აგრარული განათლებააგროსიახლეებიაგროტექნოლოგიებიმეფრინველეობა

როგორ გავზარდოთ ფრინველი საკარმიდამოში

მეფრინველეობა (მექათმეობა) მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთერთი წამყვანი დარგია. უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში ფრინველის რაოდენობა დაახლოებით 24 მილიარდია. ფრინველი იძლევა ძვირფას საკვებ პროდუქტებს, მათ შორის, კვერცხს, რომელიც ბიოლოგიურად სრულფასოვანი საკვებია და შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას.

ფრინველის ხორცი დიეტურ-ცილოვანი პროდუქტია. ის დამატებით იძლევა ფრთა-ბუმბულს, და ორგანული სასუქის სახით, ნაკელს. გადამუშავების პროცესში, ნარჩენებისგან მზადდება ცხოველური წარმოების საკვები დანამატები, რა-საც მეცხოველეობის ცალკეულ დარგებში წარმატებით იყენებენ.

საკვები ღირებულებით ქათმის ერთი კვერცხი 40-45 გრ. ძროხის ხორცის და 200 გრ. რძის ტოლფასია. 100 გრ. კვერცხი 160-165 კ/კალორია ენერგიას შეიცავს. ქათმის კვერცხი ადვილად მოსანელებელია, სხვა ცხოველურ საკვებს შენახვის ხანგრძლივობითაც აღემატება. მისგან სხვადასხვა კერძი მზადდება. კვერცხის ცილა გამოირჩევა ბაქტერიოციდული თვისებებით, რაც განაპირობებულია მასში ლიზოციმის არსებობით, იგი აჩერებს მიკრობების განვითარებას.

განსაკუთრებული საკვები და სამკურნალო თვისებით გამოირჩევა მწყრის კვერცხი. იგი სასარგებლოა ასთმის და სის-ხლის მიმოქცევის დარღვევისას. მწყერის კვერცხი ბ ჯგუფის ვიტამინებსა და მიკროელემენტებს (რკინას, კალციუმს, სპილენძს, კობალტს და სხვა) გაცილებით დიდი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე სხვა შინაური ფრინველის კვერცხი. გან-საკუთრებით გამოირჩევა ფარაონის ჯიშის მწყერი, რომლის საშუალო (40-45 დღის) წონა 200- 250 გრამია. წელიწადში დებს 12-16 გრამიან 150-300 ცალ კვერცხს.

მწყრის კვერცხი განსაკუთრებით კარგია ბავშვისთვის. სასურველია მისი მიღება ჭამამდე 2-5 ცალი. არ იწვევს დია-თეზს.

მაღალი საკვები თვისებებით გამოირჩევა შინაური ქათმის ხორცი, განსაკუთრებით მაშინ თუ ის ბუნებრივად („შინაურულად“) არის გაზრდილი.

ქათმის ხორცი შეითვისება თითქმის 85%-ით (ძროხის 75%-ით, ღორის 70%-ით, ცხვრის 65%-ით.).

ქათმის 1 კგ. ხორცის კალორიულობაა 200 კ`კალორია. საკვებად ვარგისია ქათმის 52%, წიწილას 1 კგ. ხორცი 185 კ`კა-ლორიაა. საკვებად ვარგისია წიწილას 46%.

მწყრის 1 კგ. ხორცის კალორიულობაა 280 კ`კალ, საკვებად ვარგისია 50%.

შინაური ფრინველის ხორცის და კვერცხის კალორიულობა დამოკიდებულია ფრინველის ასაკზე. (არჩევენ ზრდასრულ ფრინველს (10-12 თვის და მოზრდილს — 2-3 თვის).

ფრინველის ხორცი ნაზი, ადვილად მოსანელებელი, ყუათიანი და დიეტური საკვებია. კუჭ-ნაწლავით, ღვიძლით, გუ-ლითა და ჰიპერტონით დაავადებული ადამიანისთვის ერთადერთ უვნებელ საკვებს წარმოადგენს.

კვერცხს ფრინველის ორგანიზმი ახალი თაობის წარმოსაქმნელად გამოიმუშავებს. არჩევენ განაყოფიერებული და გა-უნაყოფიერებელი ფრინველის კვერცხს. ორივე თანაბარი კალორიულობით ხასიათდება. ფრინველის გაუნაყოფიერებე-ლი კვერცხი საინკუბაციოდ (ახალი თაობის მისაღებად) გამოუსადეგარია.

ფრინველის კვერცხი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: ცილა, ყვითრი და ნაჭუჭი. ცილა კვერცხის დაახლოებით 60%-ია, ყვითრი — 30%, ხოლო ნაჭუჭი-10-12%.

ყვითრის ქიმიური შედგენილობა სხვადასხვა სახეობის ფრინველისათვის სხვადასხვაა. ცილის შემადგენლობაში 75% უკავია წყალს.

ფრინველი სწრაფად იზრდება (სხვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთან შედარებით), მალე აღწევს სამეურნეო სიმწი-ფეს და ადვილად მრავლდება. მეხორცული ქათამი სამეურნეო სიმწიფეს 2-3 თვის, ინდაური და ბატი 5-6 თვის, იხვი 2,5-3 თვის ასაკში აღწევს. მეკვერცხული კვერცხის დებას იწყებს 120-140 დღიდან.

ახლადდადებული კვერცხის ტემპერატურა ფრინველის ტემპერატურის ტოლია. გაციების გამო კვერცხის ბლაგვ ბო-ლოში საჰაერო კამერა წარმოიქმნება, რომელშიც წნევა ატმოსფერულზე ნაკლებია, ამის გამო ნაჭუჭის ფორმების გავ-ლით ჰაერი საჰაერო კამერაში აღწევს ჰაერი, რომელსაც ბაქტერიები შეაქვს. ეს კი კვერცხის დაბინძურების და ინკუბაციის უნარის შემცირებას იწვევს.

დავიმახსოვროთ!

ფრინველის ბუდე მშრალი და სუფთა უნდა იყოს. ახლადდაბადებული კვერცხი გარედან ლორწოვანი სითხის თხელი ფენითაა დაფარული. სითხის გაშრობის შემდეგ კვერცხის ნაჭუჭის გარე ზედაპირზე თხელი აპკი წარმოიქმნება, რომე-ლიც კვერცხის შიგთავსს ბაქტერიების ზემოქმედებისგან იცავს. კვერცხის ნაჭუჭი ძირითადად, კალციუმის კარბონატის (კირქვა) და ფოსფორის შენაერთებისგან შედგება. მასში გარედან მისი ფოსოვან-მემბრანული აგებულების გამო ადვი-ლად აღწევს ჟანგბადი, ხოლო შიგთავსიდან გარეთ კი — ნახშირორჟანგი.

როგორც აღვნიშნეთ, ფრინველის აღწარმოებისათვის გამოიყენება განაყოფიერებული საინკუბაციო კვერცხი.

საინკუბაციო კვერცხის სწორი შენახვა განაპირობებს გამოჩეკვის მაღალ პროცენტს.

ქათმის საინკუბაციო კვერცხის მასა საშუალოდ 52-55 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს.

საინკუბაციო კვერცხი შენახვის დროს არ უნდა ხვდებოდეს ორპირ ქარში, რადგან ეს გამოიწვევს კვერცხიდან წყლის აორთქლებას და ნაჭუჭის შრობას.

ინკუბაციისთვის განკუთვნილი კვერცხი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მშრალ სათავსოში ინახება, რომლის ტემ-პერატურა +14 გრადუსს არ აღემატება, ხოლო ტენიანობა — 75%-ს.

რაც უფრო ადრე დავიწყებთ კვერცხის ინკუბაციას, უფრო მეტად გამოსადეგია. კარგია, თუ არ გადავაცილებთ 7 დღეს.

ინკუბაციის დაწყების წინ თუ კვერცხს შუქზე გავხედავთ და დავინახავთ, რომ საჰაერო კამერა ან ყვითრი ადვილად მოძრაობს, ის საინკუბაციოდ არ გამოგვადგება. საინკუბაციო კვერცხს საჰაერო კამერა ბლაგვ ბოლოზე უნდა ჰქონდეს და არ უნდა აღემატებოდეს ათთეთრიანის სიდიდეს. თუ საჰაერო კამერა ბლაგვ ბოლოზე არ არის, ჩანასახი უჰაერობით იხრჩობა. ყვითრი საინკუბაციო კვერცხის ცენტრში უნდა მდებარეობდეს. ცილა მკვრივი უნდა იყოს და არ უნდა ლაყლა-ყებდეს.

საინკუბაციო კვერცხში ნაჭუჭიდან პათოგენური მიკრობების შეღწევის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია სა-ბუდრებში სისუფთავის დაცვა. საინკუბაციო კვერცხის გარეცხვა დაუშვებელია. კვერცხის ნაჭუჭი არ უნდა იყოს არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი.

კვერცხების შერჩევის შემდეგ ამზადებენ ბუდეს, რომელსაც 60სმX40სმX40სმ ზომის ყუთში ან კალათში აწყობენ.

ბუდეში სუფთა, მშრალ თივას ან ნამჯას აფენენ და ნახევრად ბნელ ადგილას ათავსებენ, სადაც ტემპერატურა 12-13 გრადუსზე მეტია.

ბუდეში კვერცხების რაოდენობა ფრინველის კვერცხის ზომაზე და გარემო ტემპერატურაზეა დამოკიდებული.

ბუდეში მჯდომი ფრინველი კვერცხებს მთლიანად უნდა ფარავდეს.

ცივ გარემოში მყოფ ბუდეში ნაკლები რაოდენობის კვერცხებს ათავსებენ, მაგალითად, ქათმისას +11-12 გრადუსზე — 13 ცალს, ხოლო + 20 გრადუსზე — 16-17 ცალს.

ბუდის მახლობლად, ფრინველისთვის მისაწვდომ ადგილზე, უნდა იყოს სუფთა წყალი, მშრალი საკვები და ცილა. ბუ-დეზე მჯდარ ფრინველს წყალი და საკვები არ ეძლევა.

ინკუბაციისათვის საუკეთესო დრო გაზაფხულია.

კრუხად უნდა ავარჩიოთ წყნარი ფრინველი შემდეგი ნიშნებით: ფრინველი წყვეტს კვერცხდებას, დიდხანს ყოვნდება ბუდეში, იმზადებს ბუდეს და მასთან არ უშვებს სხვა ფრინველს, მიახლოვებისას კრიახობს.

შეიძლება ქათმის ხელოვნური მოკრუხებაც. ქათამს საღამოს სვამენ ბუდეში, რომელშიც 4-5 კვერცხია. წინასწარ რამ-დენიმე ბუმბულს აცლიან და ბუდეში უფენენ. ბუდეს თავს ისე აფარებენ, რომ არ შეეძლოს ადგომა, 5-6 დღეში ფრინვე-ლი კრიახს იწყებს.

დასაწყისში ცრუკრუხობა რომ არ იყოს, ფრინველს ვამოწმებთ. 3-4 დღე დავსვამთ 3-4 კვერცხზე და თუ არ შეწყვიტა კრუხობა, გადავსვამთ ნამდვილ ბუდეში.

ბუდეში მჯდარ კრუხს კვერცხებს საღამოს უწყობენ. კრუხი კვერცხებს ფეხებით და ფრთებით დაფარავს. თუ ფრინ-ველი კვერცხებს ვერ ფარავს, მაშინ ბუდიდან ზედმეტ კვერცხს ვიღებთ.

ტემპერატურა

კრუხის ქვეშ ტემპერატურა ძალიან ცვალებადობს. იგი 33.4-38.8 გრადუსამდე მერყეობს. ტემპერატურა სხვადასხვაა კვერცხის ზედა და ქვედა მხარეს, საბუდრის ცენტრსა და პერიფერიებს შორის. ზედმეტი ან ნაკლები ტემპერატური-სადმი ჩანასახი ძალიან მგრძნობიარეა.

კრუხის საშუალებით გამოჩეკვას ბუნებრივი ინკუბაცია ეწოდება. კვერცხზე ჯდომის პირველი 2-5 დღის განმავლობა-ში თუ ფრინველი ბუდიდან არ ამოვიდა, ის ფრთხილად ამოჰყავთ და საკვებთან სვამენ. შემდეგ დღეებში ფრინველი ბუ-დიდან 10-15 წუთი ამოდის. ამ დროს შეიძლება ბუდის დათვალიერებაც. ბუდეში მყოფი ფრინველი არ უნდა შევაწუხოთ. ის ვერ ეგუება ხმაურს და ბუდის მახლობლად სხვა ფრინველის ყოფნას. ბუდიდან შეიძლება ცუდი კვერცხის ამოღება. ახლის ჩამატება დაუშვებელია.

კრუხებად იხვის გარდა ყველა სახეობის ფრინველი გამოდგება. უმჯობესია ადგილობრივი ფრინველი, ასევე, ინდაუ-რიც. ბრინჯაოსფერი ინდაური კრუხად არ გამოდგება. ქათმის წიწილა 20-21 დღეში გამოიჩეკება. იხვი და ინდაური— 26-27 დღეში, ბატი — 28 დღეში.

ბუნებრივი გამოზრდა

კვერცხის გამოჩეკვის შემდეგ კრუხი ზრუნავს წიწილების გამოზრდაზე და მას შესაფერის პირობებს უქმნის. გამოჩეკ-ვის პირველ სამ დღეს წიწილები დროის უმეტეს ნაწილს დედასთან შებუდებული ატარებენ. გარეთ მხოლოდ საკვების მისაღებად გამოდიან. გარემოში სითბოს მატებასთან ერთად დაბუდობის დრო მცირდება.

წიწილების კარგ მომვლელად დაკოდილი მამალი ითვლება. ერთ ასეთ მამალს 40-50 წიწილას გამოზრდა შეუძლია. სა-სურველია დასაკოდად ადგილობრივი ჯიშის ყვინჩილები შევარჩიოთ.

კვერცხის ხელოვნური ინკუბაცია

ფრინველთა დიდი რაოდენობით გამრავლების მიზნით ბუნებრივი ინკუბაცია არ არის ხელსაყრელი. ამიტომ ხელოვნუ-რი ინკუბაციისთვის მიმართავენ ინკუბატორებს. თანამედროვე იკუბატორები იძლევა არჩევის საშუალებას გამოსაჩეკი კვერცხის რაოდენობაზე.

შეიძლება შეირჩეს 100, 250, 500, 1200 და ა.შ. კვერცხიანი ინკუბატორები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ხარისხით და მოხერხებულობით.

ხელოვნური გამოზრდა

ხელოვნური გამოზრდის დროს მოზარდის ზრდა-განვითარებისათვის ყველა საჭირო პირობები ხელოვნურად იქმნება. ამ დროს მთელი წლის განმავლობაში ერთდროულად შესაძლებელია მრავალი ფრინველის გამოზრდა.

წიწილების გამოზრდა შეიძლება როგორც საფენიან იატაკზე (საფენად გამოვიყენოთ ნახერხი, ნამჯა), ასევე გალიე-ბით. ფრინველის ხორცის ხარისხის მიხედვით საფენზე გამოზრდილ ფრინველს უპირატესობას ანიჭებენ.

ინკუბატორში გამოჩეკვის შემდეგ წიწილები სპეციალურ ყუთში გადაჰყავთ, რომელიც თანაბრად თბება. საწყისი ტემ-პერატურა წიწილების სიმაღლეზე უნდა იყოს 31-35 გრადუსი, ტენიანობა 75%. ყოველი კვირის ბოლოს ტემპერატურა 2-3 გრადუსით მცირდება და საბოლოოდ უნდა იყოს არანაკლებ 24 გრადუსისა. ამ დროს წიწილა ინტენსიურად იზრდება.

ჯანსაღ წიწილებს ახასიათებთ ფართო თავი, კარგი სუფთა შებუსვა, მოკლე ჩამჯდარი კისერი, ცოცხალი თვალები, გრძელი და განიერი ზურგი, მაგარი ფეხები, აკრული მუცელი და სუფთა უკანა ტანი.

სუსტ წიწილებს ახასიათებთ წაგრძელებული ვიწრო თავი, უფერული ნისკარტი, ჩაცვენილი უსიცოცხლო თვალები, მოკლე ზურგი, წვრილი ფეხები, სხეულის არათანაბარი შებუსვა. დიდი ჩამოშვებული მუცელი.

დაუშვებელია სხვადასხვა ასაკის წიწილების ერთად მოთავსება.

მიხეილ ჭიჭაყუა,

მომავლის ფერმერისმთ. ვეტკონსულტანტი, ბიოლოგიის დოქტორი