სომხეთის სოფლის მეურნეობა – 2024 წელი
სომხეთის სოფლის მეურნეობის სექტორმა 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. ზოგიერთ სფეროში ზრდა დაფიქსირდა, ზოგან კი _ შემცირება.
2024 წელს სომხეთის სოფლის მეურნეობის, ტყის მეურნეობისა და თევზჭერის სფეროს წარმოებული პროდუქციის მთლიანმა ღირებულებამ 311.2 მილიარდ სომხურ დრამს (1 აშშ დოლარის ღირებულება დაახლოებით 485 დრამია, ხოლო 1 ლარი დაახლოებით 142 სომხურ დრამი) გადააჭარბა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.3%-ით მეტია.
ქვეყანაში შარშან მარცვლეულის წარმოება 177.9 ათასი ტონიდან 120.7 ათას ტონამდე, ხოლო მარცვლეული კულტურების ნათესი ფართობი 71 ათას ჰექტრიდან 57 ათას ჰექტრამდე შემცირდა და ეს მაჩვენებლები თითქმის 2021-2022 წლების დონეს დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა საკუთარი მარცვლეულით მოთხოვნილების მხოლოდ მესამედს აწარმოებს.
2024 წელს სომხეთში რძის წარმოებაც 590 ათასი ტონიდან 575 ათას ტონამდე შემცირდა. DairyNews-ის ცნობით კლება ძირითადად დაკავშირებულია პანდემიისა და კლიმატური პირობების გაუარესებასთან. მრავალწლიანი კულტურების, ხილის და ბოსტნეულის წარმოება გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოსტნეულის წარმოების 25.7%-იანი ზრდა.
გასულ წელს ქვეყანაში მეხორცული პირუტყვის რაოდენობა 502 ათასიდან 492 ათასამდე შემცირდა, რაც დაკავშირებულია როგორც არახელსაყრელ ბუნებრივ პირობებთან, ისე ცხოველების მასობრივ დაცემასთან.
შარშან სომხეთში ფრინველების რაოდენობა 4.186 მილიონიდან 4.426 მილიონამდე გაიზარდა. ზრდა ძირითადად გამოიწვია ფრინველის ხორცისა და კვერცხზე მოთხოვნილების მატებამ და იმპორტის შემცირებამ.
შარშან სომხეთის მთავრობის 2020-2030 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. კერძოდ, დაგეგმილი 1000 ჰექტრის ნაცვლად ხეხილის და კენკრის ბაღები 3260 ჰექტარზე გაშენდა.
მნიშვნელოვნად განახლდა სასოფლო-სამეურნეო მანქანების და აგრეგატების პარკი. დაგეგმილი 500 ერთეულის ნაცვლად, შეძენილია 2685 ერთეული.
2021-2024 წლებში სომხეთმა ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება 15%-ით, ხოლო ექსპორტი 35%-ით გაიზარდა. სომხური ღვინო შევიდა ახალ ბაზრებზე: ბრაზილიაში, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში.
პოზიტიური ტენდენციები მიუხედავად, სომხეთის სოფლის მეურნეობის სექტორი კვლავ სირთულეებს აწყდება. ერთ-ერთი მარცვლეულის თვითუზრუნველყოფის დაბალი დონა. მარცვლეულის წარმოების კლება და იმპორტის ზრდა ქვეყნის აგრარულ სექტორის სეროზული გამოწვევაა და ექსპერტების შეფასებით ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების რისკებს ზრდის.
ასევე პრობლემებს იწვევს მეხორცული და მერძეული პირუტყვის რაოდენობის შემცირება, რაც გავლენას ახდენს რძის და ხორცის წარმოებაზე.
სომხეთის აგრარული სექტორის სერიოზული გამოწვევაა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეფექტიანად და სრულად გამოყენების პრობლემა, მთავრობის მცდელობის მიუხედავად, მიწების მხოლოდ 49% მუშავდება.
მასალა მომზადდა ქართულ და უცხოურ პრესის მასალების მიხედვით