აგროტექნოლოგიებიდარგებიმემარცვლეობა

სიმინდის ნათესის მოვლა _ კულტივაცია, მორწყვა, სარეველებთან ბრძოლა

ნათესის მოვლითი ღონისძიების ადრე დაწყების და მცენარეების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მით უფრო, თუ  თესვის დროს ნიადაგი მშრალია, ნათესი დათესვისთანავე უნდა მოიტკეპნოს ნაჭდევებიანი საგორავით.

ნიადაგის ზედაპირზე ქერქის წარმოქმნის შემთხვევაში, ნათესი სიმინდის 3-4 ფოთლის ფაზაში უნდა დაიფარცხოს. ამ დროს დაფარცხვა აუმჯობესებს ნიადაგში აერაციას, სპობს ახალაღმოცენებულ და აღმოცენების პროცესში მყოფ სარეველებს, ხელს უწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას. დაფარცხვა ტარდება დღის ცხელ პერიოდში, როცა სიმინდის მცენარეები ნაკლებად მტვრევადი ხდება.

დაფარცხვა დაუშვებელია ნიადაგის ჭარბტენიანობისას, ასევე არ იფარცხება ლობიოშერეული სიმინდის ნათესი. ფარცხვა ტარდება მსუბუქი ფარცხით, ნათესის განივად.

ნათესის პირველადი კულტივაცია ტარდება სიმინდის მცენარის 3-5 ფოთლის ფაზაში 8-10 სმ. სიმაღლეზე. სიმინდის აღმონაცენი მიწის მიყრისაგან რომ დავიცვათ, კულტივატორის ყველა სექციას ნაპირებზეუკეთდება ცალმხრივი თათები, ხოლო შუაში ისრისებრი.

მეორე კულტივაცია უნდა ჩატარდეს პირველი კულტივაციიდან 10-12 დღის შემდეგ იმავე სიღრმეზე.

სარწყავ პირობებში მეორე კულტივაცია უნდა შეიცვალოს მწკრივთშორისების დაბაძოებით, რაც აადვილებს მორწყვას. ამ სამუშაოს უნდა დავუკავშიროთ გამოკვება აზოტიანი სასუქით.

ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ სიმინდის მცენარის 3-5 ფოთლის ფაზაში გამოიყენება 2,4-დ ამინის მარილი 1,2-1,5 ლ/ჰა-ზე.

ჯვაროსანთა ოჯახის წარმომადგენელი სარეველები (ბოლოკა, შალგი და სხვა) უფრო მგრძნობიარეა ამ ჰერბიციდის მიმართ, ამიტომ მათ წინააღმდეგ დოზა უნდა შემცირდეს, ხოლო მრავალწლიანი სარეველების (ხვართქლა, თეთრი ნარი და სხვა) წინააღმდეგ დოზა უნდა გაიზარდოს.

ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ, სიმინდის თესვამდე ან თესვის შემდეგ აღმოცენებამდე გამოიყენება ნიადაგის ჰერბიციდები: დუალ გოლდი 1,6-2,1 ლ/ჰა ან პრიმექტრა გოლდი 3-4 ლ/ჰა ნიადაგში სასწრაფოდ ჩაკეთებით.

ფესურიანი და ფესვით ნაყარი სარეველების (შალაფა, ჭანგა და სხვა) წინააღმდეგ სიმინდის საადრეო წინამორბედების მოსავლის აღებისთანავე ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს 8-10 სმ. სიღრმეზე და სარეველების15-20 სმ. სიმაღლის ფაზაში (აგვისტო) შესხურდეს რომელიმე ერთ-ერთი მთლიანმოქმედი ჰერბიციდი: კლინი, ნოკდაუნი 3-4 ლ/ჰა, ურაგანი 4-6 ლ/ჰა; ურაგან ფორტე 3-4 ლ/ჰაე. აღნიშნული ჰერბიციდებინიადაგის მზრალად მოხვნამდე სპობს არა მარტო მიწისზედა ორგანოებს, არამედ ფესურებსაც.

სიმინდის ნათესში, მცენარის 3-5 ფოთლის ფაზაში, ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი და ფართოფოთლიანი სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება შემდეგი სისტემური ჰერბიციდები: მოქმედინივთიერებით ნიკოსულფურონი, მეზოტრიონი, რიმოსულფურონი ან სხვა (მაგ: ელუმისი 1,2-1,5 ლ/ჰა, ნიკოფურონი—1-1,5ლ/ჰა; პილოტი 60გრ/ჰა; ნიკოში-1-1,5ლ/ჰა; სტელარი 1-1,5ლ/ჰა; მაისი — 50გრ./ჰა, ანსხვა). ზოგიერთი აღნიშნული ერბიციდი დამატებით საჭიროებს ბრტყელფოთლიანი სარეველების საწინააღმდეგოდ მოქმედი ჰერბიციდის დამატებას. შესხურების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ნიადაგის დამუშავება დაუშვებელია. 

ჰერბიციდები უნდა გაიხსნას 200-300 ლიტრ წყალში და შესხურდეს მზიან, წყნარ ამინდში.

აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ მიწებზე, თუ თესვის დროს ნიადაგი გამომშრალია და საკმარისი ტენიარ არის აღმოცენებისათვის, დათესვისთანავე უნდა დაიჭრას სარწყავი კვლები და დაუყოვნებლივ მოირწყას.

სიმინდის სავეგეტაციო მორწყვა ტარდება ამინდის პირობებისა და მცენარის განვითარების ფაზების მიხედვით. აღმოსავლეთ საქართველოს ბარის სარწყავ მიწებზე სიმინდი 3-4 მორწყვას საჭიროებს: ერთი მორწყვა, როგორც წესი ტარდება ქუჩუჩოს ამოღების დაწყებამდე, უკანასკნელი მორწყვა — მარცვლის რძისებრ სიმწიფის ფაზაში.

მორწყვა ტარდება გაჟონვის წესით, ყველა მწკრივთშორისებში წყლის მიშვებით. მწკრივთშორის წინასწარ გაკეთებული კვლები საშუალებას იძლევა სარწყავად გამოყენებული იქნეს მილაკსიფონები, რომელიც თითოეულ კვალს აწვდის ზუსტად გათვალისწინებულ წყლის რაოდენობას.
დასავლეთ საქართველოში გვალვიან წლებში სიმინდისათვის საჭიროა ერთი ან ორი მორწყვა.

ორი მორწყვის შემთხვევაში პირველი ტარდება ქუჩუჩოს ამოღებამდე ერთი კვირით ადრე, ხოლო მეორე მარცვლის გავსების ფაზაში.

ნათესის რწყვის რეჟიმი ზონების და ქვეზონების მიხედვით უნდა დაზისტდეს ყველა კონკრეტული პირობებისათვის.