დარგებიმემარცვლეობა

შაქარა სიმინდი

შაქარა სიმინდი  –  Zea mays „Saccharata“ საქართველოში საკმაოდ ადრეულ პერიოდშია შემოტანილი. მის მოშენებას უფრო შემთხვევითი  ხასიათი ჰქონდა. თესდნენ  ალაგ-ალაგ და ისიც ბოსტნებში. მხოლოდ უკანასკნელ დროს, ჩვენში საკონსერვო მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებით, ტკბილი სიმინდი თანდათან ფართოდ გამოყენებას. ამჟამად ითესება მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთებზე.
 შაქარა სიმინდმა  სახელწოდება მიიღო მარცვლის ტკბილი გემოს გამო, რაც გამოწვეულია ენდოსპერმში შაქრის შენაერთთა სიუხვით. უნდა აღინიშნოს, რომ   სიტკბო მარცვალს ახასიათებს მხოლოდ ჯერ კიდევ ნედლ, მოუმწიფებელ მდგომარეობაში, მომწიფების დროს ეს თვისება ეკარგება, რადგან შაქარი უკვე მთლიანად გარდაიქმნება სახამებლად.
მოტეხილ ტაროში ტკბილი გემო სულ რამდენიმე საათის შემდეგ საგრძნობლად მცირდება, ხოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში თითქმის მთლიანად იკარგება.
ტკბილი სიმინდი სხვა ჯგუფებისაგან  ქიმიურად განსხვავდება აგრეთვე ხსნადი ნახშირწყლების (უმთავრესად დექსტრინის), ზეთის, პროტეინის მეტი რაოდენობით და შედარებით მცირე სახამებლიანობით. მისი ენდოსპერმი რქისებრია და თითქოს გამჭვირვალეა.
ამ ჯგუფის სიმინდისათვის დამახასიათებელია  შემოსული მარცვლის მთელი ზედაპირის ძლიერი დანაოჭება.
მცენარის სიმაღლეა საშუალოდ  80-250 სმ.   ივითარებს 1-2 ტაროს.
ტარო და მარცვლები საშუალო ზომისაა. მოსავალს იღებენ რძის ან ცვილისებრი სიმწიფის პერიოდში, რის გამოც ტექნიკური სიმწიფის სავეგეტაციო პერიოდი, სხვა ჯგუფებთან შედარებით, საკმაოდ მოკლე აქვს.

სიმინდის ეს ჯგუფი გამოიყენება უმთავრესად საკონსერვო წარმოებაში, რისთვისაც იხმარება ჯერ კიდევ შემოუსვლელი, ნედლი ტარო.

ნედლი სიმინდი გამოიყენება საკვებადაც.

წყარო: elkana.org.ge