აგროსიახლეები

შარშანდელთან შედარებით ფქვილის იმპორტი, თითქმის, 900%-ით არის გაზრდილი

საქსტატის მონაცემებით წლეულს, იანვარ-ივლისში საქართველომ რუსეთიდან 17 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 48,3 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა, ამავე პერიოდში კი იმპორტიორებმა რუსეთიდან  36,2 მილიონი დოლარის ღირებულების 95,725 ათასი ტონა ფქვილი შეიძინეს და შემოიტანეს.

2022 წელს, ისევე როგორც შარშან, ფქვილის, თითქმის, 99%-ი რუსეთიდან არის იმპორტირებული.

სახელმწიფო ხორბალს და ფქვილს არ ყიდულობს, ეს ბიზნესი მთლიანად კომერციული სექტორის ხელშია.

შარშანდელთან შედარებით ფქვილის იმპორტი 896 %-ით არის გაზრდილი. ფინანსურადაც, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა – 1174,6%-ია.

რუსეთის გარდა საქართველოს ფქვილი მცირე რაოდენობით შემოაქვს თურქეთიდან, იტალიიდან და ყაზახეთიდან…

ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული, თითქმის შეჩერებულია, ხორბლის იმპორტი.