აგრარული განათლებააგროსიახლეები

შესანახი პროდუქტების მავნებლები და მათთან ბრძოლა

მარცვლეული და პარკოსანი კულტურები, აგრეთვე, მათი გადამუშავების პროდუქტები მნიშვნელოვნად ზიანდება საწყობებში შენახვის დროს. დაზიანებას იწვევენ მწერები, ტკიპები, თაგვისებრი მღრღნელები. თუმცა, მწერების (ხოჭოების, პეპლების) როლი განსაკუთრებით დიდია. როგორც ცნობილია, საწყობის პირობებში ასეთი ორგანიზმების განვითარებისათვის მეტად ხელშემწყობი პირობები იქმნება (ტენი, ტემპერატურა, საკვების არსებობა და სხვ.), რის გამოც მწერები წლის ყველა პერიოდში მასობრივად მრავლდებიან.

კვების შედეგად მწერები ამცირებენ, ხოლო მეტაბოლიზმის პროდუქტებით, კვერცხის, მატლის, ჭუპრის ნაცვალი კა-ნით, ექსკრემენტებით, აბლაბუდის ქსელით აუარესებენ პროდუქტების ხარისხს. მავნებლებს, ამავე დროს, გადააქვთ და ავრცელებენ სოკოვან, ვირუსულ, ბაქტერიულ დაავადებებს. ცხვირგრძელები სუნთქვის პროცესში გამოყოფენ სით-ბოს, რაც ხორბლის ჩახურებას იწვევს. ამას მოსდევს ობის სოკოებისა და ბაქტერიების ინტენსიური გავრცელება. დაზი-ანებულ ხორბალში იზრდება ნაცრიანობა, მინერალურ ნივთიერებათა რაოდენობა (აზოტი და ცილები). დაზიანებულ ფქვილს და ბურღულს ეცვლება ფერი, გემო, სუნი, პურში იზრდება ტენის, ნაცრისა და მჟავიანობის შემცველობა, რის გამოც საშიშია ადამიანისა და ცხოველების გამოსაკვებად. ქვემოთ განვიხილავთ ზოგიერთ მათგანს.

 

სიმინდის ანუ მარცვლეულის ჩრჩილი (Si­tot­ro­ga ce­re­a­lel­la Oliv.)

ეს ჩრჩილი აზიანებს ხორბალს, ჭვავს, ქერს, განსაკუთრებით სიმინდს. ჩრჩილის მატლები კვერცხებიდან გამოჩეკის-თანავე ხვრეტენ მარცვალს ჩანასახთან და შიგ იჭრებიან. მატლი მარცვლის შიგთავსით იკვებება, მხოლოდ მის კანს ტო-ვებს. სიმინდის ჩრჩილის პეპელა განაყოფიერების შემდეგ კვერცხებს მარცვლებზე ან მის მახლობლად დებს. მატლი გამოჩეკისთანავე მარცვალში ძვრება და აზიანებს. დაჭუპრების წინ მომავალი პეპლის გამოსაფრენად გამოღრღნის მარცვლის კანს და იქვე მარცვალში აბლაბუდის პარკში ჭუპრდება, საიდანაც 2 კვირის შემდეგ გამოფრინდება პეპელა. მინდვრის პირობებში მავნებელი შეიძლება დაზიანებულ მარცვალთან ერთად მოხვდეს. იქ მას შეუძლია ნორმალურად განვითარდეს, დააზიანოს სიმინდი და თავთავიანი კულტურები და ამით მნიშვნელოვნად დააზარალოს. სიმინდის ჩრჩი-ლი საწყობში წელიწადში 8 თაობის მოცემას ასწრებს, მინდვრად კი — ერთის ან ორის.

 

ბეღლის სამხრეთის ალურა (Plodia in­ter­pun­c­ta­ta Hübner)

ბეღლის სამხრეთის ალურა აზიანებს მარცვლეულს, მისი გადამუშავების პროდუქტებს, საკონდიტრო ნაწარმს, მზე-სუმზირას, ნუშს, ხმელ ხილსა და ბოსტნეულს, სამკურნალო მცენარეებს, ჰერბარიუმებს, კოლექციებს, ჩურჩხელებს, ქიშმიშსა და სხვ. ის ძირითადად შენახვის პირობებში მავნებლობს, მაგრამ სამხრეთის რაიონებში ბუნებაშიც გვხვდება. ზამთრობს მარცვალსაცავებსა და სხვა პროდუქციის შესანახ საწყობებში, იმაგოს, მატლის, ჭუპრის ფაზაში. თბილ ად-გილებში მთელი წლის განმავლობაში მრავლდება, 3-4 თაობას ასწრებს, 300-400 ცალ კვერცხს დებს. კვერცხების განვი-თარებას ოპტიმალურ პირობებში სჭირდება 3-4 დღე, 150C  ტემპერატურაზე კი — 16 დღე. კვერცხიდან გამოჩეკილი მატ-ლი მარცვლის შუაგულში ან სხვა პროდუქტის სიღრმეში იჭრება და ღრღნით აზიანებს. დაზიანებული მარცვალი კარ-გავს აღმოცენების უნარს.

მატლის განვითარება ნორმალურ პირობებში მერყეობს 28-დან 56 დღემდე. ის მარცვალსაცავის კედლებსა და ჭუჭ-რუტანებში, ტომრებში ჭუპრდება, სადაც ახვევს აბლაბუდის ქსელს და ამ პარკში 7-31 დღე (და ზოგჯერ მეტიც, დამო-კიდებულია ტემპერატურის პირობებზე) იმყოფება. ჭუპრიდან გამოფრენილი პეპელა იმავე დღეს შეუღლდება და რამ-დენიმე საათის შემდეგ დებს კვერცხებს.

წისქვილის ალურა (Ephestia ku­eh­ni­el­la Zell.)

წისქვილის ალურას ზიანი მოაქვს განსაკუთრებით მარცვალსაცავებში, წისქვილებში, აზიანებს ფქვილს, ყოველგვარ მარცვლეულს, ბურღულს და სხვ. მატლების მიერ გამოყოფილი აბლაბუდის ქსელის მეშვეობით ფქვილის ნაწილაკები მურკლებად იქცევა. ფქვილი, ისე როგორც საწყობებსა და ბეღლებში არსებული სხვა პროდუქტები, მავნებლის ექსკრე-მენტებითა და ნაცვალი კანითაა დასვრილი. ძლიერი დაზიანების შემთხვევაში ასეთი პროდუქტები საკვებად გამოუსა-დეგარია.

ალურა მატლის ფაზაში თავის მიერ დახვეულ მკვრივ პარკში მეზამთრეობს. ადრე გაზაფხულზე დაჭუპრების შემდეგ გამოფრინდება პეპელა, რომელიც იწყებს კვერცხისდებას ფქვილზე, ტომრებზე, შენობის, იატაკისა და კედლების ნაპ-რალებში და ა.შ. მატლი იმავე ადგილებში ჭუპრდება, სადაც იკვებება. თბილ შენობაში მავნებელს მთელი წლის განმავ-ლობაში შეუძლია განვითარება, სადაც ის 3-4 და მეტი თაობის მოცემას ასწრებს.

კვერცხიდან გამოსული მატლი გამოყოფს აბლაბუდის ქსელს, რომელშიც ახვევს პროდუქტს, რითაც იკვებება. მატლი საკვებად ირჩევს მარცვალს, აგრეთვე წიწიბურას, ხორბლის, ჭვავის ფქვილსა და მანანის ბურღულს, რომლებიც მდი-დარია ვიტამინებით, ცხიმებითა და ცილებით.

პურის რკილი (Ste­go­bi­um pa­ni­ce­um L.)

პურის რკილის მატლი იკვებება მარცვლეულით, ფქვილით, ღერღილით, ნამცხვრით, მარცვლეულის ყველა პროდუქ-ტით და ა.შ. მატლები შეიჭრებიან მათ შიგნით და აკეთებენ სასვლელ ხვრელებს. მათ ფქვილის დაზიანებაც შეუძლიათ. ამ დროს ისინი თავიანთი ორგანიზმებიდან გამოყოფილი სითხით აკოწიწებენ ფქვილის ნაწილაკებს და ქმნიან პატარა ზომის ბურთულაკებს.

პურის რკილი კოსმოპოლიტია, ყველგან გვხვდება. მას საქართველოში საკმაოდ დიდი ზიანი მოაქვს. განაყოფიერების შემდეგ, რაც ჩვეულებრივ მატლების სასვლელებში წარმოებს, ხოჭო მათ კედლებზე ან უშუალოდ პროდუქტებზე ჯგუფურად დებს კვერცხებს. მატლი გამოჩეკისთანავე იწყებს კვებას, რამდენჯერმე იცვლის კანს და შემდეგ ჭუპრდება ან ფქვილის ბურთულაკებში, ან სპეციალურ აკვანში, რომელსაც იგი პროდუქტებში აკეთებს. ჭუპრიდან ახალგამოსული ხოჭო გამოსაფრენ ხვრელს აკეთებს, რის გამოც ასეთი პროდუქტები საფანტით დაცხრილულს მოგვაგონებს.

 

სურინამის ფქვილიჭამია (Oryzaephilus su­ri­na­men­sis L.)

სურინამის ფქვილიჭამიას მატლიცა და ხოჭოც მარცვლით, ხმელი ხილით, მაკარონით, სამკურნალო მცენარეებით, ბოსტნეულის თესლით და მცენარეული წარმოშობის ყველა საკვებით საზრდოობს. საქართველოში ყველგან გვხვდება და საკმაოდ დიდი ზიანი მოაქვს.

მავნებელი მეზამთრეობს ხოჭოსა და მატლის ფაზაში საწყობებში, ბეღელში, პურის საცხობებში, ბინებში და სხვა. მატლი გამოჩეკიდან 2-3 კვირას ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებით იკვებება, ამთავრებს ზრდას და ჭუპრდება საკვე-ბის ნამცეცებიდან შეკოწიწებულ პარკში. ის წელიწადში 2-3 თაობის მოცემას ასწრებს.

 

ბრინჯის ცხვირგრძელა  (Ca­lan­d­ra or­y­zea L.)

ბრინჯის ცხვირგრძელა ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. ხოჭოცა და მატლიც აზიანებენ ბრინჯს, მარცვ-ლეულს, წიწიბურას, პურის ნაწარმს და სხვ. ცხვირგრძელა ძირითადად მარცვალსაცავებში, წისქვილებსა და პროდუქ-ციის შესანახ საწყობებში გვხვდება. მდედრი 380-მდე კვერცხს დებს. საშუალოდ 6-12 დღეში იჩეკება მატლი. ზამთრობს ყველა ფაზაში. მატლი მარცვლის შიგთავსით იკვებება. მის განვითარებას ოპტიმალურ პირობებში საშუალოდ 12-16 დღე სჭირდება, ჭუპრის განვითარებას — 6-10 დღე.

მატლის მიერ გამოღრღნილი მარცვლიდან მხოლოდ კანი რჩება.

6-7%-ზე დაბალი ტენიანობის მქონე მარცვალში მატლი იღუპება. ჭუპრის განვითარებას 7-10 დღე სჭირდება. ხოჭო რამდენიმე დღის შემდეგ იწყებს შეუღლებას.

კლიმატური პირობების მიხედვით ხოჭო მარცვალში 1-5 თვეს ატარებს და წელიწადში 7-8 თაობის მოცემას ასწრებს (თბილ შენობაში).

ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ბრინჯის ცხვირგრძელა მინდორშიც მავნებლობს, რაც საქართველოში შემჩნეული არაა. ბრინჯის ცხვირგრძელები ვერ იტანენ მზის პირდაპირი სხივების მოქმედებას და სხეულის გადახურებით იხოცები-ან.

ბეღლის ცხვირგრძელა  (Ca­lan­d­ra gra­na­ria L.)

ეს მავნებელი ხოჭოს ფაზაში სხვადასხვა მარცვლეულის და მისი გადამუშავების პროდუქტებით იკვებება. მატლები ღრღნიან ხორბლის, ქერის, სიმინდის, ჭვავის, ბრინჯის, წიწიბურას მარცვლებს. ხოჭო განვითარების ყველა ფაზაში ზამ-თრობს. ის დიდი რაოდენობით გროვდება ხორბლეულისა და სხვადასხვა პროდუქციის მარაგზე. ხოჭო განაყოფიერების შემდეგ კვერცხისდებას იწყებს. ის ხელსაყრელ პირობებში მთელი წლის განმავლობაში მრავლდება. ახალგამოჩეკილი მატლი კვებას მარცვლით იწყებს (რომელზეც კვერცხი იყო დადებული). მატლები მგრძნობიარენი არიან ტენიანობისად-მი. თუ მარცვლის ტენიანობა 12%-ზე ნაკლებია, მატლები იღუპებიან. დედალი 150-300 ცალ კვერცხს დებს, საიდანაც 8-12 დღის შემდეგ მატლები იჩეკებიან. მატლები მთლიანად გამოჭამენ მარცვლის გულს და მხოლოდ კანს ტოვებენ.

მატლის განვითარება 21-დან 84 დღემდე გრძელდება (ტემპერატურის მიხედვით) და წელიწადში 2-3 თაობას ასწრებს, თბილ ქვეყნებში _ 5-ს.

ბრძოლის ღონისძიებები

მავნებლების გავრცელების კერების მოსპობისათვის საჭიროა შენახვის სწორი ორგანიზაცია. უჰაერო, ტენიან, უსუფ-თაო საწყობში შენახული პროდუქტი სწრაფად ჩახურდება, ჩაორთქლდება, რაც ხარისხის მკვეთრ დაცემას გამოიწვევს. ასეთ პროდუქტზე მავნებელი ინტენსიურად მრავლდება.

პროდუქციის შესანახი საწყობი უნდა იყოს ნათელი, მშრალი, მჭიდროდ ნაგები, რომლის განიავებაც შესაძლებელი იქნება.

საწყობში უნდა ინახებოდეს საუკეთესო ხარისხის, წინასწარ გადარჩეული პროდუქტი. ასე, მაგალითად, სიმინდის გა-დარჩევის მიზანია, შემცირდეს საწყობში ჩრჩილის შეყოლის შესაძლებლობა, რადგან სიმინდის ჩრჩილი უმეტესად შიშ-ველი ტაროების წვეროს მარცვლებზე ბინადრობს. ამიტომ ხანგრძლივად შესანახად ფუჩეჩით მჭიდროდ დაფარული ტა-როები უნდა შეირჩეს. წვეროს ნაწილები დაიფქვება და ფქვილად გამოიყენება. ადრე გაზაფხულზე საჭიროა დაზიანებული ტაროების საღისაგან გამორჩევა და დაფქვა (ფქვილის გამოყენება ფრინველების ან ცხოველების საკვებად ტაროზე 10 მარცვალზე მეტის დაზიანების შემთხვევაში).

გამოწვეული ზიანის მიხედვით ბეღლის მავნებლები შეიძლება შემდეგნაირად დაჯგუფდეს:

  1. დიდი უარყოფითი მნიშვნელობის მქონენი, რომლებიც მარცვლით იკვებებიან და მარცვალშივე ჭუპრდებიან. ასეთია ბეღლისა და ბრინჯის ცხვირგრძელები, პურის რკილი, ბეღლის ანუ სიმინდის ჩრჩილი, წისქვილისა და ბეღლის ალურები;
  2. მავნებლები, რომლებიც მავნეობას ხელსაყრელ პირობებში (ანტისანიტარია, მაღალი ტენი, ჰაერის გაუნიავებლობა) ამჟღავნებენ. ასეთია ფქვილიჭამიები (სურინამის, ქარცი), ღრაჭიკები.

დადებით შედეგს იძლევა ამ მავნებლების წინააღმდეგ მზის პირდაპირი სხივების გამოყენება (გამზეურება) ან ხე-ლოვნური გამომსხივებლით — 200 ვატიანი საშრობი ნათურით — დაზიანებული პროდუქციის დასხივება 20-30 წუთით (დასხივების მანძილი — 40 სმ), საოჯახო პირობებში კი — მცირე რაოდენობის პროდუქციის მაცივარში მოთავსება (6-7 დღით) ან მაღალ ტემპერატურაზე (45-500C) 7-8 წუთით გახურება (პროდუქტი, რომელიც აიტანს), დამდუღვრა, გაშრო-ბა და გრილ ადგილას შენახვა; სარგებელი მოაქვს აგრეთვე ჩრჩილებისა და ალურების პეპლების მტვერსასრუტით შეგ-როვებას, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ რაოდენობას (შეგროვილი პეპლები უნდა განადგურდეს).

მავნებლების ძლიერ გამრავლებისას (წინა წელი) აუცილებელია ფოსფორორგანულ პრეპარატ „კარბოფოსით“ საწყო-ბების დამუშავება. ღონისძიება მარცვლის შეტანამდე 4-5 კვირით ადრე ტარდება. შემდეგ საწყობი უნდა განიავდეს. მავნებლების წინააღმდეგ კარგია ფუმიგაციის ჩატარება ფოსფინის ტიპის პრეპარატებით. ამ შემთხვევაში საჭიროა უსაფრთხოების ყველა ღონისძიების დაცვა.

გურამ ალექსიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი