დარგებიმემცენარეობა

სუბ­ტრო­პი­კუ­ლი სარ­თავ-ბოჭ­კო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი

სარ­თავ მცე­ნა­რე­თა ჯგუფ­ში გა­ერ­თი­ან­ებ­ულ­ია ის­ე­თი კულ­­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ფე­იქ­რო მრეწ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის იძ­ლე­ვ­ა ნა­ტუ­რა­ლურ ბოჭ­კოს. ქი­მი­უ­რი მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ფარ­თოდ გა­იზ­არ­და ხე­ლოვ­ნუ­რი ბოჭ­კოს წარ­მო­ე­ბა და მოხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ სა­ფე­იქ­რო მრეწ­ვე­ლო­ბის მოთ­ხოვ­ნი­ლ­ე­ბა მცე­ნა­რე­ულ ბოჭ­კო­ზე კვლავ დი­დია და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ის შე­იც­ვა­ლოს ხე­ლოვ­ნუ­რი ბოჭ­კო­თი.

ბოჭ­კო­ვა­ნი ანუ სარ­თა­ვი კულ­ტუ­რე­ბის მოყ­ვა­ნის ძი­რი­თად მი­ზანს მცე­ნა­რე­უ­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი ბოჭ­კოს მი­ღე­ბა შე­ად­­გენს, რო­მელ­საც ფარ­თოდ იყ­ენ­ებ­ენ სა­ფე­იქ­რო მრეწ­ვე­ლო­ბა­ში.

სარ­თა­ვი მცე­ნა­რე­ე­ბი ბო­ტა­ნი­კუ­რად სხვა­დას­ხვა ოჯ­ახ­ის, გვა­­რი­სა და სა­ხე­ობ­ა­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ­ი­ან. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ჩვენ­თვის სა­ჭი­რო ბოჭ­კოს ი­ვი­თა­რებს თესლ­ზე, რო­გორც მაგ. ბამ­ბა, ზო­გი მცე­ნა­რე კი – ღე­რო­ზე, ლა­ფან­ში (სე­ლი, სარ­თა­ვი აგ­ა­ვა, კა­ნა­ფი, ჯუ­თი, რა­მი, კე­ნა­ფი და სხვ.), ზო­გი­ერთ მცე­ნა­რე­ს სარ­თა­ვი ბოჭ­კო უვ­ით­არ­დე­ბა ფოთ­ლებ­ში (ახ­ალ­ზე­ლან­დი­უ­რი სე­ლი, სარ­თა­ვი აგ­ა­ვა, რა­ფი და სხვ.).

ნა­ტუ­რა­ლუ­რი ბოჭ­კო შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის, მა­გა­ლი­თად: მატ­ყლი, აბ­რე­შუ­მი და სხვ. ცნო­ბი­ლია აგ­რეთ­ვე მი­ნე­რა­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის ბოჭ­კო, რო­გო­რი­ცაა აზ­ბეს­ტის, მი­ნის და ლი­თო­ნის ძა­ფე­ბი, ას­ე­ვე მი­იღ­ებ­ენ ხე­ლოვ­ნურ ბოჭ­კოს, მა­გა­ლი­თად, ხე­ლოვ­ნუ­რი აბ­რე­შუ­მი და სხვ.

მცე­ნა­რე­უ­ლი ბოჭ­კო წარ­მო­ად­გენს მცე­ნა­რის გა­ხე­ვე­ბულ, წაგრ­ძე­ლე­ბულ, ელ­ას­ტი­ურ უჯ­რედს ან უჯ­რედ­თა კო­ნას, რო­მლის თვი­სე­ბაა გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­აღმ­დე­გო­ბა გა­უწ­ი­ოს გაწ­ყვე­ტა­ზე მოქ­მედ ძა­ლებს. გა­ნას­ხვა­ვე­ბენ ელ­ემ­ენ­ტა­რულ და ტექ­ნი­კურ ბოჭ­კოს. ელ­ემ­ენ­ტა­რულს ერ­თუჯ­რე­დი­ან ბოჭ­კოს უწ­ოდ­ებ­ენ. მი­სი სიგრ­ძე მი­ლი­მეტ­რებ­ში იზ­ომ­ე­ბა. ტექ­ნი­კუ­რი ბოჭ­კო კი რამ­დე­ნი­მე ელ­ემ­ენ­ტა­რუ­ლი ბოჭ­კო­სა­გან შედ­გე­ბა და მი­სი სიგრ­ძე სან­ტი­მეტ­რო­ბით და მეტ­რო­ბით იზ­ომ­ე­ბა. ელ­ემ­ენ­ტა­რუ­ლი ბოჭ­კოს სიგრ­ძე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­ნი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ის გან­საზ­ღვრავს სარ­თა­ვი მა­სა­ლის ღირ­სე­ბას. თუ ელ­ემ­ენ­ტა­რუ­ლი ბოჭ­კო 15 მმ-ზე გრძე­ლია, ის გა­მო­სა­დე­გია ნარ­თის ამ­ოს­აღ­ებ­ად და მის­გან შე­იძ­ლე­ბა მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დამ­ზა­დე­ბა (რა­მი, კე­ნა­ფი და სხვ.). ტექ­ნი­კუ­რი ბოჭ­კო, რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად ფო­თოლ­ბოჭ­კო­ვა­ნე­ბი იძ­ლე­ვა, სქე­ლი და ტლან­ქია, მას უმ­ეტ­ეს­წი­ლად იყ­ენ­ებ­ენ გრე­ხი­ლე­ბის და უხ­ე­ში ქსო­ვი­ლე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად.

ლა­ფან და ფო­თოლ­ბოჭ­კო­ვა­ნი სარ­თა­ვი ბოჭ­კოს მი­ღე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია, ამ­ის­ათ­ვის სხვა­დას­ხვა მე­თო­დები გამოიყ­ენ­ებ­ა: ბი­ოლ­ოგ­ი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, მე­ქა­ნი­კუ­რი და სხვა. ამ­ჟა­მად მი­ღე­ბუ­ლია უფ­რო მე­ტად ქი­მი­უ­რი წე­სით გა­მო­ყო­ფა.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ად­რე წარ­მა­ტე­ბე­ბით კულ­ტი­ვირ­დე­ბო­და ლა­ფან­ბოჭ­კო­ვა­ნი რა­მის კულ­ტუ­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ნი­ან სუბ­ტრო­პი­კულ ზო­ნა­ში, ძი­რი­თა­დად, წარ­მოდ­გე­ნი­ლია ფო­თოლ­ბოჭ­კო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა ახ­ალ­ზე­ლან­დი­უ­რი სე­ლი, დრა­ცე­ნა, აგ­ა­ვა.

ფო­თოლ­ბოჭ­კო­ვა­ნი მცე­ნა­რე­­ბი

 ახ­ალ­ზე­ლან­დი­­რი სე­ლი (Phormium tenax)

ახ­ალ­ზე­ლან­დი­უ­რი სე­ლი აგ­ავ­ის­ებრ­თა ოჯ­ახს და ფო­რე­უ­მ­ის გვარს ეკ­უთ­ვნის. იგი მრა­ვალ­წლი­ა­ნი, მა­რადმ­წვა­ნე ბუჩ­ქბა­­ლა­ხა მცე­ნა­რეა. ბუჩ­ქის სი­დი­დე მის ხნო­ვა­ნე­ბა­ზე და გა­რე­მო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და სი­მაღ­ლით 2,5 მ და სი­გა­­ნით 2-2,5 მ-მდე აღ­წევს. ყვა­ვი­ლო­ბი­სას ივ­ით­არ­ებს საყ­­ვა­­ვი­ლე ღე­როს (ის­არს), რო­მე­ლიც ბუჩ­ქზე უფ­რო მა­ღა­ლია და ზოგ­ჯერ სი­მაღ­ლით 4,5 მ-მდე აღ­წევს.

ახ­ალ­ზე­ლან­დი­უ­რი სე­ლის ბოჭ­კო გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფა­სია გრე­ხილ­ნა­წარ­მი­სა და ცე­ლუ­ლო­ზა-ქა­ღალ­დის მრეწ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის. მის­გან მზად­დე­ბა რო­გორც ძვირ­ფა­სი ნა­ზი ქსო­ვი­ლი, ბა­ტის­ტი, ისე სხვა­დას­ხვა სა­ხის ტი­ლო­ე­ბი, პირ­­სა­ხო­ცე­ბი, სე­ლის უხ­ე­ში ბოჭ­კო­სა­გან ქსო­ვენ ტომ­რებს, ბრე­ზენ­ტებს, ამ­ზა­დე­ბენ თო­კებს, სა­თევ­ზაო ბა­დე­ებს. სე­ლის ბოჭ­კოს პრო­დუქ­ცია ფარ­თოდ გა­მო­იყ­ენ­ე­ბა სა­ავ­ტო­მო­ბი­­ლო, სა­ავ­ი­აც­იო, რე­ზი­ნის ფეხ­საც­მლი­სა და სხვა სა­ხის სამ­­რეწ­ვე­ლო დარ­გებ­ში.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახ­ალ­ზე­ლან­დი­უ­რი სე­ლის ფოთ­­ლებს იყ­ენ­ებ­ენ მე­ბა­ღე­ობ­ა­ში, მე­ვე­ნა­ხე­ობ­ა­ში, რო­გორც გამ­ძლე ას­აკ­რავ მა­სა­ლას. ის მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბუჩ­ქბა­ლა­ხა მცე­­ნა­რეა, ძლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ფესვ­თა სის­ტე­მით.

ახ­ალ­ზე­ლან­დი­უ­რი სე­ლი მუ­დამ ტე­ნი­ანს, მხო­ლოდ არ­აჭ­ა­ობ­ი­ან ნი­ად­აგს მო­ით­ხოვს, იგი კარ­გად ვი­თარ­დე­ბა დაბ­­ლო­ბებ­ში, ზო­მი­ერ­ად მშრალ ად­გი­ლებ­ზე, სა­დაც ნი­ად­აგ­ში გრუნ­ტის წყლე­ბის დო­ნე 75 სან­ტი­მეტრ­ზე ნაკ­ლე­ბად არ უახ­ლოვ­ნე­ბა ნი­ად­აგ­ის ზე­და­პირს. მი­სი კულ­ტუ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ზეც, თუ ნი­ად­ა­გი არ­აა ჩა­მო­რეც­ხი­ლი და სა­ზო­გა­დოდ ღა­რი­ბი.

ახ­ალ­ზე­ლან­დი­ის სე­ლი­სათ­ვის შე­სა­ფერ ნი­ად­აგ­ებ­ად ით­ვლე­ბა: მსუ­ბუ­ქი ალ­უვ­ი­უ­რი, ქვი­ში­ა­ნი ან თიხ­ნა­რე­ბი; რო­გორც სა­ერ­თოდ სხვა სარ­თა­ვი კულ­ტუ­რე­ბი, ახ­ალ­ზე­ლან­დი­უ­რი სე­ლიც მო­ით­ხოვს ნო­ყი­ერ ნი­ად­აგ­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით აზ­ოტ­ით მდი­დარს. რიგ­თა­ში­რი­სე­ბის ღრმად და­მუ­შა­ვე­ბი­სას სა­ჭი­როა ყო­ველ­წლი­ურ­ად შე­ვი­ტა­ნოთ 120 კგ ფოს­­ფო­რია­ნი და 60 კგ კა­ლი­უმ­ი­ა­ნი სა­სუ­ქი სუფ­თა ელ­ემ­ენ­ტებ­ზე გა­დაყ­ვა­ნით.

ლკლკჯლკლჯლკჯლჯლკაჯდლკფჯასკლდჯფკლსადჯფკლსჯდფკლსდკლ

აზ­ოტ­ი­ა­ნი სა­სუ­ქი შე­აქვთ ვე­გე­ტა­ცი­ის დაწ­ყე­ბის წინ, რიგ­თა­შო­რი­სის გაფ­ხვი­ერ­ებ­ის­ას, 100-150 კგ სუფ­თა ელ­ემ­ენ­ტზე გა­დაყ­ვა­ნით.

პლან­ტა­ცი­ის­ათ­ვის შე­სა­ფე­რი ად­გი­ლის შერ­ჩე­ვით ხდე­ბა მი­სი ძი­რი­თა­დი და­მუ­შა­ვე­ბა – ღრმად დახ­ვნა.

სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ რა­ი­ონ­ებ­ში ახ­ალი ზე­ლან­დი­ის სე­ლი­სათ­ვის ნი­ად­აგ­ის ძი­რი­თად და­მუ­შა­ვე­ბას ზამ­თრის ბო­ლოს ან ად­რე გა­ზაფ­ხულ­ზე აწ­არ­მო­ებ­ენ. შე­მოდ­გო­­მით დახ­ვნა იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა, და ეს მა­შინ, თუ ად­გი­ლი მშრა­ლია და შე­მოდ­გო­მა – ზამ­თრის ჭარ­ბი ნა­ლე­ქე­ბის­გან მი­სი და­ჭა­ობ­ებ­ის სა­შიშ­რო­ე­ბა არ არ­ის.

ნი­ად­აგს ხნა­ვენ 18-20 სან­ტი­მეტ­რის სიღრ­მე­ზე და თუ სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ით­ხოვს, გაჰ­ყავთ საწ­რე­ტი არ­ხე­ბი, რის შემ­დეგ შე­უდ­გე­ბი­ან ორ­მო­ებ­ის დამ­ზა­დე­ბას.

ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში სე­ლი მო­ით­ხოვს ბლო­მად სით­ბო­სა და სი­ნათ­ლეს. სე­ლი ჩრდილს ეგ­უ­ე­ბა, მხო­ლოდ ზრდა ნაკ­ლე­ბი აქვს.

ახ­ალ­ზე­ლან­დი­უ­რი სე­ლის გამ­რავ­ლე­ბა ორი წე­სით ხდე­ბა: ბუჩ­ქის და­ყო­ფით და თეს­ლით. წარ­მო­ებ­ა­ში სამ­რეწ­­ვე­ლო კულ­ტუ­რი­სას და დე­კო­რა­ცი­ულ მე­ბა­ღე­ობ­ა­ში მი­ღე­ბუ­ლია ბუჩ­ქის და­ყო­ფით გამ­რავ­ლე­ბა. და­სა­ყო­ფად ღე­ბუ­ლო­ბენ ას­აკ­ში შე­სულ 5-10 წლის ბუჩქს, სა­იდ­ან­აც შე­საძ­ლე­ბე­ლია 15-20 სარ­გა­ვი ერ­თე­ულ­ის მი­ღე­ბა. ბუჩ­ქის და­ყო­ფა და მა­თი მუდ­მივ ად­გილ­ზე დარ­გვა ხდე­ბა ად­რე გა­ზაფ­ხულ­ზე, სა­ნამ ვე­გე­ტა­ცია და­იწ­ყე­ბო­დეს ან შე­მოდ­გო­მით, ვე­გე­ტა­ცი­ის დამ­თავ­რე­ბი­სას. ნი­ად­აგს ხნა­ვენ 18-20 სმ სიღრ­მე­ზე. თი­თო­ე­უ­ლი ბუჩ­ქი­სათ­ვის კვე­ბის არ­ედ ღე­ბუ­ლო­ბენ 1×1 მ ან 1,5×1 მ-ს. ბუჩ­ქის და­ყო­ფით გამ­რავ­ლე­ბუ­ლი ახ­ალ­ზე­ლან­დი­უ­რი სე­ლი პირ­ველ მო­სა­ვალს გა­შე­ნე­ბი­დან მე-3 – მე-4 წელს იძ­ლე­ვა. მო­სა­ვალს იღ­ებ­ენ გვი­ან შე­მოდ­გო­მით ან ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში. ფოთ­ლის ტექ­ნი­კუ­რი სიმ­­წი­ფის გა­რე­გან ნიშ­ნად ით­ვლე­ბა მი­სი გარ­კვე­უ­ლი სტ­რუქ­­ტუ­რა, სიმ­კვრი­ვე და ზო­მა. მომ­წი­ფე­ბუ­ლი ფოთ­ლის ფირ­ფი­ტა მთა­ვა­რი ძარ­ღვის ორ­ი­ვე მხა­რეს გა­დაშ­ლი­ლია, შე­სამ­­ჩნე­ვად და­ღუ­ნუ­ლია ფოთ­ლის ბო­ლო ნა­წი­ლი, ხო­ლო მი­სი წვე­რო ორ­ად გა­ყო­ფი­ლია. ჭრი­ან ბუჩ­ქის ამ­ონ­აყ­რის გა­რე ფოთ­ლებს და ტო­ვე­ბენ მას­ზე მხო­ლოდ 2-3 ცენ­ტრა­ლურ ფოთ­ლებს. სა­შუ­ა­ლო მო­სა­ვა­ლი ჰექ­ტრი­დან შე­ად­გენს 60-70 ტო­ნას. ფოთ­ლე­ბის აჭ­რა ჩვე­ულ­ებ­რივ წარ­მო­ებს ორ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ. ბოჭ­კოს გა­მო­სა­ვა­ლი ნედ­ლი ფოთ­­ლი­დან 15-17 %-ს შე­ად­გენს.

თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბის დროს კი იღ­ებ­ენ სრუ­ლი­ად მომ­­­წი­ფე­ბულ თესლს და მა­შინ­ვე თე­სა­ვენ და­ხუ­რულ გრუნ­ტში, კვალ­სათ­ბუ­რებ­ში ნა­ხე­ვა­რი სან­ტი­მეტ­რის სიღრ­მე­ზე, რის შემ­დეგ სა­ჭი­როა მორ­წყვა და დაჩრ­დილ­ვა.

მცე­ნა­რე აღ­მო­ცე­ნე­ბას ზოგ­ჯერ ორი კვი­რის შემ­დეგ იწ­ყებს, ზოგ­ჯერ კი ერ­თი-ორი თვის ბო­ლოს. რო­დე­საც მცე­ნა­რე 15-20 სმ-ის სი­მაღ­ლეს მი­აღ­წევს. ახ­ალ ად­გილ­ზე, ღია კვლებ­ზე, მცე­ნა­რე­ებს ერ­თი-მე­ორ­ის­აგ­ან 20 სმ – ის და­შო­რე­ბით რგა­ვენ, მორ­წყა­ვენ და დრო­ებ­ით დაჩრ­დი­ლა­ვენ, რო­დე­საც მცე­ნა­რე ნა­ხე­ვა­რი მეტ­რის სი­მაღ­ლეს მი­აღ­წევს, სა­ჭი­როა მი­სი დარ­გვა მუდ­მივ ად­გილ­ზე.

უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბი­სას ხში­რად და­თიშ­ვას აქვს ად­გი­ლი, სა­ხელ­დობრ, ახ­ა­ლი მცე­ნა­რე შე­საძ­ლოა სხვა ნი­შან­თვი­სე­ბე­ბით იქ­ნას აღ­ჭურ­ვი­ლი, ვიდ­რე მი­სი დე­და მცე­ნა­რე; გარ­და ამ­ი­სა, თეს­ლით მი­ღე­ბუ­ლი მცე­ნა­რე ნე­ლა იზრ­დე­ბა და ვი­თარ­დე­ბა, რის გა­მოც გამ­რავ­ლე­ბის ამ წესს ნაკ­ლე­ბად მის­დე­ვენ წარ­მო­ებ­ა­ში.

ახ­ალ­ზე­ლან­დი­ური სე­ლის პლან­ტა­ცია პირ­ველ მო­სა­ვალს მე-5, მე-6 წელს იძ­ლე­ვა, თუ იგი თეს­ლით არ­ის გამ­რავ­­ლე­ბუ­ლი; მე-3, მე-4 წელს, თუ მი­სი მო­შე­ნე­ბა ბუჩ­ქის და­­ყო­ფით ხდე­ბო­და.

მო­სა­ვალს იღ­ებ­ენ მცე­ნა­რის ზრდის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გვი­ან შე­მოდ­გო­მით ან ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში. გა­ზაფ­ხუ­ლამ­დე, სა­ნამ ზრდა და­იწ­ყე­ბო­დეს.

ფოთ­ლის ტექ­ნი­კუ­რი სიმ­წი­ფის გა­რე­გან ნიშ­ნე­ბად ით­ვლე­ბა: მი­სი გა­რეგ­ნუ­ლი აგ­ებ­ულ­ე­ბა, სიმ­კვრი­ვე და ზო­მა. მომ­წი­ფე­ბუ­ლი ფოთ­ლის ფირ­ფი­ტა მთა­ვა­რი ძარ­ღვის ორ­ი­ვე მხრივ გა­დაშ­ლი­ლია, შე­სამ­ჩნე­ვად და­ღუ­ნუ­ლია ფოთ­ლის ბო­ლო ნა­წი­ლი, ხო­ლო მი­სი წვე­რი ორ­ად და­ყო­ფი­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ერ­თი ჰექ­ტა­რი ვე­ლუ­რად გავრ­ცე­ლე­ბუ­ლი სე­ლი 25-35 ტო­ნა მწვა­ნე ფო­თოლს იძ­ლე­ვა, ხო­ლო ერ­თ ჰექ­ტა­რზე ხე­ლოვ­ნუ­რად გა­შე­ნე­ბუ­ლი პლან­ტა­ცია, სა­თა­ნა­დო მოვ­ლის პი­რო­ბებ­ში – 100-130 ტო­ნას.

რეზო ჯაბნიძე,

ს.მ.მ. დოქტორი, პროფესორი