ხუთშაბათი, მაისი 23, 2024
ახალი:
დარგებიმემცენარეობა

სუბ­ტრო­პი­კუ­ლ მცე­ნა­რე­თა წარ­მო­შო­ბის ცენ­ტრე­ბი,  ინ­ტრო­დუქ­ცი­ი­ს და აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცი­ის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა

თუ ცნო­ბი­ლი იქნება, სად წარმოიშვა ეს თუ ის მცენარე და რო­მელ ქვე­ყა­ნა­შია გავრ­ცე­ლე­ბუ­ლი, ნა­თელი წარ­მოდ­გე­ნა გვეძ­ლევა იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მოთ­ხოვ­ნას უყ­ენ­ებს იგი გა­რე­მო პი­რო­ბებს: (სით­ბო, სი­ნათ­ლე, წყალი, ნი­ად­აგი და სხვა). გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის მი­მართ მცე­ნა­რის მოთ­ხოვ­ნილებების ცოდ­ნა კი წარ­მო­ად­­გენს მცე­ნა­რე­თა ინ­ტრო­დუქ­ცი­ი­სა და მა­თი აგ­რო­ტექ­ნი­კის სწო­რად და­მუ­შა­ვე­ბის მეც­ნი­ერ­ულ სა­ფუძ­ვლებს.

მცე­ნა­რე­თა გა­და­ტა­ნას ერ­თი მხა­რი­დან მე­ორ­ე­ში, ინტ­რო­­­­დუქ­ცია ეწ­ოდ­ე­ბა. მცე­ნა­რე­თა ინ­ტრო­დუქ­ცია და­სა­ბა­მი­­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს ად­ამ­ი­ან­ის სურ­ვი­ლი­სა­გან და­მო­უკ­იდ­ებ­­ლად ან მისი შეგ­ნე­ბუ­ლი ქ­მე­დე­ბით.

ად­ამ­ი­ან­ის­აგ­ან და­მო­უკ­იდ­ებ­ლად სხვადასხვა კონტი­ნენ­ტიდან მცენარეთა გავრცელების როლს ას­რუ­ლე­ბს: საზ­ღვაო, სარკი­ნიგ­ზო, სა­ჰა­ე­რო და სამ­დი­ნა­რო ტრან­სპორ­ტი, ზღ­­ვის დი­ნე­ბე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი, ქა­რე­ბი და სხ­ვა. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი ად­ამ­ი­ანი შეგ­ნე­ბუ­ლად ახდენდა ერთი მხა­რიდან, სხვა მხარეებში სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რის გადა­ტა­ნას იმ მიზ­ნით, რომ გა­ემ­დიდ­რე­ბინა არსებული ფლო­­რა სა­ინ­­ტე­რე­სო მცე­ნა­რე­ებ­ით.

სუბ­ტრო­პი­კულ მცე­ნა­რე­თა გარ­კვე­უ­ლი სახეობები სა­ქარ­თვე­ლოს ტყე­ებ­ში ვე­ლუ­რადაც იზრ­დე­ბო­და, მხო­ლოდ შემ­დეგ გა­აკ­ულ­ტუ­რეს, მა­გა­ლი­თად: ბრო­წე­უ­ლი, ლეღ­ვი, თხი­ლი, კა­კა­ლი, წაბ­ლი და სხვა. მაგ­რამ სუბ­ტრო­პი­კულ მცე­ნა­­რე­თა ზო­გი­ერ­თი ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც და­ბა­ლი ყინ­ვა­გამძლე­­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბ­ა, ჩვენ­ში შე­მო­იტ­ან­ეს ტრო­პი­კუ­ლი და სუბ­ტ­რო­პი­კუ­ლი ზო­ნის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, ას­ეთ­ებ­ია: ჩაი, ციტ­რუ­სი, ხურმა, მუშმულა, ტუნ­გი, ფე­იჰ­ოა, კი­ვი, გე­რა­ნი, რე­ჰა­ნი, ევ­კა­ლიპ­ტი, ბამ­ბუ­კი და სხვა.

მეც­ნი­ერ­ულ სა­ფუძ­ვლებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­თა ინ­ტრო­­დუქ­ცია მო­ით­ხოვს იმ ქვეყ­ნე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბის სა­ფუძ­ვლი­ან ცოდ­ნას, სა­იდ­ან­აც შე­მო­აქვთ მცე­ნა­რე.

აკ­ად­ემ­იკ­ოს ნ. ვა­ვი­ლოვს სუბ­ტრო­პი­კულ მცე­ნა­რე­თა წარ­­მო­შო­ბის 7 კე­რა აქვს აღწერილი და გა­მო­ყო­ფი­ლი:

  1. იაპ­ონ­იაჩი­ნე­თის: ეს კე­რა ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე უფ­რო სა­ინ­­­ტე­რე­სოა იმ­ით, რომ ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბით უახ­ლოვ­დე­­ბა ჩვენს ტე­ნი­ან სუბ­ტრო­პი­კულ რა­ი­ონ­ებს და მე­ტად მდი­და­რია მცე­ნა­რე­უ­ლი რე­სურ­სე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი კე­რი­და­ნაა ჩვენ­ში შე­მო­ტა­ნი­ლი ჩა­ი, ციტრუსები, სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ხურ­­მა, ტუნ­გის ხე, ევ­კო­მია, ცვი­ლის ხე, ქა­ფუ­რის ხე, ბამ­ბუ­კი, მრა­­ვა­ლი დე­კო­რა­ცი­უ­ლი მცე­ნა­რე და სხვა;
  2. ინ­დო­ეთ­ის კე­რა ამ კე­რას თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით მე­ო­­რე ად­გი­ლი უჭ­ირ­ავს. ინ­დო­ეთ­ში სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ნი ად­ა­გ­ურ-კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი ჰი­მა­ლა­ის მთე­ბის სამ­ხრეთ ფერ­დო­ბებ­ზეა გავრ­ცე­ლე­ბუ­ლი. ამ კე­რი­დან ჩვენ­ში შე­მო­ტა­­ნი­ლია: ას­ამ­ის ანუ ინ­დუ­რი ჩაის, ლიმ­ო­ნის, ფორ­თოხ ლი­სა და მან­და­რი­ნის ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ო­ბა, ციტ­რო­ნი, ბი­გა­რა­­­დია, ლი­მო­ნის სორ­­გო, ფა­ჩუ­ლი, ჟას­მი­ნი, შაქ­რის ლერ­წა­მი და სხვა;
  3. სამ­ხრე­თი და ცენ­ტრა­ლუ­რი ამ­ერ­იკ­ის კე­რა: ამ კერაში არ­ის რო­გორც მშრა­ლი, ას­ე­ვე ტე­ნი­ა­ნი რეგიონები, საი­და­ნაც ჩვენ­თან შე­მო­ტა­ნი­ლია მცე­ნა­რე­ე­ბი: ავ­ოკ­ა­დო, ფე­იჰ­ოა, აგ­ა­­ვა, იუ­კა, ქი­ნა­ქი­ნის ხე და სხვა;
  4. ავ­სტრა­ლიაახ­­ლი ზე­ლან­დი­ის კე­რა: აქ­ედ­ან ჩვენ­ში ინ­ტრო­­დუქ­ცი­რე­ბუ­ლია: ევ­კა­ლიპ­ტი, აკ­აც­ია (ავ­სტრა­ლი­იდ­ან) ახ­ალ­ზე­ლან­დი­უ­რი სე­ლი და დრა­ცე­ნა (ახ­ა­ლი ზე­ლან­დი­ი­დ­ან);
  5. წი­ნა აზ­­ის კე­რა _ მშრა­ლი სუბ­ტრო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტის სამ­შობ­ლოს წარ­მო­ად­გენს: ლეღ­ვი, ნუ­ში, ბრო­წე­უ­ლი, ფსტა, კა­კა­ლი;
  6. ხმელ­თა­შუა ზღვის აუზ­ის კე­რა ზაფ­ხუ­ლო­ბით მშრა­­ლი სუბ­ტრო­პი­კუ­ლი მხა­რეა; ამ კე­რი­დან არ­ის: ზე­თის­­­ხილი, დაფ­ნა, კორ­პის მუ­ხა, ვარ­დი, როზ­მა­რი­ნი, ლა­ვან­და და სხვა;
  7. სამ­ხრეთ აფ­რი­კის კე­რა ეს არ­ის სამ­შობ­ლო გე­რა­ნის და რე­ჰა­ნის.

ინ­ტრო­დუქ­ცია გა­ნუ­ყოფ­ლად არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აკ­ლი­მა­­ტი­ზა­ცი­ას­თან, რაც გუ­ლის­ხმობს ცოც­ხა­ლი ორ­გა­ნიზმის შე­გუ­ებ­ას ახ­ალ გა­რე­მო პი­რო­ბებ­თან.

ცნო­ბი­ლია, რომ ბუ­ნე­ბა­ში გარემო პირობების მიხედვით ზუს­ტი ან­ალ­ოგ­ი არ არ­სე­ბობს, ამ­იტ­ომ მცე­ნა­რის ახ­ალ, უჩ­­ვე­უ­­ლო გა­რე­მო­ში გადატანა და შეგუება ხდება სწორედ ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის საშუალებებით.

მცე­ნა­რე აკ­ლი­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მა­შინ, რო­დე­საც ახ­ალ გა­რე­მო­ში შე­იც­ვლის თა­ვის მემ­კვიდ რულ ბუ­ნე­ბას, იძ­ენს ახ­ა­ლი პი­რო­ბე­ბის ად­ეკ­ვა­ტურ თვი­სე­ბებს, ნორ­მა­ლუ­რად გაივლის გან­ვი­თა­რე­ბის წლი­ურ ციკლს და იძ­ლე­ვა სი­ცოც­ხლი­სუ­ნა­რი­ან თა­ობ­ას, რო­მე­ლიც ინ­არ­ჩუ­ნებს ახ­ალ­შე­ძე­ნილ ნი­შან-თვი­სე­ბებს.

რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი