სკა, ფუტკრის ოჯახი და ფუტკრის კვება
სკა – ფუტკრის სახლია და უპირველესყოვლისა ის კომფორტული უნდა იყოს თავად ფუტკრისათვის.
სკა უნდა იყოს მოსახერხებელი მომსახურებისათვის, გააჩნდეს საკმარისი ზომები ფუტკრის ოჯახის დასაბინავებლად და ბარტყები საკმაოდ გამრალების შემთხვევაშიც. მას უნდა გააჩნდეს ფუტკრის საკვების – ჩარჩოებით, თაფლით, აგრეთვე ჭეოთი.
ეხმარებოდეს ფუტკარს ენერგიის დაზოგვაში, იცავდეს ქარისგან, სიცივისგან და არასასურველი გარემო პირობებისაგან. ტემპერატურა უტკრის ამ სახლში არ უნდა ჩამოდიოდეს + 14 გრადუსის დაბალ დონემდე.
საკას უნდა გააჩნდეს ფუტკრის საკვები მოწყობილობა, კარგი ვენტილაციის სისტემა და გათბობის შესაძლებლობები, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ფუტკრის ორგანიზმისა და საკვების დანახარჭებს. სკა შეიძლება დამზადდეს ხარისხიანი ხის ან ხელოვური მასალისაგან.
ხის მასალისგან დამზადების შემთხვევაში ხე-ტყე უნდა იყოს კარგი ხარისხის. ძირითადად იყენებენ რბილმერქნიან ხის ჯიშებს, როგორიცაა: სოჭი, ნაძვი, ფიჭვი, კედარი; ფოთლოვანებიდან: ცაცხვი, ტირიფი, ალვის ხე და სხვა.
მასალა უნდა იყოს გარგად გამომშრალი, სინესტე არ უნდა აღემატებოდეს 16%, რათა შემდგომში სკას არ უჩნდებოდეს ნაპრალები და ფუტკარი არ გამოდიოდეს სკიდან ამ ნაპრალების მეშვეობით. ხელოვნური მასალები აგრეთვე უნდა შეესაბამებოდნენ სტანდარტულ მოთხოვნებს.
ფუტკრის საკვები
ფუტკრი უნიკალურია ყველამხრივ. სხვა არსებებისგან განსხვავებით ის თვითონ იმზადებს და იმარაგებს საკვებს. ადამიანი კი, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, აწვდის მის ხელოვნურ სახეობას. ფუტკრს საკვებად ესაჭიროება: ნექტარი, თაფლი, წყალი, მარილი, მინერალური მარილები,ცხიმები, ყვავილის მტვერი და ჭეო, ფუტკრის რძე, მეფუტკრე კი უმზადებს და აწვდის – კანდსა და ხელოვნურ ინვერსიულ საკვებს. ფუტკრის საკვების შემადგენლობაში შედის ნახშირწყლები, ცილები, ცხიმები, წყალი, მინერალური მარილები, ვიტამინები და სხვა. ამ ნივთიერებებს ფუტკარი ღებულობს ნექტრიდან, ყვავილის მტვერიდან და წყალთან ერთად.
ნექტარი
– მცენარის სანექტრიდან გამოყოფილი ტკბილი წვენია, რომელიც წარმოადგენს საქაროზის, გლუკოზის, ფრუქტოზის, მალტოზის წყალხსნარს. მცირე რაოდენობით შეიცავს ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს, სპირტებსა და დექსტრინების მსგავს ნივთიერებებს, აგრეთვე ფერმენტებსა და მრავალ რთულ არომატულ ნივთიერებებს. ნექტარი იზიდავს ფუტკარს, ის მისთვის ნახშირწყლოვანი საკვებიც და თაფლის მასალაცაა. ოღონდ მისი შედგენილობა დამოკიდებულია მცენარის სახეობასა და გარემო პირობებზე.
ნექტარს გამოჰყოფს მცენარის სანექტრეებში არსებული ჯირკვლოვანი უჯრედები, რომელთა უმრავლესობის (აკაცია, ცაცხვი, წაბლი, სამყურა და სხვა) სანექტრეები მოთავსებულია ყვავილის შიგნით. არიან ისეთი მცენარეებიც, რომელთაც სანექტრეები ყვავილის გარეთ აქვთ. ნექტრის გამოყოფაზე უარყოფითად მოქმედებს ხშირი წვიმები, ქარები, ხოლო მცირე წვიმები და მის შემდეგ მზიანი ამინდები ნექტრის გამოყოფას ხელს უწობენ.
ამინდის პირობებთან და მცენარეთა სახეობაზე დამოკიდებულებით ფუტკრის მიერ შემოტანილ ნექტარში შაქრის კონცენტრაცია მერყეობს 20-დან 66%-მდე. ფუტკარი ნექტარს იღებს მხოლოდ ისეთი მცენარიდან, რომელშიც შაქრის რაოდენობა 20-40%-ია, იმ მცენარეებიდან კი, რომელთა ნექტრის შაქრიანობა 4,25%-ზე ნაკლებია, ფუტკარი ნექტარს არ იღებს. აქტიურად კი აგროვებს ნექტარს ისეთი მცენარიდან, რომელშიაც შაქარი 50%. ზ. მაყაშვილის (1965) მიხედვით ნექტარში წყლის რაოდენობა – 75%, საქაროზის – 12%, გლუკოზისა და ფრუქტოზის – 9,5%, სხვა ნივთიერებებს – 3,5% წარმოადგენს. თაფლში წყალი – 20%, საქაროზა – 5%, გლუკოზა და ფრუქტოზა – 75%, სხვა ნივთიერებები – 1-5%.
ფუტკრის კვებაში ნექტარი ნახშირწყლების ძირითადი წყაროა და ის ფუტკრის მიერ გადამუშავდება თაფლად, ჭეო კი თაფლთან ერთად დაკონსერვებული ყვავილის მტვერია და ცილების, ცხიმების, მარილების და ვიტამინების წყაროდ ითვლება. თაფლი და ჭეო ბუნებაში არ არსებოს, მას ფუტკარი ამზადებს ნექტრის და ყვავილის მტვერისაგან, რომლებსაც ფუტკარი აგროვებს, ახდენს მათ გადამუშავებას, ყვავილის მტვერს აგუნდავებს, ნექტრის შერევით უჯრედში ათავსებს, თავით ტკეპნის, ზევიდან უმატებს თაფლს, ფიჭის უჯრედებს ჰერმეტულად ხურავს სახურავით და ინახავს ზამთრის საკვებად. სწორედ საკვების დაგროვების და მათი გადამუშავების ფუნქციით ფუტკარი განსხვავდება ცხოველებისაგან.
ნატურალური თაფლით ფუტკარი იკვებება მთელი წლის განმავლობაში
უკვე ცნობილია, რომ ერთ წელიწადში ფუტკრის ოჯახი 90-100 კგ თაფლსხარჯავს. საკვების ხარჯვა ძირითადად მიმდინარეობს გაზაფხულზე, როცა ოჯახში ინტენსიურად ხდება ბარტყის გამოზრდა. ღალიანობის პერიოდში ფუტკარი ძალიან ბევრ საკვებს ხარჯავს ნექტრისა და მტვერის შეგროვებაზე, ცვილის გამოყოფაზე, ფიჭების მშენებლობაზე და სხვა სამუშაოების შესასრულებლად.
ზამთრის პერიოდში ფუტკარი შედარებით მცირე რაოდენობით, საშუალოდ თვეში 0,8-1,0 კგ საკვებს ხარჯავს, რაც არსებითად დამოკიდებულია ოჯახის სიძლიერეზე და გარემოს ტემპერატურაზე.
საფუტკრეში ფუტკარს წელიწადის გარკვეულ პერიოდებში შექრის ხსნარითაც კვებავენ. ოღონდ ამ ხსნარში არ არის ის ძირითადი ელემენტები, რომელიც ნატურალური თაფლის შემადგენლობაში შედის, განსაკუთრებით ფოსფორი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლაში. ასევე შაქრის სიროფში არ არის კობალტი, რომელიც შედის ციანკობალამინის ვიტამინი B12 შემადგელობაში, ამიტომაც ბარტყიანობის ზრდის მიზნით იყენებენ ქლორიან გოგირდმჟავა კობალტის ერთ აბს, რომელსაც ხსნიან მცირე რაოდენობის თბილ წყალში და შეურევენ 1,5-2,0 ლიტრ შაქრის ხსნარს (1 აბი გოგირდმჟავა კობალტის აბი შეიცავს 40 მგ კობალტის მარილს და 960 მგ ქლორირებულ ნატრიუმს), რომელსაც ფუტკარს აძლევენ 200 მლ რაოდენობით ყოველდღიურად 4-5 დღის განმავლობაში იმავე ოდენობით.
თაფლში არსებული არომატული ნივთიერებები, რომლებიც მცენარის სახეობიდან გამომდინარეობენ, თაფლს მიმზიდველს ხდიან, ხოლო მასში არსებული ფერმენტები – ინვერტაზა, ამილაზა, გლუკოოქსიდაზა, კატალაზა თაფლის დიეტურობას განსაზღვრავენ.
თაფლში გვხვდება მთელი რიგი ვიტამინები ( A; E; B; B2; B3; B5; B6; B8; B12; C). რომლებიც საჭირო არიან ფუტკის მიერ პროდუქტების წარმოებისათვის, მისი განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის. მაგალითად, ვ ი ტ . A (რეტინოლი) ფუტკრის ორგანიზმში არ სინთეზირდება. მიიღება მცენარეული წარმოშობის პროვიტამინი – კაროტინისა და კრიპტოქანიტისაგან. რომლებიც აუცილებელია ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად.
წყალი
როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის, წყალი ფუტკრისათვისაც აუცილებელია. მას უწყლოდ არსებობა არ შეუძლია. ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობისათვის და ნივთიერებათა ცვლის პროცესში ფუტკარი დიდი რაოდენობით ხარჯავს მას. წყლის საძებნელად იგი დიდ ენერგიას ხარჯავს და უფრო მეტჯერ გამოდის, ვიდრე ნექტრის და ყვავილს მტვრის შესაგროვებლად (ნახევარი ლიტრა წყლის მოსაძებნად იგი 30000 გამოფრენას აწარმოებს).
გაზაფხულზე დღე-ღამეში მას 100-200 მლ წყალი სჭირდება, ცხელ ამინდებში კი დღეში ხარჯავს 400 მლ წყალს. წყალს ის ტბების, მდინარეების ნაპირებიდან, ჭაობებიდან, ჭის ირგვლივ, ონკანების გარშემო და სხვა ტერიტორიებიდან იღებს. ადრე გაზაფხულზე წყლის საძებნელად დაბალ ტემპერატურაზეც (7-80) გამოდის, აფრინდება და სიცივის გამო შორს ვერ მიდის, ძირს ცვივა და ხშირად იღუპება.
წყურვილის გამო ფუტკარი ძლიერ აღგზნებულია, მოუსვენრობს, ნორმაზე მეტად ხარჯავს საკვებად თაფლს, რაც ნაწლავების გადავსებას და ხშირად ფაღარათს იწვევს.
წყალზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილება აქვს გაზაფხულზე და ზაფხულში, როცა ოჯახში ბარტყის გამოზრდა ხდება. უწყლოდ ის ბარტყს საკვებს ვერ მოუმზადებს, ვერ შეძლებს დაკრისტალებული თაფლისგან ბარტყის საკვების მომზადებას და მის ათვისებას, ვერ დაამზადებს სადედე რძეს, უწყლობის გამო ფუტკარი ბარტყს გარეთ ყრის. წყალი ფუტკარს არა მხოლოდ სასმელად ესაჭიროება, არამედ ბუდეში ტენიანობის შესანარჩუნებლად, ტემპერატურის დასაწევად, რისთვისაც ის წყალს მიმღებ-რეზერვუარ ფუტკრებს გადასცემს, რომლებიც წყლის მიღების გარდა სკაში სხვა სამუშაოებს არ ასრულებენ. ჩიჩახვში მყოფ წყალს თაფლს შეურევენ და ბარტყის ირგვლივ განლაგებულ უჯრედებში ათავსებენ.
თაფლოვანი მცენარეების მასობრივი ყვავილობის პერიოდში წყლის მოთხოვნილებას ფუტკრები ნექტარში დიდი რაოდენობით არსებული წყლით იკმაყოფილებენ, ამიტომ წყალსასმელებთან ნაკლებად ვხვდებით, მაგრამ როგორც კი ოჯახში ბარტყის რაოდენობა მოიმატებს (განსაკუთრებით მცირე ღალიანობის და თაფლის გამოწურვის შემდეგ დედა ფუტკრის მიერ კვერცხისმდებლობის გაგრძელებისას) წყალზე მოთხოვნილებაც იზრდება და უხვად თავმოყრილებს ვხვდებით წყალსასმელთან. წყალი მას არა არტო წლის აქტიურ პერიოდში სჭირდება, არამედ ზამთარშიც, რისთვისაც წყლის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ბუდეში ცენტრალურ ჩარჩოებზე არსებულ თაფლს სპეციალურად გადაუბეჭდავად ტოვებს. მეფუტკრე უნდა შეეცადოს გამოზამთრებისთანავე ფუტკრის მიერ კუჭის გასათავისუფლებლად პირველ გამოფრენამდე დაახვედროს სარწყულებელი, რომელშიაც სასურველია ჩაასხას შემტკბარი წყალი ადგილის შეჩვევისათვის და ამ პერიოდისათვის ფუტკრის მოსაზიდავად, ხოლო შემდეგ სისტემატურად ჩაამატოს ჩვეულებრივი სუფთა წყალი.
თუ საფუტკრეში ღია სარწყულებელია დადგმული, ფუტკრის ჩახრჩობის თავიდან ასაცილებლად მასში უნდა მოათავსოს სატივტივე მასალა. საფუტკრეში კარგია თავდახურული კასრის დადგმა, რომლის ძირზე გაკეთებულია ონკანი, საიდანაც მასში ჩასხმული წყალი წვეთ-წვეთობით გადმოდინდება, ეცემა მასზე მიდგმულ ზიგზაგისებურად დაღარულ, გაურანდავ ფიცარზე, საიდანაც ძირს გადმოქცევის საშუალება არა აქვს, იგი მიჰყვება ღარს ბოლომდე, ფუტკარი კი ფეხებით მჭიდროდ ეჭიდება ფიცარს და თავისუფლად იღებს წყალს. ასეთი სარწყულებელი სანიტარულჰიგიენურ პირობებს აკმაყოფილებს და პრაქტიკულად გამართლებულიცაა, რადგან თავიდან არის აცილებული მასში ფუტკრის ჩახრჩობა. ამ სარწყულებელს პერიოდულად რეცხავენ და ფუტკრის მისაზიდად წყლის წვეთების გამოსასვლელში მხოლოდ ადრე გაზაფხულზე წააცხებენ მცირე ოდენობით თაფლს.
მარილი
საჭმელი მარილი ფუტკრის და ბარტყის ორგანიზმისათვის საჭირო საკვებს წარმოადგენს, იგი აუცილებელია ფერმენტების გასააქტიურებლად, სხეულის გარეგანი და შინაგანი ორგანოების ნორმალური ჩამოყალიბებისათვის, მისი ნაკლებობა იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობას და სხვა დარღვევებს. მარილის ძებნაში ფუტკარი ეტანება დაბინძურებულ ადგილებს – ტუალეტებს, საქონლის ფერმებთან – წუნწუხებს, საქონლის ფეხის ნადგამში ჩაღვრილ წყალს და სხვა, საიდანაც წყალთან და მარილთან ერთად ხშირად შემოაქვთ სკაში ფუტკრის და ბარტყის დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმებიც. ამიტომ საფუტკრეში დადგმულ საწყურებელში საჭიროა ჩაისხას მარილიანი წყალხსნარი – 10 ლ. წყალზე 1 გ. მარილი, ზედმეტი მარილი ფუტკრის ნაადრევ სიკვდილს იწვევს. კარგია, თუ საფუტკრეში ორ საწყურებელს დავდგამთ – ერთს მარილიანს და მეორეს – სუფთა წყლიანს.
მინერალური მარილები
ფუტკრის ზრდა-განვითარებისათვის მინერალური მარილები აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენენ, მინერალური მარილები ყველა ორგანოს და ქსოვილების შემადგენელი ნაწილია და აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში. საშუალოდ გამოანგარიშებულია, რომ ფუტკრის მშრალ მასაში მინერალური ნივთიერებების რაოდენობა 6,26,7%-მდეა. მინერალური ნივთიერებები ფუტკრის ორგანიზმში ხვდება მტვერთან და თაფლთან ერთად კვების დროს, რისთვისაც ამ მიმართულებით სპეციალურ კვებას არ საჭიროებენ. საქართველოს თაფლში აღმოჩენილია 14 ელემენტი (Na, K, Ca, Mg, Fe, Cu, Al, Mn, Ni, Co, Ti, Sp, P, B). მათი ნაკლებობის შემთხვევაში ფუტკარი მათ აგროვებს გარე ტუალეტებში და სადგომებში ცხოველთა მიერ გამოყოფილი ფეკალური მასიდან და შარდიდან. უნდა აღინიშნოს, რომ მინერალური ნივთიერებების საჭიროების საკითხი მეფუტკრეობაში ნაკლებად არის შესწავლილი.
ცხიმები
ყვავილის მტვერში, რომელსაც კვებისათვის აგროვებს ფუტკარი, არის ცილები, პალმიტინი, სტეარინი, არახიდინი, ოლეინი, ლინოლის მჟავები. ისინი ფუტკრის ორგანიზმში განიცდიან დაშლას და ხელახალ სინთეზს, გადადიან უჯრედების შემადგენლობაში და გროვდებიან ცხიმოვანი მარაგის სახით, როგორც ენერგიის წყარო. ცხიმოვანი მჟავების არსებობა განაპირობებს მისი ორგანიზმის, მ.შ. ცვილის გამომყოფი ჯირკვლების ფუნქციონირებას.
ცხიმოვანი მჟავები ფოსფოლიპიდები და სტეროლი აღმოჩენილია ფუტკრის მიერ წარმოებულ ერთ-ერთ პროდუქტშიც, რომელსაც ფუტკრის რძეს უწოდებან.
წყარო: „მეფუტკრეობის საფუძვლები“