აგროსიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქედაში მერაბ სურმანიძის და თემურ გორგაძის საოჯახო მეურნეობას სტუმრობდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში, ადგილობრივი ფერმერის ოჯახს ესტუმრა და ვაზის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა.

პრემიერს ფერმერმა მერაბ სურმანიძემ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა მეურნეობა დაათვალიერა და ფერმერს საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ფერმერი 333333333333333333333

სურმანიძეების ოჯახმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩხავერის და ცოლიკაურის ჯიშის ვენახები გააშენა.

მერაბ სურმანიძეს მეურნეობაში ვენახი 750 ჰა. ფართობზე აქვს გაშენებული. ამჟამად ფერმერი წელიწადში 7 ტონაზე მეტ ყურძენს იღებს და შემდეგ წლებში 10 ტონაზე მეტი ყურძნის მოსავალს ვარაუდობს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროგრამები ხელს უწყობს საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებას და იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებას.

ფერმერი აჭარა ლაკჯდფლსჯდფ222222222222222222

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქედაში თემურ გორგაძეების საფუტკრეც დაათვალიერა, სადაც  მასპინძელმა სტუმრებს საოჯახო მეურნეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
8888888888888888888888
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეფუტკრეობის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რადგან ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.
გორგაძეების ოჯახმა შეღავათიანი აგრო სესხით ისარგებლა და 170 000 ლარის ოდენობის სახელმწიფოს თანადაფინანსებით საფუტკრე მეურნეობა გააშენა. ამ დროისთვის თემურ გორგაძეს მეურნეობაში 650 სკა აქვს და 10 ტონა თაფლს აწარმოებს და თაფლის რეალიზაციას საქართველოსა და თურქეთში ახორციელებს.
8000000000000000000000000000000

მერაბ სურმანიძის და თემურ გორგოძის ოჯახში პრემიერ-მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ.