  • ჰიდროგამანაწილებლის სახელური უნდა იყოს ნეიტრალურ მდგომარეობაში;
  • ძრავაში ზეთის შემოწმება ზეთსაზომი ცეცის საშუალებით. ზეთის დონე უნდა იყოს ზეთის მინიმალური და მაქსიმალური დასაშვები დონის ნიშნულებს შორის;
  • ტრანსმისიაში ზეთის დონის შემოწმება სპეციალური შემინული ჭუჭრუტანის საშუალებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ზეთმზომი ცეცის საშუალებით; უკანა ხიდში ზეთის დონის შემოწმება სპეციალური შემინული ჭუჭრუტანის საშუალებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში ზეთმზომი ცეცის საშუალებით;
  • უკანა ხიდის შეზეთვა. უკანა ხიდის ნახევარღეძების საკისრები უნდა შეიზეთოს ტექნიკური შპრიცით;
  • წინა ხიდის შეზეთვა: წინა საკიდი სისტემის შეზეთვა; საჭის მკლავების შეზეთვა; საჭის ცილინდრების შეზეთვა; საჭის საკისრების შეზეთვა; წინა ხიდის უკანა საყრდენი კვანძის შეზეთვა; წინა ხიდის წინა საყრდენი კვანძის შეზეთვა. უნდა შეიზეთოს ტექნიკური შპრიცით;
  • ჩაჭიდების ქუროს ავზში ზეთის დონის შემოწმება;
  • სამუხრუჭე სისტემის ავზში ზეთის დონის შემოწმება;
  • აკუმულატორში ელექტროლიტის დონის შემოწმება;
  • სამწერტილიანი უკანა და არსებობის შემთხვევაში წინა საკიდი სისტემის შეზეთვა;
  • თვლებისა და საბურავების მდგომარეობის შემოწმება. შენიშვნა: გამოსახმარისების დამატებითი ოპერაციები პირველი 50 ძრავ.საათის მუშაობის შემდეგ – ზეთის შეცვლა ძრავში, ტრანსმისიაში და ჰიდრავლიკურ სისტემაში.
  • ტექნიკური მომსახურება ყოველი 100 ძრავ. საათის მუშაობის შემდეგ.

ამ დროს ტარდება ყველა ის ოპერაცია, რომელიც 50 ძრავ.საათის მუშაობის შემდეგ სრულდება და დამტებით ტარდება:

  • სამუხრუჭე მანძილის შემოწმება;
  • ძრავის ღვედების დაჭიმულობის შემოწმება;
  • ძრავის ზეთის შეცვლა;
  • ძრავის ზეთის ფილტრის კარტრიჯის შეცვლა;
  • რადიატორების შემოწმება და გაწმენდა;
  • საწვავის ფილტრის შეცვლა;
  • ხელის მუხრუჭის მდგომარეობის შემოწმება;
  • კაბინის ვენტილაციის სისტემის ფილტრების გაწმენდა;
  • ზეთგამტარი მილების ჰერმეტულობაზე შემოწმება.
  • ტექნიკური მომსახურება ყოველი 300 ძრავ.საათის მუშაობის შემდეგ

ამ დროს ტარდება ყველა ის ოპერაცია, რომელიც ყოველი 100 ძრავ.საათის მუშაობის შემდეგ სრულდება, ასევე დამტებით ტარდება:

  • ზეთის დონის შემოწმება წინა ხიდში;
  • წინა ძალამრთმევი ლილვის შემოწმება.
  • ტექნიკური მომსახურება ყოველი 600 ძრავ.საათის მუშაობის შემდეგ

ამ დროს ტარდება ყველა ის ოპერაცია, რომელიც 300 ძრავ.საათის მუშაობის შემდეგ სრულდება და დამტებით ტარდება:

  • ძრავის და საწვავის ტუმბოს სარქველების ღრეჩოების რეგულირება;
  • ტრანსმისიის ზეთის ფილტრების შეცვლა;
  • დიფერენციალების ბლოკირების სისტემის შემოწმება;
  • დამუხრუჭების სისტემის შემოწმება;
  • ტექნიკური მომსახურება პირველი 1200 ძრავ.საათის მუშაობის, ან ერთი წლის გასვლის შედეგ.

 ამ დროს ტარდება ყველა ის ოპერაცია, რომელიც 600 ძრავ.საათის მუშაობის შემდეგ სრულდება, ასევე დამტებით ტარდება:

  • მაღალი წნევის ტუმბოს ტექნიკური მომსახურება;
  • ჰაერის ფილტრის შეცვლა;
  • სტარტერის ტექნიკური მომსახურება;
  • წინა თვლის საკისრის ტექნიკური მომსახურება;
  • კაბინის გამათბობელი სისტემის ტექნიკური მომსახურება;
  • ჩაჭიდების ქუროს ჰიდროსისტემიდან ჰაერის გამოშვება.
  • ტექნიკური მომსახურება ყოველი შემდგომი 1200 ძრავ.საათის მუშაობის, ან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

ამ დროს ტარდება ყველა ის ოპერაცია, რომელიც პირველი 1200 ძრავ.საათის მუშაობის შემდეგ სრულდება და დამტებით ტარდება:

  • ძრავის გამაგრილებებლი სითხის შეცვლა და სისტემის გამორეცხვა;
  • ტრანსმისიაში ზეთის შეცვლა;
  • წინა ხიდში ზეთის შეცვლა;
  • დიფერენციალში და გვერდით რედუქტორებში ზეთის შეცვლა.

შენიშვნა: უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკის მწარმოებელი რომელიმე ქარხნის მიერ გამოშვებულ ინსტრუქციაში შეიძლება მოცემული იყოს ტექნიკური სერვისის დამატებითი სპეციფიკური ოპერაციები, რომელთა ჩატარებაც კონკრეტული მოდელისა და დანიშნულების ტექნიკური საშუალებისთვის იყოს საჭირო. ტექნიკური სერვისის ჩატარების წინ სასურველია, ჩატარდეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების კომპიუტერული დიაგნოსტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკური საშუალების ნებისმიერი კვანძის ტექნიკური მდგომარეობის და ნარჩენი რესურსის განსაზღვრას კვანძის დაშლის გარეშე. ამჟამად შექმნილია კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ძრავის, სავალი, სამუხრუჭე და ჰიდრავლიკური სისტემის ტექნიკური მდგომარეობისა და ნარჩენი რესურსის განსაზღვრას.

კომპიუტერული დიაგნოსტიკის ჩატარება განაპირობებს რესურსამოწურული კვანძებისა და დეტალების შეცვლას ტექნიკური სერვისის ჩატარების პერიოდში და გამორიცხვას კვანძების და დეტალების მწყობრიდან გამოსვლას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების დაძაბულ პერიოდებში და შესაბამისად მნიშვნელოვნად ამცირებს ტექნიკური საშუალებების მოცდენებს. ტექნიკური მომსახურების პერიოდულობის დადგენას ხშირად აწარმოებენ დახარჯული საწვავის მიხედვით, ვინაიდან ეს მაჩვენებელი უფრო ზუსტად ასახავს მუშაობის ფაქტიურ პირობებს და მისი აღრიცხვაც შედარებით იოლია. თუ ვიცით მოცემული მარკის ტრაქტორის საწვავის საათური ხარჯი მისი საშუალო დატვირთვისას და ტექმომსახურების პერიოდულობა ძრავ.საათებში, მაშინ შეიძლება განვსაზღვროთ ტექნიკური მომსახურების პერიოდულობა დახარჯული საწვავის მიხედვით.

  1. სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ტექნიკის შენახვა

სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ერთერთ ძირითად თავისებურებას წარმოადგენს მისი სეზიონური გამოყენება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ხანგრძლივი დროით დგას (მაგალითად კომბაინები თითქმის 10 თვე წლის განმავლობაში შენახვაზე დგას). შენახვა წარმოებს საქართველოს ეროვნული სტანდარტის მიხედვით, რომელიც მიღებულია 15.12.2008 წ. სტანდარტი ვრცელდება ტრაქტორებზე, ავტომობილებზე, სასოფლო-სამეურნეო, მეცხოველეობისა და საკვებწარმოების ტექნოლოგიურ მოწყობილობებსა და მანქანებზე, რომლებიც ექვემდებარებიან არასამუშაო პერიოდში ცვლათაშორის, მოკლე ხნით და ხანგრძლივ შენახვას.

3.1 მანქანათა შენახვის ძირითადი წესები.

მანქანებს აყენებენ შესანახად ცვლათაშორის – 10 დღემდე, მოკლე ხნით – 10 დღიდან ორ თვემდე და ხანგრძლივად – ორ თვეზე მეტი დროით. მანქანების შენახვა უნდა მოხდეს დახურულ სათავსებში ან ფარდულებში. დაშვებულია მანქანათა შენახვა ღიად მოწყობილ მოედნებზე კონსერვაციისა და ჰერმეტიზაციისათვის სამუშაოების აუცილებელი შესრულებით, საწყობში შესანახი შემადგენელი ნაწილების მოხსნით. მანქანები უნდა 11 ინახებოდეს სამანქანო ეზოში მოწყობილ ცალკეულ ტერიტორიებზე .

სამანქანო ეზოს შენახვის სექტორში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა შეიცავდეს:

  • დახურულ ნაგებობებს, ფარდულებს და ღია მოედნებს მანქანების შენახვისათვის;
  • მოედნებს მანქანების აწყობის, რეგულირებისა და აგრეგატების დაკომპლექტებისათვის;
  • საწყობს მანქანებიდან მოხსნილი შემადგენელი ნაწილების შენახვისათვის;
  • მოედნებს ჩამოწერილი და ჩამოწერას დაქვემდებარებული მანქანებისათვის; • ღობეს;
  • მანქანების გაწმენდისა და რეცხვისათვის მოწყობილ პოსტს;
  • ანტიკოროზიული საფარით დაფარვისათვის (დამცავი საპოხი, დამცვლი შემადგენლობა და ლაქსაღებავიანი საფარი) დახურულ პოსტს;
  • ტვირთამწე მოწყობილობას, მექანიზმებს, სამარჯვებს და სადგამებს მანქანების შენახვაზე დასაყენებლად და შენახვიდან მოსახსნელად;
  • ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობას და ინვენტარს;
  • განათებას;
  • ნაგებობას დოკუმენტაციის გასაფორმებლად და შესანახად. დახურული ნაგებობების, ფარდულების და ღია მოედნების ფართობი განისაზღვრება მანქანათა სახეობის, რაოდენობის, გაბარიტების, მანქანათა შორის და რიგთაშორის მანძილის გათვალისწინებით.
  • მანქანები უნდა ინახებოდეს აღნიშნულ ადგილებზე ჯგუფებად სახეობისა და მარკების მიხედვით მათ შორის პროფილაქტიკური დათვალიერების ჩატარებისათვის საჭირო მანძილის დაცვით, ხოლო რიგებს შორის მანძილი უნდა უზრუნველყოფდეს მანქანათა შესანახად დაყენებას, დათვალიერებას და შენახვიდან მოხსნას.
  • ღია მოედნებზე ავტოამწეების და ავტოსატვირთველების მომსახურების ჩასატარებლად რიგში მანქანათა შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 0,7 მ, ხოლო რიგებს შორის – არანაკლებ 6 მ. ხარიხისებრი და ხიდური ამწეებით მომსახურე ღია მოედნებზე მანქანათა შორის მანძილი რიგში უნდა იყოს არანაკლებ 0,7 მ, ხოლო რიგებს შორის – 0,7 – 1,0 მ.
  • დახურულ ნაგებობებში და ფარდულებში მანქანათა შენახვისას რიგში მანქანათა შორის და მანქანებიდან ნაგებობების კედლამდე მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 0,7 მ, ხოლო რიგებს შორის მინიმალური მანძილი – 1,0 მ. შენახვისას მანქანათა ტექნიკური მომსახურება ტარდება სტანდარტის მოთხოვნათა და კონკრეტული მარკის მანქანის საექსპლუატაციო დოკუმენტაციის შესაბამისად. ცვლათაშორის და მოკლე ხნით შენახვაზე მანქანები ყენდება სამუშაოს დამთავრებისთანავე, ხოლო ხანგრძლივი შენახვისას – სამუშაოს დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
  • აგრესიულ მასალებთან კონტაქტში მომუშავე მანქანები შესანახად ყენდება სამუშაოს დამთავრებისთანავე. დაუშვებელია მანქანებისა და მისი შემადგენელი ნაწილების შენახვა ნაგებობებში, რომლებიც შეიცავენ (გამოყოფენ) მტვერს, აგრესიული ორთქლისა და აირების მინარევებს. ბაზებსა და საწყობებში შენახული საწარმო-დამამზადებლიდან მიღებული ახალი მანქანები და მისი შემადგენელი ნაწილები ჰერმეტიულად შეფუთული უნდა იყოს; მანქანების და მისი შემადგენელი ნაწილების კონსერვაციისა და ჰერმეტიზაციის დარღვევის (ან არ ქონის) შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს (ან ახლიდან ჩატარდეს) სტანდარტების შესაბამისად.
3.2. შენახვის დროს მანქანათა ტექნოლოგიური და ტექნიკური მომსახურების მოთხოვნები

მანქანათა ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს მათი შენახვისათვის მომზადების დროს, შენახვის პროცესში და მანქანების შენახვიდან მოხსნისას; მანქანების ტექნიკური მომსახურება ხანგრძლივი შენახვისათვის მომზადების დროს შეიცავს:

  • მანქანების გაწმენდა რეცხვას;
  • მანქანების მიტანას შენახვის ადგილზე;
  • მანქანებიდან მოხსნას და შენახვისათვის მომზადებას იმ შემადგენელი ნაწილებისა, რომლებიც ექვემდებარებიან სპეციალურად მოწყობილ საწყობებში შენახვას;
  • მანქანიდან შემადგენელი ნაწილების მოხსნის შემდეგ ნახვრეტების, ღრეჩოების, ღრუების ჰერმეტიზაციას მტვრისა და ტენისაგან დასაცავად;
  • მანქანების, შემადგენელი ნაწილების კონსერვაციას (ან დაზიანებული ლაქსაღებავის საფარის აღდგენას);
  • მანქანის დაყენებას სადგამზე (ქვესადებზე);
  • ექსპლუატაციის შემდეგ მანქანები უნდა გასუფთავდეს მტვრის, ჭუჭყის, ნაღვენთი ზეთის, მცენარეული და სხვა ნარჩენებისაგან. მანქანები სასუქის, შხამქიმიკატების და ნავთობ პროდუქტებისაგან უნდა გაიწმინდოს სპეციალურ უბნებში, სადაც უზრუნველყოფილია ჩამდინარე წყლების ნეიტრალიზაცია. შემადგენელი ნაწილები, რომლებზედაც დაუშვებელია წყლის მოხვედრა (გენერატორები, გამშვები ძრავის მაგნეტო, რელე და სხვა), უნდა შეიფუთოს ბრეზენტის შალითით, პარაფინირებული ქაღალდით ან პოლიმერული ფირით. გაწმენდისა და რეცხვის შემდეგ ტენის მოცილებისათვის, უნდა მოხდეს მანქანის გაქრევა შეკუმშული ჰაერით;
  • ღია მოედნებზე მანქანების ხანგრძლივი შენახვის დროს უნდა მოიხსნას, მომზადდეს შესანახად და ჩაბარდეს საწყობში შემდეგი ნაწილები;
  • ელექტრომოწყობილობა (აკუმულატორის ბატარეები, გენერატორი, სტარტერი, მაგნეტო, ანთების სანთლები, მწყვეტ-გამანაწილებელი, ფარები და სხვა),
  • მილისა-გორგოლაჭიანი ჯაჭვები;
  • ამძრავი ღვედები;
  • რეზინის, პოლიმერული მასალების და გარეზინებული მასალისაგან დამზადებული შემადგენელი ნაწილები (ჰიდროსისტემის შლანგები, რეზინის თესლგამტარები და მილსადენები, რბილი სკამები, ტენტი, ტილოთამასოვანი ტრანსპორტიორები და სხვა);
  • საჭრელი აპარატის დანები;
  • ინსტრუმენტი და სამარჯვები;
  • მანქანიდან მოხსნილი შემადგენელი ნაწილების სამაგრი დეტალები ყენდება თავიანთ ადგილებზე;
  • მოხსნილ შემადგენელ ნაწილებზე უნდა დამაგრდეს საჭდეები მანქანის ნომრის მითითებით.

მანქანების დახურულ ნაგებობებში შენახვისას, მათი კონსერვაციისა და ჰერმეტიზაციის პირობების არსებობისას დასაშვებია მანქანიდან არ მოიხსნას შემადგენელი ნაწილები. ელექტრომოწყობილობა (ფარები, გენერატორი, სტარტერი, მაგნეტო, აკუმულატორის ბატარეები) უნდა გაიწმინდოს, შემოიბეროს შეკუმშული ჰაერით, კლემები დაიფაროს დამცავი საპოხით.

საწყობში შენახულ ნახმარ აკუმულატორებს ავსებენ ელექტროლიტით და ინახავენ დამუხტულ მდგომარეობაში გაუმთბარ, განიავებულ სათავსოში. შენახვის პერიოდში აუცილებელია თვეში ერთხელ შემოწმდეს ელექტროლიტის სიმკვრივე და საჭიროების შემთხვევაში დაიმუხტოს.

მილისა-გორგოლაჭიანი ჯაჭვები უნდა გაიწმინდოს, გაირეცხოს სარეცხ სითხეში და არანაკლებ 20 წუთისა ჩაიდოს 80-900-მდე გაცხელებულ ავტოსატრაქტორო ან სადიზელო ზეთში, გაშრეს და დაიხვეს რულონად. ამძრავი ღვედები უნდა გაირეცხოს თბილი საპნიანი წყლით ან გაიწმინდოს ცხიმისაგან არაეთილირებული ბენზინით, გაშრეს, შეიპუდროს ტალკით და შეიკრას კომპლექტად. დაშვებულია პნევმატური საბურავების ღიად შენახვა სადგამებზე დაყენებულ მანქანებზე განტვირთულ მდგომარეობაში. საბურავების ზედაპირები იფარება დამცავი შემადგენლობით.

დახურულ და ღია შენახვის დროს საბურავებში წნევა შემცირდეს ნომინალურის 70% -მდე. ჰიდროსისტემის დრეკადი შლანგების გარე ზედაპირები უნდა გაიწმინდოს ზეთისა და ჭუჭყისაგან. დასაშვებია შლანგების შენახვა მანქანებზე. ამასთან მათი ზედაპირი უნდა დაიფაროს დამცავი შემადგენლობით ან შეიხვეს საიზოლაციო მასალით (პარაფინირებული ქაღალდი, პოლიეთილენის ფირფიტა და სხვა).

გვარლები უნდა გასუფთავდეს, დაიფაროს დამცავი საპოხით და დაიხვეს გორგლად. ყველა ნახვრეტი, ღრეჩო, ხვრელი (ჩასატვირთი და გადმოსატვირთი, სათვალთვალო მოწყობილობა, ავზებისა და რედუქტორების ჩასასხმელი ყელი, ვენტილატორების და კარბურატორების საფარი, ჰიდროსისტემის საქშენების ნახვრეტები, ძრავის გამოსაბოლქვი მილები და სხვა), საიდანაც შეიძლება ატმოსფერული ნალექები მოხვდეს მანქანის შიდა მოცულობებში, მჭიდროდ იხურება სახურავებით ან საცობ-სახშობებით. გამაცივებელი სისტემებიდან წყლის და კონდენსატის თავისუფლად გამოშვების უზრუნველსაყოფად გამოსაშვები მოწყობილობა დატოვებული უნდა იქნეს ღიად. მანქანების სამუშაო ორგანოების ლითონის შეუღებავი ზედაპირები (მჭრელი აპარატები, ფრთები, დანები, ჩამთესები, შნეკები და სხვა), გადაცემათა მექანიზმები და დეტალები, მოხახუნე კვანძები, ჰიდროცილინდრების ჭოკები, კარდანული გადაცემები, ვარსკვლავები, დეტალების ხრახნული და კუთხვილური ზედაპირები, აგრეთვე გარე შესაუღლებელი მექანიკურად დამუშავებული ზედაპირები უნდა გაიწმინდოს ჭუჭყისაგან, ცხიმისაგან, გაშრეს და დაიფაროს დროებითი დამცავი ფენით (შესრულდეს კონსერვაციის სამუშაოები) და შეიფუთოს.

კონსერვაციის საფეხურებს შორის დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 სთ-ს აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება საფეხურებს შორის დროის გაზრდა, თუ ეს არ გამოიწვევს კოროზიას.

კონსერვაცია უნდა ჩატარდეს სპეციალურად მოწყობილ სათავსოებში ან ასაწყობ უბნებზე, რაც უსაფრთხოების დაცვისა და ტექნოლოგიური პროცესის სრულად შესრულების საშუალებას იძლევა.

სათავსოში ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 150ºC და ფარდობითი ტენიანობა – 70%. დასაშვებია ტენიანობის გაზრდა 80% -მდე, როცა ტემპერატურის სხვაობა სათავსში არ აღემატება 5ºC-ს. კონსერვაციას დაქვემდებარებულ ზედაპირებს უნდა ჰქონდეთ სათავსის ჰაერის ტემპერატურა.

ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიეთითოს კონსერვაციის თარიღი, შენახვის პირობები და დაცვის ვადა. შიგა შეფუთვის დანიშნულებაა კლიმატური პირობების ზემოქმედების შეზღუდვა ან მთლიანად გამორიცხვა, კოროზიის საწინაარმდეგო დამცავი ფენის შენარჩუნება.

3.3 ღია მოედნებზე მანქანების ხანგრძლივი შენახვის დამატებითი მოთხოვნები
  • მანქანების ხანგრძლივ შენახვაზე დაყენების წინ ამოწმებენ მათ ტექნიკურ მდგომარეობას, აუცილებლობის შემთხვევაში შემოწმება უნდა ჩატარდეს ტექნიკური დიაგნოსტიკის საშუალების გამოყენებით;
  • ტრაქტორების, თვითმავალი შასების, ავტომობილების და მისაბმელების შენახვა.
  • ძრავის ხანგრძლივი შენახვისათვის მომზადება უნდა შეიცავდეს:
  • ძრავის შიგნით განლაგებული დეტალების ზედაპირების კონსერვაციას (შიგა კონსერვაციას) და გაციების სისტემის გარეცხვას;
  • ძრავის შიგა ღრუების ჰერმეტიზაციას;
  • ძრავის დეტალების შეუღებავი გარე ზედაპირების კონსერვაციას (გარე კონსერვაცია);
  • ძრავის შეფუთვას პოლიმერული ან სხვა მასალის შალითით („კაპოტის“ არ არსებობის შემთხვევაში);
  • გამშვები ძრავის ავზში უნდა ჩაისხას ბენზინისა და ანტიკოროზიული მისართის ნარევი, კარტერში და რეგულატორში – სამუშაო კონსერვაციული ზეთი;
  • საწვავის ავზში საწვავის არ არსებობის (ან მოცულობის 15% -ზე ნაკლები) შემთხვევაში მათი კონსერვაცია უნდა მოხდეს აქროლადი ინჰიბიტორებით;
  • გენერატორის და ვენტილატორის ამძრავის შკივების სამუშაო ზედაპირები უნდა გასუფთავდეს კოროზიის კვალისაგან და შეიღებოს. ღვედების დაჭიმულობა უნდა შემცირდეს;
  • ჰაერმწმენდი უნდა გაიწმინდოს, გამოირეცხოს და ძირში უნდა ჩაისხას სამუშაო კონსერვაციული ზეთი;
  • ტრაქტორების და ავტომობილების ჰიდროსისტემის საკიდი, დამჭიმი და ამწე მექანიზმების, მიმმართველი თვლების, საჭის ტრაპეციების სახსრული და ხრახნული ღია შეერთებები უნდა გასუფთავდეს და შეიპოხოს, ჰიდროცილინდრების და ამორტიზატორების ჭოკის ღია ნაწილები უნდა დაიფაროს დამცავი ფენით.

 

          USAID / REAP Georgia