აგროსიახლეები

 შაქრის ფასების ინდექსმა აპრილში FAO-ს მონაცემებით ბოლო წლების ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

FAO-ს ფასების ინდექსი, რაც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, ბოლო სამი თვის მანძილზე უწყვეტად მცირდებოდა.

FAO-ს ინფორმაციით, სამომხმარებლო კალათის ფასები, აპრილში, თებერვლის თვესთან შედარებით 3.4%-ით შემცირდა და 165.5 ქულა შეადგინა. ფასების შემცირების მიზეზი COVID-19 გამოწვეული პანდემია იყო, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით, ბევრ სამომხმარებლო პროდუქტზე მნიშვნელოვნად შეამცირა მოთხოვნა.

ამასთან, FAO-ს შაქრის ფასების ინდექსმა, ბოლო 13 წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და მარტში 14.6%-ით შემცირდა.

„წლელუს შაქრის გლობალურ ფასებზე უკვე მეშვიდეჯერ დაფიქსირდა ასეთი მაღალი ვარდნის ინდექსი. ფასების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი, მსოფლიოს მასშტაბით შეწყვეტილი ტექნიკური საწარმოო პროცესია, რომელშიც, შაქრის ლერწმისგან გამოყოფილი ეთანოლი აქტიურად გამოიყენება. მოთხოვნის შემცირება და შაქრის უხვი საექსპორტო მარაგები, პროდუქტზე ფასების ვერდენის პირდაპირი განმაპირობებელია. აპრილში, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი 2.5%-ით შემცირდა. შემცირების ტენდენცია გამოვლინდა, პალმის და სოიოს ზეთის ფასების ინდექსზეც. კლების მთავარ მიზეზად, შაქრის მსგავსად, მცენარეული ზეთების ტექნიკურ საწარმოო პროცესში გამოყენების შეჩერება და უხვი პალმისა და სოიოს ზეთის მარაგების არსებობა სახელდება. 3.6%-ითაა შემცირებული რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. კარაქის და რძის ფხვნილის ფასის კლების ინდექსი ორნიშნა ციფრებს აფიქსირებენ, რის მიზეზად, უხვი საექსპორტო მარაგები, პროდუქტზე დაბალი მოთხოვნა და დახურული ბარ-რესტორნები სახელდება. 2.7%-ითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსიც. ჩინეთის მხრიდან, ხორცპროდუქტებზე ნაწილობრივ განახლებული მოთხოვნის მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბით, ხორცის ექსპორტის მოთხოვნაზე ბალანსის აღდგენა მაინც ვერ ხერხდება. ხორცის იმპორტთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პრობლემები და ზოგადად, სასურსათო ინდუსტრიაში, ხორცზე არსებული დაბალი მოთხოვნა, ფასის კლების მთავარ მიზეზია”, _ ნათქვამია ანგარიშში.

FAO-ს წამყვანი ეკონომისტის უპალი არაჩილაგეს განცხადებით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ხორცის მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანს მნიშვნელოვნად არღვევს.

„COVID-19 გამო შემცირებული შემოსავალი, მოსახლეობას აიძულებს უარი თქვან ხორცზე და ხორც პროდუქტებზე. ასევე, დახურული სარესტორნო და სხვა სასურსათო ქსელები, მნიშვნელოვნად ამცირებს ხორცის მოხმარებას და შესაბამისად მის ფასებს“ ,-აცხადებს უპალი არაჩილაგე.

ამას გარდა, FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი უცვლელი დარჩა აპრილის თვეში. ბალანსის მიზეზს, ხორბლის ფქვილზე გაზრდილი და სიმინდის ფქვილზე შემცირებულ ფასებს შორის ბალანსი წარმოადგენდა.

„ხორბლის ფქვილის ფასის ზრდის მიზეზი, რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროდუქტის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა წარმოადგენდა. ისევე, როგორც ბრინჯის ფასების 7.2%-ით ზრდა, ვიეტნამიდან პროდუქტის ექსპორტის შეზღუდვით იყო განპირობებული. სიმინდის ფქვილზე ფასების თითქმის 10%-ით შემცირების მიზეზად, პროდუქტზე სასაქონლო მეურნეობებში (საქონლის კვება) შექმნილი შემცირებული მოთხოვნა და ასევე ტექნიკური წარმოების გაჩერება წარმოადგენდა”,-აღნიშნულია FAO-ს ინფორმაციაში.